Jul 22, 2009

ბაკურიანი 2009

18ში დილის პაპანაქებაში და დახუთულობაში გავედი თოდუასთან ქავთარაძეზე, ვინაიდან და რადგანაც სულ რამდენიმე ნაბიჯში ჩემი ახალშობილი ძმიშვილი მეგულებოდა, ღრმად ჩაძინებულმა მამიდამ გაიღვიძა ჩემს გულში და წავედით პატარას სანახავად საავადმყოფოში, მე და თეო, გზაში იანა და თოდუაც შეგვხვდნენ, ხოდა ექთანმა სათითაოდ შედითო და ჩვენც ხო ხო აბა როგორო და მიბრუნდა თუარა შევცვივდით პალატაში ოთხივე :) დედა–შვილი უკეთესად გამოიყურებოდა ვიდრე წინა ღამეს, ბავშვიც უკვე ადამიანს გავდა :) თითებზე მთელი ძალით მიჭერდა ხელებს, რა ეგონა არ ვიცი :) 

ხოდა ვინაიდან და რადგანაც ერთჯერადი მოფერება–მოსიყვარულების შემდეგ უკვე ბავშვის წვალებაზე გადავედი,დედამისმა პალატიდან გამომაგდო და გოგოებიც თან გამომაყოლა :) 

წავედით გორში, იანამ გვაწამა გზაში, კონდენციონერს არ გვირთავდა, ფანჯრიდან კიდე ცხელი ჰაერი შემოდიოდა მარტო:) გორში ჩავედით, ელვის სისწრაფით მოვწესრიგდი და ჰაიდა ბაკურიანში :)

ხაშურამდე ცოტა მშვიდად ვიარეთ, მერე აგრილდა და ხასიათზეც მოვედით :)

იანა, გზას უყურე გოოგოოოო :)

ხაშურში ტრასაზე გამოჩნდა ჰამაკები :) რამ გადაგვრია ვერ გეტყვით მარა თითქმის ყველა გამყიდველს დავაფასებინეთ სათითაოდ თავისი პროდუქტი :) მე და თეო ვღადაობდით, ორპირი არ გვაწყობს, ოთხი პირით დაწნულ ჰამაკებზე გავაკეთოთ კონცენტრაციაო :)

მერე თოდუამ შეძლო საზამთროს გამყიდველი ბიჭების გამოშტერება და 50–ის ნაცვლად 30 თეთრად ვიყიდეთ საზამთრო, თან ბოლოს მიაძახა 20მდეც შემეძლო ჩამოყვანა მარა დაგინდეთო :) :)

მერე ბორჯომში გადამწვარი ტყის დანახვაზე ატყდა უწმაწური სიტყვების კორეანტელი მანქანაში, და ასე განმეორდა 4ჯერ, რამეთუ ეგ ადგილი 4ჯერ გავიარეთ :)

მერე ჩავედით, დავისვენეთ, ვჭამეთ, მე ძალიან შემცივდა და ასეთ ფორმაში ვიჩითებოდი მთელი 5 დღე :)

 

მეორე დღეს ტყეში წავედით დასაზგრად, კიდევ დიდხანს დავრჩებოდით იქ მარიკას რო ტურტლიანი წყალი არ დაელია და ცუდად არ გამხდარიყო... გზად გვირილების მინდორი დავლაშქრეთ მე და თოდუამ და გვირგვინიც დავწანი, მართალია ცოტა საშიში გამოვიდა მარა მაინც ძალიან უხდებოდა მარიკას 

ხო, კიდე ბორჯომშიც ვიყავით წამოსვლის წინა დღეს, კარუსელები დავლაშქრეთ, გზაში ძალიან საყვარელი 5 ლეკვი დავინახე და ავკივლდი გამიჩერეთთქო, ხოდა რო გადავედი მანქანიდან ლეკვები მანქანაში ხტებოდნენ, აშკარად ვიღაცამ გადმოყარა, იმ დამპალს სოფლის ახლოს მაინც დაეტოვა, იმენნა ტრასაზე რო ჩამოყარა, თან პაწუები იყვნენ, ისე მეფერებოდნენ :( 

ხოდა რადგანაც ბევრის წერა მეზარება, გთავაზობთ იქ ყოფნის დროს გაკეთებულ ჩანაწერებს, თოდუა, მოსაკლავი ხარ რაღაცეები რო წაგიშლია, მე მომწონდა შენი ნაწერები :*

 

"დღეს არის 2009 წლის 19 ივლისი, მე და ჭონჩო ვსხედვართ სასტუმროში მარტოები და შევცქერით ტელრვიზორს, ღნავის, წიმაწი”…ეს ესაა ფეხების სუნმა შეაწუხა ჭონა. დღეს ზაგარი მივიღეთ და ისე მაგრად დავიწვით სახე გვქვს აწითლებული.. კაია ისე რომ აქ ვართ ერთად და არაფერზე არ ვფიქრობთ, გვიხარია ერთად ყოფნა. ჩამოვთვალო ვინ ვართ?კაი: მე (თოდუ, მეგრელი, ჯაჯუ, თხილა, ვერტყვი), ნინო (ჭონა, ბურძგლიანი, ნადირი), თეო (თეონა, უბრალოდ ლაფაჩი, დედადო, მამაშა), იანა (ყაზა, მანგოს სწერვა ქალი :)), მარიკა (მარი, ყაზა), მარი (მარიკა, მარო, მარიშკა, ვერტყვი, მარუნა, მარიამი და ა.შ. ყველა მ-ზე დაწებული სახელობით ბუნვაში არსებული საკუთარი სახელი), ნატო და კრისტი. ისე ამ სახელებს ყველას რომ ვფიქრობ თავისი საკუთარი ისტორია აქვს და ყველაფერი რაღაცასთან ან ვიღაცასთან არის დაკავშირებული.

ხვალაც აქ, ვაპირებთ ბორჯომის ახლად გაკეთებულ პარკში წასვლას, რა კარგი იქნებააა.. ვისეირნებთ, ვიკატავებთ, ვიცინებთ ალბათ ბევრს, კიდეც გავიზაგრებით, ზეგიდან ისევ ისე ჩავეხუტებით ერთფეროვნებით გახუნებულ ყოველდღიურობას, დილა, მაღვიძარის ხმა გაძლიერებული ვიბრაციით რომ როგორმე გონებში ჩაგაგდოს.
 გზაში მეუბნებოდა როგორ გავიზარდეთ, უკვე ერთად მარტო დავდივართო, შობლებიც უკვე ისე გვიშვებენ ამხელა გზაზე მარტოებს. . 
ეხლა ჭონა აგრძელებს წერას, ჩემი თანაოთახელი თოდუა ტრუსიკიანი დგას აივანზე და გაოცებული გაკივის ნახე ჭონა ნისლი მოდის ჩვენთანო… მაგარი კაცია ნისლი, მარა ხვალაც თუ დაგვნისლა ჩემს ფეხებს დავიზაგრებით :( არადა ეხლა დამწვრები ვართ საკაიფოდ… გოგოები მოვიდნენ, კიშკები მოიტანეს, ნამუ ნამუ, თოდუას მთელი სხეული ეწვის :) აბა რა ეგონა დღეს გათხლეშილი რო იწვა და ვერ ავაწიწკნეთ იქაურობას… დაგვლოცე დედაო :) თეო მოვიდა… ნავაჭრზე დავუჯვით :) 
ისევ თოდუა: თეომ თავისთვის იყიდა კანფეტი სახელად ფუტკარი, ფერადი მარმელადები შიგნით თავისივე ფსელით, გახვეული ჭრაჭუნა გამჭირვალე ქაღალდში, სულ 200 გრამი და 100-ის გადამალვა მოასწრო უკვე :) არადა რომ კითხო: ხოარ გაგიჯდი :)))
დილა დაიწყო პანჩურებით! რიგად ჩამწკივებულ ჩვენ საცოდავ ნაზარდ-ნაფერებ ტრაკებს იანა უმოწყალოდ აპანჩურებდა. რას იზავ ძნელია გამარჯვება ბინგოში, თან თუ ,,წამყვანი” ყაზიშვილების უფოსი გოგოა :) ხოდა ესე გაპანჩურებულები დავეყარეთ ზაგარზე და ეხლა ისე მეწვის ზურგი და მკრედი სიმწრით უკაკუნებ კლავიშებს, ამისი თავიც აღარ მაქ ისე, ამიტომ სიტყას გადავცემ ჭონიშვილი გიას ცხოვრების შესცომას :)
ო თოდუა რა ნეაკურატნი ვინმე ხარ ვინც არ გიცნოობს :) პანჩურებს რაც შეეხება იდეა ჩემი იყო მარა მე მეგონა რო მე მოვიგებდი მარა დამასწრო ყზიშვიმა და ახლა ერთობ შეურაცხწყოფილი უკანალით ვმოძრაობ :) ) ზაგარმა მოგვაჭირა, ბაკურიანის ცა ფეხად ჩამოდის ისე წვიმს გარეთ :( აუუუ, გუშინ რაღაც ფილმს ვუყურეთ მე და იომ ბომჟებზე ღამს 4 საათამდე და დღეს დილით დაგრუზულმა გავიღვიძე, ისეთი საცოდავად დამთავრდა და ისეთი უბედურის ერთი ფილმი იყო :( გადაიღე წვიმავ რა, ბორჯომში მინდა წასვლა, ეშმაკის ბორბალზე უნდა დავჯდე და შიშით გული გავიხეთქო, სულ რამოდენიმე საათიღა დაგვრჩა აქ ყოფნის და მერე ჰაიდა ადუღებულ სამყაროში… არადა აქ ისე ცივა ადიელა მოხვეულები დავდივართ, ვერ ვთბებით :) გუშინ წერისას იანამ შემოგვისწრო და ისე გაგვაცამტვერა, შემოქმედებითი ნიჭის ნაპერწკალი ჩააქრო, გაფანტა, ამიტომაც მუზამ სამუდმოდ მიგვატოვა მგონი :) დედაო აგდია ჩემს გვერდით ლოგინზე და სულს ღაფავს, ღაფ ღაფ ღაფ, ასეთი ხმები მესმის გვერდიდან :) დედაოს მაგრა ვაცამტვერებთ, ხიბლში ვარდება პირდაპირ, თან ტრაპეზის დროს გვინდება ყოველივე ეს, არადა მე პირადად დეტალებში მყავს წარმოდგენილი როგორც მამაშა და ჩვენი პატრონი, როგორ ზის დიდ ტყავის სავარძელში გათხლეშილი, გრძელ ფრჩხილებზე წითელი კვასკვასა მანიკური უსვია, პომადაც ასევე წითელი, თმა გაშლილი, აბურდული, ხელში რამე ბანძი, კაცური სიგარეტი უჭირავს, მეორე ხელში ჩვენი მუხლჩაუხრელი მუშაობით აღებულ ფულს ატრიალებს, მოკლე ტყავის ქვედაბოლო, უკან ღრმა პრარეზით, კლეტკიანი კალგოტკა, უკან თვალწასული და მანიკურით დამაგრებული, მუხლს ზემოთ ლაკის ჩექმა, რომელსაც უშველებელი ქუსლი და წვეტიანი ცხვირი აქვს, მაიკა მოტმასნული, ბადე, სავარაუდოდ შავი და შიგნიდან თეთრი ან წითელი ლიფი... თეო პალასის ერთადერთი და შეუცვლელი მფლობელი:) მყრალ ხასიათზე ვარ, დილას საწოლში მორთმეულმა ყავამაც ვერ მიშველა:( დედაო განსაბანად წავიდა, ამქვეყნიური ხორციელი ცოდვანი კანალიზაციას უნდა გაატანოს, რიგში მე ვდგავარ, რა დებილი ვარ, თბილი ტანსაცმელი სახლში დამრჩა, ბოტასებიც, 

უი ძაან მაგარი, ტუალეტის კარი გაგვიფუჭდა ნომერში, რადგანაც ჩემი ლოგინი ტუალეტის გასწვრივ დგას, დღეს დილით სათითაოდ ვიხილე როგორ მოიარეს გოგონებმა ტუალეტი.. მეტი რა დავწერო, წავალ ეხლა ვიბანავებ და მერე იქნება ბორჯომში წავიდეთ, ერთ მანქანაში 8 ქალი :) საგიჟეთი იქნება, იანას ქაშქაი დაიპრისება, ტირილს დაიწყებს... "

და ესენი ფავორიტი სურათები :* ძევაჩკი მიყვარხართ :*

თოდუა იზ ხეხვინგ ზე კბილს :)  

ამ სურათს რო ვიღებდით მაშინ მოუნდა ყველას გზაზე გამოვლა, 10 წუთი ვიწვალეთ :))

ჩემი და დედაოს ფიქრნი მდინარის პირას

 

ასე ხო შევძვერით სოკოში და მერე დედაოს გამოსვლა გაუჭირდა ცოტა :):):) 

  

მე და თოდუამ გადავწყვიტეთ ტირში გვესროლა და ეს კაცი კინაღამ დავაბრმავეთ, 30დან 6 მოხვდა მიზანს მარტო :)

დედაოს გარდაქმნა დიჯეი გოგად :):):) 

ჯაჭვებზე იმ პირობით დაგვსვეს რომ ყველანი ერთ მხარეს არ დავსხდებოდით და გადავნაწილდებოდით :)

ხუთეულო ნაბიჯით იააარ!!! :)

ჩვენ გავფრინდებიიიიიიიიიიიიიიით :)

და ეს ბოლო ყველაზე საგიჟეთი სურათი, მე მძინავს ვინაიდან დილის 8 საათია, მციოდა და იუბკა მაქვს ჩამომხობილი ზევიდან, ვერ ვიტან ვერც თეოს და ვერც თოდუას, ვინაიდან და რადგანაც სამსახურებში მაგათ აგვიანდებოდათ და ამის გამო წამოვედით დილის 8 საათზე სახლებში და ისეთი ნისლია გზაზე რო 2 მეტრის რადიუსით არ ჩანს არაფერი :)

ვსიო წავედი, პოსტს ვაქვეყნებ ძველი რიცხვით რადგანაც მომბეზრდა უაფდეითო ბლოგის ყურება :)

Jul 18, 2009

+1 :)

გუშინ გამოცდიდან გამოვედი და გეპეისთან ვიდექით მე გიგა და ვირუსა, არტ გენზე ვაპირებდით წასვლას, სულ შემთხვევით დავრეკე სახლში და დეიდაჩემმა ნატა დააწვინეს ერთი საათის წინო... იქ პატარა სკანდალი მოვაწყე, რა პონტში არ მითხარით მეთქი, მერე დაიწყებთ ფეხებზე მკიდია ხარ, ერთს არ მოიკითხავ, ეგ როგორ გამოგეპარაო და ა.შ :) გავთიშე თუარა ჩემი ძმის მეჯვარემ დამიძახა, მეთქი ნატა დააწვინეს 1 საათის წინთქო :) დაურეკა ჩემს ძმას, ერთი–ორი ტკბილი სიტყვა უთხრა რატო არ დამირეკე ხო გთხოვეო და წავედით საავადმყოფოში.... 

2 საათი კიბეებზე ჯდომის მერე გავარკვიე რომ ჭონიშვილების ოჯახში მატებაა :) 

+1 გიორგი ჭონიშვილი დაიბადა გუშინ 11:11 საათზე :) 

რაც იმას ნიშნავს რო 2 დღეა ყველა სახელის ნაცვლად მამიდას მეძახის, დედაჩემს ბებიას, მამას ბაბუას და ა.შ :) 

ბავშვს რაც შეეხება რა ეჩქარებოდა ვერ გავიგე, 26 სში ვუკეთებდით საკეისროს, გუშინ კიდე ისე უცებ მოხდა ყველაფერი ლამის ნამშობიარებელი დავაწვინეთ დედამისი :)

არ მინახია არც ერთი, ვიდეო გადაუღეს ახალგამომძვრალს.....

რო ვთქვა რო ძალიან ლამაზი და საყვარელი იყოთქო ძალიან დიდ ტყუილს გეტყვით :)

თვალები გადასიებული, არ უჩანდა, ტუჩები გადმობრუნებული, ცხვირი გაფაფხული :) მარა მერე სურათებიც გადაუღეს და უკვე დამცხრალი ქონდა სახე და ძალიან საყვარელია :) მამამისივით გასიებული თავი არ აქვს, დედამისივით თეთრი არ არის :) გრძელი შავი თმა აქვს და დაბუშტული ტუჩები... კიდე მეტი არ მინახია არაფერი :) 

ღამის 4 საათამდე ისმოდა საავადმყოფოს ეზოში "სეფას ბიჭები"–ს სიმღერა, (რომელიღაცის ცოლმა იმშობიარა) და ჩემი ძმის ძმაკაცების ღრიალი :)

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ბარგი ჩავალაგე უკვე, ყავას დავლევ ეხლა და მივდივარ ბაკურიანში :) კიარადა დაქალები მივდივართ 7ნი :) თუ იანამ ივაჟკაცა და ბორჯომში ხრამში არ დავრჩით, ეჭვი მაქვს იქ დიდ საგიჟეთს დაემსგავსება მარუნას სასტუმრო :) ხოდა გკოცნით გეხვევით წელში გივარდებით :) 

აქ რა ანგელოზების სახეები გვაქვს, არდა ვინ რა იცის რა იმალება ამ კდემამოსილი ღიმილების უკან :)

Jul 15, 2009

Just...


არ მიყვარს:
ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის,
სიზმრის რაინდებზე დანიშნული, უაზროდ შეყვარებული ქალები,
რომანის გმირების ასლები,
ალერსით დაღლილი წყვილები,
უმისამართო ღიმილი,
არამიწიერი სინაზე,
კოცნამდე ახსნილი სიყვარული.
სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,
ძალიან საქმიანი, დაკავებული, "მეჩქარება ადამიანები",
ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,
საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,
უაზროდ ბედნიერები,
სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,
მთელი სიცოცხლის მანძილზე არცერთხელღამეგანათენები ადამიანი.
მკერდდაკოცნილი ქალწულები,
უშრომლად მდიდრები,
ამპარტავანი თავმდაბლები,
ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,
სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,
მარტოსულები ჩემი ჩათვლით,
ძალის მოყვარული ცოლები,
მორალის მქადაგებელი შინაბერები,
მტერის მტერთან ძმადნაფიცები,
ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,
უშეცდომო სიყვარული,
ზამთრის სითბო,
ზაფხულის სიცივე,
წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი,
მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი,
ლხინის მეგობრები,
სუფთად დაწერილი ლექსი,
ფხიზლად დატოვებული ქართული სუფრა.
განათლებული კაცის მტვრიანი ბიბლიოთეკა,
კომპლიმენტის მომლოდნე ლამაზი ქალი,
საფლავში ჩაყოლილი ჭირისუფალი,
ლამაზი კაცი,
ომის არმნახველი სახელწიფო,
საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული iსტორია,
თამაშით დაღლილი მსახიობი,
ორიგინალობისთვის გამოწვეული სევდა,
უსიზმრო ძილი,

დაგვიანებული პაემანი.



To Be Continued....

Jul 9, 2009

პოტენციური შინაბერას პოსტი :)

თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად,
სამოცდათოთხმეტი აქ შემისრულდა...
რა ლამაზი იყავ, ბიჭო!"

წარწერა ვარძიაში, ტაძრის კედელზე
~

ამას გადავაწყდი დღეს და მოსვენება დავკარგე პირდაპირ.... აი როგორ შეიძლება ადამიანი გიყვარდეს 60 წელი? ან თუნდაც 20... ანდაც 10 წელი, გამუდმებით?! აი დროგამიშვებით რო გიყვარდეს, შიგადაშიგ ტაიმ–აუტებით კიდე ხოო მარა სუუუულ?? 

მე და თეო ვჭორაობდით იმდღეს რაღაცას და საპირისპირო სქესსაც შევეხეთ რა თქმა უნდა... ხოდა ბოლოს თეომ გამწარებულმა შეჰკივლა, რა ნახე გოგო, გული გაქვს თუ საერთო საცხოვრებელიო :) :) :) მეთქი სტადიონი უფრო ვიდრე საერთო საცხოვრებელი :) 

მარა ეს ყველაფერი ჩემთვის ძაან ლაითად ხდება რა,  რო ვუყურებ ჩემს გარშემო, რამდენი გაგიჟებული შეყვარებულია და უწი–პუწი უწი–პუწი 24/7 ზე მიკვირს...  ჯერ ორგანულად ვერ ვიტან "დებილ" შეყვარებულებს... აი რო უყვართ და იმის იქით არაფერი არ ახსოვთ/უნდათ...  ბრრრრრ...  (არანაირი შური და ბოღმა :) ) 24/7ზე რო იმაზე ლაპარაკობენ და ან კიდე 24/7ზე რო ერთმანეთს ელაპარაკებიან... ან სალაპარაკო თემა არ ელევათ ან არ ბეზრდებათ?! მეც ვყოფილვარ შეყვარებული და ძალიანაც მყვარებია და დიდხანსაც მარა ზოგს უკვე სიდებილეში გადასდის...  1 საათი რო არ დაეკონტაქტებიან ერთმანეთს და ეგრევე საყვედურობენ, შენ ვაფშე შეყვარებული რო გყავს გახსოვს?! 

ვერ წარმომიდგენია სიყვარულის გულისთვის როგორ შეიძლება ძილი მოიკლო ადამიანმა.. მარტო იმიტომ რომ ის სამსახურში ან სადმეა გასაცილებელი, ან ღამით მოსვლას აგვიანებს... 

არ გაღიზიანდე და თავზე არ დაამხო ყველაფერი როცა შენი გეგმების იმასთან შეთანხმება გიწევს ყოველთვის, და 24/7ზე მესიჯები და სად ხარ, რას აკეთებ, ვინები ხართ, და თუ იქ ვინმე შენი მეგობარი ბიჭია იმის ბიოგრაფიაც უნდა მიაწოდო სასწრაფოდ!!! 

უნდა ხასიათი შეურჩიო და ყოველთვის ეცადო გაღიმებულმა და დამშვიდებულმა ელაპარაკო, მაშინაც კი როცა სულაც არ გეღიმება?! 

უსმინო როგორ ხვრინავს ღამით.. ბრრრრრრ (1ხელ ამოიხვრინა და იქ დაესვა ჩვენს მომავალს წერტილი :) )

მის მეგობრებს როგორც საკუთარს ისე შეხვდე და მოექცე, მითუმეტეს თუ ბევრ მათგანს ვერ იტან!! ელოდო როდის მორჩება მერე ამ მეგობრებთან ქეიფს  და ღრიანცელს რო ნება იბოძოს და სახლში წამოვიდეს... და შენ კიდევ მთვრალი და გაბონძღილი უნდა აიტანო?! 

როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანს რო იმ დონეზე ენდო რო არ იეჭვიანო და მერე სცენები არ დაუდგა?! არ მესმის პირდაპირ... 

როგორ უნდა გიყვარდეს რო დაუთმო?! 

როგორ შეიძლება ადამიანის დანახვა ყოველ წუთს და წამს გიხაროდეს და გსიამოვნებდეს?!  ხანდახან საკუთარი თავის დანახვას ვერ ვიტან...  

როცა მარტო გინდა ყოფნა და არავისი დანახვა არ გსურს, თუნდაც იმიტომ რომ დაღლილი ხარ და ის კიდე თავის წილ ყურადღებას ითხოვს!!! 

თუ ოდესმე გაგაღიზიანა იმისმა შეხებამ (ამ სიცხეში ბრრრრრრრრ) და ეს შეგემჩნა, მერე ბოდიშები უნდა უხადო, ეს ის არ არი რასაც შენ ფიქრობ ბლა ბლა ბლა...

როგორ უნდა მოგენატროს ადამიანი ყოველწუთას, ან თუნდაც 1 დღის ან კვირის უნახავობის შემდეგ?! 

და ის უუუკიდურესად გამაღიზიანებელი უწი–პუწი მიმართვები.. სიხარულო, სიყვარულო, გენაცვალე, შემოგევლე, სიიიხ, სიხულიკ, ცეემი ბასტი ბუბუს ტაკი–ტუკი და კიდე მილიარდი დებილობა...  რატო? როცა სახელი დაარქვეს თავის დროზე!!! 

და კიდე აღარ მახსენდება ამ წუთას მარა რამდენია თქვენ ჩემზე უკეთესად იცით...

ხოდა მაინტერესებს მარტო მე ვფიქრობ ასე თუ კიდევ მოიძებნებიან ჩემი მსგავსნი, როგორც არაერთხელ აღუნიშნავთ,  შინაბერობისათვის განწირული ადამიანები? :) 

თუარადა ამიხსენით ვინმემ როგორ უნდა გიყვარდეს ასე?! 

Jul 6, 2009

no, but yes..

რას შემჭამეთ ამ კითხვებით?
 ერთად ხართ?
 ერთად ხართ?
 ერთად ხართ??
არა ბატონო
არა ვართ ერთად...
მარა 
როცა ვართ ერთად....
კარგად ვართ...
ერთმანეთით....
ასეთი ახსნა განმარტება საკმარისია???

Not now darling!.....


ჰააა ნინო!!!
დაწყნარდი....
დამ-7-დი...
სიზმარი დაივიწყე....
ყველა უწი-პუწი სიტუაციაც...
თან რამდენია, მარა მაინც...
თუ გინდა ამისი დაივიწყე და იმისი გაიხენე..
ოღონდაც ეს არა...
და ოღონდაც ეხლა არა...
და ოღონდაც ესე არა...
ახლა არ გაქვს არც მაგისი დრო, არც ნერვი...

არც იმას აქვს.....

ხოდა მოდი შევთანხმდეთ...

ეხლა არ შეგიყვარდება და განსაკუთრებით კიდე ეს არ შეგიყვარდება თორე დამკარგავ იცოდე :) 
კიარადა
რა სითბო და სიმხურვალე აგიტყდა ამ პაპანაქებაში?!

ასეთ სიცხეში შენ ერთს ვერ გიტან და იმასაც რა ამატანინებს ეხლა!!!!


Jul 3, 2009

Childhood Memories :)


3 დღეა ტელევიზორს რო ვრთავ, სულ ისეთი რაღაც გადის, რაც ბავშვობას მახსენებს....

ხან 2 ჯუჯას სიმღერებია, ხან ნუპაგაძი (რომელსაც როგორც ბავშვების 80% მეც ნუკაბაძს ვეძახდი ხოლმე) ხან რა და ხან რა... ხოდა აი ისე მინდა ისევ ის პერიოდი დაბრუნდეს, ისევ ის ფეხებზემკიდია ბავშვი ვიყო, რო არავინ და არაფერი აინტერესებს, პრობლემები რო არ აქვს და დიდხანს არაფერზე ნერვიულობს...

ყველაფერი მახსენდება, რას ვაკეთებდით ხოლმე ბავშვობაში... 

მოგონებები ციკლიდან გარშოკები:)

გარშოკებზე ვისხედით მე და ჩემი ძმა საათობით და სანამ თამაშს არ მოვრჩებოდით არავის ქონდა უფლება ხელი ეხლო....  და თუ ვინმე სტუმარი გვყავდა, ვალდებული იყო იმას გამოეწმინდა, ჩვენი აზრით ერთგვარ პრივილეგიას ვანიჭებდით ამით :)

შუქი თუ იყო და ტელევიზორში მულტფილმები გადიოდა, ძირს რო ვისხედით არ ჩანდა ტელევიზორი, ამიტომ მთავარ მაგიდაზე აგვქონდა გარშოკები და ზედ ვისხედით საათობით :) მახსოვს სტუმრების შეშლილი სახეები ამ დროს თუ მოვიდოდნენ და შეგვესწრებოდნენ :) აააააააააააააა  კიდევ იის, ჩემ ძმას რო ეტყოდნენ თავი დააფარე გარშოკსო, მუხლებზე დგებოდა და თავს ადებდა ზედ ხოლმე, ეგრე აფარებდა თავს :) რო მახსენდება რა ვრედნი ბავშვი ვიყავი ყველასი მესმის რატო მიბაზუნებდნენ წარა–მარა :) ვიმსახურებდი ხოლმე.. აი თუნდაც ის ისტორია, მთელი დღე რო მებრძოდა დედაჩემი და მაინც ვერ მიაღწია იმას რო მეღიარებინა რო ჩემი დის გარშოკში ღამით მე და გუჯამ მოვშარდეთ და არა ბიძაჩემმა :) არადა მთელი ძალებით ვამტკიცებდი რო დავინახე როგორ გაიტანა ღამით ოთახიდან და მალევე შემოიტანა სავსე :) არადა წულაია ყველაზე მეტად მიყვარდა მგონი, მარა საქმე საქმეზე რო მიდგა უტიფრად დავაბრალე ყველაფერი :)

კიდევ ის რაც ერთმნიშვნელოვნად ბავშვობას უკავშირდება... ჩემი ჭამის პროცესი :) ეეეს საშინელება იყო :)  დღეში მინიმუმ 1ხელ საჭმელში მაყოფინებდნენ თავს, ხან დედაჩემი, ხან მამიდები... ყველაზე მაგარი ის არი რო მეც ეგრე მოვიქცეოდი მაგათ ადგილას :)  საათობით შემეძლო ვმჯდარიყავი სავსე თეფშთან და ლუკმა არ შემეჭამა, მიუხედავად იმისა რო დარწმუნებული ვიყავი აუცილებლად ჩამაყოფინებდნენ თეფშში თავს... თან არც ვტიროდი, უფრო ვზმუოდი არ მინდათქო.... ნუ თუ მოვახერხებდი, ნაწილს ვაქცევდი ხოლმე კიბის ქვეშ, რაც უფრო ცოტა საჭმელი დამესხმეოდა თავზე მით უკეთესი :) ერთხელ სუპში ჩამაყოფინა თავი დედაჩემმა და მაკარუნები და პომიდვრები ხო მომეცხო სახეზე, ხოდა რადგანაც ეზოში მშველელად ბებო მეგულებოდა გავვარდი ეზოში კივილით მიშველე ბებოთქო, ხოდა ბებიას ეგონა რო ადუღებული წყალი გადამესხა(რაც არც ისე მოულოდნელი იყო ჩემის მხრიდან) ხოდა ეს მაკარუნები კანი ეგონა და პომიდორი სისხლი... მაშინ შეერყა ჯანმრთელობა მგონი :(  

ჩემი და ჩემი ძმის ურთიერთობა–საგიჟეთი!!!! 

მე "ლ"ს ვერ ვამბობდი და ვამბობდი "რ"ს, (მაგ პარორი) და ის პირიქით (მაგ. პალოლი) და მთელი დღე ვთამაშობდით ხოლმე პაროლობანას:) ავირჩევდით რამე სიტყვას როგორც პაროლს, მერე დავიჭერდით რომელიმე ოჯახის წევრს, და ვაწამებდით, მანამ სანამ არ გამოიცნობდა რა იყო პაროლი:) წარმოიდგინეთ რა მაგარი სანახავები ვიყავით, წაგდებული გვყავს ბაბუა და თქვი პარორი! ვუყვირი მე და გამწარებული ვურტყავ სათამაშო ავტომატს თავში, ვერ გამოიცნო?!თქვი პაპა პალოლიიიი ახლა ჩემი ძმა ურახუნებს მთელი მონდომებით ავტომატს თავში.... :) და ეს გრძელდებოდა თვეობით 24/7 ზე:)

კიდე ის რო ჩემი ძმა ძალიან ბოთე იყო ბავშვობაში და აი ისეთ რაღაცეებზე ვაბითურებდი რო რავი :) 

ზუსტად წლინახევრითაა ჩემზე დიდი, რამეს რო დავაშავებდით და დედაჩემი გაიგებდა ამ ამბავს, გვეუბნებოდა რო ჩიტმა მიუტანა ამბავი... ამის მერე ჩემი ძმა მთელი დღე იჯდა და იმ ჩიტის მოფრენას ელოდებოდა, მე კიდე ჩემ დას ვცემდი, იმიტო რო ის ამბისტანია ჩიტი ეგ იყო :)

ხოდა ერთხელ კინაღამ შემიწირა მაგისმა ბოთეობამ :) ეგ ჭამდა ქათამს და მე ლულკაში (თუ რა ქვია?!) ვტიროდი, თვეების ვიყავი, რატო ტირისო დედაჩემისთვის უკითხია და შიაო დედამ და გავიდა სამზარეულოში საჭმლის შემოსატანად და შემოვიდა და რას ხედავს, გალურჯებული ვხრიალებ და პირში ქათმის ბარკალი მაქვს გაჩრილი, დამაპურა რა ძამიკომ :) ერთხელ მახსოვს ძააან გავამწარე და მომდევს საცემრად, ხოდა მომიმწყვდია კუთხეში და ვსიო დარხეული მაქვს და მოვუტრიალდი და აი ზუუსტად ასეთი სახით ვეკითხები 

გუძიიი, რატო მომდევ უნდა მაკოცო??? და ის ბოოთე... ქოო ნინო უნდა გაკოცოო და მაკოცააააააააა :) ერთხელ კიდე რაღაც ძალიან მაგარი მანქანა მოუტანეს და არ მათამაშებდა ხოლმე, ხელს არ მადებინებდა, ერთ დღესაც მოდის და მოაქვს პლასტმასის სათამაშო ბუზი, ნახე ნინო სათამაშო ბუზი ვიპოვეო და მეთქი არ გიკბინოს ბიჭო მოკალი სასწრაფოდთქო და ისიც იდგა და 1 საათი ურტყავდა ბუზის საკლავს, ამ დროს მე ზემოთხსენებული მანქანით ვთამაშობდი :)

კიდევ ჩხუბი :) დღეში რამდენჯერ ვალეწავდით თავპირს ერთმანეთს ვერც დავითვლი :) მთელი ძალით ვურტყავდით თან, სუულ უბრალო მიზეზზეც შეგვეძლო გვეჩხუბა, ესე რატო შემომხედე?! თვალებს ნუ მიჭყიტავ გოგო ბახ! ბუხ! ერთხელ მაწვნისუპს ვჭამდით, ხოდა რაღაცაზე შევკამათდით და გავაქანე და კოვზი ვთხლიშე თავში, იმანაც მომკიდა კისერში ხელი და კარგა ხანს მაყურყუმელავებდა ჩემს თეფშში :) ერთხელ კიდე ისე ვუკბინე მხარზე სისხლი ვადინე, მერე იმან ცხვირზე მიჩმიტა და მიმასისხლიანა მეც :) მარა საკმარისი იყო ჩემ დასთან მოგვსვლოდა რომელიმეს კამათი, შესაშური ერთობით ხვდებოდა ხოლმე ჩვენგან ჩემს დას :) ნუ მე გამორჩეულად ყოველთვის მეტი მხვდებოდა, იმიტო რო შუათანა ვარ... ჩემს ძმას ვერ ვერეოდი, ჩემს დას თუ შევეხებოდი – აბა პატარას როგორ?!!!! თუმცა ჩხუბის მიზეზს რო გაიგებდნენ მაშინაც მე მხვდებოდა იმიტო რო ვრედნი ვიყავი :)  ჩემ დას კიდე არასოდეს არავინ უყვიროდა, ერთადერთხელ მახსოვს დედამ შემოსცხო, იმიტო რო ისე მიკბინა მხარზე შრამი დღემდე მაქვს, ცვეტში ხორცი გადმოაგდო პირიდან :)  

მოგონებები ციკლიდან–რაც მე ცემა მაქვს ატანილი!

რაც თავი მახსოვს სუ მირტყავდნენ. პატარას ოჯახში, ცოტა წამოვიზარდე და მერე უბანში, აი დაჟე 10 წლით დიდი ხალხი მცემდა ხოლმე იმიტო რო ნერვებს ვაძიძგნიდი... მერე სკოლაში, უფროსკლასელები :) ერთხელ ხაშურში წამიყვანა მამიდამ თავისთან და იქიდან რო წამოვედი უბანმა დაისვენა :) იქაც მახსოვს ერთი ბიჭი იყო ჩამოსული, რომანი ერქვა, 6 წლით იყო უფროსი ჩემზე და შეყვარებული ყავდა თუ რაღაც ეგეთი და აი მთელი დღე დავდევი და დავცინოდი რომანი რატო დაგარქვეს, ნაშვილები ხართქო? და თუ სადმე ბირჟაობდა კიდე საათობით დავდიოდი მაგის წინ და ვმღეროდი "დონკიხოტი დონკიხოტი, დონკიხოტი დონკიხოტი" მცემდა აბა რას იზავდა :) კიდე მახსოვს დიდი ვაშლის ხე ედგათ ეზოში და რადგანაც არავინ მეთამაშებოდა რა უნდა მეკეთებინა მთელი დღე, ავძვრებოდი ხოლმე ზედ და მთელი ხმით (რომელიც წარმოუდგენლად მაღალი მაქვს) გავკიოდი სიმღერებს, რომლის არც ტექსტი ვიცოდი და მელოდიაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი, ყრუ ვიყავი ცვეტში, სმენა მე–9 კლასში გამეხსნა :) როგორ მახსოვს, ცეკვის დროს მივხვდი რო მუსიკა იმიტო უკრავდა რო ცეკვა იმისთვის უნდა ამეწყო :) არადა მანამდე 7 წელი ანსამბლში ვცეკვავდი, ვითვლიდი ხოლმე, რა მუსიკა რის მუსიკა :)  დაკვრითაც ეგრე, მელოდია არ დამიხსომებია ცხოვრებაში, თვალწინ მედგა სად რა ნოტი ეწერა და ისე ვუკრავდი, მასწავლებლებს კიდე დღემდე არ ჯერათ,იმიტო რო რეგიონის მასშტაბით კონკურსებს ვიგებდი ხოლმე და მთელი ამბები :)  

ააააააააა ჩემი მუსიკის მეცადინეობა იყო  კოოოშმარი :) პიანინო გვედგა მეორე სართულზე და 1 საათში 60ჯერ მაინც ჩამოვდიოდი დაბლა წყლის დასალევად, ხოდა დედაჩემი სუ მემუქრებოდა თუ ამოვედი თავს გარტყმევინებ და პიანინოს წითლად შეგაღებინებო, მე კიდე კიარ მეშინოდა, მეჯერა რო თუ ეს მოხდებოდა მერე ისევ მე გამაწმენდინებდნენ ამ პიანინოს და მეზარებოდა ხოლმე გაწმენდა და მაგიტო ვაგრძელებდი მეცადინეობას :) თუ ძალიან დამეზარებოდა კიდე, დავადებდი თავს პიუპიტრს და ვითომ მეძინააა, ხოდა დედას  ვეცოდებოდი ხოლმე და ხელით მივყავდი ლოგინამდე. აი მაგ მომენტში თავი სამყაროს მბრძანებელი მეგონა :) 

მუსიკის მასწავლებელს სისხლს ვუშრობდი, გაკვეთილის დაწყების წინ ვიტეხავდი ფრჩხილს, ან ვიწიწკნიდი ნუნას და ხელს შემახებდა თუარა ეგრევე სისხლი მომდიოდა... მასწავლებელს კიდე გული უწუხდებოდა, თავი დამნაშავედ მიაჩნდა და გაკვეთილს აღარ მიტარებდა, ბოდიშებს მიხდიდა ხოლმე რო მატკინა. ბოლოს დამიმუღამა და მაინც მაკვრევინებდა ხოლმე... ბრრრრრრრრ, მტერს არ ვუსურვებ ეს ისეთი ტანჯვა იყო :( მერჩია სახაზავი ერტყა თითებში :)

დაჟე დეიდაჩემს, ცხოვრებაში რო დაყვირებითაც კი არ დაუყვირია არავისთვის, 2ჯერ მაგრად ვყავარ ნაცემი, ქუჩაში! ერთხელ პარკში მცემა, იმიტო რო ავტყდი ეშმაკის ბორბალზე მინდა დაჯდომათქო, არადა დღემდე პანიკურად მეშინია ეშმაკის ბორბალის :) ხოდა ჯერ ჩემი 4 წლის ძმა ავიდა და მერე  ჩვენც რო უნდა ავსულიყავით გავიფშიკე აღარ მინდათქო და გუჯა მარტო წავიდა ზემოთ :) ხოდა სანამ კრუგი მოარტყა კარუსელმა, დეიდაჩემი განწყვეტლივ მიბაზუნებდა სახალხოდ :) მეორედ კიდე ქუჩაში გავექეცი, ტრასაზე და რო დამიჭირა .... :) (ჰა ვიმსახურებდი თუ არა?!) 

ყველაზე ხელსაყრელი მომენტი იყო თუ სახლში სტუმრები გვყავდა და მე ამ დროს დავაშავებდი ხოლმე რამეს... აუცილებლად იმ ოთახში უნდა მეღნავლა სადაც ისინი ისხდნენ, რათა ეხილათ რა ბედკრული ბავშვი ვიყავი :) არადა აი არანაირი ცემა და დასჯა არ ჭრიდა ჩემთან... ცხვირიდან რო ორტოტად ედინათ სისხლი (ესეც ხდებოდა ხოლმე) მაინც იმას გავაკეთებდი რაც მინდოდა და მაინც არ ვაღიარებდი არაფერს! 

ერთხელ მახსოვს მამიდაჩემზე გავბრაზდი რაღაცაზე და სულ ახალი, ძვირფასი პომადა ქონდა, საფრანგეთიდან ჩამოუტანეს თუ რაღაცა და ავიღე ეს პომადა და დავკბიჩე... ხოდა პირი, სახე, კბილები სუ პომადიანი მქონდა და მაინც ვამტკიცებდი რო ხელი არ მიხლია და უფრო მეტიც, თვალითაც კი არ მინახავს, რა პომადა,რის პომადა :) კიდევ კარგად გადავურჩი თმა რო სულ არ დამაწიწკნა ელზამ:)

და კიდევ ყველაზე აღმაშფოთებელი ფაქტი რომელიც ჩემს ზეთავხედობაზე მიუთითებს :) კნუტი არ დამატოვებინეს სახლში და პროტესტის ნიშნად მე5 სართულის ფანჯარაზე ვიყავი ამძვრალი და გადახტომით ვიმუქრებოდი 1 საათი, ოჯახი კი მთელი გულით მემუდარებოდა ჩამოვსულიყავი... მუდარის გამო არ ჩამოვსულვარ, დავიღალე უბრალოდ იქ დგომით მარა ვგონებ იმ სიმაღლიდან ძირს დათხლეშვა ისე არ მეტკინებოდა რა ტკივილებიც ჩემს ძირს ჩამოსვლას მოჰყვა :) 

ამ ზემოთჩამოთვილი სიტუაციებიდან, ვაღიარებ რო ყოველთვის ვიყავი ცემის ღირსი, თუმცა იყო ისეთი სიტუაციებიც როცა ტყუილად მხვდებოდა ხოლმე...

მაგალითად ნატოს დაბადების დღეში რო არ მიშვებდა და დაქალებს რო ვაიძულებინე მაინც გავეშვი და იქიდან რო მოვედი და კამათის დროს ტკაცანი ამკიდა!  არასოდეს დამავიწყდება! პირველად მომხვდა არასპრავიდლივი ხელი :) 

და სულ ბოლოს, აბიტურიენტი რო ვიყავი მაშინ რო მიჩმიტა და გამშრამა :) მერე რა რო ნაგლად ვატყუებდი დისლოკაციის ადგილს და 1 საათი აბაზანაში ვიყავი ჩაკეტილი და ვიმალებოდი?!  

მოგონებები ციკლიდან–დასჯის მეთოდები :)  

ნუ რო ხედავდნენ რო ცემა არ ჭრიდა, მაშინ მიმართავდნენ სხვადასხვა დასჯის მეთოდს ჩემს წინააღმდეგ :) 

რაც ყველაზე მწარედ მახსოვს იყო დასჯის მეთოდები ფრჩხილების კვნეტის წინააღმდეგ :) წიწაკას მისმევდა 1 თვე თითებზე მარა ბოლოს ისე მივეჩვიე მინდებოდა ხოლმე, დაკვნეტით მაინც ვიკვნიტავდი. ერთხელ 10ივე თითი შემიხვია ბინტით დედაჩემმა და ასე დაბინტული ვმოძრაობდი ხოლმე მარა რო მომხსნა მაინც 10ივე თითზე მოკვნეტილი მქონდა ფრჩხილი. და ყველაზე მწარე... კვირაში ერთხელ ყველა თითზე მაჭრიდა ფრჩხილს, არ ქონდა აზრი მოკვნეტილი მქონდა თუ არა, მაინც... შედეგი გაინტერესებთ? არანაირი... ბოლოს ისევ დედის გულმა ვეღარ გაუძლო, დედა იყო ყასაბი ხოარა?! მარა რაც თავი მახსოვს სუ მტკივა თითები, 2ჯერ გადავრჩი თითის მოჭრას იმის გამო რო ინფექცია შემეჭრა, ბრრრრრ, ფრჩხილი მომაცალეს ერთხელ და ტამპონებს მიტენიდნენ ხოლმე შიგნით... აი გამაჟრიალა რო გამახსენდა ეხლა, ისეთი მწარე იყო, მარა რო ვიცოდი რო ჩემი ბრალი იყო, ცრემლი არ გადმომსვლია არასოდეს სხვების დასანახად, ჩუმად დავტიროდი ხოლმე :) 

სადმე არ გაშვება, როგორც დასჯის მეთოდი არც არასოდეს უცდიათ, იცოდნენ მაინც მოვახერხებდი წასვლას....

კიდევ ხო, მახსოვს ჩემი და საზიზღარი ბავშვი იყო, დედაჩემს ხელში თუ არ ეჭირა ისე არ იძინებდა ხოლმე, ხოდა მეც მთელი მონდომებით ვუცდიდი როდის ჩააძინებდა და ლოგინში ჩააწვენდა თუ არა ჯინაზე ან წამოვიყვირებდი, ან სიმღერას ვიწყები და ვაღვიძებდი ხოლმე.. ამის გამო რამდენჯერმე მომიწია პიჟამოებით აივანზე ყურყუტი ზამთარში! თან დედაჩემი იმაზე მწარდებოდა რო არც პატიებას ვითხოვდი და არც შემოშვებას, ველოდებოდი როდის აიძულებდა  "დედის გული" და როდის გამიღებდა კარებს :) 

მოგონებები სერიიდან–უმწეო და მიუსაფარი მე :) 

დავიწყებ იქიდან რო ბებიაჩემის მეტი არავინ მეფერებოდა ბავშვობაში (ისიც სანამ ჩემი და დაიბადებოდა, 4 წლამდე ანუ)

ზუსტად არ ვიცი რატო, ალბათ იმიტო რო ძალიან უშნო ვიყავი ბავშვობაში :) ზუსტად იმხელა ცხვირი და ყურები მაქვს ახლა, რამხელაც 1 კვირისას მქონდა :) მაგრამ, ჩემს ძმას საერთოდ აღარ გაზრდია თავი, ამხელა თავით დაიბადა!!!! მარა ის პირველი შვილი და შვილიშვილი და დიშვილი და ძმიშვილი იყო! :( თან პრობლემები ქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მარა ოჯახში სუ ცოტა 14ნი ვიყავით, ვინმე მაინც მომფერებოდა ვააა :( თან თურმე მაგარი როჟა ვიყავი, ლიჟბი ვინმეს ხელში ავეყვანე,სუ ვიცინოდი და ვბუქნაობდი, დებილი ბავშვები რო არიან სუ რო ტირიან ეგრე კიარა.... მერე რა რო ყვავის ბახალას ვგავდი პატარაობაში :(  

არც ისე ძალიან მახინჯი არ ვარ რო გული არ მიგივიდეს :( თან ცოტა ხანს ვიყავი ასეთი, მერე იმენნა ჩასაყლაპი ბავშვი ვარ... 

 

სანამ ჩემი და გაჩნდებოდა, მამას პრობლემები ქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ლენინგრადში მკურნალობდა და დედა ადგა ხოლმე თავზე, ბავშვები საქართველოში ვიყავით და ერთხელ, როგორ მახსოვს ჩამოსული იყო დედა და მიფრინავდა ისევ, პაპაჩემს უნდა ჩაეყვანა და 1 კვირაში ჩამოსულიყო უკან... ხოდა ჩემი ძმაც წაიყვანა ეს ერთი კვირა, მამა ენატრება ბავშვსო... მე კიდე მთელ მსოფლიოს მერჩია მამაჩემი, სუ ფანჯარაზე ვიჯექი და ველოდებოდი ხოლმე, აი ეხლა გადმოვა ამ მანქანიდან მამაჩემი, აი ეხლა გადმოვა...  და აი სუ დეტალებში მახსოვს, ბარგი რო ელაგა სახლში შეკრული და რო გადიოდნენ და ბოლო წამამდე მეგონა რო მეც წამიყვანდნენ და რო მობრუნდა დედაჩემი და რო მაკოცა, მერე მოკიდა გუჯას ხელი და წავიდნენ... თან ვიცოდი რო მამაჩემთან მიდიოდნენ და დამტოვა მე და გუჯა წაიყვანა :( ეხლაც ცრემლები მაწვება რო მახსენდება, იმენნა გული მომიკვდა მაშინ, პაატარა გული მქონდა თან მაშინ და მაინც როგორ დამტოვააააააააა 3 წლის ბავშვიიიიიიიი :( გუჯა მაინც არ წაეყვანა, ან ის რა იყო, ამას ენატრებაო მამაო... რო რეკავდა ხოლმე და ხმას ვიგებდი ყელში ბურთი მეჩხირებოდა და ვერ ველაპარაკებოდი ხოლმე მამაჩემს, სუ მეტირებოდა ხოლმე მარა რო არ ვტიროდი არ ენატრებაო ამასო, გუჯას ენატრებაო..... აააააააააააააააააააა :(  მაშინ მოხდა გარდატეხა ჩემში და იმიტო ჩამოვყალიბდი მერე ბოღმა და ეგოისტი, აბა მე წავეყვანე, რა საყვარელი ვიქნებოდი :( მახსოვს ძალიან დიდხანს ვერ ვიტანდი ვერავის ოჯახში, (დედაჩემს განსაკუთრებით, რო რეკავდა არ ველაპარაკებოდი ხოლმე) სანამ მამა არ ჩამოვიდა, როგორ მახსოვს, ჩვეულ პოზაში ვიჯექი ფანჯარაზე და აი ეხლა გადმოვა ამ მანქანიდან მამაჩემი, აი ეხლა გადმოვა... და არ გადმოვიდა მართლაააც?! ჯერ კივილი მინდოდა მარა ხრიალი გამომივიდა, ემოციისგან ხმა ჩამიწყდა და მერე აააააააააააა რო ვიკივლე მამა ჩამოვიდააა, მამიკო ჩამოვიდაააააა, ჩემი მამიკო ჩამოვიდათქოოო და გავვარდი გარეთ და ვეღარ ვჩერდებოდი, ჩემი მამიკო ჩამოვიდათქო... დღემდე იხსენებს ხოლმე მამაჩემი მაგას, ეჭვი რო შეეპარება ხოლმე რო არ მიყვარს მერე იტყვის არა, ვუყვარვარ მაშინ ისე ღრიალებდაო... და არ ენატრებოდაო ამასო :( 

დავიბოღმე ეხლა კიდევ... :)

მეორე ფსიქოლოგიური ტრამვა მივიღე ლენინგრადში, ცენტრალურ მეტროში რო დავიკარგე 5 წლის, მაშინ :) ხელს არ მაკიდინებდა ხოლმე ჩემი ძმა დედაჩემზე, ცალ ხელში ჩემი და ეჭირა, მეორე ხელზე გუჯა იყო ჩამოკიდული... ხოდა მივყვებოდი ასე უკან მე კუდიბაჩასავით და ვხედავ ჯერ კარგად, მერე მარტო თავს ვხედავდი და ბოლოს ვაფშე ვეღარ დავინახე დედაჩემი... გარშემო ათასობით რუსი... მე 6 წლის, ენა ქართული არ ვიცი ჯერ ნორმალურად რა რუსულზეა ლაპარაკი... ხოდა დავბოდიალობ ასე წინ და უკან, ჯერ თვალები დამიმრგვალდა, მერე დამისველდა.. ჯერ ჩუმად დავიძახე დედა, მერე ხმამაღლა და ბოლოს იმხელას ვღრიალებდი რო ხმაზე მომაგნო დედაჩემმა :) თან გაგიჟებული დავრბოდი წინ და უკან... ხოდა რო მომაგნო ქალი გაჭაღარავებული იყო და მაშინ მივხვდი რო ვუყვარდი :) 

და კიდე ერთი მახსოვს, ძალიან უმწეო და მიუსაფარი რო ვიყავი... იმდენი შრამი მაქვს სხეულზე რო ვერც დავითვლი, მთელი ცხოვრებაა მუხლები სუ გადატყავებული მაქვს, თან კანი მაქვს ისეთი რო წამებში მიჩირქდება ჭრილობა და მიმიზეზდება და მერე შრამად მრჩება ყველაფერი.. ხოდა ერთხელ მახსოვს ორივე მუხლი ისე მაქვს ნატკენი რო ვერც ვშლი, ვერც ვკუმავ, შეხვეული მაქვს ორივე მარა ისე მაქვს დაჩირქებული რო ყველა გამოძრავებაზე ნახვევიდან ჟონავს, აი სული მიმწარდება.. ხოდა მაინც არ ვწუწუნებ რა და არ ჯერა არავის რო ძალიან მაწუხებს, ამიტომ ესე გამწარებული წამათრიეს სადღაც ნათლობაში და აბა იცეკვე ნინო, რისთვის დაგვყავხარ ცეკვაზე და ბლა ბლა ბლა... ხოდა მაინც არ გავუტეხე და რო ავდექი სკამიდან მომეკვეთა მუხლები და ქვებზე დავეცი ორივე მუხლით.... ისე მეტკინა ფერი დავკარგე, შარვალი მეცვა თეთრი და რა მოუვიდოდა ძნელი წარმოსადგენი არ არი... ხოდა მაშინ მეორედ მივხვდი რო დედაჩემს ვუყვარდი... აქეთ ვამშვიდებდი, არაფერია, გამივლისთქო :)

მოგონებები ციკლიდან – დამცინეთ! :) 

მთელი ბავშვობა ისეთ რაღაცეებს ვაკეთებდი, ისეთი რაღაცეები მინდოდა რო სუ დამცინოდნენ გარშემომყოფები.. ეხლა მეც მეცინება მარა მაშინ მწყინდა მაგრად...

აი მაგალითად მთელი გულით მინდოდა მეც შემძლებოდა ჩემი ძმასავით ფეხზემდგარს მოშარდვა და სუ მეჩხუბებოდნენ ხოლმე როცა ესე ვაკეთებდი.... სუ მინდოდა ჩემთვისაც ეთხოვათ პასპორტი მაჩვენეო :) ძალიან დიდხანს ვერ ვხვდებოდი რა იყო სირცხვილი და ზუსტად მახსოვს როცა მივხვდი :) მეზობლის ქალმა დამიძახა მოდი აქო და რაღაცა ახალი ვიგრძენი (6–7 წლის ვიყავი) და გამოვვარდი სახლში დედაააააააა მგონი შურა ბაბოსი შემრცხვააააა–ს ძახილით... ხო არ შეიძლება ამაზე 13 წელი იღადაო ადამიანმა დაუსრულებლად?!  დღემდე დამცინიან იმაზე სკოლაში რო მიმიყვანეს (2 თვის დაგვიანებით) და 1 კვირაში დედაჩემს რო უთხრა მასწავლებელმა ძალიან ჭკვიანი ბავშვია, კითხვა არ მაქვს დასმული რო ხელს იწევსო, და დედაჩემმა რო მკითხა ხელს რო იწევ ყველაფერი იციო? და არა მეთქი მარა რას მიზავს, არ იცი დაჯექიო მეტყვის და ი ვსიო! (არადა სულ 2 ჯერ მოხდა ისე რო არ ვიცოდი და მკითხა, და დღემდე გონია რო ყველაფერი ვიცოდი )  კიდე იმაზე, ჩოლკის შეჭრა რო მიდნოდა მე–5 კლასში და შუბლზე თმა რო ძირში მოვიჭერი და საზარელი სანახავი ვიყავი :)  დღემდე ვერ მპატიობენ იმას რომ მთელი ბავშვობა ღამის 3 საათზე კედლის მეზობელს ვურეკავდი და ვეუბნებოდი ადექი, მოფსმის დროათქო... ვერც იმას რო ვერ მივხვდი ფილმზე "ტიტანიკი" რატო უნდა მეტირა ბოლოში?! კიდე ხო, რაღაცაზე ვფიქრობდი და ისე მივდიოდი ქუჩაში, ასე 7–8 წლის ვიყავი და რავი წინ კი ვიხედებოდი მარა "ვერ დავინახე" და სახით ისეთი ძალით დავეჯახე გაჩერებულ კამაზს რო გადავვარდი უკან, დავეცი და თავი გავიტეხე.. დედაჩემი და თამარა კიდე იდგნენ და იგუდებოდნენ სიცილით!!!!  

 ადვილად შემატყობდით რო ძალიან ჯიბრიანი ბავშვი ვიყავი, ამიტომ თუ უნდოდათ რამე გამეკეთებინა, პირიქით მეუბნებოდნენ ხოლმე, თუმცა ერთი შეცდომა მაინც დაუშვეს... ვინაიდან და რადგანაც უბანში ძირითადად ერთადერთი გოგო ვიყავი (ეკას არ უშვებდნენ ხოლმე) სულ ბიჭებთან ვთამშობდი ომობანას, ნიანგი მატრებელს (რომლის შინაარსიც ზუსტად არ მახსოვს, რაღაც ქაუნთერს წააგავდა ) ფეხბურთს, ვჩხუბობდი იმათთან ერთად, (ყველაზე მაგარი იყო თუ უბანი უბანზე ვჩხუბობდით ) ამიტომ შეშფოთებულმა დედაჩემმა გადაწყვიტა ყველა წრეზე ვეტარებინე რაც ჩემს ქალად ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს... ნუ პრობლემა იყო მუსიკალურ სკოლაში ჩემი შეყვანა იმიტო რო სმენა მქონდა 0 და არ მქონდა კომპლექსი არანაირი, სუ ვმღეროდი :) ხოდა ჩერეზ ნაცნობები ჩამიწყეს რო გამოცდაზე უნდა ფორმალურად გავსულიყავი და ვითომ შემრცხვა და არ უნდა მემღერა.. დედამ გამაფრთხილა, ფრჩხილებიც რო დაგაცალონ მაინც არ იმღეროო :) შევედი :) იმღერებო? კიიი მეთქი და ვიმღერე "ვარდს გეფურჩქნა კოკორი" გამოვედი გაბრწყინებული :) დედაჩემმა ნინოოო, ხო არ გიმღერიაო? კი დედა და დაჟე ისე მოეწონათ ჩემი სიმღერა იქ რამდენიმე მასწავლებელი ამყვა კიდეცთქო :) (აბა ხო უნდა გადაეფარათ ჩემი ღრიალი?!) 
ასევე მიმიყვანეს ცეკვაზეც.. ნუ მასწავლებელი რო ზოდიაქოთი მექრთამე იყო და სოლოს ისე არ მოგცემდა პატივს თუ არ სცემდი ეგ მალევე გასაგები გახდა მარა მაგრა მიყვარდა ჩემი ანსამბლი და არ გადავდიოდი სხვაგან, მსწავლებელი კიდე სუ მესწერვებოდა იმიტო რო ერთადერთი ვიყავი მგონი ვინც არ უძვრებოდა.. ხოდა ერთხელ ისე გამანერვიულა თავისი საკუთარი ჯოხი გავუქანე და ვესროლე შუა რეპეტიციაზე.. ძლივს შემომირიგა რო ისევ ჩავმდგარიყავი ცეკვაში :) 

პირველად რო შემიყვარდა და რო გამხსენდებოდა ხოლმე და გული ამიფართხალდებოდა, მეგონა გული მაწუხებდა და ვალერიანებს და რაღაცეებს ვსვამდი ხოლმე :( 
ერთხელ იმდენი სანთელი ვჭამე (აი ის, თეთრები როა, პარაფინის) მოვიწამლე და კინაღამ მოვკვდი
ანალოგიურად მანდარინზე... ქერქიანად ვჭამე თან. მაინტერესებდა გაყვითლდებიო რო მეუბნებოდნენ რას ნიშნავდა...
პირველი შპარგალკა რო გამოვიყენეთ მე და თიკომ, ორივეს საკონტროლოს რვეულში ჩაგვრჩა და თან გავაყოლეთ :(
2 დღიური მქონდა, ერთს, (რომელშიც ვწერდი როგორ "ვნანობდი" დანაშაულებს და ერთი სიტყვით კარგი გოგო ვიყავი,) ვითომ ვმალავდი რო დედაჩემს ეპოვნა და წაეკითხა, მეორეს, სადაც საშინელებები მეწერა ყველაზე ვმალავდი მთელი მონდომებით :)
კარგა ხანს სკოლაშიც და რეპეტიტორებსაც მამიდაჩემი ეგონათ დედაჩემი, იმიტო რო დედაჩემს რო იბარებდნენ ის დამყავდა ხოლმე :) და საერთოდ ჩემს ყოფაქცევას სკოლაში ცალკე პოსტი შეიძლება მიეძღვნას... თითქმის ყველა სხვა კლასის გოგოებთან ნაჩხუბარი ვიყავი, თან აი სერიოზული დაპადიეზდებები და პერესტრელკები იყო ხოლმე, მერე იმათი მშობლები მოდიოდნენ და გვლანძღავდნენ მე და ჩემს დაქალებს, დასვენებაზე ჩამშვებს აუცილებლად ხვდებოდა ხოლმე.. ბოლოს მე7 კლასში ვიჩხუბეთ, 2 წლით დიდი გოგო კინაღამ შემოგვაკვდა, დაეცა და თავი გაიტეხა და.. :( 
 სკოლაში დამყავდა ისეთი არსებები როგორიცაა ცოცხალი გველი, სახელად გოდერძი (1 თვე დამყავდა და გაკვეთილებს ვშლიდით ხოლმე) ცოცხალი კიბორჩხალა სფეშალ Fორ ზეინაბი მასწ, კატა-ლომფხვი... მასწავლებლის ქვედატანზე ხშირად იხილავდით სკამიდან აკრულ საღეჭ რეზინს, სხვადასხვა ნაკლეიკას.. ყველაზე მაგარი იყო დროშები, რო დადიოდნენ ფრიალის ეფექტი ქონდა :) ნუ ღუმელზე პილპილი რო მოვაყარე და რო ჩამიშვეს და სკოლიდან რო მაგდებდნენ და თიკომ რო იტირა ეს გინდოდათ თქვენი ასე და ისეო, მაგას რა დამავიწყებს :* ყველაზე დიდი სითავხედე რც ჩამიდენია იყო მე9 კლასში ინგლისურის გამოცდაზე თემა რო არ დავწერე და მასწავლებელს რო მივუწერე, რა აზრი აქვს რო დავწერო, იმდენი ინგლისური მაინც არ იცი აზრი რო გამოიტანოთქო... პირველი სამიანი რუსულში მივიღე და მე-3 კლასში ვიყავი... მაგ ქალს დღემდე ვერ ვიტან, მიუხედავად იმისა რო ჩემი დაქალის ბებიაა :) ბოლომდე მასწავლიდა თან, ბოლო წლებში შეთანხმებას მივაღწიეთ, თუ გაკვეთილზე არ შევიდოდი, შესაბამისად არ ავურევდი, სემესტრის ბოლოს 4იანს დამიწერდა.. ხოდა ბოლო ზარზე მკითხა ვა ნინო, თმები დაიხვიეო?! 2 წელი ვაფშე არ ვყავდი ნანახი :) მარა ბრძოლა თვითონ დაიწყო, მე3 კლასში, სუუულ პირველ გაკვეთილზე, რიგებს შორის ჩამოიარა და ვაფშე უმიზეზოდ ფანქარი ჩამარტყა თავში!!! მაგას ვაპატიებდი?! მარა ყველაზე მეტად მთელ სკოლაში მეჯავრებოდა ქართულის მასწავლებელი მანანა რატიშვილი... არც მომრიდებია ოდესმე ამისი თქმა მისთვის! მე7-8 კლასში მოწმენდილ ცაზე დამაბრალა კლასში შემომიფურთხაო და მთელი დირექტორთან შეყვანები და ერთი ამბები.. თან რო მივაწექი რას ქვია შემოგიფურთხეთქო, არა პირით კიარ შემომიფურთხეო და მეთქი სხვა რამით ფურთხება ჯერ არ მისწავლიათქო და გამოვიჯახუნე კარები მარა აი მთელი 5 წელი მებრძოდა, ხან რას მაბრალებდა ხან რას.. მეზიზრება ეგ ქალი, არ დავინახო ჩემ პანაშვიდზე!!! 
მთვარეული ვიყავი... რამდენჯერ გამღვიძებია ეზოში ან ბალკონზე საკუთარი ბალიშით ხელში :( ბანაკში რო ვიყავი ბავშვებს წარა-მარა ბნედას ვმართებდი ხოლმე, ხან სად გავიჩითებოდი მძინარე ხან სად :) ეხლა ერთი 5 წელია აღარ მომსვლია ეგრე, გამოვსწორდი...
კიდე რა? ა ხო, მთელი ბავშვობა ვამწარებდი ჩემ დას, ეზოში რო თამაშობდა, ფანჯრიდან ვუყურებდი დაჟინებით და ის კიდე კომპლექსდებოდა და აღარ იცოდა ხელები და ფეხები სად წაეღო და საბოლოოდ ტირილს იწყებდა ხოლმე :) ჩემზეც სცადეს მსგავსი რამ მარა უშედეგოდ... ვეერ დამაკომპლექსეს :) 
და ყველაზე თბილად რაც მახსენდება არი ბებიაჩემის სიტყვები, სიკვდილის წინ რო მითხრა, იცოდე რო შენ ყოველთვის ყველაზე ძალიან მიყვარდი ჩემო გიჟო გოგოო :( :( :( 
ვსიო წავედი, აღარ შემიძლია მეტი :) 


Jul 1, 2009

........................

მა....

ხო არასოდეს არაფერი მითხოვია შენთვის..... 

ეხლა გთხოვ......

მალე გამოჯანმრთელდი რაა...... :( 

მჭირდები... :(

ძალიან.......

;(