რა თქმა უნდა ეს ხინკლაობა ემსახურებოდა უფრო მეტად იმას რომ ჩვენ ერთმანეთი გაგვეცნო, ვიდრე ბუნებრივი მოთხოვნილება-შიმშილი დაგვეკმაყოფილებინა ისეთი მაღალკალორიული საჭმელით როგორიცაა ხინკალი :) ეს შეკრება მზადდებოდა 21 აპრილიდან მოყოლებული 15 მაისამდე, დასჭირდა გორის თემის 33 გვერდი. მოხდა ისე რომ იმის ნახევარიც არ ვიყავით შეკრებაზე რაც გეგმაში იყო, მარა თუ დანარჩენებს გონიათ რომ ჩვენ ამით რამე დავკარგეთ, ნურას უკაცრავად :) რა თქმა უნდა ბევრად უკეთესი იქნებოდა ბევრნი რომ წავსულიყავით მაგრამ მე პირადად იმ 9 ადამიანმაც დამაკმაყოფილა (თუ როგორც არის:)).
ხოდა რას ვამბობდი, 21 აპრილს დაიწყო მზადება ამ დღისთვის და ყველასათვის ოპტიმალური თარიღი აღმოჩნდა 15 მაისი. მე პირადად მომიწია მსხვერპლის გაღება და იმასთან შეგუება რომ დინამო ლოკომოტივის თამაშს ვერ დავესწრებოდი :)
შეკრება დანიშნული იყო 4:00 საათზე, რომელზეც რასაკვირველია მე ყველაზე გვიან მივედი, (შოთა ისედაც ვიცოდით რომ აგვიანებდა)
მე თავიდან ცოოოოტა დაძაბულივით ვიყავი, ანუ განა ამ ბავშვების პონტში, აი ზოგადად ეგრე ვარ ხოლმე, აი რო მივდივარ ვინმესთან შესახვედრად და ის ან უცხოა, ან არც ისე ძალიან უცხო :) აი ის მომენტი მძაბავს, რას შვები როგორ ხარ-ის მერე რო უხერხული სიჩუმეა ხოლმე :) ხოდა აქ რავი ისე მოხდა რო ეგ მომენტი ვერ დავიჭირე ვაფშე :)
ვასასიმ "მისაყვედურა" ჩემი სიზარმაცის გამო, რო პოსტებს რატო აღარ წერო, მე გრძელპოსტებიანი ბლოგებიდან გამონაკლისის სახით ვკითხულობ შენ ბლოგსო :) :* მე დავიმორცხვე :) :)
გადავინაცვლეთ დარბაზში, მე დიდის მოწიწებით მივესალმე მომსახურე პერსონალს და იმათგან მივიღე სრული იგნორი, ამისი ორი მიზეზი არსებობს, თვითონ არიან ვირები და უკულტუროები, და მაგათი კლიენტების უმრავლესობაც არის ვირი და უკულტურო, იმიტომ რომ მისალმებაზე სულ ელემენტარული, თავი მაინც რო უნდა დაუქნიო ეგ არ ესმის მომსახურე პერსონალს, და არც იმასაა მიჩვეული რო კლიენტი რო შედის ეგრევე იმას არ ღრიალებს 60 ხინკალი მოიტა ქალო, და გამარჯობას ამბობს ჯერ... ანუ ამით იმის თქმა მინდოდა რომ სანამ ჩვენთან მომსახურების კულტურას დახვეწავენ ანდაც მოთხოვნის ფორმას ელემენტარულ ზრდილობას შემატებენ, დიდი დრო გავა ძალიან.
როგორც იქნა მივიპყარით დამხვდურების ყურადღება და მივეცით შეკვეთა, ვასასის ვთხოვე ადგილი არ ქონდეს სურათების გადაღებას მიმტანისათვის მანამ სანამ შეკვეთას არ მოიტანსთქო, არ დამიჯერა... 15 წუთში მოიტანეს ჩვენი კუთვნილი ხინკალი და ლუდი, (ამ სიტყვის ყველაზე საეჭვო მნიშვნელობით)
იქ ყოფნის განმავლობაში შევძელი მელაპარაკა, მელაპარაკა და კიდევ ერთხელ მელაპარაკა :) მოვახდინე დემონდტრირება იმისა თუ რაოდენ პატარა პირი მაქვს :) შევჭამე 3 და დავკბიჩე 1 ხინკალი, დავლიე 2 ბოკალი ლუდი მიუხედავად იმისა რო დღემდე ფრიად დაეჭვებული ვარ მის ლუდობაში :)
ერთი დიდი პლიუსი რაც მე დავუწერე ამ შეხვედრას იყო ის რომ საააერთოდ არ გვილაპარაკია ფორუმზე :) ანუ, ამ შემთხვევაში ფორუმი იყო თემა რომელზეც ყველას რაღაც გვქონდა სათქმელი და რომელიც გვაერთიანებდა, მააარააა, ნურას უკაცრავად :) მე მაგრა მძაბავს ეგეთი სიტუაციები, აი კურსელი რო მხვდება და მელაპარაკება სიესბიზე, თანამშრომელი-სამსახურზე, ფორუმელი-ფორუმზე.... ხოდა ანუ კაი იყო რო ამდენ ფორუმელს არ გვილაპარაკია ფორუმზე :)
აჰაჰ, კიდევ რააა, დღეის ამას იქით კიარა 15ის მერე, უკვე წარმომიდგენია თითოეული მათგანი მოძრაობაში :) ანუ პოსტს რო ვნახავ მაგათი, წარმომიდგენია როგორ სხედან და როგორ წერენ :) :) :)
შთაბეჭდილებები გაინტერესებთ? ერთობ დადებითი გახლავთ :) ძალიან მომეწონა ყველა და დიდი სურვილი მაქვს იგივე გავიმეოროთ უახლოეს მომავალში :)
ესეც სურ10ები:
ჭამაი იგი გაცხოველებული :)
დალიე ხოოო დალიე... :)
დილემის გადაჭრისას, რითი წავიდეთ სახლებში:
მაძღარნი და ბედნიერნი :) :) :)
და ესეც ვიდეო, დასტურად იმისა რომ ძალიან ბევრი ვილაპარაკე :)