Oct 12, 2009

დაქალო მიყვარხარ :*

პირველში (ოღონდ სექტემბრის:) ) სადღაც 2–3 საათზე მე და თიკომ, დიდი სამკუთხედის ობლად დარჩენილმა ორმა კუთხემ, გადავწყვიტეთ რომ აუცილებლად წავსულიყავით ჩვენი აწ უკვე გათხოვილი მესამე კუთხის, დალის სანახავ/მისალოც/ოჯახის გასაცნობად... იმაში ეჭვი არავის შეეპარება რო 4 საათზე წასასვლელები 6–მდე ვერ გავეტიეთ გორიდან.. მერე როგორც იქნა ჩავაღწიეთ მცხეთაში... მიუხედავად იმისა რომ გულჩვილობა არ მჩვევია, თვალებზე ცრემლების ნიაღვარი მომადგა, ხერხემალი ამიცახცახდა და კინაღამ სახალხოდ დავღვარე ჩემი ესოდენ ძვირფასი და იშვიათად თვალს გადმოცილებული ცრემლები.. დაქაალოოოოო როგორ ხააააარ, როგორ მომენატრე უკვეეეეეე, აეეეეე მეჯვარეა მოსულიიიიიიი, სიძ 001 შე მაიმუნოოო და მსგავსი უხერხულობის დასამალი ფრაზების შემდეგ რძალი და თავის ქალაჩუნა მული დატრიალდნენ ოჯახში, გავშალეთ სუფრა... ნუ რავი, გვრიტები რო ძალიან საყვარლები არიან ეგ რა დასამალია, ყველამ იცის, მარა ოჯახიც ძალიან საყვარელი დაგვხვდა.. ნუ მულს ვიცნობდი, ერთადაც დაგვილევია დაჟე :))) ჩვენი 1 კვირის გათხოვილი დაქალი თავს ისე გრძნობდა როგორც საკუთარ სახლში, ამიტომ 1 საათში ეს ყველაფერი მე და თიკომაც გადასარევად გავითავისეთ. ძალიან ბევრს ეცადნენ ჩემს დაკომპლექსებას სუფრაზე მყოფი ერთადერთი უცოლო მამრის (დათოს?!) „დაჯახებით“ მაგარ ვაი რომ არაფერი გამოუვიდათ, ნუ ეს ჩემთან თორე ზემოთ ნახსენები მამრი ერთობ შემართებით მიუდგა ამ იდეას, დაჟე სახლიც კი დამანახა სად მომიწევდა ცხოვრება :))) დავლიეთ ღვინო, და ზუსტად იმ მომენტში, ტრადიციისამებრ გენდერულ თანასწორობაზე რო უნდა გამეჭედა, გადავინაცვლეთ აივანზე, ვიცეკვეთ, ვიმღერეთ, მეზობლებს დავუფრთხეთ ძილი და ბოლოსდაბოლოს ჩვენც დავიღალეთ. ნუ ის ფიცი მე და თიკომ რომ დავდეთ გზაში რო არაფრის დიდებით არ დავრჩებოდით იქ და დავბრუნდებოდით თბილისში, მაშინვე გავაბათილეთ რაც აღმოჩნდა რომ თბილისში მარტო დათოს (?!) საპატრულო მანქანით შეიძლებოდა წასვლა ღამის 2 საათზე :))) მერე ბოჭორაძემ ისეთი ამბავი მომახალა თან ისე დაუნდობლად რო მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე,იმასაც რამდენჯერაც ჩაეძინა იმდენჯერ ვაღვიძებდი ტექსტით „გაიღვიძე შე დამპალო, რა ნამუსით გძინავს, ეს რა მიქენი, ბლა ბლა ბლა“
დილა დაიწყო იმით რომ თავის საზარელმა ტკივილმა გამაღვიძა და ეს ტკივილი კიდევ უფრო გამიმძაფრდა რაც ყური კარგად დავუგდე რას ყვიროდა პატრული დათო პატრულირებისას რაციაში ჩვენს სახლთან ავლა–ჩავლისას :))) ეტყობა იფიქრა ბედი კარს მომდგომიაო და მშობლების გასაცნობად მეპატიჟებოდა სახლში :)) როდის როდის გამოვეტიეთ იქიდან.. გზაში ნოსტალგიამ შემოგვიტია და ვუსმენდით ამ 4 წლის წინანდელ დიქტაფონით ჩაწერილ ჩვენი დიადი სამეულის 45 წუთიან ბოდიალს, ისე ვიცინოდით ცრემლები ღაპაღუპით მოგვდიოდა ორივეს... მე თბილისში დავრჩი, თიკო გორში წამოვიდა, ი ვსიო, ეს იყო ჩემი პირველი სექტემბრის ამბავი რომელიც თვეზე მეტია დრაფტებში ძევს და მელოდება ნება ვიბოძო და ფართო საზოგადოებას წარვუდგინო..  

და ბოლოს ტრადიციულად ფავორიტი სურათები:
მე თიკო და დალის ქალაჩუნა მული :*



სიძე და სიდედრები:*


აეეეეე, ტანცუეტ ვსეეეეეეეეეეეეე




და კიდე გვრიტები :*  



ძალიან მიყვარხართ ორივე, ნუ ჩემი დაქალი უფრო მეტად მაგრამ სიძეც ძალიან :* გკოცნით გეხვევით, დაქალო ხანდახან ისე მომენატრები ხოლმე რო სუ ცხვირი მეწვის და ნიკაპი მიკანკალებს... სუ შენზე ვლაპარაკობთ მე და თიკო, თავი გარიყულად არ იგრძნო, სულ ჩვენთან ხარ მაინც... :* :* :* :* 

2 comments:

Anonymous said...

შენი რამდენიმე პოსტი წავიკითხე და მომწონს როგორც წერ...
რომ ვკითხულობ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება მეც იქ ვიყავი, ან კიდე ყველას ვიცნობ :)

vasasi said...

აჰხა, ხერხემალს აგიცახცახებ მე შენ, შე პლაგიატოროოოოოო!!!... :პ


:* :* :*