Mar 31, 2009

გაცალმხრივებულო.......

მე შენ მიყვარხარ!

ჩემო ნაკლიანო, ცალმხრივო სიყვარულო....

მიყვარხარ ასეთი: ლუზერი, სევდიანი...

ეს ბედი დაგვყვა... 

უნდა სულ მუდამ ვიიაზვოთ, გვერქვას "ცინიკოსი".....

შენ კი, მხოლოდ მაშინ გაბედო მოსვლა,

როცა გზაზე,

სამივე ფერი შუქნიშანის არის ჩამქვრალი...

მე შენ მიყვარხარ!

ჩემო ნაკლიანო, გაცალმხრივებულო სიყვარულო....

მიყვარხარ ასეთი: თარსი, ერთადერთი...

თებერვლის ოცდაორში კარებთან ატუზული...

რაო?! 

უნდა შემენარჩუნებინე?! 

არ უნდა გამეშვი?!....

ჩემს სუნს სამოსით ვერ გამოიცვლი...

სულის საკვებად გამოგიწურე კანიდან სითბო...

იმას ვერ შეცვლი,

რომ შენს გულში, მე ვიქნები

ყველა სხვა ქალის ქალბატონიც და დიასახლისიც....

ვერ წაშლი იმას, რაც ჩემიცაა,

მე ჯერ ისევ ვარსებობ...

მე შენ მიყვარხარ!

ხო, ასე, ცალყბად...  

ნახევარი გულით და დამცინავი სახით...  

ჯერ კიდევ შემიძლია, მიყვარდე და გული გატკინო...

მე შენ მიყვარხარ!

ჩემო ნაკლიანი, 

მარტოობისათვის განწირულო, ცალმხრივო სიყვარულო.......  

Mar 24, 2009

პოსტი ყოფით მოვლენებზე (?)

ეჰ ბლოგო ბლოგო, რა ცუდი ვიღაცის ხელში ხარ, მეცოდები :) რა ზარმაცია შენი პატრონი, უნებისყოფო და კიდევ ისეთი, "რო დაგეგმავს და მერე არაფერს ასრულებს"...

რამე მაინც დაწეროს უთხარით!

და რა?

არც რა.... 

ყველაფერი ისეა როგორც გუშინ, გუშინწინ და ა.შ იმის წინ...

ეს დღეები:

ვაკეთებ: თითქმის არაფერს, ახალს არაფერს ყოელშემთხვევაში, ნუ ახალი შთაგონებით შექმნილი სალათები არ ითვლება :) 

ვსვამ: ყავას და კიტრის მწნილის წვენს ნაღველის გახეთქვამდე...

გეახლებით: შემწვარ კარტოფილს გულის არევამდე, და კიდე სიმინდის კონსერვებს;

ვუსმენ: 2 დღეა გაუჩერებლად Janis Joplin–ს ( ოო, მაი სვიით მემორის:) ) ;

ვგეგმავ: ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ცხოვრებაში––უშედეგოდ რათქმაუნდა

ვიღვიძებ: 2–3 საათზე

ვიძინებ: 8–10 საათზე

ვსაუზმობ: ვერა :)

ვუყურებ: ჰაუსს, "ძველი კარგი დროის" ამსახველ ვიდეოებს...

ვკონტაქტობ: თითქმის არავისთან;

ვნერვიულობ: გაუარესებულ ჯანმრთელობაზე, შაბათის მიდთერმისთვის რო სამეცადინო მაქვს იმაზეც–ცოტას :)

არ დავდივარ: ლექციებზე და ტრენინგებზე;

არ ვმეცადინეობ: ფრანგულს, ლოჯისტიკას, ეკონომიკას, inovation management-სა და   strategic management-ს, (მეტ საგანს არ ვსწავლობ თორე არც იმათ ვიმეცადინებდი)

ა(ღ)არ მაინტერესებს: სად/ვისთან/როგორ არის, რამე სწყინს თუ არა, არას დამიწერენ თუ არა....

ნერვებს ვუშლი: ყველას შეძლებისდაგვარად;

ვარ: ა ესე,  ცალყბად :) (ეგ მარტო მე და თიკომ ვიცით როგორ უნდა);

მეცოდება: ჩემი თავი, ოღონდ ხვალ ამ დროს რო უნდა იყოს, ის ჩემი თავი;

მაღიზიანებს: ერთი სულიერის კრისობა და ენის ტარტარი;

მიწოდეს: ხისთავიანი ჯაჯღი, :)))) თავიდან მაგრად გამიხარდა, მეგონა სარკეში იხედებოდა ის ლაკოსტა :) ;

მიხარია: პატარა საბას დაბადება, გრეი ქალებში რო უნდა წავიდეს ამ კვირაში, 6აპრილის მოახლოება;

მენატრება: ტრადიციულად ჩემი ძაღლი :(

მენანება: ეგ ტუჩები დასალევად მენანებაო :)

ვმგზავრობ: ვახტანგ გორგასალივით... (ა ეს როგორ? აი "მარშუტკაში" რომ ზიხარ და მხარზე მიმინოსავით გაზის მეორე მგზავრი და დროდადრო რო შეიფრთხიალებს ხოლმე აი ეგრე!!!!! )

მტკივა: ნაღველა, მარჯვენა ფეხის წვივი, კისერი, გაიმორიტის ღრუ (?!) თვალები, სიბრძნის კბილი; 

მინდა:  აი აქ ცხოვრება  მარტოს! (მანდ ვერ შეეტევი და მსგავსი მალალეტკური ლაი–ლაის გარეშე ეხლა!!)

კიდევ რა?

ა ხოო ისა,

მივხვდი: გავიზარდეთ, აი ამ სურათში უკვე ორი ისეთი დაოჯახებული წყვილია რომელიც "გუშინ" პატარა ბავშვებივით ერთობოდნენ ჩემთან ერთად :( 

გული მისკდება: როცა ამ სურათს ვუყურებ,  იმიტო რო ამ გაბერილ მუცელს რომ განაპირობებს, ის ლაწირაკი, ცოტა ხანში გამოძვრება და მამიდას დამიძახებს, მე კიდე მამიდა ყოველთვის "დამა" ქალად წარმომედგინა :( 

მომწონს: ჩემი და ლაშიკოს ეს სურათი,  ყვითელი კბილები ისე გვიხდება, სერიოზულად ვფიქრობ ერთობ საძულვევ საქმიანობას : " ხეხვინგ ზე კბილს" ხო არ შევეშვა...  

მიყვარს: ეს სურათი  რომელიც სამუდამოდ დამკვიდრდა ჩემს კომპიუტერში და ოთახის კედელზე :)  ჩემი თავგასიებული ძმა რო ჩანდეს უფრო საყვარელი სურათი იქნებოდა მარა ის ფაქტი რომ მეეე, ჩვენი თანაარსებობის 17 წლის მანძილზე, ჩემს დას პირველად ვეხუტები, ვგონებ აღნიშვნის ღირსია... :)) 

ვუვლი: აი ამ უუუუსაყვარლეს არსებას, 

3 დღეში მე–6 ლეველზე გადავედით, ამ, წესით მოუცლელობის ჟამს, ისე ვარ მისით გატაცევული :)))) 

კიდე რა? არც არაფერი, თუ გამახსენდა კიდე რამე, იმასაც დავწერ, არ მომერიდება არავისი :)  

 

Mar 13, 2009

გაზაფხულია(?)!


მე, როგორც ერთი რიგითი სითბოს მოყვარული ადამიანი, მთელი ცივი და სუსხიანი ზამთარი ველოდი გაზაფხულის მოსვლას....

გაზაფხულმაც არ დააყოვნა და ამ 2 კვირის წინ ამაყად შემოაბიჯა მისთვის ჩვეული სუსხნარევი მზიანი ამინდებით...

ხოდა ეხლა ვფიქრობდი რააა მერე?! რა შეიცვალა?!

ვისთვის როგორ მარა ჩემთვის არც რა!

თუმცა როგორ არა,

აი მაგალითად, გამათბობელი სტაბილურად აყენია 16–ზე უკვე 2 კვირაა და თუ ღამით გაყინული არ დავბრუნდი სახლში არც იცვლის მდგომარეობას...

დალეული ყავის რაოდენობაც, უკვე 2 კვირაა გაიზარდა 6 ჭიქიდან 8 ჭიქამდე,

ძილისათვის განკუთვნილი საათები შემცირდა 12–11–10–6–5–4 და დღეს საერთოს 0–ს გაუტოლდება გული მიგრძნობს...

მეცადინეობისათვის განკუთვნილი საათები შემცირდა კატასტროფულად, აგერ უკვე 5 დღეა სიესბისკენ არცკი გამიხედავს...

მუშაობის დაწყების მოტივაცია მედგრად მიემართება ნულისაკენ,

კომპიუტერს უაზროდ მიშტერებულ მდგომარეობაში გატარებული საათები გაიზარდა,

ნერვების უკმარისობა გაუსაძლისია,

ჩემს პოსტებში ენტერების რაოდენობამ იმატა;

თავში მარტო ემო პოსტების სავარაუდო შინაარსი ტრიალებს...

 პახმელიაზე უფრო აუტანელი ვარ ვიდრე ვიყავი,

თითოეულ მეგობარს 10ჯერ მაინც ვეთამაშე ნერვებზე ბოლო 10 დღეში,

მოწერილი მესიჯებისა და მათზე გაცემული პასუხების საშუალო შეფარდება არის 10/3

არსებულ რუტინაში სიახლის შემოტანის სურვილი ფაქტიურად განულდა;

გარეთ გასვლაზე, გასეირნებაზე, გართობაზე და მსგავს საკითხებზე არსებულ ყველა მოპატიჟებას უარით ეპასუხა;

წიგნის კითხვის სურვილი––0

შოპინგის სურვილი 5/100

დარაბების გახსნისა და ფარდის გადაწევის სურვილი––0

მეცადინეობის სურვილი––0

ვინმესთან კონტაქტის სურვილი––0

მონატრება––1 (ჩემი ძაღლი მომენატრა)

 სხვისი პრობლემების მოსმენა/გაზიარების სურვილი–– (–1)

კომპიუტერში ტყუილად გადმოწერილი ფილმების რაოდენობა გაიზარდა, მათი ნახვის სურვილი––0

ბლოგის განახლების სურვილი––ჯერ კიდევ ფეთქავს მარა სიზარმაცე მასზე ძლიერია, კი არა და, იმდენს ვემზადები სასურველი გარემოს შესაქმნელად რო საბოლოოდ აღარ მეწერინება...

ბლოგის პოპულარულობის გაზრდის სურვილი გადავიდა მინუსებში, სულაც არ მინდა ბევრმა წაიკითხოს ჩემი ბლოგი, მე აქ რო ვწერ ჩემთვის ვწერ და არა სხვებისათვის, ეგ რო მდომოდა დღიურის ტიპის ბლოგს არ გავაკეთებდი.... (თან ვინც მინდოდა ის  სავარაუდოდ აღარც კითხულობს)

კიდე რა? 

არც რა...

შეჯამების სახით ვიტყვი როოომ, გაზაფხულმა მომიტანა უძილობა, უსაქმურობა, უნერვობა, უხასიათობა, სავარაუდოდ წონაში მატებაც :) აგრესია, და წაიღო/მიაქვს მოტივაცია, გართობის/მეცადინეობის/კითხვის/სეირნობის/ვარჯიშის/კონტაქტის სურვილი....

აქედან დასკვნა:

ამას ველოდი?

მზიანი ამინდი ვჭამო?! 

პ.ს:

ისევ დათბება, ქარი ჩადგება, შეწყდება თოვა,
მზე თავის სითბოს უწილადებს გაყინულ მიწას,
მერცხლებთან ერთად გაზაფხული ნამდვილად მოვა
ჭირვეულობა დამთავრდება ალბათ მარტისაც.

აპრილთან ერთად აყვავდება ალბათ ბუნება
აზვირთდებიან უთავბოლოდ მდინარეები,
გამოცოცხლდება ადამიანთა მკვდარი გუნება,
რტოებს გაშლიან გაცოცხლდებიან მცენარეები.

მაისში ალაბთ კოკორს გაშლის უკვდავი ვარდი
და დაიწყება ვარდი მიმართ ბულბულთა ლტოლვა,
მაგრამ რად მინდა, მომაწვება სევდა და დარდი,
ჩემთვის მაისში დაიწყება მუდმივი გლოვა,

მე მირჩევნია იყოს ზამთარი და იყოს თოვა,
ჩემთვის უშენოდ გაზაფხული არასდროს მოვა



Mar 9, 2009

something stupid, like i need you...

ვიცი რო აქ ხშირად შემოდიხარ და კითხულობ ხოლმე ჩემს ნაბღაჯნებს,

ხოდა რა მინდა გითხრა... :)

ამ ბოლოს ხშირად მეფიქრები ძალიან,

რაღაცნაირად გული მიგრძნობს რო გიჭირს,

რაღაც ისე ვერ გაქვს როგორც საჭიროა...

მარა ზუსტად არ ვიცი ვცდები თუ არა :)

იმედია შენ კარგად ხარ და ჩემი წინათგრძნობა ცდება..

იმედია ცუდი არაფერია შენსკენ, მშვიდობაა და სოლიდარობა ;)

მარაააა, თუ ეს ასე არ არის

თუ პრობლემები გაქვს...

ყველაფერს ეშველება, დამიჯერე :)

(რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს)

ყველაფერი კარგად იქნება...

მალე, ძალიან მალე....

მე გამიხარდება შენ რომ/თუ კარგად იქნები...

მომენატრე....

იმიტომ რომ სულ რამდენიმე კვირის წინ ძალიან ვაფასებდით ერთმანეთს....


ვიღაც მჭირდება,  ვიღაც შენი მსგავსი მჭირდება გვერდით..

იმის შევსება მჭირდება რაც ამდენი წლის მანძილზე სტაბილურად იყო, იყო, იყო და უცებ ბლუპ და აღარ არის....

ჩვენი მეგობრობა აღარ არსებობს..
არადა როგორ მინდოდა, როგორ მჭირდებოდა შენი გვერძე დგომა ამ დროის მანძილზე...

აღარ ვარ მე შენი დაქალი, აღარც მეგობარი.. აღარც საყვარელი ადამიანი...

სულ აღარავინ ვარ..
უბრალო წარსული...

არა, წარსულის ერთი ფურცელი ვარ, რომელიც წავიკითხეთ, გადავშალეთ და აღარ მივუბრუნდებით,

რომც მივუბრუნდეთ, ისეთი ვეღარ იქნება როგორიც იყო...

არადა მჭირდები, 

just როგორც მეგობარი ისე მჭირდები,


just ადამიანად მჭირდები, 

გასაჭირში რო გვერდით დამიდგება...

ჭკუის დამრიგებლადაც მჭირდები....

მომენატრე......

და ჩვენ არ ვართ უცხოები, რომ ამ სიტყვის თქმა ერთმანეთისათვის დაგვენანოს.....

Mar 2, 2009

დედუნას :)


3 მარტი დედის დღეაო....  

დღეს უკვე 3 მარტია, ხოდა გილოცავ დედი...

ვიცი რო გაბრაზებული კიარადა გულნატკენი ხარ ჩემი უკიდეგანო თავხედობისა და დაუნახავობის გამო... :(

მე ამას განვიცდი...:)

არც ის უნდა მეთქვა ყველაფერში ხელს მიშლითქო, ამ 2 საათის წინ რომ გითხარი,

არც გუშინ, გუშინწინ, იმის წინ, კიდევ იმის წინ და ა.შ იმის წინ უნდა მოგქცეოდი ისე როგორც მოგექეცი, მააარა, ჩემში დაგუბებული ბოღმა სხვა გამოსავალს რომ ვერ ჰპოვებს, ძალაუნებურად შენზე იფრქვევა ხოლმე... 

შენ კიდევ გაბუსუნებული იცქირები გვერძე და თვალებში ისეთი სევდა და გულისტკენა გაწერია რო იმ წუთას მინდა თავი (ან ენა) კარებში მოვიყოლო ხოლმე...

ხანდახან ისეთ რაღაცას ვეუბნები, სანამ ვეტყვი უკვე მრცხვენია მარააააა.... :( 

არადა დღეს თუ რამეს წარმოვადგენ სუულ ყველაფერი დედოს დამსახურებაა, იმდენ რამეს აკეთებს რო მე არაფერი გამიჭირდეს, მე კიდე ოდნავ ყურადღებას თუ მოადუნებს გულზე ვსკდები.... 

ეხლა ამას რო კითხულობთ, ხო გჯერათ რო მე დედას აღარასოდეს გავაბრაზებ?!

ეჰ მეც ეგრე მგონია ყოველ ჯერზე, მარა 10 წუთში ეს ნაწერი უბრალო ნაჯღაბნად გადაიქცევა.....

მახსოვს პატარა ლაწირაკი რო ვიყავი, სკოლაში, დაწყებითების მასწავლებელი ყოველთვის გვაკეთებინებდა ხოლმე მისალოცებს დედებისათვის, მე კიდევ ყოველთვის მანამდე მქონდა გამზადებული სანამ ამას ლელა მასწი მოიფიქრებდა...

სადღაც თებერვლის ბოლო კვირაში ვიწყებდი გამზადებას, მერე მასწავლებლის დახმარებით შედგენილ მისალოცს ჩუმად მოვისროდი ხოლმე ხიდიდან და სახლში მისული საკუთარი ფანტაზიით გაკეთებულ მისალოცს ვჩუქნიდი დედას... (დე არ იცოდი ეს ხო?) 

მახსოვს როგორ ვცდილობდი ჩემი საზარელი კალიგრაფია კითხვადს დამემსგავსებინა და მაქსიმალურად ბევრი ყვავილები და გულები დამეხატა/დამეკრა ბარათზე...

მერე ბედნიერი სახით ვაჩუქებდი და ვეუბნებოდი "დედების დღეს გილოცავ დეე" დედა კი ამ ბარათს სხვა დანარჩენებთან ერთად ინახავდა...

ხოდა გამოგიტყდებით და ეს ყველაფერი ერთგვარ ტრადიციად გადამექცა, და უკვე 15 მსგავსი ხასიათის მისალოცი ბარათი ინახება დედაჩემის "საიდუმლო სამალავში".... (სხვადასხვა თარიღებით)

წელს ტრადიცია დარღვეულ არს....

გავიზარდე :) 

მისალოცმა მიიღო ელექტრონული ვერსიის სახე :)

ხოდა დედების დღეს გილოცავ დედი, 

ძალიან მინდა ბედნიერი დედა იყო...

ძალიან უყვარხარ შენს უძღებ შვილს, ძალიან ძალიან...

უბრალოდ ამის გამოხატვა არ ძალუძს....

:* :* :* :* :* 

test's result :)

Congratulations nino, you are...




'Big Fuck' J Schnorng of bigfuck.blogspot.com


You are a happy happy person. Either that or you hide your depression very well. You are so hyperactively happy you'll probably be overqualified if you were to work as Ronald for McDonald's. You don't bottle your happiness. You go out of your way to make people laugh, even if that means making them a photocopy of your naked ass.

 

Which Singaporean Blogger Are You?


thank you for this--> post  http://radiatori.blogspot.com/2009/03/which-singaporean-blogger-are-you.html