well son, A blog is formed when your loneliness and your narcissism fall in love with each other :)
Dec 4, 2009
ნახ.
პოპულარული ბლოგი,
აქ ჩემი პირადი იწერება ყველაფერი
და
სულაც არ მაქვს სურვილი
ვინმე შემოვიდეს
და
სულში
ის ხელები მიფათუროს
რომლითაც
2 წამის წინ
უკანალს იქექავდა....
ვსიო.
!
Nov 28, 2009
The klipest! the songest! the crazyest! the gurjest!
აეეეეეეეეეეე
აშოლ მა ბოდი, აშოლ მა სკიი, აი პლეი ვიზ მენზ
კიდევ ერთი ურო სტუდიაში!!
Nov 19, 2009
O.M.G!!!
კი მითხრეს მაგრა იბანძავაო მარა ესეეე? გულიღა მერევა რაა,
უი ქართულად ურო ყოფილა კოალდა, ხოდა კოალდა ჩამცხეთ მაშინ :)
Nov 12, 2009
ჰა?
კიარადა,
აგერ უკვე მე-3 წელია მაინტერესებს..
რომ ამბობენ,
მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებო,
ეგ ხოო მარა
მეზობლის კაციც შინაურია????

ოოო, ვის გაუგია ასეთი ათლეტური აღნაგობის, სიმპათიური ფეხბურთელი მამაკაცის მეზობლის კაცობა :)
Nov 9, 2009
დღის, თვის, წლის პოზიტივი....
-დათო ძია თქვენ დროს ალბათ ალლა მაგარ მოდაში იყო...
-?! (ეჭვნარევი მზერა..)
-მმმმ, პუგაჩოვა...?!
-ეეეე, ნინო შვილო, მაგ დროს მე ისეთ ფორმაში ვიყავი, ცალ მუხლზე ალლა მიჯდა, მეორეზე პუგაჩოვა...
-მე უნდა გავიდე 2 წამით, უკაცრავად.....
Nov 5, 2009
I Hate Guests!!!!!!!!!!!

ვეეეერ ვიტან!!!
ჯანდაბას ქართული ტრადიციებიც!
ვაჟას სტუმარ-მასპინძელიც,
ქართველი=სტუმართმოყვარე!
ჯანდაბას ყველაფერი!
ვერ ვიტან სტუმრებს!
ვერ ვიტან სტუმრებს რომელთა წასვლის მერეც 10 ნივთზე მეტი რაღაცაა გასარეცხი!!!!
იმიტო რო გუშინ ღამის 4 საათამდე ვრეცხავდი და ვაბინავებდი მაგათ ნასუფრალს,
ხოდა დღეს ვკვდები ისე მეძინება სამსახურში.
ააააააააააააააა
არა ჯერ ისედაც ხო სულ მეძინება მარა ეხლა უკვე დაღლილი ვარ
საქმე თავზე მაყრია.
ყავა აღარ მაქვს
ძლივს გაზრდილი და გაკეთებული 9 ფრჩხილიდან 4 ჭურჭლის რეცხვას შევწირე!
ვეეეეეეეეერ ვიტაან
არასოდეს, არასოდეს არ შეგაცდინოთ და დაგაბნიოთ ჩემმა,როგორც მასპინძლის, გაღიმებულმა სახემ, სინამდვილეში ეს ღიმილი იმაზე უფრო ყალბია ვიდრე პოლიტიკოსების წინასაარჩევნო დაპირებები!
ან თუ ძალიან გულით გინდათ რო მესტუმროთ
ნება იბოძეთ და თქვენვე აალაგ/დააბინავეთ და დარეცხეთ თქვენივე ნასუფრალი!
ყველაზე ნაკლებადსტუმართმოყვარე ვარ
ვსიო!
არ დაგინახოთ ჩემთან სტუმრად მოსულები!
და კიდე
ხანდახან თუ გეტყვით გამომიარეთთქო, (ქეიფსა და ღრეობაში გადაზრდის პერსპექტივით) არასოდეს, არასოდეს არ მიიღოთ ეს შემოთავაზება სერიოზულად!
ჩათვალეთ რომ ეგრე ვღადაობ!
Nov 3, 2009
პირველად.
მომენატრე..
რა სხვანაირი ყოფილა შენი მონატრება...
აქამდე როგორ ვერ გამოვცადე?!
მთელი ამდენი წელი...
მომენატრე...
მუცელი მტკივა...
მომენატრე....
ეს არი არასოდეს მომენატრებაო?!
დდშვც!!!!!
რა სხვანაირი ყოფილა შენი მონატრება...
მომელანდე...
1,2,3,4,5,6,7,8,9 ჯერ მომელანდე...
არა, არ გეძებ..
თვალთ დამაკლდა და იმიტომ,
მგონი...
დდშვც
მომენატრე.....

Oct 29, 2009
There Are Certain People You Just Keep Coming Back To....
მე ვიცი...
და შენც იცი,
და შენ ჩემზე უკეთესად და
ბევრად უკეთესადაც კი
რომ
რა დროც არ უნდა იყოს და,
სადაც არ უნდა ვიყვე.
ვისთანაც არ უნდა იყო და
ვისიც არ უნდა ვიყვე.
როგორიც არ უნდა იყო და,
როგორიც არ უნდა ვიყვე,
მომავლის უქონლობის მიუხედავად და,
ყველა იმ სიტყვის მიუხედავად.
ყველა იმ ფიქრის მიუხედავად და,
ყველა იმ წყენის მიუხედავად.
შენი კომპლექსების მიუხედავად და,
ჩემი პრინციპების მიუხედავად.
იმ უაზრო ერთგულების მიუხედავად და,
იმ დაკარგული წლების მიუხედავად.
ყველა იმ "აღარასოდეს"-ის დავიწყებით და,
კიდევ ერთ "იქნებ"-ზე მინდობით.
საკუთარი თავმოყვარეობის გათელვითა და,
შენს უტრაკობაზე თვალის დახუჭვით.
მე ვიცი რომ,
და შენ ჩემზე უკეთესადაც კი....
რომ დამიძახო
კიარადა,
ჩურჩულითაც რომ მითხრა,
პირველად კიარადა,
არა თუ მეათედ,
ანდაც მეასედ,
და კიდევ ერთხელ
და ისიც უიმედოდ,
ისევ დავბრუნდები...
ისევ გავიღიმებ....
დაშორებისასაც...
და მე ვიცი რომ,
და შენც იცი რომ,
ჩემზე უკეთესადაც...
და ამიტომაც,
ისე ჩურჩულებ
და ისე მეძახი,
და ისე მელი...
რომ ვერასოდეს,
ვეღარასოდეს,
დავი"ჩემო" ეს მოლოდინი....
And there still are certain people I hardly keep coming back to... and again, and again, and again....
ერთი ღიმილის და, 3 თბილი სიტყვის სანაცვლოდ.....
დდშვც!!!
Oct 22, 2009
შემოგედალალე....
ზამთრის ბებერ და უხეშ თითებში
დედოფალი იმედივით რომ იწურება!
რომ იცოდე,როგორი საზარელი ზამთარია
ჩემს აივანზე ატუზული და თავის დროს ელის.
რომ იცოდე,როგორ შემიძლია გამოვაღო
ნოემბერი და ...
დაორთქლილი ფანჯრებიდან
''შემოგედალალე !"-
-დაგიძახო.
იმ ყვავილების და
იმ ყვავილების,
იმ ყვავილების და
კიდევ იმ ყვავილების სურნელივით,
შემოგედალალე.!..
თბილისის ქუჩებიდან, ნისლივით წამომდგარი
და უგზო-უკლოდ დაკარგული ბავშვობის მსგავსად.!
რომ იცოდე,როგორ ნერვიულობს ჩემს ფანჯრებთან
შუაღამე, შენს სიყვარულსა და არსიყვარულს შორის
ჩაქოლილ ფიქრებს. !
რომ იცოდე, როგორი ზიზღით ხვდება ჩემი ოთახი
ყველა უშენობას.!..
რომ იცოდე ,როგორი უშენობები დასჩემდა შემოდგომას !
შემოგედალალე!
რომ იცოდე, როგორი მწარე, არმიყვარხარ ამინდები
მიყრია მაგიდაზე...
და ვცდილობ როგორმე არ იწვიმოს.
ჰო, როგორმე არ იწვიმოს,
ოღონდ არ იწვიმოს ...
შემოგედალალე !
© ????
Oct 21, 2009
ოცნებები..
ვინაიდან და რადგანაც დათაგული გახლავართ იმის შესახებ რომ ოცნებებზე დავწერო პოსტი, დავწერ რაა, ჩემი რა მიდის :)
საერთოდ ძალიან ცოტა ოცნებები თუ მქონია მთელი 21 წლის მანძილზე, არასოდეს მიოცნებია სერიოზულად, ასე–თუ ისე მყარად ვდგავარ მიწაზე, შეიძლება ითქვას და ძალიან მყარადაც კი..
თუუმცა მაინც, ოცნების გარეშე ადამიანი არ არსებობს ალბათ..
1) ნუ მთელი ბავშვობა ვოცნებობდი რომ სულ 5 წუთით მაინც ვყოფილიყავი ჩემს ძმაზე დიდი და ძლიერი რო ერთი მაგრად მეცემა და თავპირი დამემტვრია, ხანდახან დღესაც გამიცხოველდება ხოლმე ეს ოცნება :)
2) ყოველთვის (ახლაც) ვოცნებობდი ხის სახლზე სადმე ძალიან ძალიან მწუანე ადგილას, მთაში, ტყეში, მდინარესთან ახლოს, აი დაახლოებით ასეთზე

3) ოცნება ზამთრის სახლზე, დიიდი თოვლით, შიგნით დიიდი ბუხრით, უინტერნეტოდ, უტელევიზოროდ, ბევრი წიგნით, ბევრი ყავით, უმეზობლოდ, უთანამაცხოვრებლოდ...

4) ვონებობ საქართველოს ფეხით შემოვლაზე, ყველა კუთხის ნახვაზე...
5) მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ძველ დროში ცხოვრებაზე, სამეფო კარზე ბალ–მასკარადებზე დასწრებაზე, კორსეტიან–გაფხორილი კაბების ტარებაზე..
6) მთელი ბავშვობა ვოცნებობდი ცხენზე... აი სუუულ დეტალებში მქონდა წარმოდგენილი სკოლაში როგორ მივიდოდი ცხენით, მერე იქვე ხეზე გამოვაბავდი გაკვეთილების დამთავრებამდე..... ცხენის ვაჟკაცურად გაჭენებაც კი არ მეღირსა დღემდე...
7) კიდე ინგლისში ვიცხოვრებდი 1,2,3,4,5 წელი დიდი სიამოვნებით,
8) დიდის წარმატებით ვოცნებობ იტალიაში ცხოვრებაზე ასევე 1,2,3,4,5 წლით...
კიდე რა?!
9) ა ხოო, ნოკია ნ76–ზე ვოცნებობდი თავიდან რო გამოვიდა, ეხლა არც შეეხედება ისეთ ვიდზეა.. ზატო ეხლა ნოკია888–ზე ვოცნებობ (მამიიი!!!)
10) კიდე ყველაზე მეტად რაც მინდა და რაზეც ვ20ნებობ არის ჯანმრთელობა, ჩემი და ჩემი ახლობლების..
11) აზრიანი, აქტიური, წარმატებული და ისეთი დარჩენილი ცხოვრება მინდა რაღაც კვალი რო დარჩეს ჩემგან და სიკვდილიდან 1 წლის მერე არ ავორთქლდე დანარჩენების მეხსიერებიდან, რაღაც უნდა დამრჩეს, რაღაც ჩემი შექმნილი, ოღონდ ბლოგი და მსგავსი უწიპუწი რაღაც არა, რაღაც სერიოზული :)
ვსიო, მეტი არც არაფერზე არ ვოცნებობ/დი... ა ხო, ყოველთვის მინდოდა ადამიანის აზრების წაკითხვა შემძლებოდა ან კაკ მინიმუმ უჩინარი მაინც ვყოფილიყავი :)))
Oct 18, 2009
დათრობამდე...
ისეთი ამინდია, დალევა მოგინდება.
მე ვარ გადაღლილი მკვდარი ისტორიით,
ჩემი მომავალი შეთხზან მოირებმა.
ვწერ ლექსებს და ისევ არაფერს ვინანიებ.
დროა, რომ ვერიდო ფანჯრებს კილომეტრზე.
ვიცინი უნებურად, ყველა უნიჭობა
ღიმილს მგვრის, საოცრად მინდება შემირიგდე.
ვუყურებ მზის ჩასვლას, როგორ მომენატრე...
და ვითვლი, რამდენი ვიარე უშენოდ.
ეგოსიტი ვიყო თუნდაც, არაუშავს,
თქვენც თუ გადაგღალეთ, დამტოვეთ მუზებო.
მე ვარ გათანგული ძველი ისტორიით.
ჩემი ბედისწერა წერონ მოირებმა.
დღეს შენი სურვილი დამაქვს სხეულით და
ისეთი ამინდია დალევა მოგინდება...
წავედი, თავი უნდა მოვიკლა და მოვალ ისევ...
Oct 12, 2009
დაქალო მიყვარხარ :*
დილა დაიწყო იმით რომ თავის საზარელმა ტკივილმა გამაღვიძა და ეს ტკივილი კიდევ უფრო გამიმძაფრდა რაც ყური კარგად დავუგდე რას ყვიროდა პატრული დათო პატრულირებისას რაციაში ჩვენს სახლთან ავლა–ჩავლისას :))) ეტყობა იფიქრა ბედი კარს მომდგომიაო და მშობლების გასაცნობად მეპატიჟებოდა სახლში :)) როდის როდის გამოვეტიეთ იქიდან.. გზაში ნოსტალგიამ შემოგვიტია და ვუსმენდით ამ 4 წლის წინანდელ დიქტაფონით ჩაწერილ ჩვენი დიადი სამეულის 45 წუთიან ბოდიალს, ისე ვიცინოდით ცრემლები ღაპაღუპით მოგვდიოდა ორივეს... მე თბილისში დავრჩი, თიკო გორში წამოვიდა, ი ვსიო, ეს იყო ჩემი პირველი სექტემბრის ამბავი რომელიც თვეზე მეტია დრაფტებში ძევს და მელოდება ნება ვიბოძო და ფართო საზოგადოებას წარვუდგინო..
და ბოლოს ტრადიციულად ფავორიტი სურათები:
მე თიკო და დალის ქალაჩუნა მული :*
სიძე და სიდედრები:*
აეეეეე, ტანცუეტ ვსეეეეეეეეეეეეე
და კიდე გვრიტები :*
ძალიან მიყვარხართ ორივე, ნუ ჩემი დაქალი უფრო მეტად მაგრამ სიძეც ძალიან :* გკოცნით გეხვევით, დაქალო ხანდახან ისე მომენატრები ხოლმე რო სუ ცხვირი მეწვის და ნიკაპი მიკანკალებს... სუ შენზე ვლაპარაკობთ მე და თიკო, თავი გარიყულად არ იგრძნო, სულ ჩვენთან ხარ მაინც... :* :* :* :*
Oct 6, 2009
Childhood Memories :)

3 დღეა ტელევიზორს რო ვრთავ, სულ ისეთი რაღაც გადის, რაც ბავშვობას მახსენებს....
ხან 2 ჯუჯას სიმღერებია, ხან ნუპაგაძი (რომელსაც როგორც ბავშვების 80% მეც ნუკაბაძს ვეძახდი ხოლმე) ხან რა და ხან რა... ხოდა აი ისე მინდა ისევ ის პერიოდი დაბრუნდეს, ისევ ის ფეხებზემკიდია ბავშვი ვიყო, რო არავინ და არაფერი აინტერესებს, პრობლემები რო არ აქვს და დიდხანს არაფერზე ნერვიულობს...
ყველაფერი მახსენდება, რას ვაკეთებდით ხოლმე ბავშვობაში...
მოგონებები ციკლიდან გარშოკები:)
გარშოკებზე ვისხედით მე და ჩემი ძმა საათობით და სანამ თამაშს არ მოვრჩებოდით არავის ქონდა უფლება ხელი ეხლო.... და თუ ვინმე სტუმარი გვყავდა, ვალდებული იყო იმას გამოეწმინდა, ჩვენი აზრით ერთგვარ პრივილეგიას ვანიჭებდით ამით :)
შუქი თუ იყო და ტელევიზორში მულტფილმები გადიოდა, ძირს რო ვისხედით არ ჩანდა ტელევიზორი, ამიტომ მთავარ მაგიდაზე აგვქონდა გარშოკები და ზედ ვისხედით საათობით :) მახსოვს სტუმრების შეშლილი სახეები ამ დროს თუ მოვიდოდნენ და შეგვესწრებოდნენ :) აააააააააააააა კიდევ იის, ჩემ ძმას რო ეტყოდნენ თავი დააფარე გარშოკსო, მუხლებზე დგებოდა და თავს ადებდა ზედ ხოლმე, ეგრე აფარებდა თავს :) რო მახსენდება რა ვრედნი ბავშვი ვიყავი ყველასი მესმის რატო მიბაზუნებდნენ წარა–მარა :) ვიმსახურებდი ხოლმე.. აი თუნდაც ის ისტორია, მთელი დღე რო მებრძოდა დედაჩემი და მაინც ვერ მიაღწია იმას რო მეღიარებინა რო ჩემი დის გარშოკში ღამით მე და გუჯამ მოვშარდეთ და არა ბიძაჩემმა :) არადა მთელი ძალებით ვამტკიცებდი რო დავინახე როგორ გაიტანა ღამით ოთახიდან და მალევე შემოიტანა სავსე :) არადა წულაია ყველაზე მეტად მიყვარდა მგონი, მარა საქმე საქმეზე რო მიდგა უტიფრად დავაბრალე ყველაფერი :)
კიდევ ის რაც ერთმნიშვნელოვნად ბავშვობას უკავშირდება... ჩემი ჭამის პროცესი :) ეეეს საშინელება იყო :) დღეში მინიმუმ 1ხელ საჭმელში მაყოფინებდნენ თავს, ხან დედაჩემი, ხან მამიდები... ყველაზე მაგარი ის არი რო მეც ეგრე მოვიქცეოდი მაგათ ადგილას :) საათობით შემეძლო ვმჯდარიყავი სავსე თეფშთან და ლუკმა არ შემეჭამა, მიუხედავად იმისა რო დარწმუნებული ვიყავი აუცილებლად ჩამაყოფინებდნენ თეფშში თავს... თან არც ვტიროდი, უფრო ვზმუოდი არ მინდათქო.... ნუ თუ მოვახერხებდი, ნაწილს ვაქცევდი ხოლმე კიბის ქვეშ, რაც უფრო ცოტა საჭმელი დამესხმეოდა თავზე მით უკეთესი :) ერთხელ სუპში ჩამაყოფინა თავი დედაჩემმა და მაკარუნები და პომიდვრები ხო მომეცხო სახეზე, ხოდა რადგანაც ეზოში მშველელად ბებო მეგულებოდა გავვარდი ეზოში კივილით მიშველე ბებოთქო, ხოდა ბებიას ეგონა რო ადუღებული წყალი გადამესხა(რაც არც ისე მოულოდნელი იყო ჩემის მხრიდან) ხოდა ეს მაკარუნები კანი ეგონა და პომიდორი სისხლი... მაშინ შეერყა ჯანმრთელობა მგონი :(
ჩემი და ჩემი ძმის ურთიერთობა–საგიჟეთი!!!!
მე "ლ"ს ვერ ვამბობდი და ვამბობდი "რ"ს, (მაგ პარორი) და ის პირიქით (მაგ. პალოლი) და მთელი დღე ვთამაშობდით ხოლმე პაროლობანას:) ავირჩევდით რამე სიტყვას როგორც პაროლს, მერე დავიჭერდით რომელიმე ოჯახის წევრს, და ვაწამებდით, მანამ სანამ არ გამოიცნობდა რა იყო პაროლი:) წარმოიდგინეთ რა მაგარი სანახავები ვიყავით, წაგდებული გვყავს ბაბუა და თქვი პარორი! ვუყვირი მე და გამწარებული ვურტყავ სათამაშო ავტომატს თავში, ვერ გამოიცნო?!თქვი პაპა პალოლიიიი ახლა ჩემი ძმა ურახუნებს მთელი მონდომებით ავტომატს თავში.... :) და ეს გრძელდებოდა თვეობით 24/7 ზე:)
კიდე ის რო ჩემი ძმა ძალიან ბოთე იყო ბავშვობაში და აი ისეთ რაღაცეებზე ვაბითურებდი რო რავი :)
ზუსტად წლინახევრითაა ჩემზე დიდი, რამეს რო დავაშავებდით და დედაჩემი გაიგებდა ამ ამბავს, გვეუბნებოდა რო ჩიტმა მიუტანა ამბავი... ამის მერე ჩემი ძმა მთელი დღე იჯდა და იმ ჩიტის მოფრენას ელოდებოდა, მე კიდე ჩემ დას ვცემდი, იმიტო რო ის ამბისტანია ჩიტი ეგ იყო :)
ხოდა ერთხელ კინაღამ შემიწირა მაგისმა ბოთეობამ :) ეგ ჭამდა ქათამს და მე ლულკაში (თუ რა ქვია?!) ვტიროდი, თვეების ვიყავი, რატო ტირისო დედაჩემისთვის უკითხია და შიაო დედამ და გავიდა სამზარეულოში საჭმლის შემოსატანად და შემოვიდა და რას ხედავს, გალურჯებული ვხრიალებ და პირში ქათმის ბარკალი მაქვს გაჩრილი, დამაპურა რა ძამიკომ :) ერთხელ მახსოვს ძააან გავამწარე და მომდევს საცემრად, ხოდა მომიმწყვდია კუთხეში და ვსიო დარხეული მაქვს და მოვუტრიალდი და აი ზუუსტად ასეთი სახით ვეკითხები

გუძიიი, რატო მომდევ უნდა მაკოცო??? და ის ბოოთე... ქოო ნინო უნდა გაკოცოო და მაკოცააააააააა :) ერთხელ კიდე რაღაც ძალიან მაგარი მანქანა მოუტანეს და არ მათამაშებდა ხოლმე, ხელს არ მადებინებდა, ერთ დღესაც მოდის და მოაქვს პლასტმასის სათამაშო ბუზი, ნახე ნინო სათამაშო ბუზი ვიპოვეო და მეთქი არ გიკბინოს ბიჭო მოკალი სასწრაფოდთქო და ისიც იდგა და 1 საათი ურტყავდა ბუზის საკლავს, ამ დროს მე ზემოთხსენებული მანქანით ვთამაშობდი :)
კიდევ ჩხუბი :) დღეში რამდენჯერ ვალეწავდით თავპირს ერთმანეთს ვერც დავითვლი :) მთელი ძალით ვურტყავდით თან, სუულ უბრალო მიზეზზეც შეგვეძლო გვეჩხუბა, ესე რატო შემომხედე?! თვალებს ნუ მიჭყიტავ გოგო ბახ! ბუხ! ერთხელ მაწვნისუპს ვჭამდით, ხოდა რაღაცაზე შევკამათდით და გავაქანე და კოვზი ვთხლიშე თავში, იმანაც მომკიდა კისერში ხელი და კარგა ხანს მაყურყუმელავებდა ჩემს თეფშში :) ერთხელ კიდე ისე ვუკბინე მხარზე სისხლი ვადინე, მერე იმან ცხვირზე მიჩმიტა და მიმასისხლიანა მეც :) მარა საკმარისი იყო ჩემ დასთან მოგვსვლოდა რომელიმეს კამათი, შესაშური ერთობით ხვდებოდა ხოლმე ჩვენგან ჩემს დას :) ნუ მე გამორჩეულად ყოველთვის მეტი მხვდებოდა, იმიტო რო შუათანა ვარ... ჩემს ძმას ვერ ვერეოდი, ჩემს დას თუ შევეხებოდი – აბა პატარას როგორ?!!!! თუმცა ჩხუბის მიზეზს რო გაიგებდნენ მაშინაც მე მხვდებოდა იმიტო რო ვრედნი ვიყავი :) ჩემ დას კიდე არასოდეს არავინ უყვიროდა, ერთადერთხელ მახსოვს დედამ შემოსცხო, იმიტო რო ისე მიკბინა მხარზე შრამი დღემდე მაქვს, ცვეტში ხორცი გადმოაგდო პირიდან :)
მოგონებები ციკლიდან–რაც მე ცემა მაქვს ატანილი!
რაც თავი მახსოვს სუ მირტყავდნენ. პატარას ოჯახში, ცოტა წამოვიზარდე და მერე უბანში, აი დაჟე 10 წლით დიდი ხალხი მცემდა ხოლმე იმიტო რო ნერვებს ვაძიძგნიდი... მერე სკოლაში, უფროსკლასელები :) ერთხელ ხაშურში წამიყვანა მამიდამ თავისთან და იქიდან რო წამოვედი უბანმა დაისვენა :) იქაც მახსოვს ერთი ბიჭი იყო ჩამოსული, რომანი ერქვა, 6 წლით იყო უფროსი ჩემზე და შეყვარებული ყავდა თუ რაღაც ეგეთი და აი მთელი დღე დავდევი და დავცინოდი რომანი რატო დაგარქვეს, ნაშვილები ხართქო? და თუ სადმე ბირჟაობდა კიდე საათობით დავდიოდი მაგის წინ და ვმღეროდი "დონკიხოტი დონკიხოტი, დონკიხოტი დონკიხოტი" მცემდა აბა რას იზავდა :) კიდე მახსოვს დიდი ვაშლის ხე ედგათ ეზოში და რადგანაც არავინ მეთამაშებოდა რა უნდა მეკეთებინა მთელი დღე, ავძვრებოდი ხოლმე ზედ და მთელი ხმით (რომელიც წარმოუდგენლად მაღალი მაქვს) გავკიოდი სიმღერებს, რომლის არც ტექსტი ვიცოდი და მელოდიაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი, ყრუ ვიყავი ცვეტში, სმენა მე–9 კლასში გამეხსნა :) როგორ მახსოვს, ცეკვის დროს მივხვდი რო მუსიკა იმიტო უკრავდა რო ცეკვა იმისთვის უნდა ამეწყო :) არადა მანამდე 7 წელი ანსამბლში ვცეკვავდი, ვითვლიდი ხოლმე, რა მუსიკა რის მუსიკა :) დაკვრითაც ეგრე, მელოდია არ დამიხსომებია ცხოვრებაში, თვალწინ მედგა სად რა ნოტი ეწერა და ისე ვუკრავდი, მასწავლებლებს კიდე დღემდე არ ჯერათ,იმიტო რო რეგიონის მასშტაბით კონკურსებს ვიგებდი ხოლმე და მთელი ამბები :)
ააააააააა ჩემი მუსიკის მეცადინეობა იყო კოოოშმარი :) პიანინო გვედგა მეორე სართულზე და 1 საათში 60ჯერ მაინც ჩამოვდიოდი დაბლა წყლის დასალევად, ხოდა დედაჩემი სუ მემუქრებოდა თუ ამოვედი თავს გარტყმევინებ და პიანინოს წითლად შეგაღებინებო, მე კიდე კიარ მეშინოდა, მეჯერა რო თუ ეს მოხდებოდა მერე ისევ მე გამაწმენდინებდნენ ამ პიანინოს და მეზარებოდა ხოლმე გაწმენდა და მაგიტო ვაგრძელებდი მეცადინეობას :) თუ ძალიან დამეზარებოდა კიდე, დავადებდი თავს პიუპიტრს და ვითომ მეძინააა, ხოდა დედას ვეცოდებოდი ხოლმე და ხელით მივყავდი ლოგინამდე. აი მაგ მომენტში თავი სამყაროს მბრძანებელი მეგონა :)
მუსიკის მასწავლებელს სისხლს ვუშრობდი, გაკვეთილის დაწყების წინ ვიტეხავდი ფრჩხილს, ან ვიწიწკნიდი ნუნას და ხელს შემახებდა თუარა ეგრევე სისხლი მომდიოდა... მასწავლებელს კიდე გული უწუხდებოდა, თავი დამნაშავედ მიაჩნდა და გაკვეთილს აღარ მიტარებდა, ბოდიშებს მიხდიდა ხოლმე რო მატკინა. ბოლოს დამიმუღამა და მაინც მაკვრევინებდა ხოლმე... ბრრრრრრრრ, მტერს არ ვუსურვებ ეს ისეთი ტანჯვა იყო :( მერჩია სახაზავი ერტყა თითებში :)
დაჟე დეიდაჩემს, ცხოვრებაში რო დაყვირებითაც კი არ დაუყვირია არავისთვის, 2ჯერ მაგრად ვყავარ ნაცემი, ქუჩაში! ერთხელ პარკში მცემა, იმიტო რო ავტყდი ეშმაკის ბორბალზე მინდა დაჯდომათქო, არადა დღემდე პანიკურად მეშინია ეშმაკის ბორბალის :) ხოდა ჯერ ჩემი 4 წლის ძმა ავიდა და მერე ჩვენც რო უნდა ავსულიყავით გავიფშიკე აღარ მინდათქო და გუჯა მარტო წავიდა ზემოთ :) ხოდა სანამ კრუგი მოარტყა კარუსელმა, დეიდაჩემი განწყვეტლივ მიბაზუნებდა სახალხოდ :) მეორედ კიდე ქუჩაში გავექეცი, ტრასაზე და რო დამიჭირა .... :) (ჰა ვიმსახურებდი თუ არა?!)
ყველაზე ხელსაყრელი მომენტი იყო თუ სახლში სტუმრები გვყავდა და მე ამ დროს დავაშავებდი ხოლმე რამეს... აუცილებლად იმ ოთახში უნდა მეღნავლა სადაც ისინი ისხდნენ, რათა ეხილათ რა ბედკრული ბავშვი ვიყავი :) არადა აი არანაირი ცემა და დასჯა არ ჭრიდა ჩემთან... ცხვირიდან რო ორტოტად ედინათ სისხლი (ესეც ხდებოდა ხოლმე) მაინც იმას გავაკეთებდი რაც მინდოდა და მაინც არ ვაღიარებდი არაფერს!
ერთხელ მახსოვს მამიდაჩემზე გავბრაზდი რაღაცაზე და სულ ახალი, ძვირფასი პომადა ქონდა, საფრანგეთიდან ჩამოუტანეს თუ რაღაცა და ავიღე ეს პომადა და დავკბიჩე... ხოდა პირი, სახე, კბილები სუ პომადიანი მქონდა და მაინც ვამტკიცებდი რო ხელი არ მიხლია და უფრო მეტიც, თვალითაც კი არ მინახავს, რა პომადა,რის პომადა :) კიდევ კარგად გადავურჩი თმა რო სულ არ დამაწიწკნა ელზამ:)
და კიდევ ყველაზე აღმაშფოთებელი ფაქტი რომელიც ჩემს ზეთავხედობაზე მიუთითებს :) კნუტი არ დამატოვებინეს სახლში და პროტესტის ნიშნად მე5 სართულის ფანჯარაზე ვიყავი ამძვრალი და გადახტომით ვიმუქრებოდი 1 საათი, ოჯახი კი მთელი გულით მემუდარებოდა ჩამოვსულიყავი... მუდარის გამო არ ჩამოვსულვარ, დავიღალე უბრალოდ იქ დგომით მარა ვგონებ იმ სიმაღლიდან ძირს დათხლეშვა ისე არ მეტკინებოდა რა ტკივილებიც ჩემს ძირს ჩამოსვლას მოჰყვა :)
ამ ზემოთჩამოთვილი სიტუაციებიდან, ვაღიარებ რო ყოველთვის ვიყავი ცემის ღირსი, თუმცა იყო ისეთი სიტუაციებიც როცა ტყუილად მხვდებოდა ხოლმე...
მაგალითად ნატოს დაბადების დღეში რო არ მიშვებდა და დაქალებს რო ვაიძულებინე მაინც გავეშვი და იქიდან რო მოვედი და კამათის დროს ტკაცანი ამკიდა! არასოდეს დამავიწყდება! პირველად მომხვდა არასპრავიდლივი ხელი :)
და სულ ბოლოს, აბიტურიენტი რო ვიყავი მაშინ რო მიჩმიტა და გამშრამა :) მერე რა რო ნაგლად ვატყუებდი დისლოკაციის ადგილს და 1 საათი აბაზანაში ვიყავი ჩაკეტილი და ვიმალებოდი?!
მოგონებები ციკლიდან–დასჯის მეთოდები :)
ნუ რო ხედავდნენ რო ცემა არ ჭრიდა, მაშინ მიმართავდნენ სხვადასხვა დასჯის მეთოდს ჩემს წინააღმდეგ :)
რაც ყველაზე მწარედ მახსოვს იყო დასჯის მეთოდები ფრჩხილების კვნეტის წინააღმდეგ :) წიწაკას მისმევდა 1 თვე თითებზე მარა ბოლოს ისე მივეჩვიე მინდებოდა ხოლმე, დაკვნეტით მაინც ვიკვნიტავდი. ერთხელ 10ივე თითი შემიხვია ბინტით დედაჩემმა და ასე დაბინტული ვმოძრაობდი ხოლმე მარა რო მომხსნა მაინც 10ივე თითზე მოკვნეტილი მქონდა ფრჩხილი. და ყველაზე მწარე... კვირაში ერთხელ ყველა თითზე მაჭრიდა ფრჩხილს, არ ქონდა აზრი მოკვნეტილი მქონდა თუ არა, მაინც... შედეგი გაინტერესებთ? არანაირი... ბოლოს ისევ დედის გულმა ვეღარ გაუძლო, დედა იყო ყასაბი ხოარა?! მარა რაც თავი მახსოვს სუ მტკივა თითები, 2ჯერ გადავრჩი თითის მოჭრას იმის გამო რო ინფექცია შემეჭრა, ბრრრრრ, ფრჩხილი მომაცალეს ერთხელ და ტამპონებს მიტენიდნენ ხოლმე შიგნით... აი გამაჟრიალა რო გამახსენდა ეხლა, ისეთი მწარე იყო, მარა რო ვიცოდი რო ჩემი ბრალი იყო, ცრემლი არ გადმომსვლია არასოდეს სხვების დასანახად, ჩუმად დავტიროდი ხოლმე :)
სადმე არ გაშვება, როგორც დასჯის მეთოდი არც არასოდეს უცდიათ, იცოდნენ მაინც მოვახერხებდი წასვლას....
კიდევ ხო, მახსოვს ჩემი და საზიზღარი ბავშვი იყო, დედაჩემს ხელში თუ არ ეჭირა ისე არ იძინებდა ხოლმე, ხოდა მეც მთელი მონდომებით ვუცდიდი როდის ჩააძინებდა და ლოგინში ჩააწვენდა თუ არა ჯინაზე ან წამოვიყვირებდი, ან სიმღერას ვიწყები და ვაღვიძებდი ხოლმე.. ამის გამო რამდენჯერმე მომიწია პიჟამოებით აივანზე ყურყუტი ზამთარში! თან დედაჩემი იმაზე მწარდებოდა რო არც პატიებას ვითხოვდი და არც შემოშვებას, ველოდებოდი როდის აიძულებდა "დედის გული" და როდის გამიღებდა კარებს :)
მოგონებები სერიიდან–უმწეო და მიუსაფარი მე :)
დავიწყებ იქიდან რო ბებიაჩემის მეტი არავინ მეფერებოდა ბავშვობაში (ისიც სანამ ჩემი და დაიბადებოდა, 4 წლამდე ანუ)

ზუსტად არ ვიცი რატო, ალბათ იმიტო რო ძალიან უშნო ვიყავი ბავშვობაში :) ზუსტად იმხელა ცხვირი და ყურები მაქვს ახლა, რამხელაც 1 კვირისას მქონდა :) მაგრამ, ჩემს ძმას საერთოდ აღარ გაზრდია თავი, ამხელა თავით დაიბადა!!!! მარა ის პირველი შვილი და შვილიშვილი და დიშვილი და ძმიშვილი იყო! :( თან პრობლემები ქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მარა ოჯახში სუ ცოტა 14ნი ვიყავით, ვინმე მაინც მომფერებოდა ვააა :( თან თურმე მაგარი როჟა ვიყავი, ლიჟბი ვინმეს ხელში ავეყვანე,სუ ვიცინოდი და ვბუქნაობდი, დებილი ბავშვები რო არიან სუ რო ტირიან ეგრე კიარა.... მერე რა რო ყვავის ბახალას ვგავდი პატარაობაში :(


არც ისე ძალიან მახინჯი არ ვარ რო გული არ მიგივიდეს :( თან ცოტა ხანს ვიყავი ასეთი, მერე იმენნა ჩასაყლაპი ბავშვი ვარ...

სანამ ჩემი და გაჩნდებოდა, მამას პრობლემები ქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ლენინგრადში მკურნალობდა და დედა ადგა ხოლმე თავზე, ბავშვები საქართველოში ვიყავით და ერთხელ, როგორ მახსოვს ჩამოსული იყო დედა და მიფრინავდა ისევ, პაპაჩემს უნდა ჩაეყვანა და 1 კვირაში ჩამოსულიყო უკან... ხოდა ჩემი ძმაც წაიყვანა ეს ერთი კვირა, მამა ენატრება ბავშვსო... მე კიდე მთელ მსოფლიოს მერჩია მამაჩემი, სუ ფანჯარაზე ვიჯექი და ველოდებოდი ხოლმე, აი ეხლა გადმოვა ამ მანქანიდან მამაჩემი, აი ეხლა გადმოვა... და აი სუ დეტალებში მახსოვს, ბარგი რო ელაგა სახლში შეკრული და რო გადიოდნენ და ბოლო წამამდე მეგონა რო მეც წამიყვანდნენ და რო მობრუნდა დედაჩემი და რო მაკოცა, მერე მოკიდა გუჯას ხელი და წავიდნენ... თან ვიცოდი რო მამაჩემთან მიდიოდნენ და დამტოვა მე და გუჯა წაიყვანა :( ეხლაც ცრემლები მაწვება რო მახსენდება, იმენნა გული მომიკვდა მაშინ, პაატარა გული მქონდა თან მაშინ და მაინც როგორ დამტოვააააააააა 3 წლის ბავშვიიიიიიიი :( გუჯა მაინც არ წაეყვანა, ან ის რა იყო, ამას ენატრებაო მამაო... რო რეკავდა ხოლმე და ხმას ვიგებდი ყელში ბურთი მეჩხირებოდა და ვერ ველაპარაკებოდი ხოლმე მამაჩემს, სუ მეტირებოდა ხოლმე მარა რო არ ვტიროდი არ ენატრებაო ამასო, გუჯას ენატრებაო..... აააააააააააააააააააა :( მაშინ მოხდა გარდატეხა ჩემში და იმიტო ჩამოვყალიბდი მერე ბოღმა და ეგოისტი, აბა მე წავეყვანე, რა საყვარელი ვიქნებოდი :( მახსოვს ძალიან დიდხანს ვერ ვიტანდი ვერავის ოჯახში, (დედაჩემს განსაკუთრებით, რო რეკავდა არ ველაპარაკებოდი ხოლმე) სანამ მამა არ ჩამოვიდა, როგორ მახსოვს, ჩვეულ პოზაში ვიჯექი ფანჯარაზე და აი ეხლა გადმოვა ამ მანქანიდან მამაჩემი, აი ეხლა გადმოვა... და არ გადმოვიდა მართლაააც?! ჯერ კივილი მინდოდა მარა ხრიალი გამომივიდა, ემოციისგან ხმა ჩამიწყდა და მერე აააააააააააა რო ვიკივლე მამა ჩამოვიდააა, მამიკო ჩამოვიდაააააა, ჩემი მამიკო ჩამოვიდათქოოო და გავვარდი გარეთ და ვეღარ ვჩერდებოდი, ჩემი მამიკო ჩამოვიდათქო... დღემდე იხსენებს ხოლმე მამაჩემი მაგას, ეჭვი რო შეეპარება ხოლმე რო არ მიყვარს მერე იტყვის არა, ვუყვარვარ მაშინ ისე ღრიალებდაო... და არ ენატრებოდაო ამასო :(
დავიბოღმე ეხლა კიდევ... :)
მეორე ფსიქოლოგიური ტრამვა მივიღე ლენინგრადში, ცენტრალურ მეტროში რო დავიკარგე 5 წლის, მაშინ :) ხელს არ მაკიდინებდა ხოლმე ჩემი ძმა დედაჩემზე, ცალ ხელში ჩემი და ეჭირა, მეორე ხელზე გუჯა იყო ჩამოკიდული... ხოდა მივყვებოდი ასე უკან მე კუდიბაჩასავით და ვხედავ ჯერ კარგად, მერე მარტო თავს ვხედავდი და ბოლოს ვაფშე ვეღარ დავინახე დედაჩემი... გარშემო ათასობით რუსი... მე 6 წლის, ენა ქართული არ ვიცი ჯერ ნორმალურად რა რუსულზეა ლაპარაკი... ხოდა დავბოდიალობ ასე წინ და უკან, ჯერ თვალები დამიმრგვალდა, მერე დამისველდა.. ჯერ ჩუმად დავიძახე დედა, მერე ხმამაღლა და ბოლოს იმხელას ვღრიალებდი რო ხმაზე მომაგნო დედაჩემმა :) თან გაგიჟებული დავრბოდი წინ და უკან... ხოდა რო მომაგნო ქალი გაჭაღარავებული იყო და მაშინ მივხვდი რო ვუყვარდი :)
და კიდე ერთი მახსოვს, ძალიან უმწეო და მიუსაფარი რო ვიყავი... იმდენი შრამი მაქვს სხეულზე რო ვერც დავითვლი, მთელი ცხოვრებაა მუხლები სუ გადატყავებული მაქვს, თან კანი მაქვს ისეთი რო წამებში მიჩირქდება ჭრილობა და მიმიზეზდება და მერე შრამად მრჩება ყველაფერი.. ხოდა ერთხელ მახსოვს ორივე მუხლი ისე მაქვს ნატკენი რო ვერც ვშლი, ვერც ვკუმავ, შეხვეული მაქვს ორივე მარა ისე მაქვს დაჩირქებული რო ყველა გამოძრავებაზე ნახვევიდან ჟონავს, აი სული მიმწარდება.. ხოდა მაინც არ ვწუწუნებ რა და არ ჯერა არავის რო ძალიან მაწუხებს, ამიტომ ესე გამწარებული წამათრიეს სადღაც ნათლობაში და აბა იცეკვე ნინო, რისთვის დაგვყავხარ ცეკვაზე და ბლა ბლა ბლა... ხოდა მაინც არ გავუტეხე და რო ავდექი სკამიდან მომეკვეთა მუხლები და ქვებზე დავეცი ორივე მუხლით.... ისე მეტკინა ფერი დავკარგე, შარვალი მეცვა თეთრი და რა მოუვიდოდა ძნელი წარმოსადგენი არ არი... ხოდა მაშინ მეორედ მივხვდი რო დედაჩემს ვუყვარდი... აქეთ ვამშვიდებდი, არაფერია, გამივლისთქო :)
მოგონებები ციკლიდან – დამცინეთ! :)
მთელი ბავშვობა ისეთ რაღაცეებს ვაკეთებდი, ისეთი რაღაცეები მინდოდა რო სუ დამცინოდნენ გარშემომყოფები.. ეხლა მეც მეცინება მარა მაშინ მწყინდა მაგრად...
აი მაგალითად მთელი გულით მინდოდა მეც შემძლებოდა ჩემი ძმასავით ფეხზემდგარს მოშარდვა და სუ მეჩხუბებოდნენ ხოლმე როცა ესე ვაკეთებდი.... სუ მინდოდა ჩემთვისაც ეთხოვათ პასპორტი მაჩვენეო :) ძალიან დიდხანს ვერ ვხვდებოდი რა იყო სირცხვილი და ზუსტად მახსოვს როცა მივხვდი :) მეზობლის ქალმა დამიძახა მოდი აქო და რაღაცა ახალი ვიგრძენი (6–7 წლის ვიყავი) და გამოვვარდი სახლში დედაააააააა მგონი შურა ბაბოსი შემრცხვააააა–ს ძახილით... ხო არ შეიძლება ამაზე 13 წელი იღადაო ადამიანმა დაუსრულებლად?! დღემდე დამცინიან იმაზე სკოლაში რო მიმიყვანეს (2 თვის დაგვიანებით) და 1 კვირაში დედაჩემს რო უთხრა მასწავლებელმა ძალიან ჭკვიანი ბავშვია, კითხვა არ მაქვს დასმული რო ხელს იწევსო, და დედაჩემმა რო მკითხა ხელს რო იწევ ყველაფერი იციო? და არა მეთქი მარა რას მიზავს, არ იცი დაჯექიო მეტყვის და ი ვსიო! (არადა სულ 2 ჯერ მოხდა ისე რო არ ვიცოდი და მკითხა, და დღემდე გონია რო ყველაფერი ვიცოდი ) კიდე იმაზე, ჩოლკის შეჭრა რო მიდნოდა მე–5 კლასში და შუბლზე თმა რო ძირში მოვიჭერი და საზარელი სანახავი ვიყავი :) დღემდე ვერ მპატიობენ იმას რომ მთელი ბავშვობა ღამის 3 საათზე კედლის მეზობელს ვურეკავდი და ვეუბნებოდი ადექი, მოფსმის დროათქო... ვერც იმას რო ვერ მივხვდი ფილმზე "ტიტანიკი" რატო უნდა მეტირა ბოლოში?! კიდე ხო, რაღაცაზე ვფიქრობდი და ისე მივდიოდი ქუჩაში, ასე 7–8 წლის ვიყავი და რავი წინ კი ვიხედებოდი მარა "ვერ დავინახე" და სახით ისეთი ძალით დავეჯახე გაჩერებულ კამაზს რო გადავვარდი უკან, დავეცი და თავი გავიტეხე.. დედაჩემი და თამარა კიდე იდგნენ და იგუდებოდნენ სიცილით!!!!
ადვილად შემატყობდით რო ძალიან ჯიბრიანი ბავშვი ვიყავი, ამიტომ თუ უნდოდათ რამე გამეკეთებინა, პირიქით მეუბნებოდნენ ხოლმე, თუმცა ერთი შეცდომა მაინც დაუშვეს... ვინაიდან და რადგანაც უბანში ძირითადად ერთადერთი გოგო ვიყავი (ეკას არ უშვებდნენ ხოლმე) სულ ბიჭებთან ვთამშობდი ომობანას, ნიანგი მატრებელს (რომლის შინაარსიც ზუსტად არ მახსოვს, რაღაც ქაუნთერს წააგავდა ) ფეხბურთს, ვჩხუბობდი იმათთან ერთად, (ყველაზე მაგარი იყო თუ უბანი უბანზე ვჩხუბობდით ) ამიტომ შეშფოთებულმა დედაჩემმა გადაწყვიტა ყველა წრეზე ვეტარებინე რაც ჩემს ქალად ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს... ნუ პრობლემა იყო მუსიკალურ სკოლაში ჩემი შეყვანა იმიტო რო სმენა მქონდა 0 და არ მქონდა კომპლექსი არანაირი, სუ ვმღეროდი :) ხოდა ჩერეზ ნაცნობები ჩამიწყეს რო გამოცდაზე უნდა ფორმალურად გავსულიყავი და ვითომ შემრცხვა და არ უნდა მემღერა.. დედამ გამაფრთხილა, ფრჩხილებიც რო დაგაცალონ მაინც არ იმღეროო :) შევედი :) იმღერებო? კიიი მეთქი და ვიმღერე "ვარდს გეფურჩქნა კოკორი" გამოვედი გაბრწყინებული :) დედაჩემმა ნინოოო, ხო არ გიმღერიაო? კი დედა და დაჟე ისე მოეწონათ ჩემი სიმღერა იქ რამდენიმე მასწავლებელი ამყვა კიდეცთქო :) (აბა ხო უნდა გადაეფარათ ჩემი ღრიალი?!)
ასევე მიმიყვანეს ცეკვაზეც.. ნუ მასწავლებელი რო ზოდიაქოთი მექრთამე იყო და სოლოს ისე არ მოგცემდა პატივს თუ არ სცემდი ეგ მალევე გასაგები გახდა მარა მაგრა მიყვარდა ჩემი ანსამბლი და არ გადავდიოდი სხვაგან, მსწავლებელი კიდე სუ მესწერვებოდა იმიტო რო ერთადერთი ვიყავი მგონი ვინც არ უძვრებოდა.. ხოდა ერთხელ ისე გამანერვიულა თავისი საკუთარი ჯოხი გავუქანე და ვესროლე შუა რეპეტიციაზე.. ძლივს შემომირიგა რო ისევ ჩავმდგარიყავი ცეკვაში :)
პირველად რო შემიყვარდა და რო გამხსენდებოდა ხოლმე და გული ამიფართხალდებოდა, მეგონა გული მაწუხებდა და ვალერიანებს და რაღაცეებს ვსვამდი ხოლმე :(
ერთხელ იმდენი სანთელი ვჭამე (აი ის, თეთრები როა, პარაფინის) მოვიწამლე და კინაღამ მოვკვდი
ანალოგიურად მანდარინზე... ქერქიანად ვჭამე თან. მაინტერესებდა გაყვითლდებიო რო მეუბნებოდნენ რას ნიშნავდა...
პირველი შპარგალკა რო გამოვიყენეთ მე და თიკომ, ორივეს საკონტროლოს რვეულში ჩაგვრჩა და თან გავაყოლეთ :(
2 დღიური მქონდა, ერთს, (რომელშიც ვწერდი როგორ "ვნანობდი" დანაშაულებს და ერთი სიტყვით კარგი გოგო ვიყავი,) ვითომ ვმალავდი რო დედაჩემს ეპოვნა და წაეკითხა, მეორეს, სადაც საშინელებები მეწერა ყველაზე ვმალავდი მთელი მონდომებით :)
კარგა ხანს სკოლაშიც და რეპეტიტორებსაც მამიდაჩემი ეგონათ დედაჩემი, იმიტო რო დედაჩემს რო იბარებდნენ ის დამყავდა ხოლმე :) და საერთოდ ჩემს ყოფაქცევას სკოლაში ცალკე პოსტი შეიძლება მიეძღვნას... თითქმის ყველა სხვა კლასის გოგოებთან ნაჩხუბარი ვიყავი, თან აი სერიოზული დაპადიეზდებები და პერესტრელკები იყო ხოლმე, მერე იმათი მშობლები მოდიოდნენ და გვლანძღავდნენ მე და ჩემს დაქალებს, დასვენებაზე ჩამშვებს აუცილებლად ხვდებოდა ხოლმე.. ბოლოს მე7 კლასში ვიჩხუბეთ, 2 წლით დიდი გოგო კინაღამ შემოგვაკვდა, დაეცა და თავი გაიტეხა და.. :(
სკოლაში დამყავდა ისეთი არსებები როგორიცაა ცოცხალი გველი, სახელად გოდერძი (1 თვე დამყავდა და გაკვეთილებს ვშლიდით ხოლმე) ცოცხალი კიბორჩხალა სფეშალ Fორ ზეინაბი მასწ, კატა-ლომფხვი... მასწავლებლის ქვედატანზე ხშირად იხილავდით სკამიდან აკრულ საღეჭ რეზინს, სხვადასხვა ნაკლეიკას.. ყველაზე მაგარი იყო დროშები, რო დადიოდნენ ფრიალის ეფექტი ქონდა :) ნუ ღუმელზე პილპილი რო მოვაყარე და რო ჩამიშვეს და სკოლიდან რო მაგდებდნენ და თიკომ რო იტირა ეს გინდოდათ თქვენი ასე და ისეო, მაგას რა დამავიწყებს :* ყველაზე დიდი სითავხედე რც ჩამიდენია იყო მე9 კლასში ინგლისურის გამოცდაზე თემა რო არ დავწერე და მასწავლებელს რო მივუწერე, რა აზრი აქვს რო დავწერო, იმდენი ინგლისური მაინც არ იცი აზრი რო გამოიტანოთქო... პირველი სამიანი რუსულში მივიღე და მე-3 კლასში ვიყავი... მაგ ქალს დღემდე ვერ ვიტან, მიუხედავად იმისა რო ჩემი დაქალის ბებიაა :) ბოლომდე მასწავლიდა თან, ბოლო წლებში შეთანხმებას მივაღწიეთ, თუ გაკვეთილზე არ შევიდოდი, შესაბამისად არ ავურევდი, სემესტრის ბოლოს 4იანს დამიწერდა.. ხოდა ბოლო ზარზე მკითხა ვა ნინო, თმები დაიხვიეო?! 2 წელი ვაფშე არ ვყავდი ნანახი :) მარა ბრძოლა თვითონ დაიწყო, მე3 კლასში, სუუულ პირველ გაკვეთილზე, რიგებს შორის ჩამოიარა და ვაფშე უმიზეზოდ ფანქარი ჩამარტყა თავში!!! მაგას ვაპატიებდი?! მარა ყველაზე მეტად მთელ სკოლაში მეჯავრებოდა ქართულის მასწავლებელი ... არც მომრიდებია ოდესმე ამისი თქმა მისთვის! მე7-8 კლასში მოწმენდილ ცაზე დამაბრალა კლასში შემომიფურთხაო და მთელი დირექტორთან შეყვანები და ერთი ამბები.. თან რო მივაწექი რას ქვია შემოგიფურთხეთქო, არა პირით კიარ შემომიფურთხეო და მეთქი სხვა რამით ფურთხება ჯერ არ მისწავლიათქო და გამოვიჯახუნე კარები მარა აი მთელი 5 წელი მებრძოდა, ხან რას მაბრალებდა ხან რას.. მეზიზრება ეგ ქალი, არ დავინახო ჩემ პანაშვიდზე!!!
მთვარეული ვიყავი... რამდენჯერ გამღვიძებია ეზოში ან ბალკონზე საკუთარი ბალიშით ხელში :( ბანაკში რო ვიყავი ბავშვებს წარა-მარა ბნედას ვმართებდი ხოლმე, ხან სად გავიჩითებოდი მძინარე ხან სად :) ეხლა ერთი 5 წელია აღარ მომსვლია ეგრე, გამოვსწორდი...
კიდე რა? ა ხო, მთელი ბავშვობა ვამწარებდი ჩემ დას, ეზოში რო თამაშობდა, ფანჯრიდან ვუყურებდი დაჟინებით და ის კიდე კომპლექსდებოდა და აღარ იცოდა ხელები და ფეხები სად წაეღო და საბოლოოდ ტირილს იწყებდა ხოლმე :) ჩემზეც სცადეს მსგავსი რამ მარა უშედეგოდ... ვეერ დამაკომპლექსეს :)
და ყველაზე თბილად რაც მახსენდება არი ბებიაჩემის სიტყვები, სიკვდილის წინ რო მითხრა, იცოდე რო შენ ყოველთვის ყველაზე ძალიან მიყვარდი ჩემო გიჟო გოგოო :( :( :(
ვსიო წავედი, აღარ შემიძლია მეტი :)
Oct 3, 2009
ანკეტა....
2. ვოცნებობ - აგარაკზე მთაში;
3. ვფიქრობ - როცა სიწყნარეა მარტო მაშინ;
4. მძულს - მისალმება;
5. ვნანობ - რო ვუთხარი;
6. კმაყოფილი ვარ - რო ვუთხარი;
7. მენატრება - სკოლის პერიოდი;
8. მსურს - მაგისტრატურა შვედეთში;
9. მაღიზიანებს - ხმას რო არ მცემს;
10. ვგრძნობ - ფეხები როგორ მეყინება;
11. მეშინია - სულ არ გავიყინო;
12. ვიცი - რო დავიკიდებ;
13. არ ვიცი - როდის დავიკიდებ;
14. შემიძლია - „მიყვარდე და გული გატკინო“–თქო :));
15. არ შემიძლია - სიცოცხლე ყავის გარეშე;
16. ვმეგობრობ - ცხოველებთან;
17. ვაპატიებ - დამრჩა კიდევ რამე უპატიებელი?!;
18. ვტირი - იშვიათად, თითქმის არასოდეს;
19. ვიცინი - ყოველთვის,ხანდახან სიმწრითაც;
20. ვეძებ - სიმღერას „ჩამოვიარე მე შენს ქუჩაზე“ უკვე ჩვევაში გადამივიდა;
21. ღირსი ვარ - ხანდახან ცემისაც კი;
22. ვკარგავ - ძალიან ბევრ დროს;
23. მშურს - იშვიათად მაგრამ მაინც;
24. ვემალები - გაზეთების გამყიდველს, ტვინის ბურღია და იმიტო;
25. ვემტერები - მეზობლის ბავშვს, ყოველ გავლაზე რომ ზარს რეკავს იმიტო;
26. მაინტერესებს - როდემდე გამიძლებს;
27. არ მაინტერესებს - რას ლაპარაკობენ ჩემზე;
28. მახსოვს - პირველად სასწავლებელში ბლა ბლა ბლა :))
29. მრცხვენია - ხანდახან, ასეც ხდება ხოლმე;
30. ვუარყოფ - რო ხანდახან ელენე მენატრება ხოლმე;
31. ვავადმყოფობ - ძალიან ხშირად, მარა ლაითად;
32. ვმალავ - ჩანთის პატარა ჯიბეში :))
33. ვინახავ - 21 წელია უკვე :))))))))))))))
34. მწამს - ღმერთის;
35. მიკვირს - საკუთარი თავის, ხშირად..
36. მიხარია - ყოველი ახალი დღის დაწყება;
37. ვჭორაობ - დაქალებთან, ყველაზე და ყველაფერზე;
38. ვდარდობ - აპარატი რო თბილისში დამრჩა;
39. ვამაყობ - ჩემი ოჯახით და პირიქით :)))))))))))))))))))
40. ვაკეთებ - სალათებს, თანაც გემრიელებს :))))))))
41. ვეფერები - ძირითადად ცხოველებს;
42. მსიამოვნებს - ცხელი ყავის გემო;
43. მესიზმრება - სიზმრები, სხვა რა უნდა დამესიზმროს?!
44. ვეხმარები - ჭურჭელს ვრეცხავ ხოლმე ძირითადად;
45. ვეწევი - ჩილიმს ძირითადად და პლანსაც, თურმე :))))))))
46. მწყინს - იშვიათად, მაგრამ მერე დავიწყება მიჭირს;
47. ვხარჯავ - ფულს, დროს, ენერგიას;
48. ვღალატობ - საკუთარ პრინციპებს, ყოველ შეხვედრაზე :((((
49. ვკამათობ - ხშირად;
50. ვუხეშობ - ძალიან ხშირად;
51. ვუსმენ - Janis Joplin–ს ამ წუთას;
52. ვყოყმანობ - 14–ში წავიდე თუ არა დიპლომის ასაღებად :))))
53. ვკითხულობ - დუმბაძის ნებისმიერ მოთხრობას ნებისმიერი ადგილიდან, ყოველდღე;
54. ვამზადებ - ანკეტას დასაპოსტად :)))))
55. ვუყურებ - როგორ მოცოცავს ობობა ჩემსკენ :)))
56. ვკლავ - ჯერ მოცოცდეს და მოვკლავ აბა რას ვიზავ;
57. ვაფუჭებ - განწყობას, უფასოდ, მსურველები შემეხმიანეთ;
58. ვცხოვრობ - 2სართულიან სახლში და კარადაში საკუთარი განყოფილებაც კი არ მაქვს!
59. ვცემ - სიამოვნებით ვცემდი თავპირწაჭმულ ბავშვებს....
60. ვყვირი - ძალიან ხმამაღლა, არ გირჩევთ მოსმენას;
61. ვმღერი - აბაზანაში :))))))
62. დავდივარ - ფეხით დავდივარ ბევრს ამ ბოლოს;
63. ვმკურნალობ - ბუასილს დაჟინებული მზერით–არა!!! მე არა :))))
64. ვერიდები - ნაცნობებს ქუჩაში, (იხ მე–4 პუნქტი);
65. ვთამაშობ - ნერვებზე, დიდის წარმატებით;
66. ვიტყუები - იშვიათად, მარა ისე საყვარლააად.. :))))
67. ვეთაყვანები - მე, ეთაყვანები–შენ, ეთაყვანება–ის :))))))
68. ვგიჟდები - ძაღლებზე;
69. ვაგროვებ - სალფეტკებს,იარლიყებს,ხურდებს,პატარა მანქანებს;
70. ვიხდი - აბა ჩაცმული ხო არ დავწვები?!
71. ვეჭვიანობ - ყველაზე და ყველაფერზე 24/7 :)))
72. "ვკაიფობ" - ლაითად რო მიღუტუნებენ ხელზე მაშინ;
73. ვიზიდავ - განსაკუთრებით კამაზის მძღოლების ყურადღებას ქუჩაში;
74. ვალამაზებ - უმანდილოსნო სუფრას:))) სხვა რა გზააა :));
75. ვასრულებ - პოსტის წერას და ვაქვეყნებ ბლოგზე :))))
Sep 25, 2009
სიცოცხლეზე მეტად....
გავიგე ბლოგი გქონიაო, იმდღეს მითხრა,
?!
სალომემ (?!) მითხრა, რას წერ ხოლმეო?
just დღიურის პონტია, ხანდახან თუ დავწერ რამესთქო,
ხო არ იგინები ხოლმეო?
არა, რაც მამაემმა მომაგნო აღართქო..
ჩემზე არ წერ ხოლმე არაფერსო?
ნწუ..
რატო მერეო?
რა უნდა დავწერო, შენც არ მყავდე ვარსკვლავთბიჭუნათქო ცალყბად შევღიმე :))
ეწყინასავით..
ჭორაობა უნდოდა, მე კიდე უაზროდ ვეღრინებოდი რაღაცეებს :((
ნერვიულობს, დაურეკე, დაელაპარაკეო დედამ...
არ დამირეკია...
ეწყინებოდა...
ვიცი მარა..
ვერაფერს ვეტყვი..
ყელში ბურთი მეჩხირება...
არც ნახვა შმიძლია...
ცრემლს ვერ ვაკონტროლებ....
იმაზე უფრო მეტად მიყვარხარ ვიდრე შემიძლია.....
ყველაზე და ყველაფერზე მეტად...
სიცოცხლეზე მეტად...
შენ თავს გეფიცები...
მალე გამოჯანმრთელდი ,,დონდლიკ“ .....
გთხოვ..... :*
Sep 5, 2009
ქობულეთი 2009
მაშ ასე,15 აგვისტოს, დილის 7 საათზე, უკვე ვისხედით აკაკის მარშუტკაში და მივქროდით ქობულეთისაკენ..
ქობულეთში შესვლისთანავე დაიჩითა ვიღაც დონდლო, მოკლე ბიკინით მოატასავებდა ტრასაზე, ნუ რა მოხდა ქობულეთია, ზღვაა.. მარა ბრრრრრრრ, რო მახსენდება ეხლაც ასპირაციული პრობლემები მექმნება :) რა საზიზღრობა იყო... დედაო ძლივს დავიჭირეთ, გორში მიყვებოდა ისევ მარშუტკას :) :)
ნუ მერე დავბინავდით... რადგანაც აღმაშენებლის 444 ნომერში ვცხოვრობდით, შრეკი ოფიციალურად გორის 444–ე ბატალიონად მოგვიხსენიებდა :) ა ხო, ჩვენ 1 კვირით წავედით იდეაში მარა 10 დღეზე ნაკლებად ვერ ვიშოვეთ ბინა, საბოლოოდ 11 ღამე და 12 დღე დავრჩით იქ :)
პირველ დღეს ისეთი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, გავედით საჭმელად და ზუსტად 2 საათი ველოდეთ 2 კატლეტს და 2 ოჯახურს, საბოლოო ჯამში დავრწმუნდით რო "ჯობს გვიან ვიდრე არასდროს" ეს ფრაზა ყველა კონტექსტში არ არის გამართლებული, ნეტა სულ არ მოეტანათ, ბრრრრრრრრრ, ბეწვები და რაღაც საზიზღრობები ეყარა შიგ... მოვიპლიაჟეთ და პარკში გავისეირნეთ საღამოს. გავ20დი იქ იმდენი ნაცნობები ვნახეთ, ბოლოს თავჩაღუნულები დავდიოდით, 1000ჯერ მაინც გავიმეორეთ ფრაზები, კარგად ვარ, დღეს ჩამოვედი, 10 დღით, 444ნომერში :) მერე მშიოდა მაგრად და სანამ იმაზე შევთანხმდით სად გვეჭამა გადამიარა, ხოდა მარუნას უნდოდა შაურმა, ჩვენს გვერდით აკეთებდნენ და გამოვედი მე შეკვეთაზე, ნუ ის ბიჭი ისეთი მთვრალი იყო რო ჯერ სუ მუჭებით ზილა პროდუქტები და მერე არ მატანდა შენი სახელი და გვარი მითხარი "ოდნოებში" 5+ ები უნდა დაგიწეროო და ბლა ბლა ბლა, ბოლოს უკვე ცოლობა რო მთხოვა სახეზე შემატყო რო ცეცხლს ეთამაშებოდა და გამომატანა შაურმა :)
მეორე დღეს ჩამოვიდნენ ვირუსები :* პლიაჟზე იმდენხანს ვიყავით რო შემდეგი 3 დღე ჩაგვმწარდა :)
და საღამოს წავედით რესტორანში, დავიმხეთ თავზე იქაურობა, მერე საბედნიეროდ კუთხაშვილის მაგიდას ჩხუბი მოუვიდათ ვიღაცეებთან და ნახევარი რესტორანი გამოცარიელდა, ანუ საცეკვაო ადგილზე ხალხის რაოდენობამ იკლო და თავისუფლად შეგვეძლო დავმდგარიყავით იატაკზე და არა ვინმეს ფეხებზე :) მერე ალბათ თქვენც გაიგებდით იმ ტრაგედიას რაც დატრიალდა.... დღემდე მიჭირს იმ აზრთან შეგუება რომ მარუნას აიფონი დაიმტვრა :) :) :)
17 ში მთელი დღე აიფონს დავსტიროდით ერთად და ცალ–ცალკე, არ ვაკლებდით კურთხევას იმ დამპალ "კარუსელს" რომელმაც ეს სათუთი ნივთი შეიწირა :) ამავე დღეს მქონდა პატივი უამრავი წყალი მეყლაპა კუთხაშვილის დახმარებით, ისე დაუნდობლად მაყვინთავებდა რა დავუშავე ასეთი ვერ ვხვდები :) ზატო მე ბეწვები დავაწიწკნე და გავლანძღე, იმან ჩუსტი მესროლა და ვიღაც ქალს გაარტყა, ძალიან კაარგი :) საღამოს ვირუსებმა გამოგვიარეს და ჯერ ვისეირნეთ, მერე უუუუუგემრიელესი პიცა ვჭამეთ, "კარუსელს" ვაგინებდით ყოველ დანახვაზე, და 12ზე უკვე სახლში ვიყავით... ერთი დიდი პლიუსი რაც ჩვენს ბინას ქონდა იყო აივანი, იქ ყოფნის ნახევარი აივანზე გავატარეთ :) ამ დღეს მეზობლები არ შეგვიწუხებია ისე დავიძინეთ :)
18ში დილას წელი გვწყდებოდა პლიაჟზე ჩასასვლელად მარა მაინც წავეხვეტეთ :) ტალღები იყო, ცოტა ლაითი მარა რომ არა კუთხაშვილი თეო და მარი უეჭველად დაიხრჩობოდნენ :) მე ღრმაში ვიყავი და რო დამიძახეს გვიშველეო მეთქი აქედან იქ გასვლას მაინც ვერ მოვასწრებ და ტყუილად რატომ დავიღალოთქო, ხოდა იმათაც კუთხაშვილს მიმართეს მერე იგივე თხოვნით... დიდი მადლობა გიოზგის :) 
არც ამ დღეს ამცდა ყვინთაობა :( ხო ქრისტი ჩამოვიდა ამ დღეს :) მერე ნიკის აინტერესებდა როგორ გამოიყურებოდნენ მუსულმანი ქალები პლიაჟზე და...
პროსტა გარშემო ხალხი რატო მიყურებდა დებილივით ვერ მივხვდი :) მერე მაომ დარეკა ხელი მოვაწერეთ მე და რომამო და ხვალ ჩამოვდივართო :) საღამოს აიფონის პანა7 იყო დანიშნული, ხოდა მოვემზადეთ და გადავიხადეთ :) ქვემოთ არის ვიდეო, მარა ცუდი ხარისხია ცოტა და ხმა წყდება ხანდახან, ამიტომ სრულ ტექსტსაც შემოგთავაზებთ რომელსაც ვკითხულობ :) დეტალები არ გამოგრჩეთ, შავები გვაცვია, ყვავილები, საკაცე და ა.შ :) სახლში ეგონათ სპექტაკლს ვდგავდით და გარშემო ქვეყნის ხალხი დაგვეხვა და თვალს გვადევნებდა :)
მაშ ასე, აიFონ 8 გეგაბაიტიანის დატირება :)
გულდათუთქული მეუღლე მარიამ ქიტიაშვილი;
მასზე მეოცნებე მამაშა თეო, იგივე დედაო, იგივე ჭიპლარა ლაფაჩი და მისი ჩინური ნოკლია;
ფრთებშეკვეცილი ბიძაშვილები:
8 და 4 გეგაბაიტიანი აიპოდები;
აიპოდების მეუღლეები ნინო და მარი ჭონიშვილები;
ნიკჩო თოდუა; და მისი ნოკია 5610
ნოკია N76
სამსუნგ U600
უახლოესი ნათესავები და მეგობრები;
ღრმა მწუხარებით ვიუწყებით რომ 16 აგვისტოს შავბნელ ღამეს ყველასათვის მოულოდნელად გარდაიცვალა, ყველას ოცნება და სიამაყე, მუხლჩაუხრელი, მშრომელი, მრავალჭირნახული და მაინც უერთგულესი, უერთადერთესი, უსაყვალესი და უბოძიჩილესი:
აიფონ 8 გეგაბაიტიანი!
პანაშვიდები 18, 19, 20, 21, 22, 23 და 24 აგვისტოს, საღამოს პლიაჟიდან რომ ამოვალთ მერე...
გადასვენება ქალაქ გორში 25 აგვისტოს დღის 3 საათზე აკაკის მარშუტკით...
გამოსათხოვარი:
ოო რა მოულოდნელად ჩამოჰკრა მწუხარების ზარმა მარუნას აიFონი აღარ არისო. მეხის გავარდნას გავდა შენი გარდაცვალების ამბავი... აგერ უკვე 2 დღეა გულდათუთქულები დავცქერით შენს დამსხვრეულ სახესა და თავს და დღემდე არ გვჯერა რომ შენ ჩვენთან ერთად აღარ ხარ, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგვტოვებ და სამუდამოდ მიებარები მშობელ ნაწილების სასაფლაოს. იმის წარმოდგენაზეც კი გვზარავს რომ შენს სათუთ ნაწილებს სხეულიდან მოგაცილებენ და ისე გაყიდიან. არადა როგორ გიხაროდა ქობულეთში წამოსვლა, რა გამალებით რეკდი ბუძილნიკს 15ში დილის 6 საათზე... როგორ გულწასული დაეცი და მოიწყინე როცა დედაომ მეათასედ დაგანარცხა მეტლახზე. ალბათ გულიც გიგრძნობდა რომ სულ რამოდენიმე საათის სიცოცხლეღა გქონდა დარჩენილი... არასოდეს დაგვავიწყდება შენში მოთავსებული 1000 სურათი და რამდენიმე მელოდია, ყოველ ტელეფონის ვიბრაციაზე გაგვახსენდება შენი შესაშური ვიბრაცია... და ის სანუკვარი ზარი კრრრ კრრრრ-ო რომ გალობდა. ყოველთვს გვემახსოვრება შენი მეუღლის აღმოთქმული უკანასკნელი ფრაზა: “აჰა წაიღე ტელეფონი და უკან გაიკეთეო”
ვიცით გემძიმება ჩვენი ფრთებჩამოყრილი ყურება, ამტომ განვაგრძობთ გიჟურ ცხოვრებას... აპატიე მამაშას თუ რამ ტკივილი მოუყენებია შენთვის, შენც ხომ იცოდი რომ შენისთანაზე ოცნებობდა და შურის გამო გახეთქავებდა წინ და უკან...
მართალია როგორც დედაო გვმოძღვრავს ყველაფერი უფალი იეღოვას ნებაა და ჩვენ ამას წინ ვერ აღვუდგებით მარა, მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან გვიჭირს იმ აზრთან შეგუება რომ შენ დაგვტოვე, რომ 25 გვისტოს სამუდამოდ ჩაგასვენებთ შენს საყვრელ ლუი ვიტონის განსასვენებელში და გაგიყენებთ გზას საიდანაც შენისთანები აღარსოდეს ბრუნდებიან...
რას ვიზავთ ეს ყოფილა შენი ბედი, იეღოვასაც კარგები უნდაო თავისთვის ბრძენ ხალხს უთქვამს... გკოცნით დასხვრეულ სხეულზე და გპირდებით რომ შენ მარადჟამს იცხოვრებ ჩვენს მოგონებებში და ჩვენი ტკბილი მოგონებების სადღეგრძელო, ყოველთვის შენი თამადობით დაილევა, მანამ სანამ ჩვენი სხეულები დაამძიმებს დედამიწას :)
19–ში ჩამოვიდნენ შრეკი და თავის ძმა :) დილას მაინც მოგვიწია ყვინთაობამ, სამაგიეროდ გიორგი გორში წავიდა და ამოვისუნთქეთ :) საღამოს წავედით რესტორანში,
ბესო და რუსკაც იყვნენ, რაღათქმა უნდა დავთვერით მაგრად, დავხდით თავზეხელაღებულები :)
როგორც მე ვსვამდი შრეკიც ისე,
ბოლოს ისე გამოთვრა რო პლიაჟზე რო ჩავედით ძირს დაწოლა და დაძინება ერთი იყო :) სურათს ქვია "შრეკმა დარეკა ვეღარ მოვდივარო"
სახლში ძლივს შევედით, გოგოები მაგარი მთვრალები იყვნენ, მე რა მიშავდა :) მარუნა ატყდა პარკში რო სიმინდი იყიდება ის მინდაო, ღამის 3 საათზე :) ძლივს დაგვაშოშმინეს :)
ხოოო, ეხლა ყველა დღე რო სათითაოდ მოვყვე ძალიან გამოგრძელდება პოსტი, ამიტომ ჯასთ ფავორიტი სურ10ები :)
დასტური იმისა რომ პლიაჟზეც "გვეძინა" ცოტა ხნით :)
დასტური იმისა რომ ციცინათელაში ვიყავი :)
დასტური იმისა რომ შეპირებისამებრ შევედი შიშის ოთახში (გურამ!) მარა არაფრის შემშინებია :(
ციცინათელადან ძალიან ბევრნი წამოვედით ერთი მანქანით, +ამას ვირუსას მთელი გზა ვუღუტუნებდი და მანქანა 2 ბორბალზე მოყავდა, 3 ავარიას გადავრჩით :)
22–ში ჩამოვიდა გიიგა :* ჯერ სასწაულად გადავრჩი ტანსაცმლიანი ყვინთაობას, მადლობა მას ვინც დაგინება მოიგონა :) მერე საღამოს წავედით ბ10უმში, გიგას ვალი დამედო 15 ლარი, რამეთუ ჩემი არაორგანიზებულობის გამო აჩის მანქანით ვერ წავედით :) სამაგიეროდ იმ გარეწარმა დიდი ჩუპაჩუპსი წამართვა და შემიჭამა :( გიიიგა მააჭამე რა კანფეტიიი :(
15 +2 ლარი ამ ბუშტის საფასური :) რომელიც აიღო და ვიღაც ნაგლ ბავშვს აჩუქა :(
ზეთს ვაი ჰი მასთ დაი! მოკვდი გარეწარო!
საბოლოო ჯამში ვალი = (15+2–2)= 15 ლარი :) იჭები წავიდნენ გონიოში დისკოთეკაზე, მე ძალიან დამეზარა და ბ10უმში ვარჩიე დარჩენა ;)
მეორე დღეს ძალიან დამეზარა ზღვაზე ჩასვლა, შრეკი და გიგა მოვიდნენ ჩემთან სახლში, და ჯოკერში წამაგებინეს 20 ბუქნი :( რის გამოც 4 დღე კუნთები მტკიოდაა :( იხ. ვიძიუ
მერე ბჟალავა ჩამოვიდა ბ10უმიდან, მეთქი პიჟამოს მაინც გამოვიცვლითქო მარა სანამ წინადადება დავამთავრე პლიაჟზე ვიდექით უკვე :) და ბჟალავა სურათებს გვიღებდა :)

დღის ბოლოს 1 საათით გამოვიდა მზე და ამ შანსის გაშვება არ შეიძლებოდა ხელიდან... მე შრეკის მეშინოდა, იმიტო რო ზღვაზე ჩემს საყვითავებლად ჩამოვიდა მარა დამინდო და ერთხელაც არ ჩამაყვინთა, ზატო გიგასთან არც ხვეწნამ გაჭრა, არც თავის მომკვდარუნებამ, არც ლანძღვა–გინებამ... 3 დღის სამყოფი წყალი ვყლაპე :) ფოტო განწყობისთვის :) რამსიგრძე ფეხები მქონია და არ ვიცოდი :)
სინამდვილეში ტანი ჩემია, ფეხები გიგასი :)
სახლში რო მივედი ოთახში დამხვდა ჩვენი სიყრმის მეგობარი თოდუააა!! აეეე, გამიხარდა მაგრად, არ ველოდი... ხოდა რადგანაც რესტორანში წასვლა გაგვემაზა გოგოები გავიდნენ საჭმელად, მე და ვირუსები წავედით ციცინათელაში ბიჭების სანახავად. დასტური იმისა რომ ვნახეთ:)
იქიდან წამოვედით გონკაობით, რის გამოც აჩის მანქანამ დარეკა ვეღარ მოვდივარო :) გავედით პროფილაქტიკაში, მერე მე დამტოვეს გოგოებთან და ბიჭები წავიდნენ ვირუსასთან, სულ 2 საათიც არ იქნებოდა რაც დავშორდი გოგოებს და რო მივედი გალეწილი მთვრალები დამხვდნენ ხუთივე :) რადგანაც 5 მთვრალ ქალს ჩემმა მტერმა უყურა ფხიზელი თვალით, მომიწია მეც დალევამ, მარა 2 ბაკალმა ჩაკიდულმა ვერ დამათრო :( აქ თოდუა ითხოვს მაგიდები გვერძე მივწიოთ და დენს ფლორი გავაკეთოთო, მე ვარწმუნებ იდეის აფსურდულობაში :)
მერე ჩავედით დისკოთეკაზე, შრეკი თავისი ჩვეული ამპლუიდან გადაიქცა მეჯიც დენსერად :) უკვე ძალიან გვიანი იყო სახლში რო მივედით, 5 საათზე გიგა გაიპარა ქუთაისში!!!!!! რის გამოც მთელი მეორე დღე ვუმესიჯებდი და შეურაცხყოფას ვაყენებდი როგორც შემეძლო :) 24ში ღამე წავედით პლიაჟზე და კოცონი დავანთეთ, სასისკები და კარტოშკა შევწვით და გამოვთვერით ტრადიციულად :)
მერე შეგვცივდა.. ინ ზის ფიქ, შრეკ ენდ მე არ თბობინგ ზე ტრაკზ :)
რო წამოვედით ზონარი გამეხსნა გზაში და შრეკს შევთავაზე შემიკარი და ჟაკეტს გათხოვებთქო და კაიო :)
ბოლო დღეს სახლის სხვა ბინადრებთან ერთად წავედით რესტორანში რათა ყველას ენახა რომ არც ისე ცუდი გოგოები ვართ :)
მე და ჩემმა დამ შევძელით გვეცეკვა გვერძე სუფრასთან მოქეიფე ერთობ სიმპათიურ მოცეკვავე მამრებთან :) და როდის როდის დავიშალეთ... დილით ოთახიდან ფხოჭიალით გამომათრიეს, რამეთუ მეძნელებოდა აღმაშენებლის 444–ე ნომრის მიტოვება და გორში დაბრუნება :)
ვსიო, სულ ეს იყო, გკოცნით, გეხვევით, აბა ჰე და აბა ჰო :)
P.S. მიყვარს მე ბევრ სურ10იანი პოსტები, აბა ჯასთ ამდენი ბლადაბლუდი ჩემმა მტერმა წაიკითხა. :)
Sep 3, 2009
დამცინეთ!
რადგან მაშინვე
დაიწყო ჩვენი განშორებაც...
ხვალ გაცილებით შორს ვიქნებით ერთმანეთისგან,
ვიდრე დღესა ვართ.
დღესაც ძლივს მესმის შენი სუნთქვა,
ან მეჩვენება
და თავს ვიტყუებ__
ჯერ მესმის მეთქი.
ჩემი გონების პაწაწინა ეკრანზე
დღემდე აღბეჭდილია ერთადერთი კადრი ფილმისა,
რომელსაც "ჩვენი ცხოვრება" ჰქვია__
ჩემს მხარზე მშვიდად თავმიდებული,
ზიხარ და სუნთქავ__
რაც არასოდეს არ მომხდარა სინამდვილეში,
ვერ მოვიცალეთ საამისოდ,
ჩვენ ხომ უაზროდ
და უსაშველოდ
და ვარსკვლავებზეც უფრო მეტად ვართ მოწყვეტილნი
ერთმანეთს...
მაგრამ კი არ ვცდილობთ,
მხოლოდ ვოცნებობთ,
თავისით როდის ამოივსება
ეს გამთიშავი, გამთოშავი სიცარიელე,
რომელმაც გვშობა რაღაცისთვის
და რომელშიაც
თანდათანობით ვითქვიფებით
რაღაცის გამო.....
©????
"მიყვარხარ"-იდან"
"მიყვარდი"–მდე მანძილი
მტკივა.
შენი ჩემნაირობა მტკივა,
ყელში გაჩხერილი ბოღმის ბურთი მტკივა,
შენს თავს გეფიცები.
დაძაბულობისგან მხრებიღა მტკივა....
რა სასაცილო სიტყვაა ტკივილი....
ჩემთვის რომ უშენობას ნიშნავს
და შენთვის გამუდმებულ ტეხას წელის .
შიშიც სასაცილო სიტვაა...
მე რომ შენი დაკარგვის მეშინოდა
და შენ ტარაკნების.
როგორ მეგონა, რომ ერთად ვიქნებოდით....
დამცინეთ!
© ???????? :(