Jun 7, 2009

მე შენთან რა მოსატანი ვარ....



მე ვერ მოვკვდები....

სულ შემთხვევით, ჩემმა სიკვდილმა
ხასიათი არ გაგიფუჭოს....
შენ ხომ ბევრად სათუთი სული გაჩუქეს
მე კი.. 
მე შენთან რა მოსატანი ვარ...
სიტყვა "ჩვენ" ისე დამიქუცმაცე
მე და შენც კი ვერ გამოვედით-
უფრო შენ და სხვა...
რატომ?
ამ კითხვას მეც დაგისვამდი,
რომ არ მიყვარდე...
მიწის ტალღები ზღვაზე მძიმეა...
სამაგიეროს გამოგონებას რა უნდა?!
ვერ გადახდა კი მიჭირს მოთმენად..
სასაცილო ვარ..
რატომ?
გეტყოდი, რომ არ...
ვერ, ვერ მოვკვდები
სიკვდილთან მე რა მოსატანი ვარ...
ღიმილს თუ მოგგვრის
ჩემს ხელისგულზე
ჩემივე დანით გადაჭრილი გზების სიმხდალე...

გაღიმებამდე მაკლია მხოლოდ ვერ გაღიმება...

ახლაც ვატარებ კისერში ჩამალულ შენს კოცნას ისე-

როგორც თილისმას...
ის კი ვერ ხვდება...
შენც ვეღარ ხვდები..
მზე კი თავხედი მიჩენს ლექსებად.
იცი კინაღამ შენი სახელი წამოსცდა ტუჩებს, არადა...
მეშინია, ერთხელაც თავს ვერ შევიკავებ და....
თუმცა რა... რა შეიცვლება...
ვერ, ვერ მოვკვდები...

აბა შენთან მე რა მოსატანი ვარ?! 


4 comments:

Anonymous said...

რა კარგი ბლოგი გაქვს.. იცოდე ყოველდღე შემოვალ აწი.. მე გაგაფრთხილე!

Anonymous said...

ჰეჰ
გაასწორა ;)

Sophie שרה Golden said...

ეს მინდოდა ზუსტად ახლა მე :)
გაიხარე, ნინო!
(უხ, თან კისერში კოცნა რა კარგია, მმმ!)

Kate said...

გამაჟრიალა.
მაგარი იყო ძალიან...
კარგი ბლოგი გაქვს...