რადგან მაშინვე
დაიწყო ჩვენი განშორებაც...
ხვალ გაცილებით შორს ვიქნებით ერთმანეთისგან,
ვიდრე დღესა ვართ.
დღესაც ძლივს მესმის შენი სუნთქვა,
ან მეჩვენება
და თავს ვიტყუებ__
ჯერ მესმის მეთქი.
ჩემი გონების პაწაწინა ეკრანზე
დღემდე აღბეჭდილია ერთადერთი კადრი ფილმისა,
რომელსაც "ჩვენი ცხოვრება" ჰქვია__
ჩემს მხარზე მშვიდად თავმიდებული,
ზიხარ და სუნთქავ__
რაც არასოდეს არ მომხდარა სინამდვილეში,
ვერ მოვიცალეთ საამისოდ,
ჩვენ ხომ უაზროდ
და უსაშველოდ
და ვარსკვლავებზეც უფრო მეტად ვართ მოწყვეტილნი
ერთმანეთს...
მაგრამ კი არ ვცდილობთ,
მხოლოდ ვოცნებობთ,
თავისით როდის ამოივსება
ეს გამთიშავი, გამთოშავი სიცარიელე,
რომელმაც გვშობა რაღაცისთვის
და რომელშიაც
თანდათანობით ვითქვიფებით
რაღაცის გამო.....
©????
"მიყვარხარ"-იდან"
"მიყვარდი"–მდე მანძილი
მტკივა.
შენი ჩემნაირობა მტკივა,
ყელში გაჩხერილი ბოღმის ბურთი მტკივა,
შენს თავს გეფიცები.
დაძაბულობისგან მხრებიღა მტკივა....
რა სასაცილო სიტყვაა ტკივილი....
ჩემთვის რომ უშენობას ნიშნავს
და შენთვის გამუდმებულ ტეხას წელის .
შიშიც სასაცილო სიტვაა...
მე რომ შენი დაკარგვის მეშინოდა
და შენ ტარაკნების.
როგორ მეგონა, რომ ერთად ვიქნებოდით....
დამცინეთ!
© ???????? :(
No comments:
Post a Comment