well son, A blog is formed when your loneliness and your narcissism fall in love with each other :)
Feb 28, 2009
(მ)თხოვეთ!!!
ნინოს უთხარით რომ ადგეს,
სიზარმაცეს და უჟმურ განწყობას სძლიოს,
აწიოს თავისი ნეტარი უკანალი,
გაემზადოს და წავიდეს იქ სადაც წასასვლელ არს, რამეთუ უკვე 3 საათია და 2 საათის წინ უნდა წასულიყო...
მერე რა რო აქ კარგი ამინდი და მშვიდი გარემოა? იქ კი როგორც შეატყობინეს ცივა, წვიმს, ქარიც ქრის და ერთი სიტყვით საზარეალი ამინდია, გარემოც არასახარბიელო, თუმცა ოჯახური... და რომ მარტო ყოფნაში, თანაც ვიქენდზე, კარგი არარაფერი ყრია...
მითუმეტეს როცა ხვალ მამამისის დაბადების დღეა და ამას "მამას იმედი" აუცილებლად უნდა დაესწროს თუ არ სურს რომ მისი ეს სტატუსი, "ჭონიაანთ ქეთო"-დ გადაკეთდეს ( უკანასკნელის განმარტება იხილეთ ქვემომდებარე პოსტში ებაუთ მი)
თუმცა რა,
მიუხედავად უკვე გაჟღერებული მსგავსი ხასიათის მოწოდებებისა, თქვენი მონა-მორჩილი, მაინც დაჟინებით აკვდება იმ ადგილს სადაც ეხლა იმყოფება და წასვლის გარდაუვალობის გახსენებაც კი ზარავს და უსიამოვნო ჟრუანტელს გვრის ტანში...
(ხანდახან მა20ებს საკუთარი მჭერმეტყველება და საკუთარ თავთან დაუსრულებელი დიალოგ/მონოლოგის უნარი)
ეჰ, წავედი, მზარავს საკუთარი უსუსურობა და "თავსზემოთ რომ ძალა არ მაქვს" ისიც.....
Feb 25, 2009
მე-ნიღბოსანი…
საერთოდ ჩემი მოკრძალებული ჰაზრით დედამიწა ერთი დიდი ბურთია რომელზეც ყველა ვთამაშობთ ჩვენს წილ თამაშს ან თამაშებს...
ვერავინ დამაჯერებს რო ცხოვრებაში ნიღაბი არასოდეს უტარებია და ყოველთვის ყველასთან ის იყო რაც იყო... მე გამოგიტყდებით და ნიღბების მთელი კოლექცია მაქვს...
აი მაგალითად:
მე—"ფეხებზე მკიდია", დიდის წარმატებით გამოიყენება როგორც საზოგადოდ, ასევე ვიწრო წრეებშიც…
მე—მზრუნველი შვილი, მზრუნველი და, მზრუნველი მული, მზრუნველი მეგობარი, მზრუნველი შეყვარებული—გამოიყენება საჭირო დროს, საჭირო ადგილას, დანიშნულებისამებრ…
მე—ყურადღებიანი, გამოიყენება ფრიად იშვიათად, სულ ახალივით გამოიყურება :)
მე—წუწუნა, გამოიყენება მაშინ როცა თავის შეცოდება მჭირდება როგორც სხვებთან ასევე საკუთარ თავთანაც კი, ეს ყველაზე იშვიათად გამოიყენება, “მე—მოსიყვარულე” ნიღბის შემდეგ…
მე—დაუნახავი, ვიყენებ მაშინ როცა ჩემში ბოღმისა და ეგოიზმის ზეიმია :)
მე—იაზვა, გამოსაყენებლად მუდმივ მზადყოფნაშია
მე—გულუბრყვილო, გამოყენებულია ერთადერთხელ 20 წლის განმავლობაში როცა მამაჩემმა ტელეფონი მიყიდა და მე ეს “არ ვიცოდი”, და ბავშვობაში ვიყენებდი ხოლმე, იმიტომ რომ ვიცოდი რო მეთქვა რო ის გადაცმული კაცი, თოვლის პაპა კი არა მამაჩემი იყო, მერე საჩუქრებს აღარ მომიტანდა...
მე—ბედნიერი, გამოიყენება ხალხის თვალის ასახვევად,
მე—ბეჯითი, გამოიყენება ოჯახის წევრების თვალის ასახვევად
მე—ინტელექტუალი, ვიყენებ როცა ჩემს დას ვეჯიბრები
მე—დაღლილი, დიდის წარმატებით გამოიყენება როცა სახლში საქმეა გასაკეთებელი :))
მე—უგულო, გამოიყენება რათა თავი იმედგაცრუებულად არ იგრძნოთ, თქვენს მიერ, ჩემს შესახებ შექმნილი სტერეოტიპის არავალიდურობისდა გამო…
მე—მტირალი, ეს ნიღაბი არ მაქვს, ვერ მოვირგე, ასე რომ ჩემი ცრემლის თითოეული წვეთი ნამდვილია :))
და აღარ გავაგრძელებ მეტს, ისედაც ნიღბების კასკადია, ისედაც თამაშში დავიკარგე, დამალობანას რო თამაშობ და დასასტუკებელ ადგილს ვეღარ იპოვი, ისე ვარ...
რამდენჯერ მომისმენია, მოხარშულს გიცნობო, ჩემს შესახებ სხვებისაგან... (არა ჯერ რატო გიჩნდებათ ჩემი მოხარშულ მდგომარეობაში ნახვის სურვილი?!) მინდა გითხრათ რომ… ჩემი ფეხები!!! არავინ არ მიცნობთ, მიახლოებითაც არავინ არ იცის როგორია მე-უნიღბოთ!!!
გგონიათ მე ვიცი როგორია? ააარა, არც მე ვიცი, სარკეში არ ჩამიხედავს ნიღბის გარეშე… თუმცა განსხვავებას მაინც ვამჩნევ...
ვერც წარმოიდგენთ მეს-უნიღბოდ რამდენი რამ შეუძლია...
მეცოდები დედამიწავ, ერთი უბადრუკი ცირკის არენა ხარ, შენ კიდევ თავი სამყაროს ბირთვი და ყოვლისშემძლე გგონია!
p.s ჯანდაბას ჭაობის ლაფი და სიმყრალე,
ავყევი ცხოვრების გრიგალს და ქარაშოტს
უკვე ყველაფერი მკიდია ფეხებზე,
ყველა როლს ვირგებ და ყველა როლს ვთამაშობ...
არ მჯერა მადლის და ქვის და მისთანების
სიყალბის სასახლეს მივადგი ხარაჩო,
ვთამაშობ ბედნიერს, ვთამაშობ უბედურს,
ხან ჯანმრთელს და ხანაც ავადმყოფს ვთამაშობ.
ვთამაშობ ზესულელს უკვე მერამდენედ,
ყველა შეგონებას ვაცხადებ ბათილად,
მოთხოვნა არ არის ბაზარზე - ჭკვიანის,
თორემ ვითამაშებ ჭკვიანსაც ადვილად...
ვთამაშობ კეთილს და ვთამაშობ ბოროტს და
(ოცნებას არ ვაძლევ უფლებას - დამახრჩოს)
ვთამაშობ რაინდს და ვთამაშობ მშიშარას,
ვთამაშობ ღარიბს და მდიდარსაც ვთამაშობ!
ვიცი რაც მომელის ბოლო გასტროლებზე,
ამიტომ სცენაზე არ ვიწვევ პარტნიორს,
ხანდახან რომ მინდა სუფრასთან მიმიშვან,
გულზე მჯიღისცემით ვთამაშობ პატრიოტს...
მობრძანდით! ბილეთებს უფასოდ ვარიგებ,
კართან გადამხევი ქალებიც არ დგანან...
ჩემია პიესაც, დადგმაც და როლებიც
სუფლიორებად მყავს ღმერთი და სატანა!
შეგხვდი და სპეკტაკლი დამთავრდა მაშინვე,
დავხურავ ფარდებს და რამპებსაც ჩავაქრობ,
შენი სიყვარული ვეღარ ვითამაშე
და ახლა უშენოდ სიცოცხლეს ვთამაშობ...
Feb 19, 2009
Feb 16, 2009
ამოვიდა ყელშიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!!!!!!!!!
აი ვეეეერ ვიტან, მეზიზღება, გული მერევა რო ვუყურებ, ყოველ შეხედვაზე ბილწად მოვიხსენიებ მაგის შემთითხვნელებს, მეზიზღებიან!!!
ამოვიდა ყელში!!! მე–3 წელია ყოველ ზამთარს ნერვების ფასად მიჯდება მაგისი არსებობა!!!
შენ კიდე რით ვერ ისწავლე, 15 წამს დააცდი და მერე კნოპკას დაატკაცუნებ და მეტი არაფერი უნდაო... მე კიდე უკვე 3 საათია ვზივარ და ვაცდი და ვატკაცუნებ, ვაცდი და ვატკაცუნებ, ვაცდი და ვატკაცუნებ.......
აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ააააარ ინთება ეს დედანაქაჩი არა არა და არაააააა!!!!!!!
მარტო იმიტო მეზიზღება ორშაბათი რო ვიცი სახლში რო მოვალ აუცილებლად გამორთული დამხვდება, და მერე მთელი რიტუალი უნდა ვატარო, ხვეწნით, ტკაუნით, გინებით, წიხლების რტყმითა და ნერვების შლით!!!!!!
ეს დამპალი კიდე მაინც არ ინთება, კუბოსავით არი მიკიდული კედელზე და ჩუსტვა არ აქვს ჩემს ყველანაირ მცდელობაზე...
არადა რა უნდა, რას ვთხოვ ასეთს, აინთე რა შე დედააფეთქებულო, აინთე რააა :(
ძაან კაი რო შეიღუნა წიხლი რო მივარტყი!!!!'
მერე რა რომ მგონი ფეხი მოვიტეხე, მერე რა?! ხო შეიღუნა, ხო იგრძნო რო ნერვებს მიშლის რო არ ინთება?!
მე კიდე ასეთი უმწეო და მიუსაფარი, ვზივარ ამ გაყინულ სახლში და პირიდან ბოლი გამომდის... გაბრაზებისგან თუ სიცივისაგან ვერ ვხვდები!!!!
აი რატო რთავენ მაინც ვერ ვხვდები...
ჩემი ძვირფასი ძმა და რძალი, ადამიანები რომლებისთვისაც სიტყვა ეკონომია არაფერს ნიშნავს, მეათასე ხარისხოვანია, ნულია!!!! აი პრინციპულად არ ტოვებენ ჩართულს, არადა სულ რაგაც 12 საათიც არ უნდა იყოს ჩართული "ტყუილად" სულ რაღაც 720 წუთი...
აააარაააააააა, დაე ნინომ ნერვები ითხაროს, მაინც არ დავტოვებთ ჩართულს და ჩაწეულს!!!!!!
მერე რააა რო ჩემი ლეპტოპი ჩართული დამხვდა რო მოვედი, მერე რა რო ტელევიზორიც ჩართული იყო, მერე რააა რო შუქიც ენთო ვანაში, მერე რააა რო პლიტას მთელი ღამე ტოვებენ ჩართულს ოთახში როცა ისედაც მაგრა ცხელა სახლში?! აააარააა, ეკონომია უნდა გაწიონ მარტო ამ საკითხში!!!!!
ამოვიდა ყელში!!!! ერთ დღესაც იქნება სუ დაჭეჭყილსა და მონგრეულს დავახვედრებ და მერე რითიც უნდათ იმით გაითბონ გაყინული გვერდები!!!!
დავიჯერო იმდენს დაწვავს რაც მე მერე ნერვების დაწყნარება მიჯდება?!
მარტო იმიტომ რომ შაბათ–კვირას სახლში არასოდეს ვატარებ, ხოარ შეიძლება ერთბაშად ამომშხამდეს ყველაფერი არააა?!!!
მაინც ვერ ავანთეეე :( ვერ ავანთე, ვეეეეერ ავანთეეეეე!!!!! :(
თან რას გავს, რამეს მაინც გავდეს!!!
FFუუუუუუუუუუუუუუუუუუFFF!!!!!!!!!!!!!!!
:ზიზღ: :ზიზღ: :ზიზღ:
Feb 14, 2009
It Hurts.....
მარა არაფერი გამოდის,
მიუხედავად იმისა რო უკვე მთელი დღის მარაგი გამოვიბღავლე,
მაინც არ...
მაინც ვერ......
ზუსტად არ მახსოვს, აგვისტოს ბოლო იყო თუ სექტემბრის დასაწყისი, მე-8 კლასში ვიყავი, ვენეციაში კონცერტი ტარდებოდა, სადაც ორგანიზაციები და “Fეშენ” ოჯახები სპეციალურად იყვნენ მიწვეულები, ნუ მეც ვიყავი, იმიტომ რომ დედაჩემს წასვლა დაეზარა და მისი მოსაწვევით მამამ მე წამიყვანა თავის თანამშრომლებთან ერთად... ხოდა მთელი ქალაქის “ნაღები საზოგადოება” იქ იყო შეკრებილი, როგორ მახსოვს, თამუნა ამონაშვილმა სათამაშო მზე რო მაჩუქა, მაშინ თამუნა ყველაზე ძერსკი Fეშენმაზერი იყო გურჯისტანში, ხოდა ჭკუაზე არ ვიყავი...
მთელს რესტორანში, დაახლოებით 250 კაცში ორადორი ბავშვი ვიყავით... იისე გამიხარდა რო დავინახე ვერ წარმოიდგენთ, რაღაცნაირად ვიგრძენი თავი, თითქოს მანმადე სულ მარტო ვიყავი...
საერთოდ გვიან მიყვარდება ადამიანები... არასოდეს ყოფილა რომ ურთიერთობის დასაწყისში ვინმეს მიმართ სიყვარული მეგრძნოს, (ჯასთ, ადამიანურ სიყვარულს ვგულისხმობ) თუ რაღაც გარკვეული დრო არ გავიდა და კარგად არ გავიცანი ან გამოვცადე, არ მიყვარდება... მაშინ ყველაფერი სხვანაირად მოხდა... დავინახე და მივხვდი რო მიყვარდა, მიყვარდა როგორც ადამიანი, რომელიც სითბოს და სიყვარულს ასხივებდა თვალებიდან, როცა იღიმოდა გულში სითბო მეღვრებოდა... ისე წამოვედით იქიდან დაკონტაქტება არ მოხერხდა,…სახელითაც არ დავინტერესებულვარ... კარგა ხნის მანძილზე თვალიც არ მომიკრავს, თუმცა ის ფაქტი სულ მახსენებდა თავს, ერთი შეხედვით რომ უდიდესი სითბოთი განმაწყო მის მიმართ... მსგავსი რამ აღარასოდეს მომსვლია, ის ერთადერთი იყო...
ხელი მქონდა მოტეხილი და ცეკვის რეპეტიციებს ვაცდენდი 3 კვირა, მერე ისე გავიარე, ბავშვების სანახავად, ხოდა ზუსტად იმ დღეს მოვიდა ჩვენთან ცეკვაზე... კიდევ ერთხელ გავოცდი, იმიტომ რომ წამოსვლისას კიდევ უფრო მეტი სითბოთი და სიყვარულით ვიყავი მის მიმართ განწყობილი...
მერე ძალიან კარგად აეწყო ყველაფერი, უკეთესად გავიცანით, შთაბეჭდილება არ შემცვლია, პირიქით...
ნუ მერე ფეხი მოვიტეხე და ვეღარ დავდიოდი რეპეტიციებზე, მარა სულ ტელეფონზე ვეკიდეთ მე და ჩემი უახლოესი დაქალი... მიყვებოდა რაღაც ხდებაო, რაღაც ძაან ყურადღებიანია ჩემს მიმართო, ხელებს მითბობს ხოლმეო… (მარტი იყო)...
ძალიან მალე ჩემს დაქალს უყვარდა... მე ყოველთვის მჯეროდა რო იმასაც უყვარდა მარა რაღაცას ვერ წყვიტავდა...
ეს პერიოდი ძალიან კარგად მახსოვს, გოგოები ერთთავად დეპრესიულ განწყობას ვინარჩუნებდით... ოთახი მუდმივად ჩაბნელებული, ფარდები ჩამოშვებული, ფრიად გულისამაჩუყებელი ლექსების კორიანტელი და უამრავი ლიმონი... მახსოვს როგორ უჭირდა ამ პერიოდში, ხანდახან არც მეჯერა რო ასე ძალიან უყვარდა... რამდენჯერ სახლში მისულს ჩაძინებული დამხვედრია თვალზე ცრემლით... წერილს ვუტოვებდით ხოლმე გოგოები, “ვიყავით, გეძინა, ყველაფერი კარგად იქნება, გაკოცე”
მალე გავიდა ძალიან ეგ დრო, სულ 1-2 თვე გასტანა, ხოდა ყველას ერთნაირად გვიხაროდა მაგათი შეყვარებულების სტატუსით ხილვა...
სიტყვა “შეყვარებულები” რაღაც ძალიან ბანალურ ასოციაციებს იწვევს ჩემში, მარა ეს სულ სხვა შემთხვევა იყო...
7 წელი გამოვიარეთ ერთად, ამ შვიდი წლის მანძილზე რა აღარ გადაგვხდა, რას აღარ ვეძახდით ერთმანეთს, რას აღარ ვუკეთებდით... ქუცა, ჩიჩილაკო, გოჭო, ვაჟა, ჭონიი, რას აღარ მეძახდა
5 წლის თავზე გავიგე რომ მეჯვარე მე უნდა ვყოფილიყავი... მეორე მეჯვარის ვინაობაც გამიმხილეს საიდუმლოდ... აი ძალიან მიხაროდა, (მანამდეც კი ვგრძნობდი რო მეჯვარე უნდა ვყოფილიყავი მარა...) უბედნიერესი ვიყავი, ყოველთვის იმას ვამბობდი რო მაგათი ქორწილი უუუუუულამაზესი იქნებოდა, ჯერ იმიტო რო წყვილი ულამაზესი იყო, მთელი სამეგობრო ვცეკვავთ, არც სიმღერაა პრობლემა, აი ყველაფერი დეტალებში მქონდა წარმოდგენილი...
inbox--> text message
10.02.2008
from: M.I.S.H.O
chona, gijo, mejvaree. ar momilocaav? ojaxshi var.. Iana :)
ნუუუუ ამას მოყვა ერთ საათიანი წივილ-კივილი ”არ მჯერა, მატყუებთ, სიძე მალაპარაკე, თქვე გაფუჭებულებო და და ა.შ” ჩემის მხრიდან...
ხოდა ყველანი ბედნიერები ვიყავით, უგონოდ ბედნიერები, ამხელა სამეგობროში იმხელა სიხარული და სიყვარული ტრიალებდა ვერც წარმოიდგენთ..
საერთოდ ყველაზე საშინელი წელი 2008 იყო ჩემთვის და ყველასათვის ჩემს გარშემო, მარტო ამათი ბედნიერება იყო გამონაკლისი და შეიძლება ითქვას ფარავდა კიდეც ყველა იმ უბედურებას რაც ამ წელს მოხდა...
მერე იყო რეზერვი გოგოები მთელი ძალებით ვცდილობდით დაქალისათვის 18 დღიანი “უქმარობა” შეგვემსუბუქებინა, სად არ დავდიოდით და რას არ ვაკეთებდით...
მერე რუსეთში წავიდნენ 2 თვით... ყველა დეტალი ვიცოდით იქ რა ხდებოდა და პირიქით...
ოქტომბრის დასაწყისში ჩემს ტელეფონზე უცხო ზარი შემოდის, “ვაჟა” ვარ და რატო მირეკავდიო-მსაყვედურობს ნაცნობი ხმა, ვერც წარმოვიდგენდი რომ მაგათი ნათქვამი “მალე ჩამოვალთ” 2 დღე იქნებოდა... ძალიან გამეხარდა, კინაღამ გავგიჟდი იმდენად მოულოდნელი იყო...
ისევ ძველებურად გაგრძელდა ჩვენი ერთად ყოფნა, ყოველი დღე წინას ჯობდა, იმდენ რამეს ვგეგმავდით ერთად, იმდენ რამეს გეგმავდნენ ცოლ-ქმარი...
“-ახალ წელს არ გამაგონოთ ბაბუშკას მარტო ვერ დავტოვებთ!! წინასწარ მოაგვარეთ ეგ საქმე და 31-ში ღამე სადმე შევხვდეთ ერთად!” სიტყვით გამოვედი მე დეკემბრის დასაწყისში...
თუმცა ამას მოყვა შე ჩიჩილაკო, წყნარად იყავი, ჩემს სახლში ნუ ბლატაობ, მეჯვარეობის სტატუსს გართმევ და ა.შ.
მერე ჩახუტება, კოცნა, კბენა, ღუტუნი, თმების ქაჩვა და ჩმეტა და ასე უსასრულოდ...
31-მდე ჩვენი სახლის დამთავრება ბოლომდე ესწრებაო, მერე მარტო გადავალთ, ჩვენით შევარჩევთ და გავაკეთებთ ყველა დეტალსო ამბობდა, მეც მთელი გუილთ მიხაროდა და ვბალეშიკობდი...
ბოლოს რო ვიყავით მაგათთან, ჯოკერს თამაშობდნენ ბიჭები ''ცოლების გაშვებაზე '' მერე იქიდან მაისას მანქანა “გავიტაცეთ” ძალიან ბედნიერები ვიყავით, ახალი წელი მოდიოდა, ის უფრო გვიხაროდა რო 2008 მიდიოდა ვიდრე ის რომ 2009 მოდიოდა... ასე თუ ისე ბედნიერები ვიყავით, ერთად ვიყავით და ძალიან ბევრი სიახლისთვის ვემზადებოდით...
27 დეკემბერი, შაბათი, დილის 10 საათი და 17 წუთი:
ზარი ჩემს ტელეფონზე.
ნახევრად მძინარემ ვუპასუხე...
მარტო 2 სიტყვა გავარჩიე...
მიშო მოკლეს...
შემდეგი 5 წუთი რა მელაპარაკა არ მახსოვს...
დაგირეკავთქო--გავუთიშე
აზრზე ვერ მოვდიოდი, პირველი რაც იყო გული შემეკუმშა და ჰაერი აღარ მეყო...
ტელეფონს დავხედე, 2 მისდ ქოლი მქონდა თეოსგან...
ცივი წყლით ვიბანავე, აზრზე მაინც ვერ მოვდიოდი...
1 საათში არაყიშვილის კუთხეში ვიდექით და სახლში ასასვლელად ძალებს ვაგროვებდით საკუთარ სხეულებში...
ბიჭები ვეღარ ვიცანი, ადამიანებს არ გავდნენ...
ჯერ არ მოუსვენებიათ, ჯერ პროზექტურაში ყავთო...
არ მეჯერა რო მართლა ხდებოდა...
რა უნდა მოხდეს რო მე ოდესმე იანას სახე და ხმა გამიქრეს გონებიდან ოთახში რო შევედი...
ეს არ იყო ადამიანის არც ხმა და არც გამოხედვა, არც ის ტკივილი იყო ადამიანური რაც სახეზე ეწერა...
მერე აღარ მახსოვს...
მახსოვს ის რომ პროზექტურაში ის ტანსაცმელი წაიღეს ქორწილისთვის რო ჰქონდა ნაყიდი...
მახსოვს ქარელის 1 სიტყვა, მოასვენესო...
მახსოვს მუხლებკოკვეთილი იანა...
ჯერ ისევ თბილი მიშო მახსოვს, საფეთქლებთან დიდი ნაკერებით...
მერე ყველა წუთი დღე და საათი ერთნაირი იყო,
დიდი, ცრემლიანი თვალებით და ყელში გაჩხერილი უდიდესი ბურთით, დახრჩობამდე რო მივყავდით და წყალსაც არ უშვებდა კუჭში...
ვინ? რატომ? რისი გულისთვის?
სამი კითხვა რომელზე პასუხიც დღემდე გაურკვეველია, და რომელზე სავარაუდო პასუხის გაცემაც ყველას გვიჭირს...
იმიტომ რომ ჩვენში ერთადერთი იყო ვისაც 20 წლის მანძილზე ცუდიც კი არ უთქვამს არავიზე, არავიზე ბრაზი და ბოღმა არ დებია გულში და არავისთან არ ქონია დაძაბული ურთიერთობა...
მახსოვს ყველას რამხელა ტკივილი ეწერა თვალებში...
მახსოვს როგორ “დაპატარავდა” დათო ძია, სანამ მეუფემ წესის აგებაზე თანხმობა განაცხადა...
როგორ მთელი სხეულით შეხტა იანა როცა პატრიარქის დანაბარები გადასცა მეუფემ...
მახსოვს მე-9 დღეს, 3 იანვარს როგორ ვისხედით მეგობრები, დახრილი თავებით, ყელში გაჩხერილი ბოღმის ბურთებით და საჭმლის მაგივრად საკუთარ ტუჩებსა და ნერვებს ვჭამდით...
არ მჯერა, თვეზე მეტი გავიდა და მაინც არ მჯერა...
როგორ გვაკლია, როგორ გვენატრება, როგორ გვტკივა...
ძალიან ძალიან მიჭირს იმასთან შეგუება რო ადამიანი , რომელიც გიყვარდა, პატივს ცემდი, ემეგობრებოდი, ელაპარაკებოდი, ბევრი კარგი და ბევრი ცუდი გქონდათ გადატანილი ერთად, უცებ, თვალის დახამხამებაში აღარ არის...
როგორ შემეზიზღა თებერვალი...
3-ში ორმოცი მოუწია
10-ში ქორწინების ერთი წლისთავი...
დღეს კი...............
დღეს კი დაბადების დღეს გილოცავ მიშო...........
ყოველთვის უდიდეს სიყვარულად და უდიდეს ტკივილად დარჩები ჩემს გულში....
ძალიან მიყვარხარ..................................
13.02.2008
Feb 12, 2009
მე და შენი მომავალი ცოლი.....
ხანდახან ეჭვი მეპარება,
ვიყავი თუ არა შენს ცხოვრებაში ყველაზე უარესი,
არადა შენი მომავალი ცოლი
საუკეთესოს მოგცემს თავისას…
კარგად დააკვირდი:
მას თითზე ბეჭედი ზუსტად ისე დაუმრგვალდება
როგორც
მე თავზე შარავანდედი…
და პირველ ღამეს,
ღილები ზუსტად ისე დაწყდება,
როგორც
ჩემი გული...
ეს ერთპარკუჭნახევრიანი ყუმბარა
ისე იჩხვლიტება,
როგორც
შენი მომავალი ცოლის ნაქსოვი შალის წინდები…
ეს იმიტომ რომ მივეჩვიე ნიკოტინს
ვწოვ მას ისე ელეგანტურად
როგორც
შენი მომავალი ცოლის დაჩენილი ბავშვები ძუძუს…
მას ისე დასრისავ,
როგორც
ოდესღაც ჩემი კარის წინ დაგებულ ტილოს
და მოჩვარდება...
ცოტა ხანში შენს კართან მოახლოვებას
დაელოდება შენი ცოლი,
საწოლში მოკუმშული…
და შენი გასაღების ჩხარუნზე
მიხვდება
თუ როგორ მიწყო გულმა რეჩხი
როცა პირველად მითხარი მიყვარხარო…
ხანდახან ეჭვი მეპარება
ვიყავი თუ არა შენს ცხოვრებაში ყველაზე უარესი
არადა შენი მომავალი ცოლი
საუკეთესოს მოგცემს თავისას
ცხოვრება გაგრძელდება:
ის ყოველდღე გამოგიცხობს ნამცხვარს
ფაფუკსა და ტკბილს
ისეთს, როგორი ძილის გამოცხობაც მე ვიცი,
ყოველთვის კარგად გაახამებს თეთრეულს
და შენ გაგახსენდება ჩემი სახის მიტკალი…
მერე ნელ-ნელა დაგიწყებს კითხვას
"როდის მოხვალო"
ზუსტად ისე
როგორც
ჩემი საკითხავი ყოფნა-არყოფნა…
ოჯახში კი ისე იტრიალებს
როგორც
ჩემს გარშემო ყველაფერი…
ბიუჯეტის დაყოფასაც ისე მოურიდებლად დაუოსტატდება
როგორც
მე გისვამდი უღრუბლო ცის ქვეშ
ინტიმურ შეკითხვებს…
თუ ასეა, მაშინ მე ეჭვი შემეპარება
ვიყავი თუ არა შენს ცხოვრებაში ყველაზე უარესი,
თანდათან კი შენი ცოლი დაგიწყებს დაყვედრებას,
თუ როგორ მოგცა მან ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო….
.....................................................................
იმიტომ არა,
რომ ისინი გაჩუმდნენ სირცხვილით, როცა შენ იყვირე.
და არც იმიტომ, რომ
მათი სხეულები მთელი ღამით გერგო.
იმიტომ არა, რომ აფრინდნენ პეპლები მათი კაბებიდან
და მხარზე დამასხდნენ,
მათი სვიტრების ფანტელებმა კი
ჩემს ეზოში დაიწყეს ბარდნა...
პირიქით,
მე მათ ჩამოვრჩები,
იცი,
ლოცვაში,
ერთგულებაში მოვიკოჭლებ,
მოწყვეტილ ღილს ვეღარ ვაკერებ თავის ადგილზე,..
არც იმიტომ, რომ
ისინი ზუსტად მოდიოდნენ დათქმულ დროზე,
მე კი ხუთ წუთს
თავპირისმტვრევით ვაგვიანებდი
მაღალ ქუსლებზე,
მათ სულაც არ უჭირდათ ტანგო,
მე კი დაბლებზეც სულ ფეხები მიბრუნდებოდა.
მაგიტომ არა,
მაგიტომ არა,
მაგიტომ არა.
შენ გქონდა დაახლოებით 10 წელი მიზეზების გამოსაცნობად.
......................................................................................................................................................................
Feb 10, 2009
About Me....
გავაანალიზე რა, რომ ხალხისათვის ჩვეულებრივი დახასიათების თხოვნის შემთხვევაში ხელთ შემრჩებოდა ბანალური ფრაზების ბრახა-ბრუხი, გადავწყვიტე მათთვის მეთხოვა მარტო 2 სიტყვით დავეხასიათებინე... რას ვეთანხმები, რას არა, რამ გამაოცა და რამ არა, რას ველოდი და რას არ ველოდი ამას ჩემთვის შემოვინახავ ნუ მთლად გულდაწყვეტილები რომ არ დამრჩეთ საშუალებას მოგცემთ ჩემს მიერ ზოგიერთ ფრაზაზე დაკომენტირებულით გარკვეული დასკვნები გააკეთოთ
მაშ ასე,
დედა—ჭკვიანი ბოღმა (დიდი სურვილი კი ჰქონდა რომ ამ ყველაფერთან ერთად მსუქანიც ეწოდებინა ჩემთვის მაგრამ გაითვალისწინა რა ჩემი ბოაღმა ხასიათი,- თავი შეიკავა... არაუშავს დედი, მე მაინც მიყვარხარ )
მამა—ჭონიაანთ ქეთო აქ საჭიროდ ვთვლი რომ ორიოდე სიტყვა გითხრათ პაპიდაჩემი ქეთოს შესახებ ეს იყო ქალი სწერვა, ქალი გველი, ქალი ბოღმის ბუკეტი, რომელიც ერთგვარ სალანძღავ სიტყვად შემორჩა ჩვენს გვარს ხოდა ადვილად შესაძლებელია რომ მამამ ჩემს გამოხედვაში ამოიკითხა “აი სად დაგერხა მამი” და დაუყოვნებლივ შეცვალა თავის ორსიტყვიანი დახასიათება “მამას იმედი-თ”... თუმცა ჩემს მეხსიერებას მაინც შემორჩა მისი პირველი რეაქცია...
ბიძაჩემმა ლუიმ გამომიცხადა რომ “გაბურძგნული ჩოკინა” ვარ…. (მამას პასუხით გამოწვეულმა აზრმა კიდევ ერთხელ გაიელვა ჩემს თავში )
მამიდა #1 (მაია) ჩემი ყაჩაღანა გოგო
მამიდა #2 (ელზა) ყაჩაღანა გოგო (არის ამ დებს შორის რაღაც მსგავსება აშკარად) თუმცა ელზა ამით არ დაკმაყოფილებულა, მის თვალში კიდევ მოვიაზრები როგორც “ნატო ვაჩნაძე” “მშვენიერი ქალი” “ჩემი გიჟქალა” და დაჟე “ყვერებიანი გოგო”ც კი
გურამ ვანიშვილი—მარტოსული შერეკილი, (ცოტა ხნის შემდეგ მის აღქმაში მარტოსული ცვალებადმა შეცვალა )
გელასათვის უცვლელად “ბურდის გველად” ვრჩრები
გიო კარანაძესათვის შეუცვლელად “ჩემი პაწაწუნა” ვრჩები (ასაკით ვარ პატარა მასთან შედარებით და იმიტო! )
იკამ (წერტილა)--- გენაცვალე შეენო (გული ამიჩუყდა კინაღამ)
პატარა კუთხა—მკაცრი და მომთხოვნი დეიდა
თოდუა—მძინარე ზღარბი (სრული ტექსტი: “2 სიტყვიით ნ? აუ არც კი ვიციი რაა დამაბნიეე.... მოიცაა...როგორი ხარ იციიი???? ერთი შემოხედვით ძაან წყნარი და მოწყენილი ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებ, მაგრამ ახლოს რომ გაგიცნობენ ყველა ხვდება რა გადარებული ხარ და თუ არ შეგაწუხეს შენთვის გდიხარ არავის აწუხებ, მე დაგახასიათებდი როგოორც::::: მძინარე ზღარბი....როგორია???”—მაგარია ნიი, მაგარიი :* )
პუწია—ბაღლინჯო, აქლემი, მახინჯი, დამპალი (აქ ერთი რჩევა: არასოდეს გამოლანძღოთ საუკეთესო ძმაკაცი ისე რო მან მსგავსი დახასიათება მოგცეთ.... აღარ გაგლანძღავ ხოლმე პუწი )
დესპოტა—მახინჯი თავგასიებული (ესეც პუწიასთან ერთად მივალანძღე )
ბექა კოშორიძე—ძალიან საყვარელი, განსაკუთრებით როცა ვბრაზობ და ვეჩხუბები
ძმას ფეხებზე კიდია,
დამ თავი შეიკავა, (ერთი კი ამოიგმინა კაი არაფერიო)
რძალი აგერ უკვე ერთი თვეა ფიქრობს...
ასევე აღმოვაჩინე რომ ვარ ექვსგზის უსაყვარლესი, რვაგზის გიჟი, სამგზის თავგასიებული, ექვსგზის მეგობრული, ხუთგზის მხიარული, შვიდგზის ჭკვიანი, ხუთგზის ლამაზი, სამგზის არანორმალური, სამგზის გადარეული, ორგზის მსუქანი!!!!! სამგზის ლოთი!!!! ხუთგზის ხუჭუჭა, ხიფათიანი, დემბილი, უცნაური, ჩვენიანი, ნოვატორი, სანგვინიკი, პირდაპირი, პროტესტანტი ბავშვი, გარეწარი, ნაძირალა...
კიდევ რაღათქმა უნდა ელენესაც ვკითხე აზრი ჩემს შესახებ, რასაკვირველია ველოდი რო რამე საგიჟეთს მეტყოდა, როგორც ჩვევია ხოლმე მარააა, მის მიერ დატოვილმა ნოუთმა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, ხოდა უცვლელად შემოგთავაზებთ მის ნაშრომს :
ყველა მიწერს რას ფიქრობს ჩემზე ბლა ბლა ბლა!
საერთოდ მიკვირს რო გაინტერესებს და ამ კითხვის მაგვარ წინადადებას რაღაც სართულებიანი და გაუსაძლისი გინება არ მოყვება რაიმე ასეთ სტილში
“ თქვენი აზრი გაითხარეთ ტრაკში, ვაფშე ვინ ჩემი ფეხები ბრძანდებით, რა პონტში მახვევთ თავზე თქვენს სირულ და ფსევდო, ზეინტელექტუალურ აზრებს. რიტორიკული შეკითხვა რა არის თქვენ ხომ აზრზე არ ხართ. ალბათ რამდენიმე დღე ფიქრობდით როგორმე მაღალფარდოვანი სიტყვები მოგეძებნათ თქვენს სისულელეებისგან გამოშტერებულ თავში და როგორმე ჩემთვის გესიამოვნებინათ ან პირიქით დიდი დიდი დიდი დიიიიიიიიიიიიიიდიიიიიიიიიიი ხნის განმავლობაში გულში დაგროვილი ბოღმა ამოგენთხიათ და როგორმე ისეთი რამე მაინც გეთქვათ რაც დამაფიქრებდა და “კაკ მინიმუმ” ჩემ სიმართლეში ეჭვს მაინც შემატანინებდა და ერთი თვალით მაინც გადამახედინებდა. ვერ მოგართვით, რას იზამთ. არ მჭირდება თქვენი სირული და სიაფანდური აზრები. რით ვერ გაიგეთ ვინ ვარ ამდენი ხანი. . . . . . . . . . “
ბევრი რამის დაწერა შემიძლია მაგრამ მეზარება, შეიძლება ამის მსგავს რამეებს არც ფიქრბ, ან ფიქრობ, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა, მთავარის გაკეთება მავიწყდება მე მგონი. . .
გიცნობ როგორც ნინო ჭონიშვილს . . .
მოდი ჯერ გარეგნობით დავიწყებ კაი. . . .
დიდ თავა, გაბურძგნული, მაღალი, რამდენიმე ზედმეტი მიშენების ჩამონგრევის შემთხვევაში ( დაახლოებით 8 კილო ) მაგარი ნაშად გახდომის პერსპექტივით. პატარა ფეხებით . . .
მერე გადავიდეთ შიგნით
აი მიჭირს აღიარება. . . ტვინიანი, შენი დაშვებული ტრაკი ვატირე, რაღა ექნათ დედაშენს და მამაშენს მეტი, ჩაგიტენეს მაგ თავში ყველაფერი რასაც ვაფშე გენეტიკა ქაჩავს. მარა არა, ეზარება, ახლაც 3 საათია უკვე დღის და გდიხარ და გორაობ. ეზარება გოგოს მუშაობის დაწყება, ოოოოოო რა ქნას ვერ გაიღვიძებს და რეჟიმში ვერ ჩადგება. ბე ბე ბე . . . მოკლედ ამაზე მერე ვილაპარაკოთ ახლა მეზარება. . . ხოდა მაინც რაღაცას გეტყვი: ტრაკი გააანძრიე თორე შენი ნაგულისხმევი ბრწყინვალე კარიერა გვერძე ჩაგივლის.. კაი.
აუუუუუუუუუუ რა მყრალი ხარ იცცცცცცცცცცცცცცცცცცცცცცცციიიიიიიიიიიიიიიიიიიიი.
ძალიაააააანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ.
საერთოდ ერთი წვეთი ოპტიმიზმი არ გაოხრია,შეჩემააა რა უნდა მაგას ხანდახან იოცნებე რა ან თუ შენ არ აპირებ მე ასე ერთი ხელის მოსმით ნუ მინგრევ. კაი ხო კაია რეალობას მაჩვენებ მარა ნუ ხარ ასეთი ულმობელიიიი :) გამტყეპე გიჟო…
უბრალოდ ვზივარ და ვფიქრობ რატომ უნდა გეზიზღებოდეს ხოლმე შენი უახლოესი ადამიანები კვირის სხვადასხვა დღესსს . . .
მარა რას ვიზამთ შენ ხარ!!!!!! აღარ მინდა, მეტი ლაპარაკი გეტყვი ერთი სიტყვით, (ან რამდენიმე და ბოლოს ერთ სიტყვას დასკვნის სახით მოგახლი).
ალბათ ასეა ყველა ვარიანტში მე ასე მგონია
ყველა ჩვენ, შენს გარშემო აზრზე არ ვართ რატო გელაპარაკებით საერთოდ და რატო გიტანთ?! უბრალოდ იმიტომ . . . უბრალოდ ყველანაირი ქვეტექსტისა და ანგარების გარეშე. აეეეეეეეე ახლა მოხვედი და რას აკეთებო მკითხე რამ გამოგა**********ვაააააააოოოოოოოოოოოოოო აეეეეეეეეეეეეეეეეეეე.
ჩვენ საკუთარი ნებით გავყავით თავი ამ ყულფშიი. მარა იცი რააა ასეთი მყრალი და საზიზღარი მირჩევნიხარ ყველა დანარჩენ მეგობარს რომლებიც მეყოლება და ან მყავს და მყავდა, რომლებიც რაღაც მომენტში თვალებში ნაცარს მაყიან და დღე და ოცდაოთხისაათი არ მაგინებენ შენსავით. შეიძლება მათ შენზე მეტად ვუყვარდე ან რა ვიცი ერთი მარა. . . ეს მინდოდა მეთქვა რა. არ ვითხოვ შენგან არაფერს რა (რაც არ გინდა არ მომცემ, მარა რასაც მაძლევ გულით. ნეტა რაზე გემართება ხოლმე. იმედია მიხვდები რო მატერიალურს არაფრს ვგულისხმობ). რაც ხარ, იმაზე უფრო აშკარად ჩანს ვიდრე შეიძლება ისურვო, მარა მე მაწყობს რა. ჩემი ნებით ვარ შენს გვერდით და არ ვწუწუნებ. მოკლედ. . . .…
GRINCH
You are mean one Mr. GRINCH
sinserly yours: ლენა! P.S. მე მგონი ორი სიტყვით უნდა მეთქვა. “დედალო GRINCH”
Feb 4, 2009
“უმწეო და მიუსაფარი ვარ” პოსტი
იმდღეს ერთმა ადამიანმა მითხრა, უეჭველი მაგარი ძლიერი გონიხართ გარშემომყოფებს მარა მე მივხვდი რო ესე არ არისო... ვერ გეტყვით რაზე შემატყო, იმიტომ რომ პირადად არ ვიცნობ და არც განსაკუთრებულად გულახდილი საუბრები მქონია მასთან ოდესმე, მარა ჰა, ფაქტია რო ბიჭს ეჭვი შეეპარა ჩემს სიძლიერეში...
საერთოდ ამ ბოლოს იმაზე მეტს ვფიქრობ ხალხის ჩემდამი შეხედულებებზე ვიდრე 20 წლის მანძილზე ერთად მიფიქრია, რაზე დამემართა ვერ გეტყვით, იმიტომ რომ თავადაც აზრზე არ ვარ, მარა მეფიქრება და რა ვქნა...
რას ვამბობდი, დამაფიქრა და დამაეჭვა ჩემს სიძლიერეშითქო, ხოდა ბევრი ისეთი რამ აღმოვაჩინე რაც არ მქონდა აქამდე შემჩნეული...
მეე, ნინო ჭონიშვილს, გარშემომყოფთა ნათქვამს თუ დავუჯერებთ, “საკმაოდ გამბედავს, ამტანსა და ძლიერს,” მეშინია! თან არც ისე ცოტა რამის მეშინია, და იმაზე მეტისაც ვიდრე აქამდე...
მეშინია გაურკვეველი, არასტაბილური სიტუაციების მომავალში.
მეშინია რომ ყველაფერი ისე არ იქნება როგორც ვგეგმავდი.
მეშინია რომ იმ იმედებს ვერ გავამართლებ რასაც ჩემზე ამყარებდნენ.
მეშინია რომ ერთ დღეს გავიღვიძებ და უდარდელად ვეღარ დავიძინებ იმ საღამოს…
მეშინია ჩემი ახლობლების კეთილდღეობა ეჭვქვეშ არ დადგეს ერთ დღეს.
მეშინია რომ ერთ დღეს მარტო გავიღვიძებ და გვერდით დასაყრდნობი არავინ მეყოლება,
მეშინია დედიკო არ დამიბერდეს,
მამაჩემის ჯანმრთელობის გაუარესების მეშინია,
იარაღის მეშინია... გუშინ ვფიქრობდი და მივხვდი რო ძალიან მეშინია, არადა 2 თვის წინ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი რო აუცილებლად მექნებოდა უახლოეს მომავალში (ინტრიგანებს დაგიკონკრეტებთ რომ განსაკუთრებული მიზეზი არ მქონია, უბრალოდ მიყვარდა და მინდოდა) ხოდა ეხლა გაფიქრებაც არ მინდა, რო დავინახო შეიძლება გული წამივიდეს, შეხებაზე, შეძენასა და ტარებაზე ზედმეტია ლაპარაკი...
ტარაკნების ისევ ძველებურად მეშინია,
სიბნელის მეშინია ადრინდელზე მეტად...
მარტო ცხოვრება აღარ მინდა, მარტო ყოფნის მეშინია...
მძიმე სიტუაციებში მარტო დარჩენის მეშინია...
იმედგაცრუებების მეშინია...
სერიოზული ურთიერთობების მეშინია, მეშინია რომ ვიღაც გულს მატკენს, ან მე ვატკენ და არ მაპატიებს...
მეშინია რო ერთი სულიერის საქციელს, ერთ დღეს სერიოზულად დავუფიქრდები და მერე რო ამომასხავს იმის მეშინია ...
სერიოზული ცვლილებები რო მიყვარდა ხოლმე, ეხლა მეშინია.
გზაზე გადასვლის ძველებურად მეშინია, ისევ თვალდახუჭული გადავდივარ “თქვენ, თქვენ, ყველაფერი თქვენ”-ს ძახილით ... :)
მეშინია რომ ერთხელაც იქნება ან ნაღველა გამისკდება ან საკვერცხე და თავს ვერასოდეს ვაპატიებ რომ თავის დროზე არ მივხედე (ამ კვირაში აუცილებლად წავალ ექიმთან)
ნემსისაც ძველებურად მეშინია...
მეგობრების დაკარგვის მეშინია...
იმის მეშინია რომ ზოგიერთის ცხოვრებაში პირველიდან მეორე საფეხურზე გადავინაცვლებ...
მეშინია რომ ხელიდან დამისხლტება ის რაც ძალიან ძვირფასია ჩემთვის...
ომის მეშინია... მიუხედავად იმისა რომ აგვისტოში არ შემშინებია, ეხლა მეშინია...
იმის მეშინია რომ ერთხელაც იქნება ამომასხავს და ბევრს პირში მივახლი რასაც მაგათზე ვფიქრობ...
უჟასების ძველებურად მეშინია...
საწოლის ქვეშ რო რაღაცაა, იმისიც ძველებურად მეშინია...
უბანში, ჭადართან ძველებურად გავრბივარ, მიუხედავად იმისა რა მაცვია ფეხზე, მეშინია და იმიტომ...
მეშინია რო აღსარების ჩაუბარებლად მოვკვდები...
ფეხდაცურებული იმედების მეშინია...
ტყუილუბრალო მოლოდინის მეშინია...
მეშინია რომ არ გამივლის, გავლის გაუვლელობისა მეშინია...
მოტოციკლეტების მეშინია—არადა 100%ით ვიყავი დარწმუნებული რო ადრე თუ გვიან მეყოლებოდა... იკას ავარიის შემდეგ, გახსენებაზეც მაჟრიალებს…
მანქანის ტარების მეშინია, როდის და რატომ შემომეპარა ეს შიში ვერ ვიხსენებ.
მშობიარობის მეშინია ადრინდელზე მეტად... :)
ჯადოებისაც ძველებურად მეშინია...
სიმაღლისაც ძველებურად მეშინია... :(
ბურუსის და ბნელი ადგილებისაც მეშინია ადრინდელზე მეტად...
ცუდი სიზმრებისაც უფრო მეტად მეშინია ვიდრე ადრე, იმიტო რომ ამ ბოლოს უფრო გამიმრავლდა კოშმარები ... :(
სიცივის მეშინია, ყინვის...:(
ფუტკრების, კრაზანების და მსგავსების მეშინია დღესაც :(
სტიქიური უბედურებებისაც მეშინია...:(
ღამურების მეშინია მას შემდეგ რაც გავიგე თმა რომ იზიდავთ :(
დიდი ქანდაკებების მეშინია...:(
სიჩქარის ადრინდელზე მეტად მეშინია...
კიბეებზე ასვლისა და ჩასვლისაც მეშინია ამ ბოლოს ცოტათი,:)
წყალში მცხოვრები რაღაც საზიზღრობების მეშინია, მგონია რო ცურვისას შემეხებიან და ბრრრრრრრ... :(
მარტო რო ვარ და რაღაცას ვაკეთებ, უკან გახედვის მეშინია, მგონია ვიღაც/რაღაც დგას ხოლმე... :)
ტელეფონი რო რეკავს დილაობით-მეშინია, უკვე ერთი თვეა ასეა,
მესიჯი რო მოდის მეშინია,
სახლის ტელეფონი რო რეკავს მაშინაც მეშინია,
ახლობლების ზარების მეშინია, სანამ არ გავიგებ რომ ყველაფერი კარგადაა... :(
ვსიო, ჩემს ხელთ არსებული შიშთა ჩამონათვალი ასეთია,
დავააფდეითებ ხოლმე…
ახალი რამის თუ შემეშინდება...
ხოდა ისა,
შიში შეიქმს სიყვარულსაო...
გეგონოს......