Jun 27, 2009

გამოვიკეტე....

და განა რამე?

სიამოვნებით დავწვებოდი კიდევ ერთხელ, შენი საწოლის ცარიელ მხარეს.
ისე უბრალოდ სისულელეებს მოგიყვებოდი,
თუნდაც კვადრატულ განტოლებას აგიხსნიდი
და მოძრავი A პუნქტიდან B პუნქტისკენ მიმავალ 
მატარებლის მსგავსად შემცირდებოდა მანძილი
სხეულებს შორის.
მოგიყვებოდი თუნდაც ჭორებს საკუთარ თავზე, ეჰ იმდენია.
შენ კი იცინებდი და ლოყას თავზე დამადებდი.
გამოზომილი სუნთქვით შენს ყურთან განვიხილავდი
სამი იმპერატორის ომს.
გენიალურ მხედართმთავრებს, დავცინებდი კარის მხატვრებს.
მერე თითებსაც დავატოლებდით, ისე უბრალოდ
ბოლია.... ბოლია.... ბოლია.
და განა რამე?

საიმოვნებით დავწვებოდი შენი საწოლის ცარიელ მხარეს

კიდევ ერთხელ...

დილიდან კი, ერთით მეტ, კისერში ჩამალულ კოცნას ვატარებდი ჩუმად....

ბოლოს ყველაფერს დაერქმევა 
თავის სახელი: 
მე-ერთგული და ლამაზი ცოლი, 
შენ-ერთ დროს ჩემზე 
უიმედოდ შეყვარებული... 
ხოლო ამ დღეებს, 
ამ დღეებს ალბათ 
მივამსგავსებთ 
შორეულ სიზმარს, 
რომელიც ერთად უნდა გვენახა, 
მაგრამ, ვერ ვნახეთ, 
რადგან, უეცრად გაგვაღვიძა 
შხაპუნა წვიმამ.... 
27 ივნისის საღამოს.... 

სამწუხაროდ, 
მე უკვე მიყვარდა. 
და სამწუხაროდ, 
ეს იყო ნამდვილი სიყვარული... 
ჩემს გულში უკვე გამოიჭედა ჩარჩო, 
რომელზეც მე შემიძლია 
გადავჭიმო ახალ-ახალი სურათები, 
მაგრამ შედევრი 
ამ ჩარჩოში ვერ მოთავსდება!... – თქო......

რამ მათქმევინა :(

ხოდა

"მთელი უშენობის მფლობელი ვარ, 
დიდი დანაკარგის მესაკუთრე"–ო ამბობდა ის და..

+1...........  

მივემატე მეც...

და კიდევ:

"...მე კი დავრწმუნდი, რომ შენი ხელი
ჩემს დაღლილ ხელზე შეცდომით იდო,
შეცდომით იდო და ნელა-ნელა
თავის შეცდომას ხვდებოდა თვითონ"... –ო ამასაც ამბობდა და ამაზეც +1 მეც.....

შენ კი 

ზურგშექცეული იდექი ჩემგან _
და მზერა შენი _
საკუთარ თავში გადამალული,
სულ... სულ... ამაოდ ცდილობდა, რომ
არ შევემჩნიე...

და მეც 

ზურგშექცეული ვიდექი შენგან,
როცა თვალები კისრისმტვრევით
შენსკენ მორბოდნენ...

ახლა კი

იმ დუმილში, რომლითაც ჩემი ტელეფონი დუმს 2 დღეა,  ნელ–ნელა იგრძნობა შენს მიმართ ფარული ზიზღი და მეშინია.....


იმიტომ რომ

მეგონა, ცარიელი სული ვიყავი, 
თურმე პირიქით:–
სული მქონია ცარიელი...
პირთამდე ცარიელი....


და მახსენდება ეს ნაფლეთები წარა–მარა და თავში მიტრიალებს და მეწერინება და მე–ჩემება.....

და გა20ებული ვარ... დღეს 2 ისეთი ადამიანი მივატოვე ონლაინში, მთელი დღე რო ველოდები ხოლმე მაგათ გაონლაინებას.... ხოდა დღეს ა ასე, დავკეცე ლეპტოპი და ერთ–ერთს რო არ დაემესიჯებინა რო რატო არ მიპასუხეო ვერც მივხვდებოდი რო შუა ლაპარაკში გამოვრთე კომპი....  ხოდა ეს რამხელა პროგრესია თქვენ ხო არ იცით...  5 წლის თავზე კი მოხდა მარა.... 

განწყობა ისეთი საშინელი მაქვს, აღარავინ მეკონტაქტება.....

ეხლა დედაჩემს სძინავს გვერძე ოთახში, ჩემი შესვლა და ერთი გაღიმება (1 კვირიანი ბოღმობის შემდეგ) ალბათ სიცოცხლეს 10 წლით გაუხანგრძლივებს...  რათქმაუნდა ჩემს 1 კვირიან სიმყრალესაც მოევლება მარა..... ეხლა სასწრაფოდ დავიძინებ რო გულმა არ წამძლიოს და არ შევიდე.................. 

მე მჯერა საკუთარი თავის... 

შორს სენტიმენტალიზმი.................

:( 

3 comments:

Unknown said...

teenageri xar tu gamogyva teenagerobis "ragacebi"? simartle gitxra, dzalian sainteresod cer da kargad ikitxeba :) magram erti megobruli rcheva meqneba, roca shen ambob, anu pirvel pirshi - mashin iqneba "metqi" da ara "tqo", "tqo" - meore pirshia, mesameshi - "o" (mag: me vtqvi- saxlidan male gaval-metqi.) :) es ise! :) saintereso adamiani chanxar! :)

Anonymous said...

just miyvarxar

nino said...

kanario
eg ki vici ro egrea, mara aq ches blogze dasashvebiad mimachnia gramatikulad gaumartavi cera, anu rogorc mecerineba ise :) didi madloba ise rchevistvis ;)

Anonymous
mec miyvarxar :*