Jan 30, 2009

ლექსიკონი 2 :)

აბაშირი-ის რაც ნინო ჭონიშვილს ყველა კიდურით უტარებია  

თავაზიანი—თქვეჩემა _არათავაზიანი-შეჩემა..   
თავდაუჭერელი—ჩვენი პრეზიდენტი 
თავზარდამცემი—ის ვინც სამრეკლოზე ზარს კარგად არ დაამაგრებს  
თავთავი--- ის რასაც სავსე თავის სრცხვენია და დახრილი აქვს.
თავის დაფასება—დაგაფსით დაფასებულ თავებზე 
თავკომბალა—კომბლეს უკანონო შვილი  
თამადა—ის ვინც თუ არ დალევ, თავზე დაგასხავს!!!!
თანამდებობა—რაც უფრო მაღალია, უკანალი უფრო რბილ სავარძელზე გიდევს
თევზი—არსება რომელიც წაყალში არ იხრჩობა  
თებერვალი—ყველაზე მოკლე და საზიზღარი თვე წელიწადში!
თერთმეტი—სულ მაღიზიანებდა ეს რიცხვი,
თერმომეტრი—ის რასაც თუ გავტეხავდი ვერცხლისწყალი დაიქცეოდა და ვერ იყო კაი ამბავი.
თვალების დაჭყეტა—ის რისი გულისთვისაც ჩემი და ჩემი ძმის კამათი ხელჩართულ ბრძოლაში გადადიოდა ხოლმე…
თვითმკვლელობა—ყველაზე დიდი უტრაკობა, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს
თვიური---არა რაღა იმასთან აასოცირებთ? თვიური ხელფასი ან გადასახადი ან მსგავსი რო მოგივიდეთ თავში პირველი არ შეიძლება?!
თოვლი—ძაან მაგარი კაცი   
თოჯინა—სათამაშო რომელიც ერთი სული მქონდა როდის გაფუჭდებოდა ხოლმე..

თხა—ჩემი ბავშვობის მეგობარია ერთი, სახელსა და გვარს არ დავასახელებ ))

არლიყი—ის რაც ყოველთვის მაწუხებს კისერთან  

იდაყვი—სახსარი რომლითაც შეგიძლია 30,45, 90, 180 გრადუსიანი კუთხე აჩვენო.  
იმედი—ოპტიმიზმის უაზრო გამოვლენა, რომელიც ბოლოს კვდება, (და უკვდავი რო იყოს არ შეიძლება?!)
იმპულსი--- პროსტა დავწერე, აუცილებელია განმარტება მივაწერო?!   
ინტელექტი—სკოლა რომელში გადაყვანითაც მამაჩემი მემუქრებოდა ხოლმე როცა ცუდად ვიქცეოდი
ინტიმურობა---რაღაცა მურთან არი დაკავშირებული აშკარად  
ინტრიგანი—ხარ შენ ბიძიკო ვიღაცა ხარ!
ირემი—ცხოველი რომელსაც ბოზი ცოლი ყავს
ისტერიკა ----ჩემი ისტერიკა არ გაიშვა…  
იტალია—ქვეყანა რომელიც აუცილებლად უნდა ვნახო
იუბილარი---6 აპრილს რო ვარ ხოლმე, 

იღლია---აი ეს რო არ გვქონდეს რა დაშავდება? სახელიც რა სტრანნი აქვს...


კაბა—ტანსაცმელი რომელშიც თქვენი გადამკიდე, მართლა პიდარასტად ვგრძნობ თავს
კავკასია--- ყველა ამ ტელევიზიაზე ღადაობს და მე რაღა დავამატო?!..
კაზმულსიტყვაობა---რა კაციააა  
რატო -- კაკაბი, კაკალი, კაკანი --- და რატო არა კაკაბიბი, კაკალილი, კაკანინი?!
კალიგრაფია—ის რაც ვერაფრით დავამსგავსე კითხვადს!
კაპიკი—გაკაპიკებულა საკაპიკეში ჩაკაპიკებულა (ჩქარ-ჩქარა გაიმეორეთ)
კარაქი—ყველაზე დიდი საზიზღრობა დედამიწაზე
კარავი---ის რაც სულ ტყუილად მაქვს, ვერ ვიყენებ...  
კატა—თაგვმა თხარა, თხარა და... კატასაც ესიამოვნაო   
კატასტროფა---ძაღლისტროფა-ს ანტონიმი
კაციჭამია---ადამიანი რომლისთვისაც მიცვალებული—კონსერვია!
კედელი—გადაცემა პირველ არხზე (?!)
კაცთმოყვარე__ქალის შემთხვევაში—ბოზი, კაცის შემთხვევაში პიდარასტი..
კვერცხი—ვისთვის როგორ, ზოგისთვის საჭმელი, ზოგისთვის სახელი...
კითხვითი ნიშანი—ლობიო, თუ არ გასწორდა ბეჭებში ნახევარრკალად გადავაკეთებ ცოტახანში...
კილო—დედაი, მამაი, გოგოი, რაი, ვ-იი და ა.შ
კირი—ჩემი კატის სახელი რომელიც ფანჯრიდან მოვისროლე
კლდე—კლდიდან კლდეზე გადავხტები, (ჩქარჩქარა გაიმეორეთ ესეც :)
კნავილი—მიაუუ--ჩვეულებრივი კატის შემთხვევაში, ეეეუუუ,ეეეეუუ—დავითას კატის შემთხვევაში   
კონსერვატორი---ის ვინც კონსერვებს აკეთებს  
კოპი—ის რაც საკმაოდ სექსუალურად გამოიყურებოდა ჩემს შუბლზე, კოტემ რო ნივის ბაგაჟნიკი მომარტყა   
კოცნა—გრიპის გადადების საუკეთესო საშუალება
კრაზანა—რისიც მეშინია რო არ მიკბინოს
კუ-გიგამ თქვააა, გატაცებული იყო კუებითო   
კუბი—ყველაზე დებილური ფილმი კინოს ისტორიაში!!!
კუბო—უნდა იყოს თეეთრი   
კუნჭული—ხუთკუნჭულას ერთი მეხუთედი   
კუპრი—მე რო არ აგიხსნათ, ისედაც ბევრნი ახლოს გაიცნობთ!!

კურდღელი—ცხოველი რომელსაც გადაგლესილი ტვინი აქვს


ლაბირინთი—ადგილი სადაც მოხვედრას არ ვისურვებდი
ლამპა—ის რისი მინის გამურვაც ჩემი ძირითადი გართობა იყო უშუქობისას.
ლაყუჩები—რისიც მეშინია არ გამომივიდეს როცა ზღვაზე ვარ ხოლმე    
ლიდერი—და კიდევ ექიმი და მეწარმეც—დავით გამყრელიძე   
ლობიო—გიორგი იაკობაშვილი
ლოგინი—ის რისი ალაგებაც ყოველთვის მეზარება
ლორწო—ბებიაჩემი ეძახდა ხოლმე ცილას, შეყვარებულები რო ვიყავით იმ პერიოდში  
ლტოლვილი—სტატუსი რომლის მონიჭებასაც აღარასოდეს ვისურვებდი
ლურსმანი—სუ მავიწყდება ლურსმანია თუ ლუმსმანი

ლუწი----რაღაცნაირად ლუწი რიცხვი დადებითთან ასოცირდება, კენტი-უარყოფითთან


მაგარი—ის ვინც ზღარბზე დაჯდება, ტიტველი   
მადლი—ის რაც უნდა ვქნათ და ქვაზე დავდოთ, გამოვივლით და ჩემს ფეხებს დაგვხვდება...
მადლობა—არაფერს გენაცვალე
მათლაფა—პირველი შესაკრები, მეორე შესაკრები და მათლაფა  
მამა—გიორგი ჭონიშვილი
მამამთილი—დავწერდი ეხლა რაღაცას  :))
მამიდა—(ები) მაია და ელზა
მამის სახელი—გიორგითქო!
მანდარინი__ერთხელ იმდენი ვჭამე გავყვითლდი   
მანამ—სანამ და შესაბამისად სანამ-მანამ
მანდილოსანი—ვისთვის როგორ, ზოგი მანდილოზავრებზეც არ იტყოდა უარს
მარგანეცი—ს მაღაროში (და მერე ცუდი სიტყვები)   
მარტი—მარტი მარტი, ოხ ეს მარტიი, გარეთ ავდარი და ბლა ბლა ბლა ბლა
მატყლი--- აბა როგორ გადაიტანება?!
მაყურებელი—კაი ბიჭი ხარ ძმაუუუუ?? იპარააააუ??
მაჩვი—თათია წულაია
მაცივარი__ის რაც ჩემი მარკების კოლექციის გამოსაფენად ყველაზე ხელმისაწვდომი იყო ბავშვობაში   
მახათი—მე რაა რა, მე რაში გამომადგება   )
მახინჯი—პუწია და დესპოტა, ან პირიქით
მეზობელი—ის ვისაც ვაწუხებ ყოველდღიურად
მემკვიდრე—ის ვისაც ერთი სული აქვს როდის მოვკვდებით
მეოცნებე—ასე რატო არ იწერება მე20ნებე???
მესაათე---მესა10ე
მესაფლავე—შენ ამბობ რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება...
მექუდე—ძველქართულად არი ჭონი   
მეღორე—მეღ2ე
მზე—ხელით რო ვწერდე უკეთესად გამომივიდოდა   
მზესუმზირა—ყველაზე მაგარი მცენარეა, გეგონება ცას უნდა ჩაეხუტოსო,
მილოცვა—მილ20ვა
მიმინო—ჩიტო,გვრიტოო, ჩიტო მარგალიტო დაა..
მიწათმოქმედება—მიწ10მოქმედება
მიწისძვრა—მოერევა თუ ლომი?? ©ელენე
მიჯნური—ტარიელი, ბნედა რო ემართება წარა-მარა
მნათობი--მნ10ობი 
მოკალათება—მოკალ10ება
მოლა—ადამიანი რომელიც ისტერიკაში მაგდებდა ყოველ დილით, როცა თურქეთში ვცხოვრობდი
მონათვლა—მონ10ვლა
მორიელი—ჩემი მამიდაშვილი კესო, ოღონდ პაატარა მორიელი   
მოციმციმე--მ20მციმე
მოწმე--   
მსაჯი—ადამიანი რომელსაც ყველა ვარიანტში აგინებენ
მსუქანი—თავი გაბია!!!!  
მტკიცე—გტკიცე   
მტარვალი—მერაბ ფიფია © გელა
მუნიანი—ილია გიგაია 
მუსიკა—ის რაზე სიარულსაც ვერ ვიტანდი ბავშვობაში
მყუდრო—ის როჟა, სულ ტრუსიკით რო ჩითავს და მაგრად მაღიზიანებს
მშობელი—ადამიანი რომელიც ყოველთვის შენზე დიდი იქნება
მძორი—სიტყვა რომლითაც დედაჩემი შეურაცხმყოფს როცა არაფერს ვაკეთებ

მწყერჩიტა—ყველაზე დამპალი არსება, რომელმაც საკუთარი თავის გადასარჩენად მელიას 3 ბარტყი გადაუგდო და მერე მელია მოაკვლევინა, იმის მაგივრად რო თავი მოეკლა!!!!’


ნანადირევი—რაც ყოველთვის იმის ნახევარია რასაც მონადირე ასახელებს
ნაბიჭვარი—როცა სიტყვები ზედმეტია   
ნაღები—ნაღებინების შემოკლებული ვარიანტი
ნიღაბი—ის რასაც ყველა ვატარებთ

ნიშნობა—ის რაც არასოდეს მექნება, ყველაზე უაზრო რიტუალია და იმიტო!!!


ოკეანე—რაც აუცილებლად უნდა ვნახო...
ორაზროვნება—რაც დაუსრულებლად შემიძლია
ორბი—რესტორანი, ვისი?—ჩვენი მურიკასი   
ორსული—მდგომარეობა რომლის დროსაც ყველა ქალი საყვარელია!  

20ნება—ის რასაც კაცი არ მოუკლავს  


პაემანი—შეხვედრა რომელზეც როგორც წესი 40 წუთი მაგვიანდება ხოლმე
პანღური—ის რაც წაკუზულზე ალალია..
პაროლი—მაინც რისი გაინტერესებთ?   
პასპორტი—ის რის ჩვენებასას სულ ჩემს ძმას თხოვდნენ და მე მშურდა   
პეპელა—ზურა, ლობიოს ძმაკაცი
პილპილი—ფხვნილი რომლის ფეჩზე დაყრის გამოც კინაღამ სკოლიდან გამომაგდეს 
პოპულარობა—ის რაც მომბეზრდა   
პრესა—ის რაც ძირითადად აბაზანაშია თავმოყრილი
პროექტი—აღარ მიხსენოთ!!!
პროპელელი—ის რაც ერთ სულიერს კარლსონისაგან განასხვავებს

პუნქტუალურობა—ის რასაც ვერავინ დამაბრალებს

ჟრუანტელი—შეგრძნება ვითომ ჭიანჭველები დაგაცოცავენ

to be continued....






ქვემოთჩამოთვლილი სიტყვები შემდეგნაირ გამოძახილს ჰპოვებს ჩემს გონებაში 

მობილიზაცია ცია ცია ცია ცია ცია
პროვოკაცია ცია ცია ცია ცია ცია
ინფექცია ცია ცია ცია ცია ცია
ინფორმაცია ცია ცია ცია ცია ცია
ინერცია ცია ცია ცია ცია
ინტელიგენცია ცია ცია ცია ცია ცია
ასოციაცია ცია ცია ცია ცია ცია
ინსტრუქცია ცია ცია ცია ცია ცია
ავიაცია ცია ცია ცია ცია ცია 
ადმინისტრაცია ცია ცია ცია ცია ცია
დელეგაცია ცია ცია ცია ცია ცია
დეკორაცია ცია ცია ცია ცია ცია
დემობილიზაცია ცია ცია ცია ცია ცია
დემონსტრაცია ცია ცია ცია ცია ცია
დეკლარაცია ცია ცია ცია ცია ცია
დისიმილაცია ცია ცია ცია ცია ცია
ევოლუცია ცია ცია ცია ცია ცია
ელექტრიზაცია ცია ცია ცია ცია ცია
ვერსიფიკაცია ცია ცია ცია ცია ცია
იდეალიზაცია ცია ცია ცია ცია ცია
ილუსტრაცია ცია ცია ცია ცია ცია
ინტონაცია ცია ცია ცია ცია ცია
ინტუიცია ცია ცია ცია ცია ცია
იუსტიცია ცია ცია ცია ცია ცია
კაპიტულაცია ცია ცია ცია ცია ცია
კლასიფიკაცია ცია ცია ცია ცია ცია
კოლექტივიზაცია ცია ცია ცია ცია ცია
კოლექცია ცია ცია ცია ცია ცია
კოლონიზაცია ცია ცია ცია ცია ცია
კომბინაცია ცია ცია ცია ცია ცია
კომპენსაცია ცია ცია ცია ცია ცია
კომპეტენცია ცია ცია ცია ცია ცია
კომპოზიცია ცია ცია ცია ცია ცია
კონკურენცია ცია ცია ცია ცია ცია
კონსპირაცია ცია ცია ცია ცია ცია
კონსტრუქცია ცია ცია ცია ცია ცია
კომუნიკაცია ცია ცია ცია ცია ცია
კონსულტაცია ცია ცია ცია ცია ცია
მექანიზაცია ცია ცია ცია ცია ცია

Jan 19, 2009

ანდერძი...


წეღან ვათვარიელებდი ფორუმს და მაგარი თემა ვნახე ძაან, ”ანდერძი...”
ხოდა ფრიად შთაგონებულმა ამ თემით, გადავწყვიტე მეც შევადგინო ანდერძი, კიარადა ანდერძები...

იმ შემთხვევაში თუ ვინმეზე ან რამეზე გაბრაზებული აღვესრულე, ანდერძი სულ რამოდენიმე სიტყვისაგან იქნება შედგენილი:

,,ყველაფერი თან ჩამატანეთ რაც კი მაბადია, რაც კუბოში არ ჩაეტევა ამოიტანეთ და საფლავზე დაწვით!!! არ დავინახო არავინ პანაშვიდზე, მაინც არავისი მწუხარების არ მჯერა!! მთელი ცხოვრება გახსოვდეთ რომ ჩემი სიკვდილი თქვენი ბრალია, რომ არავინ მევასებოდით, და ამდენი წელი ვერ მიმიხვდით ვერაფერს... ჩემი სიკვდილის მერე, მე თუ არ ვიქნები ამ ქვეყნად, ქვა-ქვაზეც ნუ დარჩენილა, ფეხებზე მკიდიხართ... დაე თქვენი ცხოვრება ყოფილიყოს ისეთი გრძელი და უსარგებლო, როგორც ტუალეტის ქაღალდი’’

ხოლო თუ ჩვეულებრივი განწყობით აღვესრულე, ანდა მოხდა საოცრება და, პერიოდები რო მაქვს რო ყველანი მიყვარხართ ხოლმე, ამ პერიოდს დაემთხვა ჩემი აღსასრული, მაშინ ცოტა უფრო მოცულობითი იქნება ჩემი ანდერძი


მიუხედავად იმისა რომ დედაჩემი შთამაგონებს რომ პლეჩებიანი კაბით არავინ დამკრძალავს და ჩემს ამ სურვილს ასრულება არ უწერია, დაე მიაფურთხეთ იმას თუ “რას იტყვის ხალხი” და აუცილებლად ჩამაცვით ჩემი წითელი კაბა და თვლებიანი ფეხსაცმელი (თან თავსაც დავიზღვევ რო მაგ ტანსაცმელს ჩემს შემდეგ ვეღარავინ წამოიცვამს).
რადაც არ უნდა დაგიჯდეთ საკაცე უნდა იყოს თეთრი (თორე აღარ მოვკვდები იცოდეთ! ) და სუდარა სასურველია მოცისფრო ან მოვარდისფრო...
ფლეილისტს, რომელიც ჩემს პანაშვიდებზე უნდა ჟღერდეს, მიაგნებთ ჩემი ტელეფონის ფლეილისტებში, (მე-2 ფლეილისტია) აქაც კიდევ ერთხელ მოგიწევთ მიაფურთხოთ იმას თუ “რას იტყვის ხალხი”
გასადიდებელ სურათებს რაც შეეხება, გამიდიდეთ მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 6 სურათი!
ეს:
და ეს აუცილებლად! (აქაც კიდევ ერთხელ მიაფურთხეთ იმას თუ “რას იტყვის ხალხი”)
დანარჩენი 4 ის არჩევანში სრული თავისუფლება გაქვთ მონიჭებული!
მიეცით გრეის უფლება იმდენი დრო გაატაროს ჩემს სხეულთან რამდენიც უნდა, თუნდაც ამისათვის ხალხის გაყრა დაგჭირდეთ პანაშვიდიდან!
არ დავინახო ლენტიანი ვენოკები!!!!
ჩემს პანაშვიდზე არ დავინახო მანანა რატიშვილი, ირინა (გვარი არ მახსოვს, სკოლის ორგანიზატორი როა) მაყვალა თუ მოვა აუცილებლად დამატირეთ, ნახე, ჯუჯულაც მოვიდაო, (რა სახე ექნება მაინტერესებს ) არც თამილა კუპრაშვილის ხილვის სურვილი მაქვს, (სია ექვემდებარება განახლებას!)
ფსალმუნები წამიკითხეთ ხატების ოთახში, ზალაში არ დაგინახოთ!
არც გადაყაროთ და არც არავის აჩუქოთ ჩემი სათამაშოები! (სულაც არ გამეხარდებოდა!)
ჩემი დღიურები ან ჩამაყოლეთ, ან დაწვით და ნუ წაიკითხავთ მაინცდამაინც!
ბუმაჟნიკით რო წერილები დამაქვს, მაგათი ადრესატების პოვნა არ გაგიჭირდებათ, ხოდა გადაეცით და თავშიც წამოარტყით ჩემს მაგივრად.
არცერთი სურათი არ მოაკლდეს ჩემს ალბომებს და ფოლდერებს!
იმ კატაფალკით ნუ გამასვენებთ კარელიძემ რო ფანჯარა ჩაუმტვრია!
პანაშვიდების პერიოდში არ დავინახო არცერთი ნათესავი ღამით ჩვენს სახლში დარჩენილი, (დეიდა და მამიდები მოსულა)
კიდევ, მოვითხოვ კუბო აწიოს ყველა იმ ადამიანმა ვისაც ჩემს წონაზე ერთხელ მაინც გაუშაყირია, რათა საკუთარ თავზე გამოსცადონ ჩემი სიმძიმე!!!
საფლავზე არ დავინახო სურათიანი ქვა!!! მარტო თეთრი პატარა ჯვარი მინდა, ასაკი და თარიღები რო დაეტიოს,
გვერძე პატარა ადგილი დამიტოვეთ, ვინაიდან ქმარი არ მყავდა რო მისთვის შევინახოთ ადგილი, გრეი მომიწვინეთ რო მოკვდება და პატარა ძაღლუკის ქანდაკება დაადგით ზედ (კაი რაა, რა პრობლემაა, ასეთ დროს იმაზე ფიქრი შეილება “რას იტყვის ხალხი?!”)
მიაფურთხეთ იმას თუ “რას იტყვის ხალხი” და ქელეხი არ გადამიხადოთ!
ფრიად კმაყოფილი დავრჩები თუ ქელეხის მაგივრად, სადმე დიდ კრანზე გაუშვებთ სლაიდ შოუს ჩემი სურათებით და მუსიკის თანხლებით, თან გამოსამშვიდობებელ სიტყვებს წარმოსთქვამთ ყველა ვისაც ვუყვარდი (ნამუსზე შეგაგდეთ ფაქტიურად, მონაწილეობა სავალდებულოა!)

ამ ზემოთჩამოთვლილის შემსრულებლობა ნებაყოფლობითია, ანუ კუბო ოჯახის შეკვეთილი იქნება თუ ოჯახის მეგობრების-არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია თეთრი იყოს და ა.შ...
ეხლა იმას ჩამოვწერ კონკრეტულად ვის რას ვუბარებ

ოჯახს:
ვინაიდან და რადგანაც საკუთარი არც ოთახი გამაჩნდა,არც კარადა, არც მაგიდა არც ტრილიაჟი, ჩემი საწოლი დარჩეს ხელუხლებლად, ერთგვარი მემორიალური სტენდის სახით...
ჩემი დაბადების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ეტრატიც არ ჩამოხსნათ, ეკიდოს იმ საწოლის თავზე სადაც მე მეძინა.
გრეის აჭამეთ დღეში სამჯერ, გაასეირნეთ ხოლმე და ეცადეთ ჩემი დაკარგვით გამოწვეული მწუხარება შეუმსუბუქოთ.
ახალ წელს, ნაძვისხეზე, აუცილებლად დაკიდეთ ჩემი პატარა სურათიც, გამიხარდება!
გახსოვდეთ რომ ყოველთვის ყველაზე ბოღმა და გესლიანი ვიყავი ოჯახში და ჩემი სიკვდილი მაინც ყველას ჯობდა... კაი ხო, ამას იმიტო ვწერ რო გაბრაზდეთ და მწუხარება შეგიმსუბუქდეთ თორე მართლა ეგრე კიარ არი საქმე,

ვიბარებ:
მამა დაუდგეს მხარში დედას და პირიქით, გადაატანინეთ მწუხარება ერთმანეთს... არ დავინახო ცუდად გახდომები, გულის წასვლები, ცხოვრების აზრის დაკარგვები, გაუთავებელი ტირილები, ცრემლები და სასოწარკვეთა... ისედაც არ აკლია სიმძიმე ჩემს სულს და კიდევ უარესად ნუ დამიმძიმებთ! თუნდაც იმიტომ რომ დრო ყველაფრის მკურნლია, თქვენ დროთა განმავლობაში გაგინელდებათ ტკივილი, ჩემს სულს კი შერჩება დამძიმება...
და-ძმას:
მე მეცით პატივი და არცერთის შვილებზე არ დავინახო რო ნინო დაარქვათ! თუ გინდათ იანა, ლინა ან ბექა დაარქვით, ნინო არა! ახლა მაინც გაუფრთხილდით მშობლებს, როცა მე აღარ ვარ და მეტი არავინ დარჩა ვინც ამას გააკეთებს! თქვენს ოჯახებს მიხედეთ ღირსეულად და გახსოვდეთ რო ყოველთვის 2ნი არ ყოფილხართ, თქვენს შუაში ვიყავი მე
რძალს-გრეის შენ აჭამე ხოლმე საჭმელი,
დანარჩენ ნათესავებს:
მეც ისევე მიყვარდით როგორც თქვენ, დაჟე უფრო მეტადაც კი, მიპატიებია რომ ყველაზე ცოტას მე მეფერებოდით ხოლმე
მეგობრებს:
თიკოს და დალის:
სასწრაფოდ დაშორდით ერთმანეთს რათა თავი გარიყულად არ ვიგრძნო ვხუმრობ, პირიქით! ახლა ერთით ნაკლები ხართ და თუ კიდე ერთი კაცი დაგევასათ, ერთით ნაკლები კონკურენტი გეყოლებათ გახსოვდეთ რო მე დალისი და თიკო ჩემი მეჯვარე უნდა ყოფილიყო და დანათესავება არ გამოგვივიდა... შეგიძლიათ თქვენს შვილებს ნინო დაარქვათ არასოდეს გაიხსენოთ დედაჩემმა რო ბულკით დამკაწრა და სისხლები მადინა და მსგავსი, ჩემს მიერ გაზვიადებული სიტუაციები ერთი სულიერი რო ცოლს მოიყვანს, ჩემს მაგივრად, შავი საქორწინო კაბებით მიდით ქორწილში
არ დავინახო თქვენი სასოწარკვეთა, მეც მიგულისხმეთ ხოლმე რამეს რო გააკეთებთ...
ბეწვის:

მაპატიე რო შენი ადნაკლასნიკებით ვსარგებლობდი ხოლმე დაუკითხავად ჩემი მოწერილი წერილები, ჩემს ქორწილში რო უნდა წაგეკითხა, შეგიძლია გამოსამშვიდობებლად წამიკითხო

პუწიას და დესპოტას:
მახინჯები ხართ და მახინჯებად დარჩებით ყოველთვის, მიუხედავად თქვენი სიმპათიურობისა!...
  
გიორგი ბაბუციძეს:
იქნებ ეხლა მაინც მნახო საზიზღარო!
თეო ლაფაჩს:
საკუთარი გასაღები მოძებნე და კლიტეზე ჩამოიკიდე გენაცვალე, დროა უკვე
ნინო თოდუას:
ხუჭუუჭ, რა ცხვირი ჩამოგიშვია?! სიძე არ გამიბრაზო
ელენე ბერუაშვილს:
ცხოვრებაში მთავარი ჭამა არ არის ელენეეეეე!!!!!
გიგა შუბლაძეს:
შე გარეწარო, მიყვარდი ძალიან
ვირუსას:
ჭირხალაშვილად გადაიკეთე გვარი
გელა ბუცხრიკიძეს:
ბურდის გველო. ხაჭაპური გაგდია წვერზე
რონი ქოსაშვილს:
რონიიი, რას მოესწარი, ანდერძში გახსენე მინდა რომ ყველა საგანში თავი გაიფეილო და კურსზე კიდევ ერთხელ ჩარჩე
ბესო თევდორაშვილს:
კომენტარი დამიტოვე ანდერძთან დაკავშირებით, რამე კრეატიული
შრეკს:
she will be yours!!!
და ვაფშე ყველა ჩემს ჯგუფელს:
დაიწიხლქვეშეთ სიმონგულაშვილი!!!
ირაკლი კბილაშვილს:
შენ პირადად გეტყვი სათქმელს :(
ალექსიძეს:
გაპატიე...
გიორგი იაკობაშვილს:
თავგასიებულო, ეხლა უფრო თამამად შეგიძლია ჩემი და, ჩემზე მეტად გიყვარდეს

ეხლა ყველას რაც შეგეხებათ:
არ დავინახო რომელიმემ ჩემი სურათი გამოჭიმოს ან კომპიუტერის, ან მობილურის ეკრანზე!
არ დავინახო ვინმეს სადმე ჩემს შესახებ დაუტოვოთ ერთობ გულისამაჩუყებელი
კომენტარი.
ჩემი სურათით მკერდდამშვენებული არ დაგინახოთ არცერთი!
სკაიპში ან რომელიმე მესინჯერში არ დავინახო სტატუსი ჩემზე ან ჩემს მიერ გამოწვეულ სევდაზე!
მოვითხოვ დაუყოვნებლივ აგინოთ დედის ტრაკი, ვინც ორმოცამდე ჩემზე, სადმე რამე გულისამაჩუყებელს დაწერს!
შესანდობარი დაილიოს ჩემი თამადობით!!!
არ დავინახო ჩემი სახელობის ალბომები, გრუპები, საიტები და სხვა მსგავსი დებილობები!!!
ჩემი სულის დაფიცებისთანავე გაგიხმეთ ენა!
ფსალმუნები წამიკითხეთ ყოველდღე ორმოცამდე, თუ ერთხელ მაინც უმიზეზოდ ვინმეს გადააბარებთ კითხვას, აღარ მჭირდება არაფერი თქვენი!!!!
ყველა ქეიფში, პახოდში, შეკრებაზე გახსოვდეთ რომ მეც მინდოდა თქვენთან ერთად!!!
არასოდეს დაივიწყოთ ჩემი გამონათქვამები...

გიტოვებთ:
ძალიან ეგოისტურიც რომ არ გამოვიდეს ანდერძი, იძულებული ვარ ქონება გავანიავო

“მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი,
უბრძანა: ,,ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი,
მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი”
მოართვეს, გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი. “

ჩემს დას ვუტოვებ მამაჩემის ტელეფონს, (მიჩვეულია ბავშვი უკვე რო მამას ტელეფონით უნდა დაკმაყოფილდეს და... )
მამაჩემის ანაბრებს გადავცემ სიესბის, (მანამ იკვნესონ )
ხო კაი, ვხუმრობ

მამაჩემს ვუტოვებ იმ საათს დაბადების დღეზე რო აჩუქეს შარშან და არ იცის რა დაგიტოვო მამი, ჩემს საყვარელ ჯვარს დაგიტოვებ და თუ ეს ის პერიოდია რომ სიესბი დამთავრებული მაქვს უკვე, დიპლომს დაგიტოვებ სიმბოლურად...
დედას ვუტოვებ მთელ ჩემს ალბომებს, რვეულებს, ბლოკნოტებს, ლექსებსა და ჩანახატებს... (დღიურები უკვე წაკითხული აქვს ვშიშობ )
ძმას ვუტოვებ ჩემს ზურგჩანთას, დასალაგებელ სახლს და ცარიელ ადგილს კომპიუტერში...
დას ვუტოვებ კოსმეტიჩკას და ჩემს ტანსაცმელს, ისედაც გვამგვანებენ და დაე ხალხს ბნედა დამართოს ქუჩაში,
ჩემს რძალს ვუტოვებ გრეის, მოსავლელად
სამკაულებს (მარტო ყელსაბამი და მეგობრების ნაჩუქარი ნეჭედი ჩამაყოლეთ) ვუტოვებ თიკოს და დალის (დაუჭამიათ ერთმანეთი )
ლეპტოპს ვუტოვებ ელენეს, იქნება კიდე მოპარონ
ჩემს აიპოდს ვუტოვებ გიგას
ტელეფონს ვუტოვებ ვირუსას რათა დარწმუნდეს რო ნ76 ჯობია
ფოტოაპარატს ვუტოვებ კუთხაშვილს, იქნება ბოკე-ზე დარეგისტრირებაც გეღირსოს
თეოს ვუტოვებ ჩემს მაიკას-კაპიშუნში რო ბისერები აქვს და შავ იუბკას
ჩემს ლიპტონის ჭიქას ვუტოვებ ბეწვის, მახსოვს ეწყინა ჩაი რო არ დავალევინე
ჩემს ჩიპს და ბანკეტის ლენტებს ვუტოვებ დესპოტას,
დიეტების კონსპექტს ვუტოვებ ღიპუცას
ფინანსების ტესტბანკს ვუტოვებ სიმონგულაშვილს (თან ვაწერ რო რონიმ გამომიგზავნა  )
ყვითელ საროჩკას ვუტოვებ მაჩვს
ჩემი სალფეტკების კოლექციას ვუტოვებ იანას...
ჩემს ყულაბას გიტოვებთ ყველას, მეორედ მოსვლამდე მილიონი უნდა დამხვდეს იცოდეთ!
სუნამოები – ყველაფერი მე დამასხით!!!
ჭყატას ვუტოვებ კუთხაშვილს, თავის ჭყატასთან შეაჯვაროს
ჩემს ჩანთებს და იარლიყების კოლექციას ვუტოვებ ნატას,
ჩემს პაროლს ბლოგზე ვუტოვებ მარის (გააგრძელოს ჩემს შესახებ წერა, ან მარტო ის დაწეროს რო მოვკვდი)
პაროლებს ფორუმზე, სკაიპში, მესინჯერებში, ადნაკლასნიკებში, ფოსტებზე და ა.შ მიაგნებთ ჩემს ერთ ერთ დღიურში და რაც გინდათ ის გიქნიათ...
ჩემი ტელეფონის ნომერი ჩამატანეთ თან!
პუწიას ვუტოვებ ჩემს დისკებს თავისი ჩასადებიანად!
ჩემს ვისოლის ბლოკნოტს ვუტოვებ სალომე აქუბარდიას (დაე ელენე შურით გასკდეს )
გელას ვუტოვებ წიგნებს, გამოადგება მე-4 კურსზე
ჭოველიძეს და კარელიძეს ვუტოვებ რაც რამ ბრელოკები და დანები გამაჩნია, და ხელს ვაწერ მათთან განქორწინების საბუთებს, ანუ თავისუფლებას ვუბრუნებ
ტყუპებს ვუტოვებ რაც კი ბისერები და მსგავსი უწიპუწი საგნები მაქვს
ჩემს სუვენირებს ვუტოვებ თოდუას..
ხატებს ვუტოვებ თეო თვაურს...

ერთი შეხედვით უსარგებლო, მაგრამ ლამაზ ნივთებს ვუტოვებ ქარელს, გადასარევად გამოიყენებს თავისი კრეატიულობის წყალობით,

სათამაშოები გადაეცეს მარუნას,

პატარა მანქანების კოლექციას და H.R.–ის კონსპექტებს ვუტოვებ ლევან ვარდოშვილს :)

წიგნების-მარგარიტა გოტიე და შერლოკ ჰოლმსი-ბოლო ფურცლებს ვუტოვებ ჩემს დას, დაე 5 წლიანი ხვეწნის შემდეგ გაიგოს მათი შინაარსი

რასაც დედაჩემი მზითვის სახით მიგროვებდა---დაარიგეთ როგორც გინდათ.
ვსიო, სულ ეს არის მგონი ჩემი ქონება...
ყველას ერთად გიტოვებთ მოგონებებს ჩემზე, სითბოს და სიყვარულს...

თუ თავისუფალი დრო მექნება, აუცილებლად მოგელანდებით ხოლმე და გულებს დაგიხეთქავთ!!

I'll Be Back!!!

See You Soon!!!