Sep 25, 2009

სიცოცხლეზე მეტად....

გავიგე ბლოგი გქონიაო, იმდღეს მითხრა, 
?!
სალომემ (?!) მითხრა, რას წერ ხოლმეო?
just დღიურის პონტია, ხანდახან თუ დავწერ რამესთქო, 
ხო არ იგინები ხოლმეო? 
არა, რაც მამაემმა მომაგნო აღართქო..
ჩემზე არ წერ ხოლმე არაფერსო?
ნწუ..
რატო მერეო? 
რა უნდა დავწერო, შენც არ მყავდე ვარსკვლავთბიჭუნათქო ცალყბად შევღიმე :))
ეწყინასავით..
ჭორაობა უნდოდა, მე კიდე უაზროდ ვეღრინებოდი რაღაცეებს :((



ნერვიულობს, დაურეკე, დაელაპარაკეო დედამ...
არ დამირეკია...
ეწყინებოდა...
ვიცი მარა..
ვერაფერს ვეტყვი..
ყელში ბურთი მეჩხირება...
არც ნახვა შმიძლია...
ცრემლს ვერ ვაკონტროლებ....

იმაზე უფრო მეტად მიყვარხარ ვიდრე შემიძლია..... 
ყველაზე და ყველაფერზე მეტად...
სიცოცხლეზე მეტად...
შენ თავს გეფიცები...


მალე გამოჯანმრთელდი ,,დონდლიკ“ ..... 
გთხოვ..... :*




Sep 5, 2009

ქობულეთი 2009

მაშ ასე,15 აგვისტოს, დილის 7 საათზე, უკვე ვისხედით აკაკის მარშუტკაში და მივქროდით ქობულეთისაკენ..

ქობულეთში შესვლისთანავე დაიჩითა ვიღაც დონდლო, მოკლე ბიკინით მოატასავებდა ტრასაზე, ნუ რა მოხდა ქობულეთია, ზღვაა.. მარა ბრრრრრრრ, რო მახსენდება ეხლაც ასპირაციული პრობლემები მექმნება :) რა საზიზღრობა იყო...  დედაო ძლივს დავიჭირეთ, გორში მიყვებოდა ისევ მარშუტკას :) :)  

ნუ მერე დავბინავდით... რადგანაც აღმაშენებლის 444 ნომერში ვცხოვრობდით, შრეკი ოფიციალურად გორის 444–ე ბატალიონად მოგვიხსენიებდა :) ა ხო, ჩვენ 1 კვირით წავედით იდეაში მარა 10 დღეზე ნაკლებად ვერ ვიშოვეთ ბინა, საბოლოოდ 11 ღამე და 12 დღე დავრჩით იქ :)

პირველ დღეს ისეთი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, გავედით საჭმელად და ზუსტად 2 საათი ველოდეთ 2 კატლეტს და 2 ოჯახურს, საბოლოო ჯამში დავრწმუნდით რო "ჯობს გვიან ვიდრე არასდროს" ეს ფრაზა ყველა კონტექსტში არ არის გამართლებული, ნეტა სულ არ მოეტანათ, ბრრრრრრრრრ, ბეწვები და რაღაც საზიზღრობები ეყარა შიგ... მოვიპლიაჟეთ და პარკში გავისეირნეთ საღამოს. გავ20დი  იქ იმდენი ნაცნობები ვნახეთ, ბოლოს თავჩაღუნულები დავდიოდით, 1000ჯერ მაინც გავიმეორეთ ფრაზები, კარგად ვარ, დღეს ჩამოვედი, 10 დღით, 444ნომერში  :) მერე მშიოდა მაგრად და სანამ იმაზე შევთანხმდით სად გვეჭამა გადამიარა, ხოდა მარუნას უნდოდა შაურმა, ჩვენს გვერდით აკეთებდნენ და გამოვედი მე შეკვეთაზე, ნუ ის ბიჭი ისეთი მთვრალი იყო რო ჯერ სუ მუჭებით ზილა პროდუქტები და მერე არ მატანდა შენი სახელი და გვარი მითხარი "ოდნოებში" 5+ ები უნდა დაგიწეროო  და ბლა ბლა ბლა, ბოლოს უკვე ცოლობა რო მთხოვა სახეზე შემატყო რო ცეცხლს ეთამაშებოდა და გამომატანა შაურმა :)  

მეორე დღეს ჩამოვიდნენ ვირუსები :*  პლიაჟზე იმდენხანს ვიყავით რო შემდეგი 3 დღე ჩაგვმწარდა :) 

და საღამოს წავედით რესტორანში, დავიმხეთ თავზე იქაურობა, მერე საბედნიეროდ კუთხაშვილის მაგიდას ჩხუბი მოუვიდათ ვიღაცეებთან და ნახევარი რესტორანი გამოცარიელდა, ანუ საცეკვაო ადგილზე ხალხის რაოდენობამ იკლო და თავისუფლად შეგვეძლო დავმდგარიყავით იატაკზე და არა ვინმეს ფეხებზე :) მერე ალბათ თქვენც გაიგებდით იმ ტრაგედიას რაც დატრიალდა.... დღემდე მიჭირს იმ აზრთან შეგუება რომ მარუნას აიფონი დაიმტვრა :) :) :) 

17 ში მთელი დღე აიფონს დავსტიროდით ერთად და ცალ–ცალკე, არ ვაკლებდით კურთხევას იმ დამპალ "კარუსელს" რომელმაც ეს სათუთი ნივთი შეიწირა :) ამავე დღეს მქონდა პატივი უამრავი წყალი მეყლაპა კუთხაშვილის დახმარებით, ისე დაუნდობლად მაყვინთავებდა რა დავუშავე ასეთი ვერ ვხვდები :) ზატო მე ბეწვები დავაწიწკნე და გავლანძღე, იმან ჩუსტი მესროლა და ვიღაც ქალს გაარტყა, ძალიან კაარგი :) საღამოს ვირუსებმა გამოგვიარეს და ჯერ ვისეირნეთ, მერე უუუუუგემრიელესი პიცა ვჭამეთ, "კარუსელს" ვაგინებდით ყოველ დანახვაზე, და 12ზე უკვე სახლში ვიყავით... ერთი დიდი პლიუსი რაც ჩვენს ბინას ქონდა იყო აივანი, იქ ყოფნის ნახევარი აივანზე გავატარეთ :) ამ დღეს მეზობლები არ შეგვიწუხებია ისე დავიძინეთ :)

18ში დილას წელი გვწყდებოდა პლიაჟზე ჩასასვლელად მარა მაინც წავეხვეტეთ :) ტალღები იყო, ცოტა ლაითი მარა რომ არა კუთხაშვილი თეო და მარი უეჭველად დაიხრჩობოდნენ :) მე ღრმაში ვიყავი და რო დამიძახეს გვიშველეო მეთქი აქედან იქ გასვლას მაინც ვერ მოვასწრებ და ტყუილად რატომ დავიღალოთქო, ხოდა იმათაც კუთხაშვილს მიმართეს მერე იგივე თხოვნით... დიდი მადლობა გიოზგის :)   

არც ამ დღეს ამცდა ყვინთაობა :( ხო ქრისტი ჩამოვიდა ამ დღეს :) მერე ნიკის აინტერესებდა როგორ გამოიყურებოდნენ მუსულმანი ქალები პლიაჟზე და...  

პროსტა გარშემო ხალხი რატო მიყურებდა დებილივით ვერ მივხვდი :) მერე მაომ დარეკა ხელი მოვაწერეთ მე და რომამო და ხვალ ჩამოვდივართო :)  საღამოს აიფონის პანა7 იყო დანიშნული, ხოდა მოვემზადეთ და გადავიხადეთ :) ქვემოთ არის ვიდეო, მარა ცუდი ხარისხია ცოტა და ხმა წყდება ხანდახან, ამიტომ სრულ ტექსტსაც შემოგთავაზებთ რომელსაც ვკითხულობ :)  დეტალები არ გამოგრჩეთ, შავები გვაცვია, ყვავილები, საკაცე და ა.შ :) სახლში ეგონათ სპექტაკლს ვდგავდით და გარშემო ქვეყნის ხალხი დაგვეხვა და თვალს გვადევნებდა :)  

მაშ ასე, აიFონ 8 გეგაბაიტიანის დატირება :)

 


მშობელი დედა მაკ ეფლი;
გულდათუთქული მეუღლე მარიამ ქიტიაშვილი;
მასზე მეოცნებე მამაშა თეო, იგივე დედაო, იგივე ჭიპლარა ლაფაჩი და მისი ჩინური ნოკლია;

ფრთებშეკვეცილი ბიძაშვილები:
8 და 4 გეგაბაიტიანი აიპოდები;
აიპოდების მეუღლეები ნინო და მარი ჭონიშვილები;
ნიკჩო თოდუა; და მისი ნოკია 5610
ნოკია N76
სამსუნგ U600
უახლოესი ნათესავები და მეგობრები;

ღრმა მწუხარებით ვიუწყებით რომ 16 აგვისტოს შავბნელ ღამეს ყველასათვის მოულოდნელად გარდაიცვალა, ყველას ოცნება და სიამაყე, მუხლჩაუხრელი, მშრომელი, მრავალჭირნახული და მაინც უერთგულესი, უერთადერთესი, უსაყვალესი და უბოძიჩილესი:

აიფონ 8 გეგაბაიტიანი!


პანაშვიდები 18, 19, 20, 21, 22, 23 და 24 აგვისტოს, საღამოს პლიაჟიდან რომ ამოვალთ მერე...

გადასვენება ქალაქ გორში 25 აგვისტოს დღის 3 საათზე აკაკის მარშუტკით...

გამოსათხოვარი:

ოო რა მოულოდნელად ჩამოჰკრა მწუხარების ზარმა მარუნას აიFონი აღარ არისო. მეხის გავარდნას გავდა შენი გარდაცვალების ამბავი... აგერ უკვე 2 დღეა გულდათუთქულები დავცქერით შენს დამსხვრეულ სახესა და თავს და დღემდე არ გვჯერა რომ შენ ჩვენთან ერთად აღარ ხარ, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგვტოვებ და სამუდამოდ მიებარები მშობელ ნაწილების სასაფლაოს. იმის წარმოდგენაზეც კი გვზარავს რომ შენს სათუთ ნაწილებს სხეულიდან მოგაცილებენ და ისე გაყიდიან. არადა როგორ გიხაროდა ქობულეთში წამოსვლა, რა გამალებით რეკდი ბუძილნიკს 15ში დილის 6 საათზე... როგორ გულწასული დაეცი და მოიწყინე როცა დედაომ მეათასედ დაგანარცხა მეტლახზე. ალბათ გულიც გიგრძნობდა რომ სულ რამოდენიმე საათის სიცოცხლეღა გქონდა დარჩენილი... არასოდეს დაგვავიწყდება შენში მოთავსებული 1000 სურათი და რამდენიმე მელოდია, ყოველ ტელეფონის ვიბრაციაზე გაგვახსენდება შენი შესაშური ვიბრაცია... და ის სანუკვარი ზარი კრრრ კრრრრ-ო რომ გალობდა. ყოველთვს გვემახსოვრება შენი მეუღლის აღმოთქმული უკანასკნელი ფრაზა: “აჰა წაიღე ტელეფონი და უკან გაიკეთეო”
ვიცით გემძიმება ჩვენი ფრთებჩამოყრილი ყურება, ამტომ განვაგრძობთ გიჟურ ცხოვრებას... აპატიე მამაშას თუ რამ ტკივილი მოუყენებია შენთვის, შენც ხომ იცოდი რომ შენისთანაზე ოცნებობდა და შურის გამო გახეთქავებდა წინ და უკან...
მართალია როგორც დედაო გვმოძღვრავს ყველაფერი უფალი იეღოვას ნებაა და ჩვენ ამას წინ ვერ აღვუდგებით მარა, მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან გვიჭირს იმ აზრთან შეგუება რომ შენ დაგვტოვე, რომ 25 გვისტოს სამუდამოდ ჩაგასვენებთ შენს საყვრელ ლუი ვიტონის განსასვენებელში და გაგიყენებთ გზას საიდანაც შენისთანები აღარსოდეს ბრუნდებიან...

რას ვიზავთ ეს ყოფილა შენი ბედი, იეღოვასაც კარგები უნდაო თავისთვის ბრძენ ხალხს უთქვამს... გკოცნით დასხვრეულ სხეულზე და გპირდებით რომ შენ მარადჟამს იცხოვრებ ჩვენს მოგონებებში და ჩვენი ტკბილი მოგონებების სადღეგრძელო, ყოველთვის შენი თამადობით დაილევა, მანამ სანამ ჩვენი სხეულები დაამძიმებს დედამიწას :)

 

19–ში ჩამოვიდნენ შრეკი და თავის ძმა :) დილას მაინც მოგვიწია ყვინთაობამ, სამაგიეროდ გიორგი გორში წავიდა და ამოვისუნთქეთ :) საღამოს წავედით რესტორანში,

ბესო და რუსკაც იყვნენ,  რაღათქმა უნდა დავთვერით მაგრად, დავხდით თავზეხელაღებულები :) 

 




როგორც მე ვსვამდი შრეკიც ისე, 

ბოლოს ისე გამოთვრა რო პლიაჟზე რო ჩავედით ძირს დაწოლა და დაძინება ერთი იყო :) სურათს ქვია "შრეკმა დარეკა ვეღარ მოვდივარო"

  

სახლში ძლივს შევედით, გოგოები მაგარი მთვრალები იყვნენ, მე რა მიშავდა :) მარუნა ატყდა პარკში რო სიმინდი იყიდება ის მინდაო, ღამის 3 საათზე :)  ძლივს დაგვაშოშმინეს :)  

ხოოო, ეხლა ყველა დღე რო სათითაოდ მოვყვე ძალიან გამოგრძელდება პოსტი, ამიტომ ჯასთ ფავორიტი სურ10ები :)

დასტური იმისა რომ პლიაჟზეც "გვეძინა" ცოტა ხნით :)  

დასტური იმისა რომ ციცინათელაში ვიყავი :) 

დასტური იმისა რომ შეპირებისამებრ შევედი შიშის ოთახში (გურამ!) მარა არაფრის შემშინებია :(  

ციცინათელადან ძალიან ბევრნი წამოვედით ერთი მანქანით, +ამას ვირუსას მთელი გზა ვუღუტუნებდი და მანქანა 2 ბორბალზე მოყავდა, 3 ავარიას გადავრჩით :) 

22–ში ჩამოვიდა გიიგა :* ჯერ სასწაულად გადავრჩი ტანსაცმლიანი ყვინთაობას, მადლობა მას ვინც დაგინება მოიგონა :) მერე საღამოს წავედით ბ10უმში, გიგას ვალი დამედო 15 ლარი, რამეთუ ჩემი არაორგანიზებულობის გამო აჩის მანქანით ვერ წავედით :) სამაგიეროდ იმ გარეწარმა დიდი ჩუპაჩუპსი წამართვა და შემიჭამა :( გიიიგა მააჭამე რა კანფეტიიი :(

 

15  +2 ლარი ამ ბუშტის საფასური :)   რომელიც აიღო და ვიღაც ნაგლ ბავშვს აჩუქა :(

ზეთს ვაი ჰი მასთ დაი! მოკვდი გარეწარო!    

საბოლოო ჯამში ვალი = (15+2–2)= 15 ლარი :) იჭები წავიდნენ გონიოში დისკოთეკაზე, მე ძალიან დამეზარა და ბ10უმში ვარჩიე დარჩენა ;)

მეორე დღეს ძალიან დამეზარა ზღვაზე ჩასვლა, შრეკი და გიგა მოვიდნენ ჩემთან სახლში, და ჯოკერში წამაგებინეს 20 ბუქნი :( რის გამოც 4 დღე კუნთები მტკიოდაა :(  იხ. ვიძიუ  

მერე ბჟალავა ჩამოვიდა ბ10უმიდან, მეთქი პიჟამოს მაინც გამოვიცვლითქო მარა სანამ წინადადება დავამთავრე პლიაჟზე ვიდექით უკვე :) და ბჟალავა სურათებს გვიღებდა :)

დღის ბოლოს 1 საათით გამოვიდა მზე და ამ შანსის გაშვება არ შეიძლებოდა ხელიდან... მე შრეკის მეშინოდა, იმიტო რო ზღვაზე ჩემს საყვითავებლად ჩამოვიდა მარა დამინდო და ერთხელაც არ ჩამაყვინთა, ზატო გიგასთან არც ხვეწნამ გაჭრა, არც თავის მომკვდარუნებამ, არც ლანძღვა–გინებამ... 3 დღის სამყოფი წყალი ვყლაპე :) ფოტო განწყობისთვის :) რამსიგრძე ფეხები მქონია და არ ვიცოდი :)

  სინამდვილეში ტანი ჩემია, ფეხები გიგასი :) 

სახლში რო მივედი ოთახში დამხვდა ჩვენი სიყრმის მეგობარი თოდუააა!! აეეე, გამიხარდა მაგრად, არ ველოდი... ხოდა რადგანაც რესტორანში წასვლა გაგვემაზა გოგოები გავიდნენ საჭმელად, მე და ვირუსები წავედით ციცინათელაში ბიჭების სანახავად. დასტური იმისა რომ ვნახეთ:)  

იქიდან წამოვედით გონკაობით, რის გამოც აჩის მანქანამ დარეკა ვეღარ მოვდივარო :) გავედით პროფილაქტიკაში, მერე მე დამტოვეს გოგოებთან და ბიჭები წავიდნენ ვირუსასთან, სულ 2 საათიც არ იქნებოდა რაც დავშორდი გოგოებს და რო მივედი გალეწილი მთვრალები დამხვდნენ ხუთივე :) რადგანაც 5 მთვრალ ქალს ჩემმა მტერმა უყურა ფხიზელი თვალით, მომიწია მეც დალევამ, მარა 2 ბაკალმა ჩაკიდულმა ვერ დამათრო :( აქ თოდუა ითხოვს მაგიდები გვერძე მივწიოთ და დენს ფლორი გავაკეთოთო, მე ვარწმუნებ იდეის აფსურდულობაში :)  

მერე ჩავედით დისკოთეკაზე, შრეკი თავისი ჩვეული ამპლუიდან გადაიქცა მეჯიც დენსერად :) უკვე ძალიან გვიანი იყო სახლში რო მივედით, 5 საათზე გიგა გაიპარა ქუთაისში!!!!!! რის გამოც მთელი მეორე დღე ვუმესიჯებდი და შეურაცხყოფას ვაყენებდი როგორც შემეძლო :) 24ში ღამე წავედით პლიაჟზე და კოცონი დავანთეთ, სასისკები და კარტოშკა შევწვით და გამოვთვერით ტრადიციულად :)  

  

მერე შეგვცივდა.. ინ ზის ფიქ, შრეკ ენდ მე არ თბობინგ ზე ტრაკზ :) 

 

რო წამოვედით ზონარი გამეხსნა გზაში და შრეკს შევთავაზე შემიკარი და ჟაკეტს გათხოვებთქო და კაიო :)    

ბოლო დღეს სახლის სხვა ბინადრებთან ერთად წავედით რესტორანში რათა ყველას ენახა რომ არც ისე ცუდი გოგოები ვართ :)   

მე და ჩემმა დამ შევძელით გვეცეკვა გვერძე სუფრასთან მოქეიფე ერთობ სიმპათიურ მოცეკვავე მამრებთან :) და როდის როდის დავიშალეთ... დილით ოთახიდან ფხოჭიალით გამომათრიეს, რამეთუ მეძნელებოდა აღმაშენებლის 444–ე ნომრის მიტოვება და გორში დაბრუნება :) 

ვსიო, სულ ეს იყო, გკოცნით, გეხვევით, აბა ჰე და აბა ჰო :)

 P.S. მიყვარს მე ბევრ სურ10იანი პოსტები, აბა ჯასთ ამდენი ბლადაბლუდი ჩემმა მტერმა წაიკითხა. :) 

Sep 3, 2009

დამცინეთ!

მერჩია, სულ არ შეგხვედროდი,
რადგან მაშინვე
დაიწყო ჩვენი განშორებაც...

ხვალ გაცილებით შორს ვიქნებით ერთმანეთისგან,
ვიდრე დღესა ვართ.
დღესაც ძლივს მესმის შენი სუნთქვა,
ან მეჩვენება
და თავს ვიტყუებ__
ჯერ მესმის მეთქი.

ჩემი გონების პაწაწინა ეკრანზე 
დღემდე აღბეჭდილია ერთადერთი კადრი ფილმისა,
რომელსაც "ჩვენი ცხოვრება" ჰქვია__
ჩემს მხარზე მშვიდად თავმიდებული,
ზიხარ და სუნთქავ__
რაც არასოდეს არ მომხდარა სინამდვილეში,
ვერ მოვიცალეთ საამისოდ,
ჩვენ ხომ უაზროდ
და უსაშველოდ
და ვარსკვლავებზეც უფრო მეტად ვართ მოწყვეტილნი
ერთმანეთს...
მაგრამ კი არ ვცდილობთ,
მხოლოდ ვოცნებობთ,
თავისით როდის ამოივსება
ეს გამთიშავი, გამთოშავი სიცარიელე,
რომელმაც გვშობა რაღაცისთვის
და რომელშიაც
თანდათანობით ვითქვიფებით

რაღაცის გამო.....

 ©???? 

"მიყვარხარ"-იდან"

"მიყვარდი"–მდე მანძილი

მტკივა.

შენი ჩემნაირობა მტკივა,

ყელში გაჩხერილი ბოღმის ბურთი მტკივა,

შენს თავს გეფიცები.

დაძაბულობისგან მხრებიღა მტკივა....


რა სასაცილო სიტყვაა ტკივილი....


ჩემთვის რომ უშენობას ნიშნავს

და შენთვის გამუდმებულ ტეხას წელის .


შიშიც სასაცილო სიტვაა...


მე რომ შენი დაკარგვის მეშინოდა 


და შენ ტარაკნების.

როგორ მეგონა, რომ ერთად ვიქნებოდით....

დამცინეთ!

 © ???????? :( 

Sep 2, 2009

ბავშვობაში მეგონა რომ :)




ვინაიდან და რადგანაც ვასასიმ დამთაგა "იძულებული" ვარ დავწერო პოსტი იმის შესახებ რასაც ბავშვობაში ვფიქრობდი და მეგონა :)

მაშ ასე, 

1) ბავშვობაში მეგონა რომ ჩემი თოჯინები ღამით ცოცხლდებოდნენ, ამიტომ სანამ დავიძინებდი ჩუმად ვულაგებდი ხოლმე ჩემს ძმას ლოგინში რო ჩემთვის არაფერი დაეშავებინათ, რადგანაც მე სუ ვაწამებდი, ხელ–ფეხს ვამტვრევდი, თმას ვაჭრიდი და ა.შ :)

2) ბავშვობაში მეგონა რომ ტყუილებს რო ვამბობდი ენაზე თეთრი წერტილები იმიტომ მიჩნდებოდა, ამიტომ გადაწყვეტილი მქონდა, რომ გავიზრდებოდი ენიდან თეთრი წერტილების გადამფხეკავი ექიმი უნდა გამოვსულიყავი :)

3) ძალიან დიდხანს მეგონა რომ ქართველები ტუჩებში არ კოცნიდნენ ერთმანეთს და ჩვენთან მხოლოდ ლოყაზე ნაზი ამბორი იყო დაშვებული :) :) :))))

4) მეგონა რომ ლოგინის ქვეშ ცხოვრობდა რაღაც საშინელება და აუცილებლად მტაცებდა ფეხებში ხელს და შემითრევდა თუ სასწრაფოდ არ ავწევდი ფეხებს ლოგინზე :) ხოდა ამიტომ შუქს რო ვაქრობდი მინიმუმ 2 მეტრის სიშორიდან ვხტებოდი ლოგინზე :):)

5) უკან–უკან თუ ვივლიდი დედა მომიკვდებოდა :))

6) ტელევიზორში ან კომპიუტერის ეკრანზე გამოსახულებას სხვა მხრიდან თუ შევხედავდი მეორე მხარე გამოჩნდებოდა კადრის :) კისერდაგრძელებული ვუყურებდი ორივეს :)]

7) ვარსკვლავებს თუ დავითვლიდი ხალები და მეჭეჭები გამომივიდოდა, ხოდა ზურგზე მინდოდა რო ხალები მქონოდა და ვითვლიდი ხოლმე გამწარებული :)

8) კევს თუ დიდხანს დავღეჭავდი, ძალიან დიდი ყბები გამიხდებოდა :)

9) ბავშვობაში მეგონა რომ თუ ყურებს დიდხანს ვაპარტყუნებდი ხელით, აუცილებლად ავფრინდებოდი როგორც დამბო დაფრინავს მულწიკში,   

თან სუ სპილოს მეძახდნენ ისედაც, დიდი ცხვირი და ყურები გაქვსო და... :(

 

10) კიდევ მეგონა რომ სიმღერაში "მე შენს ნაკვალევს დავეძებ" ამ ფრაზას უნდა მოჰყოლოდა შემდეგი:  "რამხელა ფეხი გქონია"  ახლაც თუ სადმე ყური მოვკარი ამ სიმღერას სუ მგონია რო ასე უნდა გაგრძელდეს :)))

11) ასაკით დიდი ადამიანი აუცილებლად უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო ვიდრე ასაკით მასზე უმცროსი :)

12) ბავშვობაში მეგონა რო სიგარეტს მარტო კაცები ეწეოდნენ :) :) :)

13) და ბოლოს, ბავშვობაში მეგონა რომ, რო გავიზრდებოდი იმაზე ბევრად ჭკვიანი და წარმატებული "ქალი" ვიქნებოდი ვიდრე ეხლა ვარ :)

p.s მეზობლის ბავშვს მოვატყუე რომ ასვალტის ხაზებზე (დაბზარულივით როა ხოლმე) ფეხს თუ დაადგავდა დედა მოუკვდებოდა, ის კიდე ისე მიეჩვია დღემდე დაბლა იყურება და ისე დადის :) :) :)

ჩემის მხრივ ვთაგავ გურამს, რამეთუ მაინტერესებს მისი ბავშვური ფანტაზიები :) 

p.s.s. დაკარგული იმიტომ ვიყავი რომ "დასასვენებლად" ვიყავი ქობულეთში, მაგაზეც დავწერ მერე :)