Feb 25, 2009

მე-ნიღბოსანი…




საერთოდ ჩემი მოკრძალებული ჰაზრით დედამიწა ერთი დიდი ბურთია რომელზეც ყველა ვთამაშობთ ჩვენს წილ თამაშს ან თამაშებს...
ვერავინ დამაჯერებს რო ცხოვრებაში ნიღაბი არასოდეს უტარებია და ყოველთვის ყველასთან ის იყო რაც იყო... მე გამოგიტყდებით და ნიღბების მთელი კოლექცია მაქვს...

აი მაგალითად:

მე-მხიარული, ეს ნიღაბი იმდენად კარგად მაქვს მორგებული, ხანგრძლივი ხმარებისაგან გაცვდა და გამოსაცვლელია…
მე—"ფეხებზე მკიდია", დიდის წარმატებით გამოიყენება როგორც საზოგადოდ, ასევე ვიწრო წრეებშიც…
მე—მზრუნველი შვილი, მზრუნველი და, მზრუნველი მული, მზრუნველი მეგობარი, მზრუნველი შეყვარებული—გამოიყენება საჭირო დროს, საჭირო ადგილას, დანიშნულებისამებრ…
მე—ყურადღებიანი, გამოიყენება ფრიად იშვიათად, სულ ახალივით გამოიყურება :) 
მე—წუწუნა, გამოიყენება მაშინ როცა თავის შეცოდება მჭირდება როგორც სხვებთან ასევე საკუთარ თავთანაც კი, ეს ყველაზე იშვიათად გამოიყენება, “მე—მოსიყვარულე” ნიღბის შემდეგ…
მე—დაუნახავი, ვიყენებ მაშინ როცა ჩემში ბოღმისა და ეგოიზმის ზეიმია :) 
მე—იაზვა, გამოსაყენებლად მუდმივ მზადყოფნაშია
მე—გულუბრყვილო, გამოყენებულია ერთადერთხელ 20 წლის განმავლობაში როცა მამაჩემმა ტელეფონი მიყიდა და მე ეს “არ ვიცოდი”, და ბავშვობაში ვიყენებდი ხოლმე, იმიტომ რომ ვიცოდი რო მეთქვა რო ის გადაცმული კაცი, თოვლის პაპა კი არა მამაჩემი იყო, მერე საჩუქრებს აღარ მომიტანდა...
მე—ბედნიერი, გამოიყენება ხალხის თვალის ასახვევად,
მე—ბეჯითი, გამოიყენება ოჯახის წევრების თვალის ასახვევად
მე—ინტელექტუალი, ვიყენებ როცა ჩემს დას ვეჯიბრები
მე—დაღლილი, დიდის წარმატებით გამოიყენება როცა სახლში საქმეა გასაკეთებელი :))
მე—უგულო, გამოიყენება რათა თავი იმედგაცრუებულად არ იგრძნოთ, თქვენს მიერ, ჩემს შესახებ შექმნილი სტერეოტიპის არავალიდურობისდა გამო…
მე—მტირალი, ეს ნიღაბი არ მაქვს, ვერ მოვირგე, ასე რომ ჩემი ცრემლის თითოეული წვეთი ნამდვილია :)) 


და აღარ გავაგრძელებ მეტს, ისედაც ნიღბების კასკადია, ისედაც თამაშში დავიკარგე, დამალობანას რო თამაშობ და დასასტუკებელ ადგილს ვეღარ იპოვი, ისე ვარ...


რამდენჯერ მომისმენია, მოხარშულს გიცნობო, ჩემს შესახებ სხვებისაგან... (არა ჯერ რატო გიჩნდებათ ჩემი მოხარშულ მდგომარეობაში ნახვის სურვილი?!) მინდა გითხრათ რომ… ჩემი ფეხები!!! არავინ არ მიცნობთ, მიახლოებითაც არავინ არ იცის როგორია მე-უნიღბოთ!!!

გგონიათ მე ვიცი როგორია? ააარა, არც მე ვიცი, სარკეში არ ჩამიხედავს ნიღბის გარეშე… თუმცა განსხვავებას მაინც ვამჩნევ...


ვერც წარმოიდგენთ მეს-უნიღბოდ რამდენი რამ შეუძლია...

მეცოდები დედამიწავ, ერთი უბადრუკი ცირკის არენა ხარ, შენ კიდევ თავი სამყაროს ბირთვი და ყოვლისშემძლე გგონია! 

p.s ჯანდაბას ჭაობის ლაფი და სიმყრალე,
ავყევი ცხოვრების გრიგალს და ქარაშოტს
უკვე ყველაფერი მკიდია ფეხებზე,
ყველა როლს ვირგებ და ყველა როლს ვთამაშობ...
არ მჯერა მადლის და ქვის და მისთანების
სიყალბის სასახლეს მივადგი ხარაჩო,
ვთამაშობ ბედნიერს, ვთამაშობ უბედურს,
ხან ჯანმრთელს და ხანაც ავადმყოფს ვთამაშობ.
ვთამაშობ ზესულელს უკვე მერამდენედ,
ყველა შეგონებას ვაცხადებ ბათილად,
მოთხოვნა არ არის ბაზარზე - ჭკვიანის,
თორემ ვითამაშებ ჭკვიანსაც ადვილად...
ვთამაშობ კეთილს და ვთამაშობ ბოროტს და
(ოცნებას არ ვაძლევ უფლებას - დამახრჩოს)
ვთამაშობ რაინდს და ვთამაშობ მშიშარას,
ვთამაშობ ღარიბს და მდიდარსაც ვთამაშობ!
ვიცი რაც მომელის ბოლო გასტროლებზე,
ამიტომ სცენაზე არ ვიწვევ პარტნიორს,
ხანდახან რომ მინდა სუფრასთან მიმიშვან,
გულზე მჯიღისცემით ვთამაშობ პატრიოტს...
მობრძანდით! ბილეთებს უფასოდ ვარიგებ,
კართან გადამხევი ქალებიც არ დგანან...
ჩემია პიესაც, დადგმაც და როლებიც
სუფლიორებად მყავს ღმერთი და სატანა!
შეგხვდი და სპეკტაკლი დამთავრდა მაშინვე,
დავხურავ ფარდებს და რამპებსაც ჩავაქრობ,
შენი სიყვარული ვეღარ ვითამაშე
და ახლა უშენოდ სიცოცხლეს ვთამაშობ...

5 comments:

Anonymous said...

ძაან დამწყდა გული, რომ ეს ბლოგი მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე )))
ნიღბების სია მომეწონა )))
ხო, და კიდევ ის რომ არ ამტკიცებ მე ნიღბებს არ ვატრებო ))) ყველა გულმოდგინედ ამტკიცებს, რას ამბობ, რა ნიღაბიო და რა როლებიო

მე ხომ მაინც ვერ მომატყუებენ :)

Kate said...

ბრავო....
ძალიან კარგი პოსტია...

ხო, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არის ცხოვრებისეული მომენტები, როდესაც ვატარებთ ნიღბებს...

Toma said...

ყველა ატარებს ნიღაბს და ყველა რარაც როლს თამაშობს. ის ვინც ამტკიცებს რომ ასე არაა 1. ვერ ხვდება რაზეა ლაპარაკი, ან 2. გულწრფელობის და უცვედოლობის ნიღაბს ხმარობს

Kate said...

აჰა მართალი ხარ.

Unknown said...

Merkur Gold Strike Safety Razor - FEBCASINO
Merkur's Gold Strike Safety Razor, herzamanindir.com/ Merkur Platinum Edge Plated https://febcasino.com/review/merit-casino/ Finish, 출장마사지 German, deccasino Gold-Plated, titanium ring Satin Chrome Finish. Merkur has a more aggressive looking,