Aug 14, 2009

მე -- ნატოლვილარი...

o7.08.08

08.08.08

9.08.2008

დილას არ გამიღვიძია, იმიტომ რომ არც ღამით მეძინა, უბრალოდ ჩუმად ვისხედით მთელი ღამე მე და დედა და ყოველ ხმაურზე და თვითმფრინავის გადაფრენაზე უსიამოვნო ჟრუანტელი გვივლიდა ტანში... 11 საათზე ძალიან რო უმატეს თვითმფრინავებმა ფრენას, თან ნელ–ნელა რომ მცირდებოდა მათი საფრენი სიმაღლე, გულმა მიგრძნო რო უკვე ქალაქს დაბომბავდნენ, მოვკიდე ხელი გრეის, ჩემს პატარა დეიდაშვილს და ჩავედით სარდაფში, პირველი ბომბი რო ჩამოაგდეს, ჩემი უბნის დასაწყისში, საშინელი ხმა, ვიბრაცია, სუნი და რუხი ბოლი დადგა გარშემო, ეს წმინდაწყლის ბაზა დაიბომბა უკვე ვიცოდი... ბავშვი გადამერია, დეიდა სამხედრო ბინებში ცხოვრობს და ეგ და ბებო სახლში იყვნენ მაგ დროს, მამაჩემი გავიდა უნდა ჩამოეყვანა და უცებ მეორედ დაიბომბა ქალაქი, ახლა უკვე სატანკო ნაწილი და სამხედრო ბინები გაეხვია ალში... კიდევ უფრო გამძაფრდა დენთის სუნი, კიდევ უფრო გამუქდა და გარუხდა ჰაერი... თვითმფრინავები კიდევ აგრძელებდნენ ფრენას, სარდაფიდან ამოსვლას ვერ ვახერხებდი, ბავშვს ვერ ვტოვებდი მარტო, როგორ იქნა დეიდასთან დარეკა დედამ და გაიგო რო მოდიოდნენ უკვე ჩვენთან... დაახლოებით 15 წუთში მოვიდნენ, დეიდამ 20 ბიჭი ყავდა მამუკას დატოვილი ნაწილშიო... 
ერთ ჩანთაში რაც ჩაეტია მარტო იმ ტანსაცმელის ჩაყრა მოვასწარი მთელი ოჯახისთვის.... კიდევ ერთი ბომბი ჩამოვარდა, ახლა უკვე კომბინატში... 
გავრბოდით სახლიდან და აღმოჩნდა რო ძაღლის ადგილი აღარ იყო მანქანაში... ისეთი თვალებით მიყურებდა საჭმლის ჯამებს რო ვუვსებდი რო რამდენიმე დღე მაინც ყოფნოდა... მერე 10 წუთი ძირს ვეგდე, ჩახუტებული მყავდა და ვღრიალებდი... მერე როგორც იქნა გამომაწიწკნეს ხელიდან და ჩავსხედით მანქანაში, სანამ დაქოქავდა ბებოს შეტევა დაეწყო, იმის თეორიული შანსიც არ არსებობდა რო თბილისამდე ცოცხალს ჩავიყვანდით, დედამ დავრჩებიო, მერე დეიდაც გადავიდა მანქანიდან... მე, მამა და პატარა მარიამი წამოვედით თბილისში, გამოსვლისას მამამ სახლის კედელს აკოცა ჩუმად...
ტრასაზე ასასვლელად 2 გზა მიდის ჩვენგან, ორივე დაბომბილი იყო და ორივეს თავზე ტრიალებდნენ თვითმფრინავები, ვერ ვიგებდით საიდან ავსულიყავით... როგორ იქნა გავაღწიეთ ქალაქიდან... მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია არცერთს... თითქმის იგოეთამდე იწვოდა ტრასის ნაპირები...
რამდენჯერმე დავრეკე სახლში, დედამ თქვა ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, დანარჩენები გაფრინდნენ და ჩაწყნარდა ქალაქიო... მერე მამა მოვიდა გამწარებული, მგონი ზაზა დაიღუპა სატანკოს დაბომბვისასო... ჩემი კედლის მეზობელი, 29 წლის ბიჭი... 2 წლის შვილი დარჩა... 
მერე დედამ დარეკა ტირილით, თავის დეიდაშვილი სოსოც დაღუპულა, მარი მასწავლებლის ძმაც.... (გარდაცვალებიდან ზუსტად მეორმოცე დღეს გახდა ორივე 22 წლის...) საშინელება იყო, 5 წამში 22 ბიჭი დაიღუპა, არადა სულ ახალი მისულები იყვნენ ნაწილში, მაგიტომ არ წაიყვანა ბიძაჩემმა ფრონტზე... სოსოს ორივე ძმა წინა ხაზზე ყავდა წაყვანილი, 1 საღამო გამოუშვა უკან რო შვილივით გაზრდილი 12 წლით პატარა ძმა დაემარხათ... 1 მეტრის სიღრმეზე იყო გათხრილი საფლავები, იმიტო რო ქალაქში კაცები აღარ იყვნენ, საკაცეშიც ვერ ჩაასვენეს და იმ ტომარით დაკრძალეს რითიც მორგიდან წამოიყვანეს, დედამისი ტიროდა, ნაგავში წევს ჩემი შვილიო, (ბოთლებით ყინულები ელაგა გარშემო რო გათენებამდე გაეჩერებინათ როგორმე სხეული...) არადა ძმებმა მანქანიდან ჩამოაგდეს და არ წაიყვანეს, შენ მაინც გადარჩი ცოცხალიო, იმავე საღამოს მარი მასწავლებელმაც დაურეკა დეიდას, იქნება ნაწილში ბიჭები იყვნენ, ჩემი ძმა ფუჭდება უკვეო... იმიტომ რომ კანი რაღაც დონეზე რო იწვება, მერე სწრაფად იხრწნება სხეული და ყინულმაც ვერ შეაჩერა... ერთი ბიჭი საერთოდ ვერ იპოვეს, მარტო ჟეტონი იპოვეს და ისე მიხვდნენ რო ისიც დაიწვა, სოსოს ცალი მხარე აღარ ქონდა, ზაზა დედამისმა ამოიცნო ტანზე რაღაც ნიშანი ქონია, სახით ვერა... ზოგის მარტო ტანი იპოვეს, ზოგის თავი... 
რა დამაძინებდა, ვიჯექი და ბოღმაზე ვსკდებოდი, იმის გამო რომ ვიღაცეების ამბიციებს ამდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა....


10.08.2008––10.08.2009


დილით ისევ ბომბის ჩამოვარდნამ გამაღვიძა, უკვე თბილისში, 5 დეკემბრის ქუჩაზე... 31–ე ქარხანა დაბომბეს როგორც მახსოვს... უკვე რეაქცია აღარ მქონდა... სარამოს მამას ძმაკაცმა დედა, დეიდა და ბებო ჩამოიყვანა თბილისში, მერე მამა წავიდა და მარი წამოიყვანა ბორჯომიდან, ვერ გავბედე რო გრეის წამოყვანაც მეთხოვა და კინაღამ ფილტვი დამეხურა სიხარულით მანქანაში რო დავინახე... ახლა უკვე ყველანი ერთად ვიყავით და მთავარი ეგ იყო, მთავარი იყო რო ცოცხლები ვიყავით.. ყველა მატერიალური მომენტალურად გაუფასურდა, მივხვდი რომ ახლობლების კეთილდღეობაზე ძვირფასი არაფერია ქვეყანაზე... ძალიან ბევრი ადამიანის ბედი გვაწუხებდა, ყველას ერთად და თითოეულს კიდევ ცალ–ცალკე... ყველაზე მეტად დეიდაჩემის ქმარზე, მამუკაზე ვნერვიულობდით... 7_ში ჩამოფრინდა საქართველოში და ბავშვიც კი არ უნახავს ისე წავიდა ფრონტზე... 
მერე მახსოვს რო ყოველ ტელეფონის ზარზე მთელი სხეული მიკანკალებდა, ყოველ საინფორმაციო გამოშვების დაწყებაზე, ყველა ინტერნეტ ნიუსზე...  
ბოღმა მახრჩობდა იმის გამო რო ყველა საინფორმაციო გამოშვება ერთგვარი თავისმართლება იყო ზოგიერთებისთვის... რომ დაღუპულთა რაოდენობის მეათედსაც არ აცხადებდა არავინ, არადა ჩემი თვალით ვნახე მარტო გორის ერთ საავადმყოფოში 300–ზე მეტი დაჭრილი და მიცვალებულებით გამოტენილი მორგი... ისიც მახსოვს სიები რო იყო ხეებზე გამოკრული, 
მიცვალებულები, 
დაკარგულები, 
დაჭრილები....
უამრავი ადამიანი რო ეხვია გარშემო და მიცვალებულების სიამდე მისასვლელად ძალა არ ყოფნიდათ...  
ამ დროს თბილისში რა ხდებოდა? გაიხსენეთ, თუნდაც საკუთარი შეგრძნებები... რა უფრო გტკიოდათ? 10000ობით ტოლვილი, დაჭრილი და დაღუპული ადამიანი თუ ის რო დასასვენებლად ვერ წახვედით?! საკუთარ გულებში ჩაიხედეთ და თუ რამის შეგრცხვათ,იცოდეთ რო აზრი აღარ ექნება მაინც... თუმცა ისიც კაია თუ რომელიმე მაინც საკუთარ თავს გამოუტყდებით ამაში... 

1 წლის შემდეგ.... 
რა შეიცვალა?

ის რომ ჩემი ერთ–ერთი სტატუსი დღეს ნატოლვილარიცაა, ის რომ 9 აგვისტოს ათობით ადამიანის წლისთავი იყო გორში ერთდროულად, ის რომ დღეს მე სოსოზე დიდი ვარ უკვე, ის რომ კიდევ 2 ბიძაშვილის ოჯახს აცვია შავები, ის რომ დარწმუნებით ვიცი რომ არეულობის შემთხვევაში აღარსად აღარ გავიქცევი, ის რომ ყოველ კვირა ვუყურებ 1000ობით ქოხს, რომელშიც 21–ე საუკუნის ტოლვილები ცხოვრობენ და გული მისკდება ქარი არ ამოვარდეს და ეს ფურთხით ნაშენი უსაძირკვლო სახლები არ აღგავოს პირისაგან მიწისა... ის რომ ჩემს ქალაქში უამრავი უცხო ადამიანი გამოჩნდა, ის რომ ბევრი რაღაც, ბევრი ადამიანი უფრო მეტად დავაფასე და შევიყვარე, ბევრიც შევიძულე და თავიდან მოვიცილე.... და ის რომ დღეს საქართველოს ბევრად მეტი ტერიტორია აკლია ვიდრე შარშან ამ დროს აკლდა...

რა არ შეიცვალა?! 
ის რომ 7 აგვისტოდან მოყოლებული დღემდე: 
მეზიზღება რუსული ყველაფერი, მთელი ერი და მოდგმა და მოჯიშება..
მეზიზღებიან ოსები, მეზიზღება ის ტერიტორიაც რის დასაბრუნებლადაც შარშან ამ დროს თავს წირავდნენ ქართველები, მეზიზღება იმიტომ რომ ის ერთი გადაფურთხება ტერიტორია ქართველების სისხლითა და ცრემლით არის გაჟღენთილი, რომ არცერთი ქართველის თმის ღერადაც არ ღირს მთელი ეგ სიმყრალე, და არ დამიწყოთ ეხლა რო ჩვენიაო!!! როცა დემოკრატიულად, უსისხლოდ დაბრუნების ტრაკი გვექნება, მაშინ იქნება ჩვენი... მეზიზრება იმიტომ რომ ქართველების გვამებით იყო გადაჭედილი რამდენიმე დღე სანამ მამაოები ჩავიდოდნენ, ჩემი თვალით ვნახე 2 კამაზი სავსე გვამებით, და ამ დროს ჩვენი ყლინჯიღეჭია აცხადებს რომ 92 ადამიანია დაღუპული მთლიანობაშიო!!! მაგდენი მარტო 1 ბომბს შეეწირა ქალაქში!!!! 
მეზიზღებოდნენ და დღემდე მეზიზღებიან დედიკოსი და ცოლის ტრაკს ამოფარებული ეკრანის ფსევდოპატრიოტები!!! ფორუმიდან და სხვა საიტებიდან რო მოუწოდებდნენ ბიჭებს მიდით შეაკვდით, ჩვენ ტრაკჩათბუნებულები გიბალეშიკებთ და იქნებ მალე ქნათ რო დასვენება მოვასწროთო!!!
ისევ ისე მეზიზღება ის იუზერი (ნიკი არ მახსოვს) ვინც აქტიურად პოსტვისას განაცხადა: რას შვებიან ჩვენი არტილერისტები, ანძრევენო?! ( არ ჯობდა მამაშენსაც ეგრე ექნა და შენ არ შეეთითხნე იმ ავბედით დღეს? ;) და კიდევ ერთიც განაცხადით: მა როგორ გინდათ, გამოსაშვები სისხლი უნდა გამოეშვასო!!! და თუ რომელიმეს ავტორი ახლა კითხულობს ამ ბლოგს ერთს გკითხავ, რატო შენი და შენნაირების ბინძური სისხლი არ უნდა გამოსვლოდა სამშობლოს რო მერე დიიდხანს არ გეშხამათ და გებინძურებინათ ის, და რატო უნდა გამოსვლოდა ის ვაჟკაცური სისხლი რაც გამოუვიდა? იმიტო არა რო მე ამ ომში 2 ბიძაშვილი და უამრავი ახლობელი დავკარგე, იმიტო რო შენნაირი მუწუკები რო აყრია სამშობლოს იმიტოა წელში მოხრილი... 
დღემდე მძულს ყველა ის ადამიანი ვინც შვილმკვდარ დედებს და ისედაც გამწარებულ ხალხს კონცერტი გაუმართა, დღემდე მაჟრიალებს რო მახსენდება რამხელა ხრამი იყო ჩვენს და იქ მყოფთა შორის... დღესაც იმ აზრზე ვარ რო ერთი კასეტური ბომბი დახატავდა იქაურობას... და სულ სულ ვფიქრობდი რომ ერთ დღესაც რომ თბილისი დაიბომბოს --- ჩვენ გორელები გამოვალთ სტალინის სახელობის მოედანზე, დავდგებით ერთად, გავმართავთ ძააალიან მაგარ კონცერტს, მოვიწვევთ ქალაქის ცნობილ ბოზებსა და მეტრაკეებს რათა ქართველ ერს ერთიანობისა და ვაჟკაცობისაკენ მოუწოდონ, ვიმღერებთ, ვიცეკვებთ, ვიყვირებთ მიშა მიშას,რათა მთელმა მსოფლიომ დაინახოს ჩვენი „ერთსულოვნება“, „გამბედაობა,“ ის რომ ჩმორები არ ვართ, გამოვხატავთ უკიდურეს აღშფოთებას, მერე დავდგებით და პრეზიდენტის მიმართ ჩვეული სოლიდარობით, დავღეჭავთ გალსტუკებს, მერე დავიშლებით და ვიწუწუნებთ რო ეს რა მოხდა, როგორ ჩაგვაშხამეს დასვენება, თუ სადმე გამწარებული ხალხის პოსტს ვნახავთ, აუცილებლად დავუკომენტებთ რომ რა გაახურეთ საქმე ამ თქვენი პანიკიორობითა და დეზინფორმაციებით, ცოტა აზრზე მოდით და ბლა ბლა ბლა.... მერე უკვე გატოლვილებულებს, საყვარელი სახლები რო გადაგებუგებათ და მაგათ ნაცვლად უსაძირკვლო სახლებს რო აგიშენებენ ფურთხით, ჩამოგივლით და ვიტყვით "ჰა, შეხედეთ, შარი ხეირად ექცათო" 
ხოდა ჩვენ ვიქნებით ქართლის გულის ყველაზე ღირსეული წარმომადგენლები მსოფლიოს თვალში. როგორებიც თქვენ იყავით მაშინ, მიშა მიშას რო ყვიროდით!! 
დღემდე ვერ ვხვდები რატო უნდა მომიწოდოს მეე, ნინო ჭონიშვილს, ქალაჩუნა ქარსელაძემ ვაჟკაცობისაკენ და გამძლეობისაკენ?! ჩემზე მეტი ივაჟკაცა?! ანდაც ბოზანდარა მოროშკინამ?! რა გამიკეთა რო ქადაგად დავარდა და მე და ჩემნაირებს მოგვიწოდებს და ჭკუას გვარიგებს?! 

და აი ამისგან უკვე ვაჟკაცობაზე ლაპარაკი დაცინვაა და მეტი არაფერი... თვითმფრინავის გამოჩენაზე კიარადა დაბომბვაზეც კი, ასეთი რეაქცია ჩემს 6 წლის დეიდაშვილს არ ქონია, არამცთუ მთავარსარდალს!!!


 

ააააააააააააააააააააააააა აი დღემდე მბურძგლავს რო მახსენდება ეგ სიტუაციები!!!!  


მეცინეოდა იმ პანიკაზე, ჯარმა რო უკან დაიხია, მაშინ რო ატყდა თბილისში... რა უსუსურები და სასაცილოები მეჩვენებოდნენ, და გულს ვიოხებდი, საჭმელებს და ბენზინს რო ეზიდებოდნენ გაგიჟებულები, მარშუტკაში რო ამოვარდა 2 გოგო და თბილისის შემოსასვლელთან არიან უკვე, დავიღუპეთო რო კიოდნენ, დღემდე მეცინება მაგათზე, ისე როგორც მაშინ, მარშუტკაში დავცინოდი მთელი ხმით!!!! 


 დღემდე ვთვლი რო ეს არ იყო სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გამართული ომი, თუმცა ვიცი რო ყველა ჯარისკაცი სამშობლოსათვის გულანთებული წავიდა იქ, მეზიზღებოდა ოსებიც, რუსებიც და ჩვენი ხელისუფალნი ყველაზე მეტად, ვის ამბიციებს შეახოცეს ამდენი ხალხი, ამდენი უდანაშაულო, რამდენი დააქვრივეს, რამდენი დააობლეს, ბავშვებს ბავშვობა გაუმწარეს, მოხუცებს სიბერე... არ აქვს მნიშვნელობა ომი ვინ დაიწყო, უბრალოდ არ მესმის თავდაცვით ცხინვალამდე როგორ მივედით... ძალიან კარგად იცოდნენ ვის ეომებოდნენ, ისიც იცოდნენ რო რაც ჩვენ შეიარაღება გვქონდა, მაგი მარტო სასადილოებში ეყენა პუტინს და ისიც იცოდნენ რო ის დედაძაღლი ერთი წამით არ დაგვინდობდა ისე გაგვწყვიტავდა მთელ ერს... ყურადღების მისაქცევად უნდოდათ ყველაფერი, ხო მივიღეთ კიდეც?! მსოფლიოს 69% შეშფოთდა და უკიდურეს აღშფოთებას გამოთქვამდა... ამით მე რა? იმ ათასობით უსახლკაროდ დარჩენილს რა? იმ დაობლებულ ბავშვებს რა? ჩემი ფეხები ;) 



ხო ისე ცნობისთვის, ზევით რომ რამდენჯერმე ვახსენე ბიძაჩემი, ეს ის მამუკა (შოთა) გორგიაშვილია, ყბადაღებული მუხროვანის „ბუნტის“ „მეთაურად“ რომ გაიცნო ბრბომ... არაფრის თქმა არ ღირს მაგ ფაქტზე, უბრალოდ ჩემი პოზიცია რო იცოდეთ, ადამიანს რომელსაც 4 ომში აქვს ნაომარი საქართველოსთვის, ზოგიერთების წონა ტყვია სხეულით დააქვს და მთელი ცხოვრება სამშობლოს დაცვის მეტი არაფერი უკეთებია, რასაც დიდად აფასებდა მთავარსარდალიც კი ( ბეიზდ ონ: ორდენები, წოდებები, მედლები) სამშობლოს მოღალატეობას რო შეტენი, მაგაზე მეტს ვერაფით ავნებ... და თქვენც, საკუთარი აზრი რო არ გაგაჩნიათ და საითაც გაგიტკაცუნებენ იქით იხრებით, ვისაც ეჭვი გეპარებათ მის პატრიოტიზმში, საკუთარ ფსევდოპატრიოტიზმს მიხედეთ და გაიხსენეთ რო ეს ადამიანი 4 ჯერ საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა თქვენს გასიებულ ტრაკებს ;) ვსიო... ) 

სულ ეს მინდოდა მეთქვა, თუ ვინმეს რამე არ მოგეწონათ, ანდაც გულზე მოგხვდათ, ცივი წყალი შემიძლია გირჩიოთ... ამბობენ შველისო ;) 

 
პ.ს: ვაღიარებ რომ საკმაოდ ღრძო და უარყოფითი ემოციით დატვირთული პოსტია, დიდი ბოღმა დევს შიგ და ცოტა არ იყოს მეხამუშებოდა ამის დაფაბლიშება, მარა ნუ ვერაფერს მოვაკლებ, ეს არი ჩემი რეალური შეგრძნებები, არც უცებ გაბრაზებულზე დაწერილი პოსტი არ არის, პირიქით, მასში 1 წლის ნაგროვი ბოღმა და ემოცია დევს, ამიტომ ამდენი ყოყმანის მერე, გამოვაქვეყნებ მაინც ;) :)


11 comments:

გურამი said...

ნინო, მიყვარხარ! ეგრე უნდა მაგ სირისტიანებს! ლოთები ეგენი!

Katieé... (aka ეკა.ტერინე) said...

saintereso posti unda ikos. caviktixav.

vasasi said...

ნიინ, დაგტაგეე..

შემო ჩემს ბლოგზე.. :პ

Alexander said...

მართლა ძალიან რთულია, როცა ადამიანი ამდენ ტკივილს გადაიტან. არ მგონია ის ავადსახსენებელი დღეები ვინმეს კარგად ახსენდებოდეს. ძალიან ბევრს აქვს მიზეზი გაბრაზებული და ნაწყენი იყოს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთი კითხვა მაქვს, ვთქვათ და ენთუზიაზმმა შემაწუხა და მომინდა ამ პოსტის რუსულად გადათარგმნა და ერთერთ რუსულენოვან ბლოგზე დადება, ამ პოსტის წამკითხველი რუსების რექცია როგორი იქნება ნეტა? გასაგებია, რომ რუსები არ გვადარდებს, გვეზიზღება, გვინდა რომ ვაგინოთ, თუმცა ამ პოსტში ერთის მეტი მათი ლანძღვის სხვა ნიშანი ვერ ვიპოვე, ხო და მაინტერესებს, ესე იგი რა გამოვიდა, რომ რუსები კი გვეზიზღება, იმიტო რო ასე იდა ისე გვიქნეს, მაგრამ თუ რამეს დავწერთ, არა უშავს, თუ ისე დავწერთ, მათ რომ გაეხარდეთ... (აქვე დავამატებ, რომ ყველა ომისგან დაზარალებული ადამიანი ვარ, როგორც მორალურად, ასევე მატერიალურად და ახლობლების დასახიჩრება–დაკარგვის მხრივ)

nino said...

alexander
ver mivxvdi ici, rato unda gaexardet rusebs is rac me am postshi miceria :S

Alexander said...

იმიტომ, რომ ამის წაკითხვის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი ჩვენი, ქართველების ბრალია, რაც გვჭრის ეს 20 წელია (გარკვეულწილად კი... გეთანხმები), და რომ პუტინი ისე რა, შეუღიტინეს და გაბრაზდა... სამართლიანად...

nino said...

aba visi bralia metcilad is rac gvchirs? ra provokaciazec gaecat pasuxi 6 agvistos maseti provokaciebi yoveldgiurad iyo 20 clis mandzilze, vis eomeboda saakashvili ar icoda? es sisxli ro su tyuilad daigvara araa martali? teoriuli shansic ar arsebobda ro odnavi cinaagmdegoba gagvecia, ar iyo resursebi da imito, xoda just msoflios yuradgeba miiqcia!! tore me rusets kiar vamartleb, ubralod yvelaferze tvalebis daxuchva ar sheidzleba....

cartwheel said...

კარგად წერ.
სათქმელიც ბევრი და მნიშვნელოვანი გქონია.
ერთია ოღონდ, გულწრფელად გეტყვი, შემეცოდე.
არა იმიტომ, რომ უშუალო მონაწილე იყავი იმ რიარიისა და ლტოლვილობის,
არამედ იმიტომ, რომ შენი ძალიან ახლობელი ადამიანების სიკვდილს უაზროდ თვლი.
ზუსტად ის მსხვერპლი რომ გაიღო ერმა, იმიტომ ჩაგვთვალა მსოფლიომ ღირსებისათვის მებრძოლად, და იმიტომ დაგვიდგა გვერდზე.
ჩვენ გადარჩენილებმა კი, ერთი მიზნით უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, რომ მათი დაღვრილი სისხლი რუსეთს ცხვირში ამოუვიდეს.

ეს შარშან ამ დროს დავწერე ჩემს ომამდელ პოსტზე. ახლაც ამ აზრზე ვრჩები.

მე არ ვამბობ რომ შენების სიკვდილი რაციონალური იყო, არა. ცხოვრება საერთოდ არ არის რაციონალური, არც გმირობა.
ახალი ტექნოლოგიების პირობებში გმირობა საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებაა და არა "მარჯვედ ქნევა მარდად ცემა". შენები გმირები იყვნენ, ეს უნდა იცოდე.
http://cartveli.blogspot.com/2008/08/es-posti-17-marts-damiweria.html

Anonymous said...

dawere ra axali... velodebiiiit

Anonymous said...

anonymus ra alexidze var

Anonymous said...

Your blog keeps getting better and better! Your older articles are not as good as newer ones you have a lot more creativity and originality now keep it up!