ზამთრის ბებერ და უხეშ თითებში
დედოფალი იმედივით რომ იწურება!
რომ იცოდე,როგორი საზარელი ზამთარია
ჩემს აივანზე ატუზული და თავის დროს ელის.
რომ იცოდე,როგორ შემიძლია გამოვაღო
ნოემბერი და ...
დაორთქლილი ფანჯრებიდან
''შემოგედალალე !"-
-დაგიძახო.
იმ ყვავილების და
იმ ყვავილების,
იმ ყვავილების და
კიდევ იმ ყვავილების სურნელივით,
შემოგედალალე.!..
თბილისის ქუჩებიდან, ნისლივით წამომდგარი
და უგზო-უკლოდ დაკარგული ბავშვობის მსგავსად.!
რომ იცოდე,როგორ ნერვიულობს ჩემს ფანჯრებთან
შუაღამე, შენს სიყვარულსა და არსიყვარულს შორის
ჩაქოლილ ფიქრებს. !
რომ იცოდე, როგორი ზიზღით ხვდება ჩემი ოთახი
ყველა უშენობას.!..
რომ იცოდე ,როგორი უშენობები დასჩემდა შემოდგომას !
შემოგედალალე!
რომ იცოდე, როგორი მწარე, არმიყვარხარ ამინდები
მიყრია მაგიდაზე...
და ვცდილობ როგორმე არ იწვიმოს.
ჰო, როგორმე არ იწვიმოს,
ოღონდ არ იწვიმოს ...
შემოგედალალე !
© ????
1 comment:
შენი პოსტები რაღაც.. იმედი კი არა. არ ვიცი რა დავარქვა ამ სიტყვას.. ძალას მაძლევენ. :)
Post a Comment