Feb 14, 2009

It Hurts.....

მაქსიმალურად ვეცადე რო ხელის კანკალის გარეშე, მაქსიმალურად ნაკლები ემოციითა და ტკივილით დამეწერა პოსტი... 
მარა არაფერი გამოდის, 
მიუხედავად იმისა რო უკვე მთელი დღის მარაგი გამოვიბღავლე, 
მაინც არ... 
მაინც ვერ......


ზუსტად არ მახსოვს, აგვისტოს ბოლო იყო თუ სექტემბრის დასაწყისი, მე-8 კლასში ვიყავი, ვენეციაში კონცერტი ტარდებოდა, სადაც ორგანიზაციები და “Fეშენ” ოჯახები სპეციალურად იყვნენ მიწვეულები, ნუ მეც ვიყავი, იმიტომ რომ დედაჩემს წასვლა დაეზარა და მისი მოსაწვევით მამამ მე წამიყვანა თავის თანამშრომლებთან ერთად... ხოდა მთელი ქალაქის “ნაღები საზოგადოება” იქ იყო შეკრებილი, როგორ მახსოვს, თამუნა ამონაშვილმა სათამაშო მზე რო მაჩუქა, მაშინ თამუნა ყველაზე ძერსკი Fეშენმაზერი იყო გურჯისტანში, ხოდა ჭკუაზე არ ვიყავი...  

მთელს რესტორანში, დაახლოებით 250 კაცში ორადორი ბავშვი ვიყავით... იისე გამიხარდა რო დავინახე ვერ წარმოიდგენთ, რაღაცნაირად ვიგრძენი თავი, თითქოს მანმადე სულ მარტო ვიყავი... 

ოჯახთან ერთად იყო, ყველაზე საპატიო ადგილას ისხდნენ. თავიდან აზრზე არ ვიყავი ვინ იყო, მერე მამაჩემი მამამისს მიესალმა, მამამისი ვიცანი... 

საერთოდ გვიან მიყვარდება ადამიანები... არასოდეს ყოფილა რომ ურთიერთობის დასაწყისში ვინმეს მიმართ სიყვარული მეგრძნოს, (ჯასთ, ადამიანურ სიყვარულს ვგულისხმობ) თუ რაღაც გარკვეული დრო არ გავიდა და კარგად არ გავიცანი ან გამოვცადე, არ მიყვარდება... მაშინ ყველაფერი სხვანაირად მოხდა... დავინახე და მივხვდი რო მიყვარდა, მიყვარდა როგორც ადამიანი, რომელიც სითბოს და სიყვარულს ასხივებდა თვალებიდან, როცა იღიმოდა გულში სითბო მეღვრებოდა... ისე წამოვედით იქიდან დაკონტაქტება არ მოხერხდა,…სახელითაც არ დავინტერესებულვარ... კარგა ხნის მანძილზე თვალიც არ მომიკრავს, თუმცა ის ფაქტი სულ მახსენებდა თავს, ერთი შეხედვით რომ უდიდესი სითბოთი განმაწყო მის მიმართ... მსგავსი რამ აღარასოდეს მომსვლია, ის ერთადერთი იყო...

ხელი მქონდა მოტეხილი და ცეკვის რეპეტიციებს ვაცდენდი 3 კვირა, მერე ისე გავიარე, ბავშვების სანახავად, ხოდა ზუსტად იმ დღეს მოვიდა ჩვენთან ცეკვაზე... კიდევ ერთხელ გავოცდი, იმიტომ რომ წამოსვლისას კიდევ უფრო მეტი სითბოთი და სიყვარულით ვიყავი მის მიმართ განწყობილი... 


მერე ძალიან კარგად აეწყო ყველაფერი, უკეთესად გავიცანით, შთაბეჭდილება არ შემცვლია, პირიქით...


ნუ მერე ფეხი მოვიტეხე და ვეღარ დავდიოდი რეპეტიციებზე, მარა სულ ტელეფონზე ვეკიდეთ მე და ჩემი უახლოესი დაქალი... მიყვებოდა რაღაც ხდებაო, რაღაც ძაან ყურადღებიანია ჩემს მიმართო, ხელებს მითბობს ხოლმეო… (მარტი იყო)...  


ძალიან მალე ჩემს დაქალს უყვარდა... მე ყოველთვის მჯეროდა რო იმასაც უყვარდა მარა რაღაცას ვერ წყვიტავდა...


ეს პერიოდი ძალიან კარგად მახსოვს, გოგოები ერთთავად დეპრესიულ განწყობას ვინარჩუნებდით... ოთახი მუდმივად ჩაბნელებული, ფარდები ჩამოშვებული, ფრიად გულისამაჩუყებელი ლექსების კორიანტელი და უამრავი ლიმონი... მახსოვს როგორ უჭირდა ამ პერიოდში, ხანდახან არც მეჯერა რო ასე ძალიან უყვარდა... რამდენჯერ სახლში მისულს ჩაძინებული დამხვედრია თვალზე ცრემლით... წერილს ვუტოვებდით ხოლმე გოგოები, “ვიყავით, გეძინა, ყველაფერი კარგად იქნება, გაკოცე” 


მალე გავიდა ძალიან ეგ დრო, სულ 1-2 თვე გასტანა, ხოდა ყველას ერთნაირად გვიხაროდა მაგათი შეყვარებულების სტატუსით ხილვა... 


სიტყვა “შეყვარებულები” რაღაც ძალიან ბანალურ ასოციაციებს იწვევს ჩემში, მარა ეს სულ სხვა შემთხვევა იყო...


7წელი იყვნენ შეყვარებულები, შეყვარებულები რომლებსაც ერთი წამით არ მობეზრებიათ ერთმანეთი, ერთი წამით არ განელებიათ სიყვარული, შეყვარებულები რომლებიც წერილებს წერდნენ ერთმანეთს... რომლებიც მუდმივი ჭორისა და ბოღმის ობიექტები იყვნენ და ერთი წვეთი არ ქონია ამას გავლენა მათ სიყვარულზე... ნუ არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის, რაც არ უნდა ვთქვა მაინც ვერ გადმოვცემ იმ ურთიერთობის ნაწილსაც კი რასაც მათი შეყვარებულობა ერქვა... ბედნიერი ვიყავი რო ვიცნობდი და მათ ამხელა სიყვარულს ყველაზე ახლოდან ვაკვირდებოდი...

7 წელი გამოვიარეთ ერთად, ამ შვიდი წლის მანძილზე რა აღარ გადაგვხდა, რას აღარ ვეძახდით ერთმანეთს, რას აღარ ვუკეთებდით... ქუცა, ჩიჩილაკო, გოჭო, ვაჟა, ჭონიი, რას აღარ მეძახდა 

5 წლის თავზე გავიგე რომ მეჯვარე მე უნდა ვყოფილიყავი... მეორე მეჯვარის ვინაობაც გამიმხილეს საიდუმლოდ... აი ძალიან მიხაროდა, (მანამდეც კი ვგრძნობდი რო მეჯვარე უნდა ვყოფილიყავი მარა...) უბედნიერესი ვიყავი, ყოველთვის იმას ვამბობდი რო მაგათი ქორწილი უუუუუულამაზესი იქნებოდა, ჯერ იმიტო რო წყვილი ულამაზესი იყო, მთელი სამეგობრო ვცეკვავთ, არც სიმღერაა პრობლემა, აი ყველაფერი დეტალებში მქონდა წარმოდგენილი...


2006 წლიდან მოყოლებული, 2 წელი შეუსვენებლად ვუბურღავდი ტვინს ორივეს რომ ქორწილის დროა, რო აუცილებლად უნდა მოასწრონ ქორწინება მანამ სანამ ჩემი ზომა ტანსაცმელი ჯერ კიდევ გამოდის, რომ უკვე ყელში ამომივიდა მაგათი ქრონიკულში გადასული შეყვარებულობა... ზუსტად ორი წლის შემდეგ და ზუსტად ერთი წლის წინ, მიზანს მივაღწიე...

inbox--> text message

10.02.2008

from: M.I.S.H.O

chona, gijo, mejvaree. ar momilocaav? ojaxshi var.. Iana :)

ნუუუუ ამას მოყვა ერთ საათიანი წივილ-კივილი ”არ მჯერა, მატყუებთ, სიძე მალაპარაკე, თქვე გაფუჭებულებო და და ა.შ” ჩემის მხრიდან...


ხოდა ყველანი ბედნიერები ვიყავით, უგონოდ ბედნიერები, ამხელა სამეგობროში იმხელა სიხარული და სიყვარული ტრიალებდა ვერც წარმოიდგენთ.. 


რამდენს ვიცინოდით ერთმანეთზე, “გასაღების” ამბავზე, როგორ მეჩხუბა დაბ.დღის მილოცვა რო დამავიწყდა, რამდენს ბრაზობდა (უშედეგოდ) მაშინ როცა მაგისი საძინებელი ყველაზე უფრო კომფორტული აღმოჩნდა ჩვენი ბირჟაობისათვის... იმდენ რამეს ვგეგმავდით...

საერთოდ ყველაზე საშინელი წელი 2008 იყო ჩემთვის და ყველასათვის ჩემს გარშემო, მარტო ამათი ბედნიერება იყო გამონაკლისი და შეიძლება ითქვას ფარავდა კიდეც ყველა იმ უბედურებას რაც ამ წელს მოხდა... 

მერე იყო რეზერვი  გოგოები მთელი ძალებით ვცდილობდით დაქალისათვის 18 დღიანი “უქმარობა” შეგვემსუბუქებინა, სად არ დავდიოდით და რას არ ვაკეთებდით... 

მერე რუსეთში წავიდნენ 2 თვით... ყველა დეტალი ვიცოდით იქ რა ხდებოდა და პირიქით... 

ოქტომბრის დასაწყისში ჩემს ტელეფონზე უცხო ზარი შემოდის, “ვაჟა” ვარ და რატო მირეკავდიო-მსაყვედურობს ნაცნობი ხმა, ვერც წარმოვიდგენდი რომ მაგათი ნათქვამი “მალე ჩამოვალთ” 2 დღე იქნებოდა... ძალიან გამეხარდა, კინაღამ გავგიჟდი იმდენად მოულოდნელი იყო...

ისევ ძველებურად გაგრძელდა ჩვენი ერთად ყოფნა, ყოველი დღე წინას ჯობდა, იმდენ რამეს ვგეგმავდით ერთად, იმდენ რამეს გეგმავდნენ ცოლ-ქმარი... 

“-ახალ წელს არ გამაგონოთ ბაბუშკას მარტო ვერ დავტოვებთ!! წინასწარ მოაგვარეთ ეგ საქმე და 31-ში ღამე სადმე შევხვდეთ ერთად!” სიტყვით გამოვედი მე დეკემბრის დასაწყისში... 
თუმცა ამას მოყვა შე ჩიჩილაკო, წყნარად იყავი, ჩემს სახლში ნუ ბლატაობ, მეჯვარეობის სტატუსს გართმევ და ა.შ. 
მერე ჩახუტება, კოცნა, კბენა, ღუტუნი, თმების ქაჩვა და ჩმეტა და ასე უსასრულოდ...

31-მდე ჩვენი სახლის დამთავრება ბოლომდე ესწრებაო, მერე მარტო გადავალთ, ჩვენით შევარჩევთ და გავაკეთებთ ყველა დეტალსო ამბობდა, მეც მთელი გუილთ მიხაროდა და ვბალეშიკობდი... 

ბოლოს რო ვიყავით მაგათთან, ჯოკერს თამაშობდნენ ბიჭები ''ცოლების გაშვებაზე '' მერე იქიდან მაისას მანქანა “გავიტაცეთ” ძალიან ბედნიერები ვიყავით, ახალი წელი მოდიოდა, ის უფრო გვიხაროდა რო 2008 მიდიოდა ვიდრე ის რომ 2009 მოდიოდა... ასე თუ ისე ბედნიერები ვიყავით, ერთად ვიყავით და ძალიან ბევრი სიახლისთვის ვემზადებოდით...


27 დეკემბერი, შაბათი, დილის 10 საათი და 17 წუთი: 

ზარი ჩემს ტელეფონზე.

თოდუა?! 

ნახევრად მძინარემ ვუპასუხე...

ვერაფერი გავიგე, ღრიალებდა...
მარტო 2 სიტყვა გავარჩიე...
მიშო მოკლეს...
შემდეგი 5 წუთი რა მელაპარაკა არ მახსოვს... 
დაგირეკავთქო--გავუთიშე
აზრზე ვერ მოვდიოდი, პირველი რაც იყო გული შემეკუმშა და ჰაერი აღარ მეყო...
ტელეფონს დავხედე, 2 მისდ ქოლი მქონდა თეოსგან...
 

ცივი წყლით ვიბანავე, აზრზე მაინც ვერ მოვდიოდი... 
1 საათში არაყიშვილის კუთხეში ვიდექით და სახლში ასასვლელად ძალებს ვაგროვებდით საკუთარ სხეულებში... 
ბიჭები ვეღარ ვიცანი, ადამიანებს არ გავდნენ... 
ჯერ არ მოუსვენებიათ, ჯერ პროზექტურაში ყავთო...
არ მეჯერა რო მართლა ხდებოდა...
რა უნდა მოხდეს რო მე ოდესმე იანას სახე და ხმა გამიქრეს გონებიდან ოთახში რო შევედი... 
ეს არ იყო ადამიანის არც ხმა და არც გამოხედვა, არც ის ტკივილი იყო ადამიანური რაც სახეზე ეწერა... 
მერე აღარ მახსოვს...
მახსოვს ის რომ პროზექტურაში ის ტანსაცმელი წაიღეს ქორწილისთვის რო ჰქონდა ნაყიდი...
მახსოვს ქარელის 1 სიტყვა, მოასვენესო...
მახსოვს მუხლებკოკვეთილი იანა...
ჯერ ისევ თბილი მიშო მახსოვს, საფეთქლებთან დიდი ნაკერებით... 

მერე ყველა წუთი დღე და საათი ერთნაირი იყო, 
დიდი, ცრემლიანი თვალებით და ყელში გაჩხერილი უდიდესი ბურთით, დახრჩობამდე რო მივყავდით და წყალსაც არ უშვებდა კუჭში...

ვინ? რატომ? რისი გულისთვის?
სამი კითხვა რომელზე პასუხიც დღემდე გაურკვეველია, და რომელზე სავარაუდო პასუხის გაცემაც ყველას გვიჭირს...

იმიტომ რომ ჩვენში ერთადერთი იყო ვისაც 20 წლის მანძილზე ცუდიც კი არ უთქვამს არავიზე, არავიზე ბრაზი და ბოღმა არ დებია გულში და არავისთან არ ქონია დაძაბული ურთიერთობა...


მახსოვს როგორ ველაპარაკებოდით თვალებით ერთმანეთს, და ისე ვიშლებოდით ზოგჯერ გამარჯობაც არ გვქონდა ნათქვამი ერთმანეთისთვის... 
მახსოვს ყველას რამხელა ტკივილი ეწერა თვალებში...
მახსოვს როგორ “დაპატარავდა” დათო ძია, სანამ მეუფემ წესის აგებაზე თანხმობა განაცხადა... 
როგორ მთელი სხეულით შეხტა იანა როცა პატრიარქის დანაბარები გადასცა მეუფემ...
მახსოვს მე-9 დღეს, 3 იანვარს როგორ ვისხედით მეგობრები, დახრილი თავებით, ყელში გაჩხერილი ბოღმის ბურთებით და საჭმლის მაგივრად საკუთარ ტუჩებსა და ნერვებს ვჭამდით... 

არ მჯერა, თვეზე მეტი გავიდა და მაინც არ მჯერა... 

როგორ გვაკლია, როგორ გვენატრება, როგორ გვტკივა...


ყველაზე მეტად მენანება, აი უსაშველოდ მენანება, მიწისთვის მენანება, დასავიწყებლად მენანება... ასე ადრე რო წავიდა, რო ვერაფერი დატოვა, რო ვერაფერი მოასწრო, როცა ყველაზე მეტად ახლა უნდოდა და ახლა სჭირდებოდა სიცოცხლე, როცა უბედნიერესი იყო, ზუსტად მაგ დროს, ზუსტად ბედნიერების პიკში ყოფნისას... რატო დაექცა ასე ერთ წამში ამხელა ბედნიერება თავზე ყველას?! 

ძალიან ძალიან მიჭირს იმასთან შეგუება რო ადამიანი , რომელიც გიყვარდა, პატივს ცემდი, ემეგობრებოდი, ელაპარაკებოდი, ბევრი კარგი და ბევრი ცუდი გქონდათ გადატანილი ერთად, უცებ, თვალის დახამხამებაში აღარ არის...

როგორ შემეზიზღა თებერვალი...

3-ში ორმოცი მოუწია

10-ში ქორწინების ერთი წლისთავი...


ხვალ სავარაუდოდ ქორწილი უნდა გქონოდათ... (სიყვარულის დღე შაბათს დაემთხვა)

დღეს კი...............
დღეს კი დაბადების დღეს გილოცავ მიშო...........

ყოველთვის  უდიდეს სიყვარულად და უდიდეს ტკივილად დარჩები ჩემს გულში....


ძალიან მიყვარხარ.................................. 

13.02.2008

1 comment:

Anonymous said...

:( :( vaime ra sasinelebaaa aradaa Tavidan ise iyo dawyilii mec ki mixaroda maTi bedniereba :( Zalian vwuxvar RmerTma naTelSi amyofos misi suli