Jan 19, 2009

ანდერძი...


წეღან ვათვარიელებდი ფორუმს და მაგარი თემა ვნახე ძაან, ”ანდერძი...”
ხოდა ფრიად შთაგონებულმა ამ თემით, გადავწყვიტე მეც შევადგინო ანდერძი, კიარადა ანდერძები...

იმ შემთხვევაში თუ ვინმეზე ან რამეზე გაბრაზებული აღვესრულე, ანდერძი სულ რამოდენიმე სიტყვისაგან იქნება შედგენილი:

,,ყველაფერი თან ჩამატანეთ რაც კი მაბადია, რაც კუბოში არ ჩაეტევა ამოიტანეთ და საფლავზე დაწვით!!! არ დავინახო არავინ პანაშვიდზე, მაინც არავისი მწუხარების არ მჯერა!! მთელი ცხოვრება გახსოვდეთ რომ ჩემი სიკვდილი თქვენი ბრალია, რომ არავინ მევასებოდით, და ამდენი წელი ვერ მიმიხვდით ვერაფერს... ჩემი სიკვდილის მერე, მე თუ არ ვიქნები ამ ქვეყნად, ქვა-ქვაზეც ნუ დარჩენილა, ფეხებზე მკიდიხართ... დაე თქვენი ცხოვრება ყოფილიყოს ისეთი გრძელი და უსარგებლო, როგორც ტუალეტის ქაღალდი’’

ხოლო თუ ჩვეულებრივი განწყობით აღვესრულე, ანდა მოხდა საოცრება და, პერიოდები რო მაქვს რო ყველანი მიყვარხართ ხოლმე, ამ პერიოდს დაემთხვა ჩემი აღსასრული, მაშინ ცოტა უფრო მოცულობითი იქნება ჩემი ანდერძი


მიუხედავად იმისა რომ დედაჩემი შთამაგონებს რომ პლეჩებიანი კაბით არავინ დამკრძალავს და ჩემს ამ სურვილს ასრულება არ უწერია, დაე მიაფურთხეთ იმას თუ “რას იტყვის ხალხი” და აუცილებლად ჩამაცვით ჩემი წითელი კაბა და თვლებიანი ფეხსაცმელი (თან თავსაც დავიზღვევ რო მაგ ტანსაცმელს ჩემს შემდეგ ვეღარავინ წამოიცვამს).
რადაც არ უნდა დაგიჯდეთ საკაცე უნდა იყოს თეთრი (თორე აღარ მოვკვდები იცოდეთ! ) და სუდარა სასურველია მოცისფრო ან მოვარდისფრო...
ფლეილისტს, რომელიც ჩემს პანაშვიდებზე უნდა ჟღერდეს, მიაგნებთ ჩემი ტელეფონის ფლეილისტებში, (მე-2 ფლეილისტია) აქაც კიდევ ერთხელ მოგიწევთ მიაფურთხოთ იმას თუ “რას იტყვის ხალხი”
გასადიდებელ სურათებს რაც შეეხება, გამიდიდეთ მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 6 სურათი!
ეს:
და ეს აუცილებლად! (აქაც კიდევ ერთხელ მიაფურთხეთ იმას თუ “რას იტყვის ხალხი”)
დანარჩენი 4 ის არჩევანში სრული თავისუფლება გაქვთ მონიჭებული!
მიეცით გრეის უფლება იმდენი დრო გაატაროს ჩემს სხეულთან რამდენიც უნდა, თუნდაც ამისათვის ხალხის გაყრა დაგჭირდეთ პანაშვიდიდან!
არ დავინახო ლენტიანი ვენოკები!!!!
ჩემს პანაშვიდზე არ დავინახო მანანა რატიშვილი, ირინა (გვარი არ მახსოვს, სკოლის ორგანიზატორი როა) მაყვალა თუ მოვა აუცილებლად დამატირეთ, ნახე, ჯუჯულაც მოვიდაო, (რა სახე ექნება მაინტერესებს ) არც თამილა კუპრაშვილის ხილვის სურვილი მაქვს, (სია ექვემდებარება განახლებას!)
ფსალმუნები წამიკითხეთ ხატების ოთახში, ზალაში არ დაგინახოთ!
არც გადაყაროთ და არც არავის აჩუქოთ ჩემი სათამაშოები! (სულაც არ გამეხარდებოდა!)
ჩემი დღიურები ან ჩამაყოლეთ, ან დაწვით და ნუ წაიკითხავთ მაინცდამაინც!
ბუმაჟნიკით რო წერილები დამაქვს, მაგათი ადრესატების პოვნა არ გაგიჭირდებათ, ხოდა გადაეცით და თავშიც წამოარტყით ჩემს მაგივრად.
არცერთი სურათი არ მოაკლდეს ჩემს ალბომებს და ფოლდერებს!
იმ კატაფალკით ნუ გამასვენებთ კარელიძემ რო ფანჯარა ჩაუმტვრია!
პანაშვიდების პერიოდში არ დავინახო არცერთი ნათესავი ღამით ჩვენს სახლში დარჩენილი, (დეიდა და მამიდები მოსულა)
კიდევ, მოვითხოვ კუბო აწიოს ყველა იმ ადამიანმა ვისაც ჩემს წონაზე ერთხელ მაინც გაუშაყირია, რათა საკუთარ თავზე გამოსცადონ ჩემი სიმძიმე!!!
საფლავზე არ დავინახო სურათიანი ქვა!!! მარტო თეთრი პატარა ჯვარი მინდა, ასაკი და თარიღები რო დაეტიოს,
გვერძე პატარა ადგილი დამიტოვეთ, ვინაიდან ქმარი არ მყავდა რო მისთვის შევინახოთ ადგილი, გრეი მომიწვინეთ რო მოკვდება და პატარა ძაღლუკის ქანდაკება დაადგით ზედ (კაი რაა, რა პრობლემაა, ასეთ დროს იმაზე ფიქრი შეილება “რას იტყვის ხალხი?!”)
მიაფურთხეთ იმას თუ “რას იტყვის ხალხი” და ქელეხი არ გადამიხადოთ!
ფრიად კმაყოფილი დავრჩები თუ ქელეხის მაგივრად, სადმე დიდ კრანზე გაუშვებთ სლაიდ შოუს ჩემი სურათებით და მუსიკის თანხლებით, თან გამოსამშვიდობებელ სიტყვებს წარმოსთქვამთ ყველა ვისაც ვუყვარდი (ნამუსზე შეგაგდეთ ფაქტიურად, მონაწილეობა სავალდებულოა!)

ამ ზემოთჩამოთვლილის შემსრულებლობა ნებაყოფლობითია, ანუ კუბო ოჯახის შეკვეთილი იქნება თუ ოჯახის მეგობრების-არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია თეთრი იყოს და ა.შ...
ეხლა იმას ჩამოვწერ კონკრეტულად ვის რას ვუბარებ

ოჯახს:
ვინაიდან და რადგანაც საკუთარი არც ოთახი გამაჩნდა,არც კარადა, არც მაგიდა არც ტრილიაჟი, ჩემი საწოლი დარჩეს ხელუხლებლად, ერთგვარი მემორიალური სტენდის სახით...
ჩემი დაბადების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ეტრატიც არ ჩამოხსნათ, ეკიდოს იმ საწოლის თავზე სადაც მე მეძინა.
გრეის აჭამეთ დღეში სამჯერ, გაასეირნეთ ხოლმე და ეცადეთ ჩემი დაკარგვით გამოწვეული მწუხარება შეუმსუბუქოთ.
ახალ წელს, ნაძვისხეზე, აუცილებლად დაკიდეთ ჩემი პატარა სურათიც, გამიხარდება!
გახსოვდეთ რომ ყოველთვის ყველაზე ბოღმა და გესლიანი ვიყავი ოჯახში და ჩემი სიკვდილი მაინც ყველას ჯობდა... კაი ხო, ამას იმიტო ვწერ რო გაბრაზდეთ და მწუხარება შეგიმსუბუქდეთ თორე მართლა ეგრე კიარ არი საქმე,

ვიბარებ:
მამა დაუდგეს მხარში დედას და პირიქით, გადაატანინეთ მწუხარება ერთმანეთს... არ დავინახო ცუდად გახდომები, გულის წასვლები, ცხოვრების აზრის დაკარგვები, გაუთავებელი ტირილები, ცრემლები და სასოწარკვეთა... ისედაც არ აკლია სიმძიმე ჩემს სულს და კიდევ უარესად ნუ დამიმძიმებთ! თუნდაც იმიტომ რომ დრო ყველაფრის მკურნლია, თქვენ დროთა განმავლობაში გაგინელდებათ ტკივილი, ჩემს სულს კი შერჩება დამძიმება...
და-ძმას:
მე მეცით პატივი და არცერთის შვილებზე არ დავინახო რო ნინო დაარქვათ! თუ გინდათ იანა, ლინა ან ბექა დაარქვით, ნინო არა! ახლა მაინც გაუფრთხილდით მშობლებს, როცა მე აღარ ვარ და მეტი არავინ დარჩა ვინც ამას გააკეთებს! თქვენს ოჯახებს მიხედეთ ღირსეულად და გახსოვდეთ რო ყოველთვის 2ნი არ ყოფილხართ, თქვენს შუაში ვიყავი მე
რძალს-გრეის შენ აჭამე ხოლმე საჭმელი,
დანარჩენ ნათესავებს:
მეც ისევე მიყვარდით როგორც თქვენ, დაჟე უფრო მეტადაც კი, მიპატიებია რომ ყველაზე ცოტას მე მეფერებოდით ხოლმე
მეგობრებს:
თიკოს და დალის:
სასწრაფოდ დაშორდით ერთმანეთს რათა თავი გარიყულად არ ვიგრძნო ვხუმრობ, პირიქით! ახლა ერთით ნაკლები ხართ და თუ კიდე ერთი კაცი დაგევასათ, ერთით ნაკლები კონკურენტი გეყოლებათ გახსოვდეთ რო მე დალისი და თიკო ჩემი მეჯვარე უნდა ყოფილიყო და დანათესავება არ გამოგვივიდა... შეგიძლიათ თქვენს შვილებს ნინო დაარქვათ არასოდეს გაიხსენოთ დედაჩემმა რო ბულკით დამკაწრა და სისხლები მადინა და მსგავსი, ჩემს მიერ გაზვიადებული სიტუაციები ერთი სულიერი რო ცოლს მოიყვანს, ჩემს მაგივრად, შავი საქორწინო კაბებით მიდით ქორწილში
არ დავინახო თქვენი სასოწარკვეთა, მეც მიგულისხმეთ ხოლმე რამეს რო გააკეთებთ...
ბეწვის:

მაპატიე რო შენი ადნაკლასნიკებით ვსარგებლობდი ხოლმე დაუკითხავად ჩემი მოწერილი წერილები, ჩემს ქორწილში რო უნდა წაგეკითხა, შეგიძლია გამოსამშვიდობებლად წამიკითხო

პუწიას და დესპოტას:
მახინჯები ხართ და მახინჯებად დარჩებით ყოველთვის, მიუხედავად თქვენი სიმპათიურობისა!...
  
გიორგი ბაბუციძეს:
იქნებ ეხლა მაინც მნახო საზიზღარო!
თეო ლაფაჩს:
საკუთარი გასაღები მოძებნე და კლიტეზე ჩამოიკიდე გენაცვალე, დროა უკვე
ნინო თოდუას:
ხუჭუუჭ, რა ცხვირი ჩამოგიშვია?! სიძე არ გამიბრაზო
ელენე ბერუაშვილს:
ცხოვრებაში მთავარი ჭამა არ არის ელენეეეეე!!!!!
გიგა შუბლაძეს:
შე გარეწარო, მიყვარდი ძალიან
ვირუსას:
ჭირხალაშვილად გადაიკეთე გვარი
გელა ბუცხრიკიძეს:
ბურდის გველო. ხაჭაპური გაგდია წვერზე
რონი ქოსაშვილს:
რონიიი, რას მოესწარი, ანდერძში გახსენე მინდა რომ ყველა საგანში თავი გაიფეილო და კურსზე კიდევ ერთხელ ჩარჩე
ბესო თევდორაშვილს:
კომენტარი დამიტოვე ანდერძთან დაკავშირებით, რამე კრეატიული
შრეკს:
she will be yours!!!
და ვაფშე ყველა ჩემს ჯგუფელს:
დაიწიხლქვეშეთ სიმონგულაშვილი!!!
ირაკლი კბილაშვილს:
შენ პირადად გეტყვი სათქმელს :(
ალექსიძეს:
გაპატიე...
გიორგი იაკობაშვილს:
თავგასიებულო, ეხლა უფრო თამამად შეგიძლია ჩემი და, ჩემზე მეტად გიყვარდეს

ეხლა ყველას რაც შეგეხებათ:
არ დავინახო რომელიმემ ჩემი სურათი გამოჭიმოს ან კომპიუტერის, ან მობილურის ეკრანზე!
არ დავინახო ვინმეს სადმე ჩემს შესახებ დაუტოვოთ ერთობ გულისამაჩუყებელი
კომენტარი.
ჩემი სურათით მკერდდამშვენებული არ დაგინახოთ არცერთი!
სკაიპში ან რომელიმე მესინჯერში არ დავინახო სტატუსი ჩემზე ან ჩემს მიერ გამოწვეულ სევდაზე!
მოვითხოვ დაუყოვნებლივ აგინოთ დედის ტრაკი, ვინც ორმოცამდე ჩემზე, სადმე რამე გულისამაჩუყებელს დაწერს!
შესანდობარი დაილიოს ჩემი თამადობით!!!
არ დავინახო ჩემი სახელობის ალბომები, გრუპები, საიტები და სხვა მსგავსი დებილობები!!!
ჩემი სულის დაფიცებისთანავე გაგიხმეთ ენა!
ფსალმუნები წამიკითხეთ ყოველდღე ორმოცამდე, თუ ერთხელ მაინც უმიზეზოდ ვინმეს გადააბარებთ კითხვას, აღარ მჭირდება არაფერი თქვენი!!!!
ყველა ქეიფში, პახოდში, შეკრებაზე გახსოვდეთ რომ მეც მინდოდა თქვენთან ერთად!!!
არასოდეს დაივიწყოთ ჩემი გამონათქვამები...

გიტოვებთ:
ძალიან ეგოისტურიც რომ არ გამოვიდეს ანდერძი, იძულებული ვარ ქონება გავანიავო

“მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი,
უბრძანა: ,,ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი,
მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი”
მოართვეს, გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი. “

ჩემს დას ვუტოვებ მამაჩემის ტელეფონს, (მიჩვეულია ბავშვი უკვე რო მამას ტელეფონით უნდა დაკმაყოფილდეს და... )
მამაჩემის ანაბრებს გადავცემ სიესბის, (მანამ იკვნესონ )
ხო კაი, ვხუმრობ

მამაჩემს ვუტოვებ იმ საათს დაბადების დღეზე რო აჩუქეს შარშან და არ იცის რა დაგიტოვო მამი, ჩემს საყვარელ ჯვარს დაგიტოვებ და თუ ეს ის პერიოდია რომ სიესბი დამთავრებული მაქვს უკვე, დიპლომს დაგიტოვებ სიმბოლურად...
დედას ვუტოვებ მთელ ჩემს ალბომებს, რვეულებს, ბლოკნოტებს, ლექსებსა და ჩანახატებს... (დღიურები უკვე წაკითხული აქვს ვშიშობ )
ძმას ვუტოვებ ჩემს ზურგჩანთას, დასალაგებელ სახლს და ცარიელ ადგილს კომპიუტერში...
დას ვუტოვებ კოსმეტიჩკას და ჩემს ტანსაცმელს, ისედაც გვამგვანებენ და დაე ხალხს ბნედა დამართოს ქუჩაში,
ჩემს რძალს ვუტოვებ გრეის, მოსავლელად
სამკაულებს (მარტო ყელსაბამი და მეგობრების ნაჩუქარი ნეჭედი ჩამაყოლეთ) ვუტოვებ თიკოს და დალის (დაუჭამიათ ერთმანეთი )
ლეპტოპს ვუტოვებ ელენეს, იქნება კიდე მოპარონ
ჩემს აიპოდს ვუტოვებ გიგას
ტელეფონს ვუტოვებ ვირუსას რათა დარწმუნდეს რო ნ76 ჯობია
ფოტოაპარატს ვუტოვებ კუთხაშვილს, იქნება ბოკე-ზე დარეგისტრირებაც გეღირსოს
თეოს ვუტოვებ ჩემს მაიკას-კაპიშუნში რო ბისერები აქვს და შავ იუბკას
ჩემს ლიპტონის ჭიქას ვუტოვებ ბეწვის, მახსოვს ეწყინა ჩაი რო არ დავალევინე
ჩემს ჩიპს და ბანკეტის ლენტებს ვუტოვებ დესპოტას,
დიეტების კონსპექტს ვუტოვებ ღიპუცას
ფინანსების ტესტბანკს ვუტოვებ სიმონგულაშვილს (თან ვაწერ რო რონიმ გამომიგზავნა  )
ყვითელ საროჩკას ვუტოვებ მაჩვს
ჩემი სალფეტკების კოლექციას ვუტოვებ იანას...
ჩემს ყულაბას გიტოვებთ ყველას, მეორედ მოსვლამდე მილიონი უნდა დამხვდეს იცოდეთ!
სუნამოები – ყველაფერი მე დამასხით!!!
ჭყატას ვუტოვებ კუთხაშვილს, თავის ჭყატასთან შეაჯვაროს
ჩემს ჩანთებს და იარლიყების კოლექციას ვუტოვებ ნატას,
ჩემს პაროლს ბლოგზე ვუტოვებ მარის (გააგრძელოს ჩემს შესახებ წერა, ან მარტო ის დაწეროს რო მოვკვდი)
პაროლებს ფორუმზე, სკაიპში, მესინჯერებში, ადნაკლასნიკებში, ფოსტებზე და ა.შ მიაგნებთ ჩემს ერთ ერთ დღიურში და რაც გინდათ ის გიქნიათ...
ჩემი ტელეფონის ნომერი ჩამატანეთ თან!
პუწიას ვუტოვებ ჩემს დისკებს თავისი ჩასადებიანად!
ჩემს ვისოლის ბლოკნოტს ვუტოვებ სალომე აქუბარდიას (დაე ელენე შურით გასკდეს )
გელას ვუტოვებ წიგნებს, გამოადგება მე-4 კურსზე
ჭოველიძეს და კარელიძეს ვუტოვებ რაც რამ ბრელოკები და დანები გამაჩნია, და ხელს ვაწერ მათთან განქორწინების საბუთებს, ანუ თავისუფლებას ვუბრუნებ
ტყუპებს ვუტოვებ რაც კი ბისერები და მსგავსი უწიპუწი საგნები მაქვს
ჩემს სუვენირებს ვუტოვებ თოდუას..
ხატებს ვუტოვებ თეო თვაურს...

ერთი შეხედვით უსარგებლო, მაგრამ ლამაზ ნივთებს ვუტოვებ ქარელს, გადასარევად გამოიყენებს თავისი კრეატიულობის წყალობით,

სათამაშოები გადაეცეს მარუნას,

პატარა მანქანების კოლექციას და H.R.–ის კონსპექტებს ვუტოვებ ლევან ვარდოშვილს :)

წიგნების-მარგარიტა გოტიე და შერლოკ ჰოლმსი-ბოლო ფურცლებს ვუტოვებ ჩემს დას, დაე 5 წლიანი ხვეწნის შემდეგ გაიგოს მათი შინაარსი

რასაც დედაჩემი მზითვის სახით მიგროვებდა---დაარიგეთ როგორც გინდათ.
ვსიო, სულ ეს არის მგონი ჩემი ქონება...
ყველას ერთად გიტოვებთ მოგონებებს ჩემზე, სითბოს და სიყვარულს...

თუ თავისუფალი დრო მექნება, აუცილებლად მოგელანდებით ხოლმე და გულებს დაგიხეთქავთ!!

I'll Be Back!!!

See You Soon!!!

2 comments:

Anonymous said...

რო მოკვდები მერე აუცილებლად დაგიტოვებ ;)

Anonymous said...

ჩემი სულის დაფიცებისთანავე გაგიხმეთ ენა!----- amaze bevri vicine :D:D:D