Jan 19, 2009

ანდერძი...


წეღან ვათვარიელებდი ფორუმს და მაგარი თემა ვნახე ძაან, ”ანდერძი...”
ხოდა ფრიად შთაგონებულმა ამ თემით, გადავწყვიტე მეც შევადგინო ანდერძი, კიარადა ანდერძები...

იმ შემთხვევაში თუ ვინმეზე ან რამეზე გაბრაზებული აღვესრულე, ანდერძი სულ რამოდენიმე სიტყვისაგან იქნება შედგენილი:

,,ყველაფერი თან ჩამატანეთ რაც კი მაბადია, რაც კუბოში არ ჩაეტევა ამოიტანეთ და საფლავზე დაწვით!!! არ დავინახო არავინ პანაშვიდზე, მაინც არავისი მწუხარების არ მჯერა!! მთელი ცხოვრება გახსოვდეთ რომ ჩემი სიკვდილი თქვენი ბრალია, რომ არავინ მევასებოდით, და ამდენი წელი ვერ მიმიხვდით ვერაფერს... ჩემი სიკვდილის მერე, მე თუ არ ვიქნები ამ ქვეყნად, ქვა-ქვაზეც ნუ დარჩენილა, ფეხებზე მკიდიხართ... დაე თქვენი ცხოვრება ყოფილიყოს ისეთი გრძელი და უსარგებლო, როგორც ტუალეტის ქაღალდი’’

ხოლო თუ ჩვეულებრივი განწყობით აღვესრულე, ანდა მოხდა საოცრება და, პერიოდები რო მაქვს რო ყველანი მიყვარხართ ხოლმე, ამ პერიოდს დაემთხვა ჩემი აღსასრული, მაშინ ცოტა უფრო მოცულობითი იქნება ჩემი ანდერძი


მიუხედავად იმისა რომ დედაჩემი შთამაგონებს რომ პლეჩებიანი კაბით არავინ დამკრძალავს და ჩემს ამ სურვილს ასრულება არ უწერია, დაე მიაფურთხეთ იმას თუ “რას იტყვის ხალხი” და აუცილებლად ჩამაცვით ჩემი წითელი კაბა და თვლებიანი ფეხსაცმელი (თან თავსაც დავიზღვევ რო მაგ ტანსაცმელს ჩემს შემდეგ ვეღარავინ წამოიცვამს).
რადაც არ უნდა დაგიჯდეთ საკაცე უნდა იყოს თეთრი (თორე აღარ მოვკვდები იცოდეთ! ) და სუდარა სასურველია მოცისფრო ან მოვარდისფრო...
ფლეილისტს, რომელიც ჩემს პანაშვიდებზე უნდა ჟღერდეს, მიაგნებთ ჩემი ტელეფონის ფლეილისტებში, (მე-2 ფლეილისტია) აქაც კიდევ ერთხელ მოგიწევთ მიაფურთხოთ იმას თუ “რას იტყვის ხალხი”
გასადიდებელ სურათებს რაც შეეხება, გამიდიდეთ მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 6 სურათი!
ეს:
და ეს აუცილებლად! (აქაც კიდევ ერთხელ მიაფურთხეთ იმას თუ “რას იტყვის ხალხი”)
დანარჩენი 4 ის არჩევანში სრული თავისუფლება გაქვთ მონიჭებული!
მიეცით გრეის უფლება იმდენი დრო გაატაროს ჩემს სხეულთან რამდენიც უნდა, თუნდაც ამისათვის ხალხის გაყრა დაგჭირდეთ პანაშვიდიდან!
არ დავინახო ლენტიანი ვენოკები!!!!
ჩემს პანაშვიდზე არ დავინახო მანანა რატიშვილი, ირინა (გვარი არ მახსოვს, სკოლის ორგანიზატორი როა) მაყვალა თუ მოვა აუცილებლად დამატირეთ, ნახე, ჯუჯულაც მოვიდაო, (რა სახე ექნება მაინტერესებს ) არც თამილა კუპრაშვილის ხილვის სურვილი მაქვს, (სია ექვემდებარება განახლებას!)
ფსალმუნები წამიკითხეთ ხატების ოთახში, ზალაში არ დაგინახოთ!
არც გადაყაროთ და არც არავის აჩუქოთ ჩემი სათამაშოები! (სულაც არ გამეხარდებოდა!)
ჩემი დღიურები ან ჩამაყოლეთ, ან დაწვით და ნუ წაიკითხავთ მაინცდამაინც!
ბუმაჟნიკით რო წერილები დამაქვს, მაგათი ადრესატების პოვნა არ გაგიჭირდებათ, ხოდა გადაეცით და თავშიც წამოარტყით ჩემს მაგივრად.
არცერთი სურათი არ მოაკლდეს ჩემს ალბომებს და ფოლდერებს!
იმ კატაფალკით ნუ გამასვენებთ კარელიძემ რო ფანჯარა ჩაუმტვრია!
პანაშვიდების პერიოდში არ დავინახო არცერთი ნათესავი ღამით ჩვენს სახლში დარჩენილი, (დეიდა და მამიდები მოსულა)
კიდევ, მოვითხოვ კუბო აწიოს ყველა იმ ადამიანმა ვისაც ჩემს წონაზე ერთხელ მაინც გაუშაყირია, რათა საკუთარ თავზე გამოსცადონ ჩემი სიმძიმე!!!
საფლავზე არ დავინახო სურათიანი ქვა!!! მარტო თეთრი პატარა ჯვარი მინდა, ასაკი და თარიღები რო დაეტიოს,
გვერძე პატარა ადგილი დამიტოვეთ, ვინაიდან ქმარი არ მყავდა რო მისთვის შევინახოთ ადგილი, გრეი მომიწვინეთ რო მოკვდება და პატარა ძაღლუკის ქანდაკება დაადგით ზედ (კაი რაა, რა პრობლემაა, ასეთ დროს იმაზე ფიქრი შეილება “რას იტყვის ხალხი?!”)
მიაფურთხეთ იმას თუ “რას იტყვის ხალხი” და ქელეხი არ გადამიხადოთ!
ფრიად კმაყოფილი დავრჩები თუ ქელეხის მაგივრად, სადმე დიდ კრანზე გაუშვებთ სლაიდ შოუს ჩემი სურათებით და მუსიკის თანხლებით, თან გამოსამშვიდობებელ სიტყვებს წარმოსთქვამთ ყველა ვისაც ვუყვარდი (ნამუსზე შეგაგდეთ ფაქტიურად, მონაწილეობა სავალდებულოა!)

ამ ზემოთჩამოთვლილის შემსრულებლობა ნებაყოფლობითია, ანუ კუბო ოჯახის შეკვეთილი იქნება თუ ოჯახის მეგობრების-არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია თეთრი იყოს და ა.შ...
ეხლა იმას ჩამოვწერ კონკრეტულად ვის რას ვუბარებ

ოჯახს:
ვინაიდან და რადგანაც საკუთარი არც ოთახი გამაჩნდა,არც კარადა, არც მაგიდა არც ტრილიაჟი, ჩემი საწოლი დარჩეს ხელუხლებლად, ერთგვარი მემორიალური სტენდის სახით...
ჩემი დაბადების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ეტრატიც არ ჩამოხსნათ, ეკიდოს იმ საწოლის თავზე სადაც მე მეძინა.
გრეის აჭამეთ დღეში სამჯერ, გაასეირნეთ ხოლმე და ეცადეთ ჩემი დაკარგვით გამოწვეული მწუხარება შეუმსუბუქოთ.
ახალ წელს, ნაძვისხეზე, აუცილებლად დაკიდეთ ჩემი პატარა სურათიც, გამიხარდება!
გახსოვდეთ რომ ყოველთვის ყველაზე ბოღმა და გესლიანი ვიყავი ოჯახში და ჩემი სიკვდილი მაინც ყველას ჯობდა... კაი ხო, ამას იმიტო ვწერ რო გაბრაზდეთ და მწუხარება შეგიმსუბუქდეთ თორე მართლა ეგრე კიარ არი საქმე,

ვიბარებ:
მამა დაუდგეს მხარში დედას და პირიქით, გადაატანინეთ მწუხარება ერთმანეთს... არ დავინახო ცუდად გახდომები, გულის წასვლები, ცხოვრების აზრის დაკარგვები, გაუთავებელი ტირილები, ცრემლები და სასოწარკვეთა... ისედაც არ აკლია სიმძიმე ჩემს სულს და კიდევ უარესად ნუ დამიმძიმებთ! თუნდაც იმიტომ რომ დრო ყველაფრის მკურნლია, თქვენ დროთა განმავლობაში გაგინელდებათ ტკივილი, ჩემს სულს კი შერჩება დამძიმება...
და-ძმას:
მე მეცით პატივი და არცერთის შვილებზე არ დავინახო რო ნინო დაარქვათ! თუ გინდათ იანა, ლინა ან ბექა დაარქვით, ნინო არა! ახლა მაინც გაუფრთხილდით მშობლებს, როცა მე აღარ ვარ და მეტი არავინ დარჩა ვინც ამას გააკეთებს! თქვენს ოჯახებს მიხედეთ ღირსეულად და გახსოვდეთ რო ყოველთვის 2ნი არ ყოფილხართ, თქვენს შუაში ვიყავი მე
რძალს-გრეის შენ აჭამე ხოლმე საჭმელი,
დანარჩენ ნათესავებს:
მეც ისევე მიყვარდით როგორც თქვენ, დაჟე უფრო მეტადაც კი, მიპატიებია რომ ყველაზე ცოტას მე მეფერებოდით ხოლმე
მეგობრებს:
თიკოს და დალის:
სასწრაფოდ დაშორდით ერთმანეთს რათა თავი გარიყულად არ ვიგრძნო ვხუმრობ, პირიქით! ახლა ერთით ნაკლები ხართ და თუ კიდე ერთი კაცი დაგევასათ, ერთით ნაკლები კონკურენტი გეყოლებათ გახსოვდეთ რო მე დალისი და თიკო ჩემი მეჯვარე უნდა ყოფილიყო და დანათესავება არ გამოგვივიდა... შეგიძლიათ თქვენს შვილებს ნინო დაარქვათ არასოდეს გაიხსენოთ დედაჩემმა რო ბულკით დამკაწრა და სისხლები მადინა და მსგავსი, ჩემს მიერ გაზვიადებული სიტუაციები ერთი სულიერი რო ცოლს მოიყვანს, ჩემს მაგივრად, შავი საქორწინო კაბებით მიდით ქორწილში
არ დავინახო თქვენი სასოწარკვეთა, მეც მიგულისხმეთ ხოლმე რამეს რო გააკეთებთ...
ბეწვის:

მაპატიე რო შენი ადნაკლასნიკებით ვსარგებლობდი ხოლმე დაუკითხავად ჩემი მოწერილი წერილები, ჩემს ქორწილში რო უნდა წაგეკითხა, შეგიძლია გამოსამშვიდობებლად წამიკითხო

პუწიას და დესპოტას:
მახინჯები ხართ და მახინჯებად დარჩებით ყოველთვის, მიუხედავად თქვენი სიმპათიურობისა!...
  
გიორგი ბაბუციძეს:
იქნებ ეხლა მაინც მნახო საზიზღარო!
თეო ლაფაჩს:
საკუთარი გასაღები მოძებნე და კლიტეზე ჩამოიკიდე გენაცვალე, დროა უკვე
ნინო თოდუას:
ხუჭუუჭ, რა ცხვირი ჩამოგიშვია?! სიძე არ გამიბრაზო
ელენე ბერუაშვილს:
ცხოვრებაში მთავარი ჭამა არ არის ელენეეეეე!!!!!
გიგა შუბლაძეს:
შე გარეწარო, მიყვარდი ძალიან
ვირუსას:
ჭირხალაშვილად გადაიკეთე გვარი
გელა ბუცხრიკიძეს:
ბურდის გველო. ხაჭაპური გაგდია წვერზე
რონი ქოსაშვილს:
რონიიი, რას მოესწარი, ანდერძში გახსენე მინდა რომ ყველა საგანში თავი გაიფეილო და კურსზე კიდევ ერთხელ ჩარჩე
ბესო თევდორაშვილს:
კომენტარი დამიტოვე ანდერძთან დაკავშირებით, რამე კრეატიული
შრეკს:
she will be yours!!!
და ვაფშე ყველა ჩემს ჯგუფელს:
დაიწიხლქვეშეთ სიმონგულაშვილი!!!
ირაკლი კბილაშვილს:
შენ პირადად გეტყვი სათქმელს :(
ალექსიძეს:
გაპატიე...
გიორგი იაკობაშვილს:
თავგასიებულო, ეხლა უფრო თამამად შეგიძლია ჩემი და, ჩემზე მეტად გიყვარდეს

ეხლა ყველას რაც შეგეხებათ:
არ დავინახო რომელიმემ ჩემი სურათი გამოჭიმოს ან კომპიუტერის, ან მობილურის ეკრანზე!
არ დავინახო ვინმეს სადმე ჩემს შესახებ დაუტოვოთ ერთობ გულისამაჩუყებელი
კომენტარი.
ჩემი სურათით მკერდდამშვენებული არ დაგინახოთ არცერთი!
სკაიპში ან რომელიმე მესინჯერში არ დავინახო სტატუსი ჩემზე ან ჩემს მიერ გამოწვეულ სევდაზე!
მოვითხოვ დაუყოვნებლივ აგინოთ დედის ტრაკი, ვინც ორმოცამდე ჩემზე, სადმე რამე გულისამაჩუყებელს დაწერს!
შესანდობარი დაილიოს ჩემი თამადობით!!!
არ დავინახო ჩემი სახელობის ალბომები, გრუპები, საიტები და სხვა მსგავსი დებილობები!!!
ჩემი სულის დაფიცებისთანავე გაგიხმეთ ენა!
ფსალმუნები წამიკითხეთ ყოველდღე ორმოცამდე, თუ ერთხელ მაინც უმიზეზოდ ვინმეს გადააბარებთ კითხვას, აღარ მჭირდება არაფერი თქვენი!!!!
ყველა ქეიფში, პახოდში, შეკრებაზე გახსოვდეთ რომ მეც მინდოდა თქვენთან ერთად!!!
არასოდეს დაივიწყოთ ჩემი გამონათქვამები...

გიტოვებთ:
ძალიან ეგოისტურიც რომ არ გამოვიდეს ანდერძი, იძულებული ვარ ქონება გავანიავო

“მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი,
უბრძანა: ,,ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი,
მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი”
მოართვეს, გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი. “

ჩემს დას ვუტოვებ მამაჩემის ტელეფონს, (მიჩვეულია ბავშვი უკვე რო მამას ტელეფონით უნდა დაკმაყოფილდეს და... )
მამაჩემის ანაბრებს გადავცემ სიესბის, (მანამ იკვნესონ )
ხო კაი, ვხუმრობ

მამაჩემს ვუტოვებ იმ საათს დაბადების დღეზე რო აჩუქეს შარშან და არ იცის რა დაგიტოვო მამი, ჩემს საყვარელ ჯვარს დაგიტოვებ და თუ ეს ის პერიოდია რომ სიესბი დამთავრებული მაქვს უკვე, დიპლომს დაგიტოვებ სიმბოლურად...
დედას ვუტოვებ მთელ ჩემს ალბომებს, რვეულებს, ბლოკნოტებს, ლექსებსა და ჩანახატებს... (დღიურები უკვე წაკითხული აქვს ვშიშობ )
ძმას ვუტოვებ ჩემს ზურგჩანთას, დასალაგებელ სახლს და ცარიელ ადგილს კომპიუტერში...
დას ვუტოვებ კოსმეტიჩკას და ჩემს ტანსაცმელს, ისედაც გვამგვანებენ და დაე ხალხს ბნედა დამართოს ქუჩაში,
ჩემს რძალს ვუტოვებ გრეის, მოსავლელად
სამკაულებს (მარტო ყელსაბამი და მეგობრების ნაჩუქარი ნეჭედი ჩამაყოლეთ) ვუტოვებ თიკოს და დალის (დაუჭამიათ ერთმანეთი )
ლეპტოპს ვუტოვებ ელენეს, იქნება კიდე მოპარონ
ჩემს აიპოდს ვუტოვებ გიგას
ტელეფონს ვუტოვებ ვირუსას რათა დარწმუნდეს რო ნ76 ჯობია
ფოტოაპარატს ვუტოვებ კუთხაშვილს, იქნება ბოკე-ზე დარეგისტრირებაც გეღირსოს
თეოს ვუტოვებ ჩემს მაიკას-კაპიშუნში რო ბისერები აქვს და შავ იუბკას
ჩემს ლიპტონის ჭიქას ვუტოვებ ბეწვის, მახსოვს ეწყინა ჩაი რო არ დავალევინე
ჩემს ჩიპს და ბანკეტის ლენტებს ვუტოვებ დესპოტას,
დიეტების კონსპექტს ვუტოვებ ღიპუცას
ფინანსების ტესტბანკს ვუტოვებ სიმონგულაშვილს (თან ვაწერ რო რონიმ გამომიგზავნა  )
ყვითელ საროჩკას ვუტოვებ მაჩვს
ჩემი სალფეტკების კოლექციას ვუტოვებ იანას...
ჩემს ყულაბას გიტოვებთ ყველას, მეორედ მოსვლამდე მილიონი უნდა დამხვდეს იცოდეთ!
სუნამოები – ყველაფერი მე დამასხით!!!
ჭყატას ვუტოვებ კუთხაშვილს, თავის ჭყატასთან შეაჯვაროს
ჩემს ჩანთებს და იარლიყების კოლექციას ვუტოვებ ნატას,
ჩემს პაროლს ბლოგზე ვუტოვებ მარის (გააგრძელოს ჩემს შესახებ წერა, ან მარტო ის დაწეროს რო მოვკვდი)
პაროლებს ფორუმზე, სკაიპში, მესინჯერებში, ადნაკლასნიკებში, ფოსტებზე და ა.შ მიაგნებთ ჩემს ერთ ერთ დღიურში და რაც გინდათ ის გიქნიათ...
ჩემი ტელეფონის ნომერი ჩამატანეთ თან!
პუწიას ვუტოვებ ჩემს დისკებს თავისი ჩასადებიანად!
ჩემს ვისოლის ბლოკნოტს ვუტოვებ სალომე აქუბარდიას (დაე ელენე შურით გასკდეს )
გელას ვუტოვებ წიგნებს, გამოადგება მე-4 კურსზე
ჭოველიძეს და კარელიძეს ვუტოვებ რაც რამ ბრელოკები და დანები გამაჩნია, და ხელს ვაწერ მათთან განქორწინების საბუთებს, ანუ თავისუფლებას ვუბრუნებ
ტყუპებს ვუტოვებ რაც კი ბისერები და მსგავსი უწიპუწი საგნები მაქვს
ჩემს სუვენირებს ვუტოვებ თოდუას..
ხატებს ვუტოვებ თეო თვაურს...

ერთი შეხედვით უსარგებლო, მაგრამ ლამაზ ნივთებს ვუტოვებ ქარელს, გადასარევად გამოიყენებს თავისი კრეატიულობის წყალობით,

სათამაშოები გადაეცეს მარუნას,

პატარა მანქანების კოლექციას და H.R.–ის კონსპექტებს ვუტოვებ ლევან ვარდოშვილს :)

წიგნების-მარგარიტა გოტიე და შერლოკ ჰოლმსი-ბოლო ფურცლებს ვუტოვებ ჩემს დას, დაე 5 წლიანი ხვეწნის შემდეგ გაიგოს მათი შინაარსი

რასაც დედაჩემი მზითვის სახით მიგროვებდა---დაარიგეთ როგორც გინდათ.
ვსიო, სულ ეს არის მგონი ჩემი ქონება...
ყველას ერთად გიტოვებთ მოგონებებს ჩემზე, სითბოს და სიყვარულს...

თუ თავისუფალი დრო მექნება, აუცილებლად მოგელანდებით ხოლმე და გულებს დაგიხეთქავთ!!

I'll Be Back!!!

See You Soon!!!

Jan 17, 2009

ლექსიკონი


ყველა ლექსიკონი მატყუარაა! იმიტომ რომ ისინი ქვემოთამოთვლილ სიტყვებს სუუულ სხვაგვარად აღმიწერენ!!!


აბაზანა- ერთადერთი ოთახი ჩემს სახლში რომლის კარიც საიმედოდ იკეტება,
აბზაცი-ის რისი დაცვაც ყველაზე მეტად მიჭირს (რა თქმა უნდა დიეტის შემდეგ )
აგარაკი-ის რაც ყოველთვის მინდოდა და არასოდეს მქონდა
აგრესია- გრძნობა რომელიც მიჩნდება სიმონგულაშვილის დანახვისას
აგური-ის რაც არასოდეს მომდის როცა კოზირია
ადამიანი- არსება რომელსაც ქათამივით ორი ფეხი აბია
აეროპორტი- ადგილი სადაც ყოველთვის ველოდებით
ავეჯი- ის რაც არასოდეს მქონია ისეთი როგორიც მომწონდა   
ათწილადი- ის რამაც მათემატიკა შემაძულა
აკაცია-ხე რომელიც ყოველთვის გამახსენებს ბავშვობის დროინდელ ჩემს უბანს
აკინძვა-ის რაც ერთმნიშვნევლონად პრეზენტაციებთან ასოცირდება და ვერასოდეს ვასწრებთ
ანბანი-ასოთა თანმიმდევრობა რომელიც ც-ხ მიდამოებში ყოველთვის მეშლება
აპლოდისმენტი-ტაში რომელის ხანგრძლივობაც გამოსვლის წარმატებულობის პირდაპირპროპორციულია
ანდერძი-წერილი რომელსაც ყველა სერიალში წერს გმირი და მერე ბოროტები ცვლიან
აპრილი-თვე ურომლისოდაც არ ვიქნებოდი
არათითი-თითი რომლის მარტო გაშლაც ჩემს ძალებს აღემატება
არაჟანი-საჭმელი რომელიც ბავშვობაში ბევრად მეგემრიელებოდა
არარაობა- ის რასაც ყველა წაროადგენს როცა გაბრაზებული ვარ
არასრულწლოვანი-ის ვინც +18 ცენზურიან ყველა ვიდეოს უყურებს
არბენა-რაც მე-3 სართულის მერე მიჭირს
არეულ-დარეულობა---რაც ყოველთვის სუფევს სახლში როცა ნატა და გუჯა არიან
ასრულება-რაც არასოდეს უწერია ჩემს მიზანს
აქლემი-ცხოველი რომელიც სიგარეტზე ახატია
აღლუმი-დემონსტრაცია რომლისთვისაც არტილერია გვყავს…..
ახალუხი-ტანისამოსი რომლის დაუთოებასაც ყოველთვის მე მთხოვდნენ პაესტკებში
ბალანი-ურისობასაც არასოდეს განიცდიან
ბანკი-დაწესებულება სადაც მუშაობა პრესტიჟია
ბაქტერია-ის რასაც სეიფგარდი 99%ით გვაშორებს
ბენზინი-სითხე რომელსაც ყველაზე მაგარი სუნი აქვს…
ბეწვი-ჩემი ბავშვობის ძმაკაცი ბექა კოშორიძე
ბრძენი-ის რაც უნდა იყო და შლეგად აჩვენებდე ხალხს თავს
ბუ-რისი კვერცხიც ყველაზე აქტუალურია როგორც საჩუქარი
ბუდე-ლევან ბუდედაშვილი
ბურთი-სათამაშო რომელიც ყოველთვის მინდოდა და როლის ნაცვლადაც თოჯინებს მყიდულობდნენ
გაბედვა-ის რასაც ტრაკი უნდა
გადავარდნა-ის რაც ჩემს მათემატიკის რვეულებს მოსდიოდა ხიდიდან
გადასმა-მოქმედება რომელიც ხმარებასთან და მერე მიგდებასთან ასოცირდება ;)
გადაწერა-ის რაც -10% ით ისჯება სიესბიში 
გაზვიადება-ის რაც თიკოს აზრით მშვენივრად გამომდის 
გათბობა-რაც ყოველთვის ჩართულია სახლში,როცა გარეთ ცივა
გაიძვერა-სიტყვა რომელსაც გიგა მეძახის და მსიამოვნებს
გალეწვა—რაც გარანტირებული გვაქვს 4 განსხვავებულის მერე 
გამარჯობა- გელას პაროლი სკაიპში
გამგეობა-შენობა რომლიდანაც სტალინის ტრაკი ჩანს მარტო
გამვლელი-ადამიანი რომელსაც ჩემი დანახვა არასოდეს სიამოვნებს თუ ძაღლს ვასეირნებ ვიწრო ტროტუარზე
გამოკვლევა-რაც ჩემს ნაღველას არ აწყენდა..
გამომეტყველება-ის რაც მოხარშულ თევზისას მიუგავს ზოგიერთს
გამომცდელი-ის ვინც ყოველთვის ტყუის თუ ვიჭრებით
გამოსვენება-ის რამაც შემძრა 30დეკემბერს…..
გასასვლელი-სიტყვა რომელიც სულ ტყუილად აწერია მეტროს კარებებს
გამოუვალი-მდგომარეობა რომელიც არ არსებობს
გამხდარი-ის რაც ვიყავი…
განათლება-უპირველეს ყოვლისა…
განებივრება-ის რაც ჩემი წილიც ჩემს დას ხვდა წილად
განთავისუფლება---სიტყვა რომელსაც ყველაზე ხშირად წერდნენ შეცდომით ჩემი კლასელები
განთიადი-რასთან შეხვედრის შემდეგაც ვხვდები რო ძილის დროა…
გარგარი-ხილი რომელსაც კურკა ჯობია
გასაღები-ის რაც დავკარგე,იანასი-გავეცით, თეოს-დაუჟანგდა და თოდუას კლიტეზე კიდია…
გასეირნება-სიამოვნება რომელიც ძირითადად ხვალისთვის ინაცვლებს ხოლმე  
გასხვლა-ის რაც ოჯახში არავის გამოგვდის 
გაუმარჯოს-სიტყვა რომლის ბოლო მარცვალსაც მინიმუმ სამჯერ ყვირიან და მერე აყოლებენ-კაარგიაა…
გაშავება-ის რითიც ბესო გვემუქრებოდა ხოლმე
გაცამტვერება—ის რითაც კუთხაშვილი გვემუქრებოდა ხოლმე
გესლი-რის ნაკლებობასაც არ ვუჩივი
გვარი-ჭონიშვილი
გველი-გელა ბუცხრიკიძე
გვიანი—ა მაშინ როცა 12-ის მერე მივდივარ სახლში და მამაჩემს ღვიძავს
გვირილა- ყვავილი რომელმაც იცის ვუყვარვარ თუ არა…
გინება-ის რაც მამშვიდებს და გულის მიოხებს
გონჯი-ლანა(გვარი აღარ მახსოვს)
გრამატიკული- როგორ შეცდომასაც არასოდეს განვიცდი
გუგული-ჩიტი რომელიც ბუდეს არ იკეთებს და მაინც ვიღაცამ მაგის ბუდეს გადაუფრინა
გულკეთილობა-ის რაც არასოდეს გამომდის
გულუბრყვილობა-არც ეს!
გუნდა-ის რასაც მესვრიან და არასოდეს მწყინს
გუნდი-ჩვენ რო ერთი ვართ და მერე სააქაართვეეელოოოოო
დაბადება-ის რაც დედაჩემისათვის არ მითხოვია
დაბალი-ის ვისაც ზევიდან ვუყურებ 
დაბეზღება-ის რის გამოც ბევრი ხვდებოდათ ზოგიერთებს ბავშვობაში
დაგეგმვა-ის რის შემდეგაც არასოდეს არაფერი გამოდის…
დაგვა-ის რასაც ვერასოდეს ვიტანდი და ვერასოდეს ავიტან
დაგვიანება-ჩემი ჰობი 
დადასტურება-მე რო ვლაპარაკობ და ვინმე დააცემინებს
დაზგა-კომპანია რომელზეც უამრავი ტყუილი დავწერე მენეჯმენტის პროექტში
დაკიდება-ის რაც ადვილად არასოდეს გამომდის
დაკოჭლება-ის რაც არ ამცდება თუ სიარულს არ ვისწავლი
დამახინჯებული-როგორიც დესპოტაა 2 სექტემბრის შემდეგ
დამკვრელები-ის ვისთან ყოფნასაც ვიჩემებთ მაშინ როცა არასოდეს არიან ჩვენთან 
დანაძლევება-ხელის ჩამორთმევა რომლის ჩამჭრელიც კისრულობს 
დაჯარიმება-ის რაც მემართება გეპეის წინ გზაზე გადასვლისას თვეში მინიმუმ 3ჯერ )
დედა- სიტყვა რომელიც ერთდროულად ასოცირდება მშობელთან, სამშობლოსთან, ენასთან, ბოძთან, მიწასთან, მაწონთან, გუთანთან და ა. შ.
დემოკრატიული-პოლიტიკური წყობა რომელსაც ვერასოდეს შევეწყობით გურჯისტანელები
დილა-ის რაც არასოდეს მიხარია
დრო-ის რაც ყველაზე სწრაფმავალია და უკან ჩემს ფეხებს დააბრუნებ!
დღიური-რვეული რომელსაც ყოველთვის ვმალავდი და დედაჩემი მაინც პოულობდა.
ეგვიპტე-ქვეყანა რომლისაც სერიოზულად მეშინია
ეგოიზმი- ის რაც ყველა სხვა თვისებას სჭარბობს ჩემში 
ეჭვიანობა-ის რასაც ყოველთვის, ყველას მიმართ განვიცდი
ვაშლი-ის რაც ნაგვიანი ხელებით არ უნდა ვჭამოთ, თუ ჩვენი საპონი ბაქტერიებისაგან ვერ გვიცავს.
ველოსიპედი-ის რითაც უბნისათვის კრუგის დარტყმა ჩემთვის ყოველთვის შეზღუდული იყო 
ვერძი-ჩემი ზოდიაქო
ვიტრინა-ადგილი სადაც ყოველთვის ისეთი რაღაცეები დევს რის საყიდლადაც ფული არ მყოფნის…
ზამთარი-ის რისი ფასიც თოვლის გარეშე ნულია!!
ზაფხული-დრო როდესაც ყველაზე მეტად ცხელა
ზღვა-ის რაც ყველაზე ძალიან მიყვარს......


to be continued........ :)

Dec 17, 2008

I Hate You, Hate You ALL!!!!!

ვერ გიტანთ,  

ვერავის, 

განურჩევლად 
სქესისა,
ასაკისა, 
კანის ფერისა, 
რელიგიური აღმსარებლობისა, 
სოციალური სტატუსისა, 
განურჩევლად იმისა რა ნათესაურ-მეგობრულ-ოჯახურ-ნაცნობურ-უცნობურ-მტრული კავშირია ჩვენს შორის: 
ვერ გიტანთ ვერავის!  
ყველანი მეჯავრებით!!    
აჰ, თქვენც სულ გკიდივართ???
ჩემს ფეხებს.!!
ყველას დაგასწარით შეჯავრება!    
იმიტომ რო ადრე თუ გვიან თქვენ დამასწრებდით ამას..
ხოდა I am The First!!!! 
როგორ მეჯავრებით იციით??? 
სულ მკიდია ამის წაკითხვის შემდეგ თქვენი მოკლული გულები და ჩემს მიერ "დაუფასებელი" თქვენი ფსევდომზრუნველობა!! 
ისე მეჯავრებით, ყველა წინადადების თავში და ბოლოში დიდი სიამოვნებით მივაწერდი რწყევის სმაილს.... (თუმცა გონებაში ვაწერ,აქ არაესთეტიურია)   
სულ არ მაინტერესებს თქვენი შეხედულებები ჩემს პიროვნებასთან დაკავშირებით..
თქვენს ზეინტელექტუალურ რჩევა-დარიგებებსაც სიამოვნებით მივუჩენდი თქვენსავე უკანალში ბუდეს, მანდ უფრო გამოგადგებათ! 
მეჯავრებით თქვენი ყველა მიღწევებითა და იმედგაცრუებებით, (მიღწევებით განსაკუთრებით!)
ყველა თქვენი საკუთრებითა და დანაკარგებით!
მეზიზღება ყველა თქვენი საყვარელი ადამიანი!
ყველა თქვენი ზრუნვის ობიექტი (თუმცა ძირითადად ეს ზრუნვის ობიექტი თქვენივე დიდად პატივსაცემი უკანალია!) 
ამაყად ვიფურთხები თქვენს ყველა იმ ღირებულში რაც გაგაჩნიათ! 
სიამოვნებით ვაგროვებ იმას რაც დაკარგეთ და ვამსხვრევ, იმიტომ რომ ვეღარასოდეს აღიდგინოთ!
ვბილწავ ყველა თქვენს უმწიკლოებას ასეთივე სიამოვნებით!   
ჭირივით მძულს თქვენი წარმატება და გაღიმებული სიფათები და მაბედნიერებს ყველა თქვენი წარუმატებლობა და მოღუშული სახე! 
მეზიზღებით ყველა იმ უპირატესობის გამო რაც კი გაგაჩნიათ ჩემთან შედარებით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ შეიძლება იმიტო მიყვარდეთ რომ რაღაცაში ჩამომრჩებით! 
დედამიწაზე არ არსებობს არგუმენტი რის გამოც მე თქვენი სიყვარული შემეძლება!
მეჯავრებით და მარტო იმიტო არ გისურვებთ ცუდს რომ თქვენი ცუდად ყოფნით მე შეიძლება რამე დამაკლდეს!
ფეხებზე მკიდია რას გრძნობთ ახლა,
რა გწყინთ, რა გაწუხებთ....  
ამ ჩემს ფეხებს თუკი თქვენ თავს საშინლად გრძნობთ... 
ამ ჩემს ფეხებს თუ თქვენს ფეხებს,რომ ჩემს ფეხებს!!!!! 
მკიდია რომ თქვენ გკიდიათ რო მე მკიდია!!!!
ფეხებზე მკიდიხართ თქვენი უაზრო სიფათებით, თქვენი უაზრო მილოცვებით, უაზრო პრინციპებითა და შეხედულებებით,
თქვენი უაზრო საყვედურებით, უაზრო მოწოდებებით, ფსევდომზრუნველობით, უაზრო დღის რეჟიმით, უაზრო არსებობით!   
ერთადერთი რასაც თქვენს მიმართ განვიცდი,სიბრალულია....   
მებრალებით თქვენი უკიდეგანო ანგარების გამო....    
მებრალებით იმიტომ რო ყველასაგან რამეს გამოელით და არაფერს აკეთებთ სამაგიეროს მოლოდინის გარეშე....     
შენ ჩემო ზეინტელექტუალო, მებრალები იმიტომ რომ თავი მოგაქვს შენი უკიდურესად მდაბიო შეხედულებებისა და აზრების გამო, იმის გამო რომ ყველა შენი "ჰიპერინტელექტუალური"ჰაზრი, რომელიც უდაოდ შენი უზადო გამჭრიახი გონების ღირსეული ნაყოფია,ისეთივე მდაბიოა და ისევე ფურთხის ღირსი, როგორიც მათი მქადაგებელი-არარაობა!           
ზოგადად ყოველთვის ვიცოდი რომ ორი არარაობის ერთი მთლიანობა რაობას შობდა,ან რაიმე ღირსეულს-სისულელე იყო, მარა ასე სერიოზულად და ასე საზარლად თუ იყო საქმე, ვერ წარმოვიდგენდი.... ხოდა ორივე მძულხართ განურჩევლად....     
შენ, შენ რაღას იტყვი ბატონო დემაგოგო? ეს მე მეჩვენება რო უიღბლო ვარ? სულაც არა!! (თუმცა ყველა ჩემზე იღბლიანის თავზეც გავიარე,ვერცერთს ვერ ვიტან!) ვატრაკებ? ცუდი ხასიათი ჩამომიყალიბდა? მერეე შეეეეეენ რააა ამითი???/ ვინ რას გაძალებს, ვინ გეურთიერთება, ვინ გავალდებულებს? რამდენი ძააან შაყვარლობა ხასიათის ხალხი გყავს გარშემო? სიხარულითა და სიყვარულით რო მოგეკრობიან აცახცახებული მკერდებითა და ბედნიერებით აბრჭყვიალებული თვალებით?! ჩემთან რა დაგრჩენია? ბოღმა და სიძულვილი, ხოდა ნუღარ დაეცემი ქადაგად და თამამად მიაშურე უკეთესხასიათიან მკერდცახცახადათვალებბრჭყვიალა შაყვარლობეეებშ!!!!    
ალბთ ოდესმე დავწერ წერილს სადაც ყველას დაგიტოვებთ სამახსოვრო ბოლო სიტყვას და წინასწარ ნუ აღელვდებით, არც მაშინ შევეცდები თქვენი კეთილგანწყობის მოხვეჭას! 
წერლს სადაც დედაჩემს აუცილებლად ვეტყვი რო ყველაფერი მაგის ბრალია (თუნდაც არანაირი კავშირი არ ქონდეს იმ მოვლენასთან)!  
 
ძმას--- მებრალები შენი ფსევდოინტელექტუალიზმის გამო  
დას-- განსაკუთრებით ბოღმით დახუნძლულს არაფერს რამეთუ ყოველთვის იცოდა მისდამი ჩემი გრძნობების ნაკლებობის შესახებ!    
*******------- ვერ მივხვდი შენი სიყვარული სიძულვილში როდის გადამეზარდა!!!     
მერე სიას ჩამოვწერ და ყველას ორ სიტყვას დავუტოვებ ფეხებზე მკიდიხართ!  
თქვენს "ზეინტელექტუალ" თავებზე და ამ წერილის მიერ დაბზარულ გულებზეც გავიარე!!!!       

Dec 16, 2008

მინდა :)


   


   მინდა! 

ძალიან, ძალიან მინდა, 
უკიდურესად, 
ყოველ წამს. 
გულის შეკუმშვამდე, 
სულის შეხუთვამდე, 
უსაზღვროდ, 
უკიდეგანოდ, 
უსასრულოდ, 
ვეღარაფერზე ვფიქრობ მეტზე... 
ვეღარ ვმეცადინეობ, ვეღარაფერს ვაკეთებ, 
სულ სულ ვფქრობ რა იქნება პატარა ფისუნია რომ მყავდეს ახლა სახლში, 
აღარც მარტო ვიქნები და აღარც კომპიუტერთან გავატარებ ნახევარ ცხოვრებას.... 
პირობას ვდებ რომ არც ჩემი კავკასიური ნაგაზი აწყენინებს როდისმე რამეს. 
ვერც დედაჩემი მოახერხებს მის ფანჯრიდან მოსროლას, 
პირადად დავრთავ ნებას ჩემს ლოგინში ისე მოკალათდეს როგორც საკუთარში, 
ხოდა გამახსენდა ჩვენი ყველასათვის საყვარელი ფორუმი, განყოფილება ფლორა და ფაუნა, და ვიშოვე :)
 პატარა ფისუნია მეყოლება ხვალ 2 საათზე :)  
მიხარა მხარია მიხარიააა......  
ბიჭიაო.... 
ხოდა სახელი რა დავარქვა არ ვიცი :(
კირი? 
კომენტარში დამტოვეთ თქვენი ვარიანტი :)

ხვალ.... 

დარჩა 16 საათი )        

აი ეს უსაყვარლესი ფისუნია გახდება ხვალიდან ჩემი

 





Dec 14, 2008

თოვს!!!!




უკვე დასაძინებლად მივდიოდი, ფანჯრის დაკეტვას ვაპირებდი და.... 
არ მჯერა
თოვს.
პირველი თოვლი მოვიდა!

რაღაცნაირად, ძალიან,ძალიან მომინდა გარეთ გასვლა....

მარა აშკარად ძალიან ცივა....
თოვს
თოვს
თოვს
თოვს
თოვს
თოვს
თოვს
თოვს
თოვს
თოვს
თოვს
თოვს

მოვიდა ზამთარი... დღეს ჭეშმარიტად მოვიდა ზამთარი....... 
ეხლა გარეთ გავალ და თუ სადმე მივეყინე მოხარული ვიქნები ფრიად....


არა, მაინც როგორ მოთოვა...

ეხლა ვიტირებ:(


Oh the weather outside is frightful, 
But the fire is so delightful,
And since we've no place to go,
Let It Snow! Let It Snow! Let It Snow!

It doesn't show signs of Pauseping,
And I've bought some corn for popping,
The lights are turned way down low,
Let It Snow! Let It Snow! Let It Snow!

When we finally kiss goodnight,
How I'll hate going out in the storm!
But if you'll really hold me tight,
All the way home I'll be warm.

The fire is slowly dying,
And, my dear, we're still good-bying,
But as long as you love me so,
Let It Snow! Let It Snow! Let It Snow!  

Dec 6, 2008

მეწყინა... :cry:

 
მეწყინა ხოოო რა გიკვირს?!

შუაღამეს რო გამწვანდი ძალაუნებურად გამეღიმა,

მეთქი დღეს მაინც მომწერს რამესთქო.... (არა რა ვალდებული ხარ მარა მაინც!)
მეთქი...
მარა ჩემი ფეხები.....
(სხვა სიტყვები უბრალოდ არ შეესაბამება სიტუაციას!)
წყენა ნომერი პირველი.....


ხოდა ისევ მე დავიწყე ლაპარაკი...
მეგონა მოგიყვებოდი რაღაცეებს და მომეშვებოდა ცოტა მარა...
(ისევ ჩემი ფეხები ჩაერთო აქაც სასწრაფოდ... :) )
წყენა ნომერი მეორე...

წყენა რიგითი ნომრით 3, გამოიწვია პირველივე პასუხმა....
(საქმეში ჩარეთო "ვითომდავიკიდეს, გავატარეს" მომღიმარი ნიღაბი...)

აააა თურმე მე რა მჭირს?! :|
შენ?
ჭვალი??
როგორ ყველაფერი ჭვალის ბრალი ყოფილა.....
(წყენა ნომერი4)

ააა 2 კვირაა გჭირს??
და კვდები??
თურმე რაში ყოფილა საქმე, მაშინ გეპატიება სიკვდილის წინა აგონია!....

ზემოთხსენებული ნიღაბი ასრულებს თავის საქმეს ამჯერადაც....

-ახალი წელი უნდა ჩაგვაშხამო? (ძლივს ავწიე ტუჩის კუთხეები ოდნავ...)
(წყენა ნომერი5-ის სურნელი იგრძნობა უკვე:) )

-შენ რატო, შენ რა შუაში ხარ? (მართლაც მე ვინ ჩემი ქვედა კიდურები ვარ ხო?! )წყენა ნომერი 5 გააქტიურდა და დასტაბილურდა....

-ნეტა შენ ახალწელთან რა კავშირი აქვს ჩემს სიკვდილს, რა აღარ მოვა 2009 წლი? (წყენა #6)

-შენ სიკვდილს თუ მოყვება ეგეთ ახალწელს არ გავკარი?! (ჩამომივარდა ნიღაბი, სამაგრები აქვს გამოსაცვლელი ალბათ)

ორმა იდენტურმა სიტყვამ ("რატომ რატომ") თამაშში ჩართო წყენა ნომერი 7!..

ვინაიდან და რადგანაც ძალიან ვარ დაღლილი (იმიტო რო 2 ღამეში 3 საათი მეძინა მარტო და დღეს დილით გიგას წყალობით ტაქსში ჩავიცვი ტანსაცმელი ისე გავრბოდით გამოცდაზე) ძირს დავარდნილი ნიღბის ასაღებად მოხრაც კი მეზარება......:

-ხო შენთვის შეიძლება არაფერი შეცვალოს ჩემს ადგილას ყოფნამ, ჩემთან კი ცოტა სხვანაირადაა საქმე......
(წყენა ნომერი 8)

ააააჰ, ეს მე არ ვიცი შენთან როგორ იქნება საქმე მსგავს სიტუაციაში?! :|

ფეხებზე გკიდია მოკვდები თუ არა????

(მგონი წერისას შეცდომა დაუშვი, სიტყვა "მოვკვდები"-ში ზედმეტი ვ გაგეპარა პირველ მარცვალში.. ჯერ კიდევ მესმის შენი უსიტყვოდაც ხო ხედავ ;) )

(კინაღამ დამავიწყდა, წყენა ნომერი 9 და 10...)

[0:51:40]*********: eeeeeeee
[0:51:43] **********: debilo

იპოვა გამოსავალი უცბათ!..... (წყენა ნომერი 11)

ხოდა დავიხარე ზემოთხსენებული ნიღბის ასაღებად და.....

გაფერმკრთალდა უცებ შენი სახელიც :) (წყენა ნომერი 12)

1. ძალიან მეძინება და დავიძინებ ხო?
2. გულში არ ჩაიდო, გეხუმრე, ძილინებისა :*
3. არ გეძინება? მე ძაან...
4. (უბრალოდმთქნარებისსმაილიკი)
5. წავედი ეხლა მეეე. ძილინებისაააააა :*
6. და კიდე 10000 სხვადასხვა მსგავსი შინაარსის ფრაზა

ყველა ამათ მაგივრად აბა რა არის თუ გამოიცნობთ? "ჩეემი ფეხები" მართალია!!! (წყენა 13, თუ 13000 არ ვიცი...)

ძალიან კარგად იცი რო მეწყინა, იმასაც ხვდებოდი რო მწყინდა რო მეუბნებოდი,
სანამ მეტყოდი მაშინვე იცოდი რო მეწყინებოდა მარა მაინც მითხარი...
იმიტო რო გკიდია მეწყინებოდა თუ არა, სულ ერთია შენთვის, დაჟე რაღაც მომენტში გსიამოვნებს კიდევაც..... შენ თუ გსიამოვნებს მაწყენინე, არაა პრობლემა.... არა პრობლემა როგორ არაა, მარა არაუშავს, აქამდე მშვენივრად მუშაობდა ღიმილის და "ვითომდავიკიდეს, გავატარეს" ნიღაბი, ეხლაც დამეხმარება გადასარევად...  

FუF, ესეც შენი სახლში მივალ თუ არა ეგრევე დავიძინებ!!!! სულ რაღაც 12 საათი გადავაცილე გეგმას!

არასოდეს

არასოდეს, არასოდეს, არასოდეს დათვრეთ ასე :D :D :D




:)
:)
:)
:)

და არც ასე :D :D 


საგიჟეთიიიიიიიიიიი :D 
მართლაც არსად შესაშვებები არ ვართ :D :D 


გელააა, რეზიიი, გიიგა, მიყვარხართ :)მართლა რომ არ მიყვარდეთ იმ დანარჩენ უარეს ბანძაობებსაც ავტვირთავდი :D

არაუშავს, ერთი შავი ლაქა ყველას აქვს ცხოვრებაში :D :D