Mar 31, 2009

გაცალმხრივებულო.......

მე შენ მიყვარხარ!

ჩემო ნაკლიანო, ცალმხრივო სიყვარულო....

მიყვარხარ ასეთი: ლუზერი, სევდიანი...

ეს ბედი დაგვყვა... 

უნდა სულ მუდამ ვიიაზვოთ, გვერქვას "ცინიკოსი".....

შენ კი, მხოლოდ მაშინ გაბედო მოსვლა,

როცა გზაზე,

სამივე ფერი შუქნიშანის არის ჩამქვრალი...

მე შენ მიყვარხარ!

ჩემო ნაკლიანო, გაცალმხრივებულო სიყვარულო....

მიყვარხარ ასეთი: თარსი, ერთადერთი...

თებერვლის ოცდაორში კარებთან ატუზული...

რაო?! 

უნდა შემენარჩუნებინე?! 

არ უნდა გამეშვი?!....

ჩემს სუნს სამოსით ვერ გამოიცვლი...

სულის საკვებად გამოგიწურე კანიდან სითბო...

იმას ვერ შეცვლი,

რომ შენს გულში, მე ვიქნები

ყველა სხვა ქალის ქალბატონიც და დიასახლისიც....

ვერ წაშლი იმას, რაც ჩემიცაა,

მე ჯერ ისევ ვარსებობ...

მე შენ მიყვარხარ!

ხო, ასე, ცალყბად...  

ნახევარი გულით და დამცინავი სახით...  

ჯერ კიდევ შემიძლია, მიყვარდე და გული გატკინო...

მე შენ მიყვარხარ!

ჩემო ნაკლიანი, 

მარტოობისათვის განწირულო, ცალმხრივო სიყვარულო.......  

1 comment:

Anonymous said...

მმმმმმმმ
ძალიან მეცნო :მო: