Oct 29, 2009

There Are Certain People You Just Keep Coming Back To....

ხვალ რა თქმა უნდა ქვემოთ დაწერილ თითოეულ სიტყვას სიცხიანის ბოდვად შევრაცხავ და ხატზე დასაფიცებლადაც კი გავიწევი იმის დასტურად რომ ყოველივე ქვემოთთქმული უაზრობაა და სიცრუე (და თვალს დავხუჭავ გადაჯვარედინებულ თითებზე) მაგრამ ახლა, როცა შუაღამე იწვის, დნება, და რაც უფრო გვიანს აჩვენებს საათი, მით მეტად მძაფრდება ყველა ემ20ია უნდა ვაღიარო, საკუთარი თავის წინაშე მაინც რომ,

მე ვიცი...
და შენც იცი,
და შენ ჩემზე უკეთესად და
ბევრად უკეთესადაც კი
რომ
რა დროც არ უნდა იყოს და,
სადაც არ უნდა ვიყვე.
ვისთანაც არ უნდა იყო და
ვისიც არ უნდა ვიყვე.
როგორიც არ უნდა იყო და,
როგორიც არ უნდა ვიყვე,
მომავლის უქონლობის მიუხედავად და,
ყველა იმ სიტყვის მიუხედავად.
ყველა იმ ფიქრის მიუხედავად და,
ყველა იმ წყენის მიუხედავად.
შენი კომპლექსების მიუხედავად და,
ჩემი პრინციპების მიუხედავად.
იმ უაზრო ერთგულების მიუხედავად და,
იმ დაკარგული წლების მიუხედავად.
ყველა იმ "აღარასოდეს"-ის დავიწყებით და,
კიდევ ერთ "იქნებ"-ზე მინდობით.
საკუთარი თავმოყვარეობის გათელვითა და,
შენს უტრაკობაზე თვალის დახუჭვით.
მე ვიცი რომ,
და შენ ჩემზე უკეთესადაც კი....
რომ დამიძახო
კიარადა,
ჩურჩულითაც რომ მითხრა,
პირველად კიარადა,
არა თუ მეათედ,
ანდაც მეასედ,
და კიდევ ერთხელ
და ისიც უიმედოდ,
ისევ დავბრუნდები...
ისევ გავიღიმებ....
დაშორებისასაც...
და მე ვიცი რომ,
და შენც იცი რომ,
ჩემზე უკეთესადაც...
და ამიტომაც,
ისე ჩურჩულებ
და ისე მეძახი,
და ისე მელი...
რომ ვერასოდეს,
ვეღარასოდეს,
დავი"ჩემო" ეს მოლოდინი....


And there still are certain people I hardly keep coming back to... and again, and again, and again....
ერთი ღიმილის და, 3 თბილი სიტყვის სანაცვლოდ.....






დდშვც!!!

Oct 22, 2009

შემოგედალალე....

რომ იცოდე, როგორ ვგრძნობ შემოდგომას ,
ზამთრის ბებერ და უხეშ თითებში 
დედოფალი იმედივით რომ იწურება! 
რომ იცოდე,როგორი საზარელი ზამთარია 
ჩემს აივანზე ატუზული და თავის დროს ელის. 
რომ იცოდე,როგორ შემიძლია გამოვაღო 
ნოემბერი და ... 
დაორთქლილი ფანჯრებიდან 
''შემოგედალალე !"-
-დაგიძახო. 
იმ ყვავილების და 
იმ ყვავილების, 
იმ ყვავილების და 

კიდევ იმ ყვავილების სურნელივით,

შემოგედალალე.!.. 

რომ იცოდე ,როგორ გარბის ჩემი წლები, 
თბილისის ქუჩებიდან, ნისლივით წამომდგარი 
და უგზო-უკლოდ დაკარგული ბავშვობის მსგავსად.!
რომ იცოდე,როგორ ნერვიულობს ჩემს ფანჯრებთან 
შუაღამე, შენს სიყვარულსა და არსიყვარულს შორის 
ჩაქოლილ ფიქრებს. !

რომ იცოდე, როგორი ზიზღით ხვდება ჩემი ოთახი 
ყველა უშენობას.!.. 
რომ იცოდე ,როგორი უშენობები დასჩემდა შემოდგომას !
შემოგედალალე! 
რომ იცოდე, როგორი მწარე, არმიყვარხარ ამინდები 
მიყრია მაგიდაზე... 

და ვცდილობ როგორმე არ იწვიმოს. 
ჰო, როგორმე არ იწვიმოს, 
ოღონდ არ იწვიმოს ...
შემოგედალალე !

© ????

Oct 21, 2009

ოცნებები..

ვინაიდან და რადგანაც დათაგული გახლავართ იმის შესახებ რომ ოცნებებზე დავწერო პოსტი, დავწერ რაა, ჩემი რა მიდის :) 

საერთოდ ძალიან ცოტა ოცნებები თუ მქონია მთელი 21 წლის მანძილზე, არასოდეს მიოცნებია სერიოზულად, ასე–თუ ისე მყარად ვდგავარ მიწაზე, შეიძლება ითქვას და ძალიან მყარადაც კი.. 

თუუმცა მაინც, ოცნების გარეშე ადამიანი არ არსებობს ალბათ..

1) ნუ მთელი ბავშვობა ვოცნებობდი რომ სულ 5 წუთით მაინც ვყოფილიყავი ჩემს ძმაზე დიდი და ძლიერი რო ერთი მაგრად მეცემა და თავპირი დამემტვრია, ხანდახან დღესაც გამიცხოველდება ხოლმე ეს ოცნება :)

2) ყოველთვის (ახლაც) ვოცნებობდი ხის სახლზე სადმე ძალიან ძალიან მწუანე ადგილას, მთაში, ტყეში, მდინარესთან ახლოს, აი დაახლოებით ასეთზე 

3) ოცნება ზამთრის სახლზე, დიიდი თოვლით, შიგნით დიიდი ბუხრით, უინტერნეტოდ, უტელევიზოროდ, ბევრი წიგნით, ბევრი ყავით, უმეზობლოდ, უთანამაცხოვრებლოდ... 

4) ვონებობ საქართველოს ფეხით შემოვლაზე, ყველა კუთხის ნახვაზე...

5) მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ძველ დროში ცხოვრებაზე, სამეფო კარზე ბალ–მასკარადებზე დასწრებაზე, კორსეტიან–გაფხორილი კაბების ტარებაზე.. 

6) მთელი ბავშვობა ვოცნებობდი ცხენზე... აი სუუულ დეტალებში მქონდა წარმოდგენილი სკოლაში როგორ მივიდოდი ცხენით, მერე იქვე ხეზე გამოვაბავდი გაკვეთილების დამთავრებამდე..... ცხენის ვაჟკაცურად გაჭენებაც კი არ მეღირსა დღემდე...

7) კიდე ინგლისში ვიცხოვრებდი 1,2,3,4,5 წელი დიდი სიამოვნებით, 

8) დიდის წარმატებით ვოცნებობ იტალიაში ცხოვრებაზე ასევე 1,2,3,4,5 წლით...

კიდე რა?!

9) ა ხოო, ნოკია ნ76–ზე ვოცნებობდი თავიდან რო გამოვიდა, ეხლა არც შეეხედება ისეთ ვიდზეა.. ზატო ეხლა ნოკია888–ზე ვოცნებობ (მამიიი!!!)   

10) კიდე ყველაზე მეტად რაც მინდა და რაზეც ვ20ნებობ  არის ჯანმრთელობა, ჩემი და ჩემი ახლობლების..

11) აზრიანი, აქტიური, წარმატებული და ისეთი დარჩენილი ცხოვრება მინდა რაღაც კვალი რო დარჩეს ჩემგან და სიკვდილიდან 1 წლის მერე არ ავორთქლდე დანარჩენების მეხსიერებიდან, რაღაც უნდა დამრჩეს, რაღაც ჩემი შექმნილი, ოღონდ ბლოგი და მსგავსი უწიპუწი რაღაც არა, რაღაც სერიოზული :)

ვსიო, მეტი არც არაფერზე არ ვოცნებობ/დი...  ა ხო, ყოველთვის მინდოდა ადამიანის აზრების წაკითხვა შემძლებოდა ან კაკ მინიმუმ უჩინარი მაინც ვყოფილიყავი :)))

Oct 18, 2009

დათრობამდე...

დღეს შენი სურვილი დამაქვს სხეულით და
ისეთი ამინდია, დალევა მოგინდება.
მე ვარ გადაღლილი მკვდარი ისტორიით,
ჩემი მომავალი შეთხზან მოირებმა.

ვწერ ლექსებს და ისევ არაფერს ვინანიებ.
დროა, რომ ვერიდო ფანჯრებს კილომეტრზე.
ვიცინი უნებურად, ყველა უნიჭობა
ღიმილს მგვრის, საოცრად მინდება შემირიგდე.

ვუყურებ მზის ჩასვლას, როგორ მომენატრე...
და ვითვლი, რამდენი ვიარე უშენოდ.
ეგოსიტი ვიყო თუნდაც, არაუშავს,
თქვენც თუ გადაგღალეთ, დამტოვეთ მუზებო.

მე ვარ გათანგული ძველი ისტორიით.
ჩემი ბედისწერა წერონ მოირებმა.
დღეს შენი სურვილი დამაქვს სხეულით და
ისეთი ამინდია დალევა მოგინდება...


წავედი, თავი უნდა მოვიკლა და მოვალ ისევ...

Oct 12, 2009

დაქალო მიყვარხარ :*

პირველში (ოღონდ სექტემბრის:) ) სადღაც 2–3 საათზე მე და თიკომ, დიდი სამკუთხედის ობლად დარჩენილმა ორმა კუთხემ, გადავწყვიტეთ რომ აუცილებლად წავსულიყავით ჩვენი აწ უკვე გათხოვილი მესამე კუთხის, დალის სანახავ/მისალოც/ოჯახის გასაცნობად... იმაში ეჭვი არავის შეეპარება რო 4 საათზე წასასვლელები 6–მდე ვერ გავეტიეთ გორიდან.. მერე როგორც იქნა ჩავაღწიეთ მცხეთაში... მიუხედავად იმისა რომ გულჩვილობა არ მჩვევია, თვალებზე ცრემლების ნიაღვარი მომადგა, ხერხემალი ამიცახცახდა და კინაღამ სახალხოდ დავღვარე ჩემი ესოდენ ძვირფასი და იშვიათად თვალს გადმოცილებული ცრემლები.. დაქაალოოოოო როგორ ხააააარ, როგორ მომენატრე უკვეეეეეე, აეეეეე მეჯვარეა მოსულიიიიიიი, სიძ 001 შე მაიმუნოოო და მსგავსი უხერხულობის დასამალი ფრაზების შემდეგ რძალი და თავის ქალაჩუნა მული დატრიალდნენ ოჯახში, გავშალეთ სუფრა... ნუ რავი, გვრიტები რო ძალიან საყვარლები არიან ეგ რა დასამალია, ყველამ იცის, მარა ოჯახიც ძალიან საყვარელი დაგვხვდა.. ნუ მულს ვიცნობდი, ერთადაც დაგვილევია დაჟე :))) ჩვენი 1 კვირის გათხოვილი დაქალი თავს ისე გრძნობდა როგორც საკუთარ სახლში, ამიტომ 1 საათში ეს ყველაფერი მე და თიკომაც გადასარევად გავითავისეთ. ძალიან ბევრს ეცადნენ ჩემს დაკომპლექსებას სუფრაზე მყოფი ერთადერთი უცოლო მამრის (დათოს?!) „დაჯახებით“ მაგარ ვაი რომ არაფერი გამოუვიდათ, ნუ ეს ჩემთან თორე ზემოთ ნახსენები მამრი ერთობ შემართებით მიუდგა ამ იდეას, დაჟე სახლიც კი დამანახა სად მომიწევდა ცხოვრება :))) დავლიეთ ღვინო, და ზუსტად იმ მომენტში, ტრადიციისამებრ გენდერულ თანასწორობაზე რო უნდა გამეჭედა, გადავინაცვლეთ აივანზე, ვიცეკვეთ, ვიმღერეთ, მეზობლებს დავუფრთხეთ ძილი და ბოლოსდაბოლოს ჩვენც დავიღალეთ. ნუ ის ფიცი მე და თიკომ რომ დავდეთ გზაში რო არაფრის დიდებით არ დავრჩებოდით იქ და დავბრუნდებოდით თბილისში, მაშინვე გავაბათილეთ რაც აღმოჩნდა რომ თბილისში მარტო დათოს (?!) საპატრულო მანქანით შეიძლებოდა წასვლა ღამის 2 საათზე :))) მერე ბოჭორაძემ ისეთი ამბავი მომახალა თან ისე დაუნდობლად რო მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე,იმასაც რამდენჯერაც ჩაეძინა იმდენჯერ ვაღვიძებდი ტექსტით „გაიღვიძე შე დამპალო, რა ნამუსით გძინავს, ეს რა მიქენი, ბლა ბლა ბლა“
დილა დაიწყო იმით რომ თავის საზარელმა ტკივილმა გამაღვიძა და ეს ტკივილი კიდევ უფრო გამიმძაფრდა რაც ყური კარგად დავუგდე რას ყვიროდა პატრული დათო პატრულირებისას რაციაში ჩვენს სახლთან ავლა–ჩავლისას :))) ეტყობა იფიქრა ბედი კარს მომდგომიაო და მშობლების გასაცნობად მეპატიჟებოდა სახლში :)) როდის როდის გამოვეტიეთ იქიდან.. გზაში ნოსტალგიამ შემოგვიტია და ვუსმენდით ამ 4 წლის წინანდელ დიქტაფონით ჩაწერილ ჩვენი დიადი სამეულის 45 წუთიან ბოდიალს, ისე ვიცინოდით ცრემლები ღაპაღუპით მოგვდიოდა ორივეს... მე თბილისში დავრჩი, თიკო გორში წამოვიდა, ი ვსიო, ეს იყო ჩემი პირველი სექტემბრის ამბავი რომელიც თვეზე მეტია დრაფტებში ძევს და მელოდება ნება ვიბოძო და ფართო საზოგადოებას წარვუდგინო..  

და ბოლოს ტრადიციულად ფავორიტი სურათები:
მე თიკო და დალის ქალაჩუნა მული :*



სიძე და სიდედრები:*


აეეეეე, ტანცუეტ ვსეეეეეეეეეეეეე




და კიდე გვრიტები :*  



ძალიან მიყვარხართ ორივე, ნუ ჩემი დაქალი უფრო მეტად მაგრამ სიძეც ძალიან :* გკოცნით გეხვევით, დაქალო ხანდახან ისე მომენატრები ხოლმე რო სუ ცხვირი მეწვის და ნიკაპი მიკანკალებს... სუ შენზე ვლაპარაკობთ მე და თიკო, თავი გარიყულად არ იგრძნო, სულ ჩვენთან ხარ მაინც... :* :* :* :* 

Oct 3, 2009

ანკეტა....

1. მიყვარს - ჩემი ძაღლი;
2. ვოცნებობ - აგარაკზე მთაში;
3. ვფიქრობ - როცა სიწყნარეა მარტო მაშინ;
4. მძულს - მისალმება;
5. ვნანობ - რო ვუთხარი;
6. კმაყოფილი ვარ - რო ვუთხარი;
7. მენატრება - სკოლის პერიოდი;
8. მსურს - მაგისტრატურა შვედეთში;
9. მაღიზიანებს - ხმას რო არ მცემს;
10. ვგრძნობ - ფეხები როგორ მეყინება;
11. მეშინია - სულ არ გავიყინო;
12. ვიცი - რო დავიკიდებ;
13. არ ვიცი - როდის დავიკიდებ;
14. შემიძლია - „მიყვარდე და გული გატკინო“–თქო :));
15. არ შემიძლია - სიცოცხლე ყავის გარეშე;
16. ვმეგობრობ - ცხოველებთან;
17. ვაპატიებ - დამრჩა კიდევ რამე უპატიებელი?!;
18. ვტირი - იშვიათად, თითქმის არასოდეს;
19. ვიცინი - ყოველთვის,ხანდახან სიმწრითაც;
20. ვეძებ - სიმღერას „ჩამოვიარე მე შენს ქუჩაზე“ უკვე ჩვევაში გადამივიდა;
21. ღირსი ვარ - ხანდახან ცემისაც კი;
22. ვკარგავ - ძალიან ბევრ დროს;
23. მშურს - იშვიათად მაგრამ მაინც;
24. ვემალები - გაზეთების გამყიდველს, ტვინის ბურღია და იმიტო;
25. ვემტერები - მეზობლის ბავშვს, ყოველ გავლაზე რომ ზარს რეკავს იმიტო;
26. მაინტერესებს - როდემდე გამიძლებს;
27. არ მაინტერესებს - რას ლაპარაკობენ ჩემზე;
28. მახსოვს - პირველად სასწავლებელში ბლა ბლა ბლა :))
29. მრცხვენია - ხანდახან, ასეც ხდება ხოლმე;
30. ვუარყოფ - რო ხანდახან ელენე მენატრება ხოლმე;
31. ვავადმყოფობ - ძალიან ხშირად, მარა ლაითად;
32. ვმალავ - ჩანთის პატარა ჯიბეში :))
33. ვინახავ - 21 წელია უკვე :))))))))))))))
34. მწამს - ღმერთის;
35. მიკვირს - საკუთარი თავის, ხშირად..
36. მიხარია - ყოველი ახალი დღის დაწყება;
37. ვჭორაობ - დაქალებთან, ყველაზე და ყველაფერზე;
38. ვდარდობ - აპარატი რო თბილისში დამრჩა;
39. ვამაყობ - ჩემი ოჯახით და პირიქით :)))))))))))))))))))
40. ვაკეთებ - სალათებს, თანაც გემრიელებს :))))))))
41. ვეფერები - ძირითადად ცხოველებს;
42. მსიამოვნებს - ცხელი ყავის გემო;
43. მესიზმრება - სიზმრები, სხვა რა უნდა დამესიზმროს?!
44. ვეხმარები - ჭურჭელს ვრეცხავ ხოლმე ძირითადად;
45. ვეწევი - ჩილიმს ძირითადად და პლანსაც, თურმე :))))))))
46. მწყინს - იშვიათად, მაგრამ მერე დავიწყება მიჭირს;
47. ვხარჯავ - ფულს, დროს, ენერგიას;
48. ვღალატობ - საკუთარ პრინციპებს, ყოველ შეხვედრაზე :((((
49. ვკამათობ - ხშირად;
50. ვუხეშობ - ძალიან ხშირად;
51. ვუსმენ - Janis Joplin–ს ამ წუთას;
52. ვყოყმანობ - 14–ში წავიდე თუ არა დიპლომის ასაღებად :))))
53. ვკითხულობ - დუმბაძის ნებისმიერ მოთხრობას ნებისმიერი ადგილიდან, ყოველდღე;
54. ვამზადებ - ანკეტას დასაპოსტად :)))))
55. ვუყურებ - როგორ მოცოცავს ობობა ჩემსკენ :)))
56. ვკლავ - ჯერ მოცოცდეს და მოვკლავ აბა რას ვიზავ;
57. ვაფუჭებ - განწყობას, უფასოდ, მსურველები შემეხმიანეთ;
58. ვცხოვრობ - 2სართულიან სახლში და კარადაში საკუთარი განყოფილებაც კი არ მაქვს!
59. ვცემ - სიამოვნებით ვცემდი თავპირწაჭმულ ბავშვებს....
60. ვყვირი - ძალიან ხმამაღლა, არ გირჩევთ მოსმენას;
61. ვმღერი - აბაზანაში :))))))
62. დავდივარ - ფეხით დავდივარ ბევრს ამ ბოლოს;
63. ვმკურნალობ - ბუასილს დაჟინებული მზერით–არა!!! მე არა :))))
64. ვერიდები - ნაცნობებს ქუჩაში, (იხ მე–4 პუნქტი);
65. ვთამაშობ - ნერვებზე, დიდის წარმატებით;
66. ვიტყუები - იშვიათად, მარა ისე საყვარლააად.. :))))
67. ვეთაყვანები - მე, ეთაყვანები–შენ, ეთაყვანება–ის :))))))
68. ვგიჟდები - ძაღლებზე;
69. ვაგროვებ - სალფეტკებს,იარლიყებს,ხურდებს,პატარა მანქანებს;
70. ვიხდი - აბა ჩაცმული ხო არ დავწვები?!
71. ვეჭვიანობ - ყველაზე და ყველაფერზე 24/7 :)))
72. "ვკაიფობ" - ლაითად რო მიღუტუნებენ ხელზე მაშინ;
73. ვიზიდავ - განსაკუთრებით კამაზის მძღოლების ყურადღებას ქუჩაში;
74. ვალამაზებ - უმანდილოსნო სუფრას:))) სხვა რა გზააა :));
75. ვასრულებ - პოსტის წერას და ვაქვეყნებ ბლოგზე :))))