Jun 2, 2010

ყველაფრისმოძულე მე... :)


აი როგორ არ მიყვარს ახალი პოსტის წერას რო ვიწყებ ვიცი შინაარსი დაახლოებით რაზე უნდა დავწერო ანუ, და პირველი წინადადება არასოდეს არ მომდის თავში!!! რამდენჯერ მაგის გამო საერთოდ დამკარგია პოსტის წერის სურვილი :) ეხლაც, ეგრეა, ხოდა არანაირი შესავალი და ბლა ბლა ბლა... პირდაპირ გადავედით საქმეზე :)


არ მიყვარს:

1) ფეხის თითები! რა მახინჯობააა პროსტა, და საერთოდ რატო უჩნდება ადამიანს სურვილი რო ფართო საზოგადოებას გამოუმზიუროს ეს სიმახინჯე ორგანო ვერ ვხვდები :( ნელ-ნელა მიმძაფრდება ეს ზიზღნარევი დეპრესია რო მახსენდება მომდევნო 5 თვე რო დღეში 1000000ობით ფეხის თითის ნახვა და ატანა რო მომიწევს :( ვერ ვიტან ფეხსაცმელს რომლიდანაც 1-ზე მეტი თითი მიმზერს, არადა, ეს ამაყად მომზირალი სიმახინჯეები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ტემპერატურის მატებასთან ერთად... განსაკუთრებით გულისამრევია კაცის ე.წ თითისგასაყრელიანი სანდლები, ვუაიმეეეეეე დამბურძგლა ეხლა რო წარმოვიდგინე :( დაბურძგვლა პიკს აღწევს დღის ბოლოსკენ, უკვე დამტვერილი და გაჭუჭყიანებულები რო იმზირებიან ხოლმე მაშინ... საერთოდ ჩემი და ჩემი დის  (რომელსაც არათუ ეზიზღება, საშინლად ეშინია კიდევაც ამ უკანასკნელების) ხანგრძლივი დაკვირვებების შედეგად, დადგინდა რომ არსებობს ფეხის თითების 2 ძირითადი კატეგორია, მატლები(წვრილი და გრძელი თითი) და გოჭები (შედარებით მოკლე და მსუქანი). ხოლო რომელი უფრო ამაზრზენია, ვერ შევთანხმდით ჯერ ბოლომდე :)

2) იღლიები... აი ფუუუ რააა, ყველაზე არაესტეთიური ორგანოა, კალათბურთი მარტო იმიტო მეჯავრება, ფართოდ რო ამზეურებენ საკუთარ იღლიებს მოთამაშეები....

3)ბიჭის უმკლავო მაიკები :( ნუ აი ვეეერ ვიტან, ვისაც გინდათ იმას ეცვას, რატო უნდა მომწონდეს იმასაც ვერ ვხვდები, თქვენ რატო მოგწონთ აბა?! :(

 

4) უქამრო შარვლები.. გოგოზეც და ბიჭზე აი განსაკუთრებით, რატო ვერ გეტყვით მარა აი საშინლად არ მესიმპათიურება ქამრის გარეშე ჩაცმული შარვალი, (გარდა სპორტულისა რა თქმა უნდა :) )

5) კაცის "ბასანოჩკები" ... ყველანაირი! არ აქვს აზრი, რა მასალისაა და რამდენად ღია ან დახურული, ერთნაირად მეარაესთეტიურება ყველა :)

6) აი ის ჭია, უძალიანესად ბევრი ფეხები რო აქვს, ვუაიმეე, ისე მაჟრიალებს რო მახსენდება წერა მიჭირს, ხელები მეკრუნჩხება, სურათს გაჩვენებთ თორე რო აღვწერო აქვე გავაფრთხობ სულს :( 

 ღმერთო, ამოწყვიტე ერთ დღეს ყველა მათგანი... ერთადეთი არსებაა რომელთანაც ვერასოდეს შევალ ახლო კონტაქტში, აი დაჟე გაჭყლეტილი და მკვდარიც ვუაიმეეეეეე  ბრრრრრრრრ.....

7) გამარჯობა + გადაკოცნა + მოკითხვა... :) ამ ბოლო დროს მაინც, ბევრისგან წამოვიდა ჩემი მისამართით ფრაზა რომ ვარ უჟმური.. :) არაფერიც, უჟმური კიარა, ჟოპალეზი არ ვარ და პადლიზა! და რატო გეტყვით, როცა ადამიანს ხვდები ყოველ დღე, ან 2 დღეში ერთხელ, თუნდაც 3 დღეში ერთხელ, + ამას, ეს ადამიანი შენი არც ისე ძალიან ახლობელია და არც ისე ძალიან სასურველი, მიდიხარ მაინც და კოცნი და ეკითხები, რას შვები როგორ ხარ? ამავდროულად სუუუუულ ფეხებზე გკიდია რას შვება და როგორ არის, ხოდა არ არის ეხლა ეს პადლიზობა? და მე ვარ უჟმური იმიტო რო მირჩევნია პროსტა გამარჯობა ვუთხრა და ბაქტერიები არ გავუცვალო?! 

8) თავ-თვალ ცარიელი ადამიანები... ნუ აი ძალიან უხეშად რომ ვთქვა, ზოგადად ადამიანები არ მიყვარს, არც მეჯავრება მარა ნუ უცხო ადამიანები და ბევრი ნაცნობიც, არ მიყვარს, მარა განსაკუთრებით არ მიყვარს თავცარიელი, (ოღონდ აი ძალიან ამბიციური თავცარიელები) და თვალცარიელი (გამოხედვა რო მოხარშული თევზისას მიუგავთ) ადამიანები... იმიტო არა რო მე ვინმეზე მეტი ვიცი რამე და ბლა ბლა ბლა, პირიქით, იმაზე ბევრად უამბიციო ვარ ვიდრე უნდა ვიყო :) აი რავი არა რაა, არ შემიძლია ეგეთი ხალხი...

9) ძალიან არ მიყვარს ძონძებზე, მანქანებზე და ოქროზე დახამებული ხალხი, ცხოვრებაში მეტი ინტერესი რო არ აქვთ, მეტი მიზანი რო არ აქვთ, მარტო რაც შეიძლება ბეეეევრი და ძვირიანი ძონძი წამოიცვან, ძერსკ მანქანაზე დასხდნენ (ნუ ძერსკმანქანიანი კაცი მაინც გამოიჭირონ, ჯანდაბას თუ "სოფლელი" ჯიგიტი იქნება) და ბეეევრი ოქრო გაიკეთონ.. როცა სხვა სალაპარაკო თემა არ არსებობს გარდა საკუთარი ან/და ერთმანეთის ან/და სხვების ქონებისა... სული მეხუთება მსგავს საზოგადოებაში...  და მაინც კიდევ ასატანები და გასაძლისები არიან ისინი ვისაც ეს ყველაფერი თავისით აქვთ, მარა ეს დიდი იშვიათობაა, ძირითადად ეს კატეგორია, ჩვეულებრივი წურბელებითაა დაკომპლექტებული, ცხოვრებაში რო თითი არ გაუნძრევიათ და ამბიცია აქვთ რო ეკუთვნით ყველაფერი! 

 ჰა ჰა, ეხლა გადავხედე მე-9 პუნქტს და არ გამიკვირდება ვინმე განსაკუთრებულმა ჩაინიკმა დაბოღმილი ლუზერის იარლიყი რო ამარტყას :) არა და არა მეგობრებო, სხვისი კიარა, ჩემიც არ მაინტერესებს მსგავსი რაღაცეები. მანქანა არის გადაადგილების ერთ-ერთი საშუალება, რომელიც არც ისე ძალიან მჭირდება თორე მეყოლებოდა როგორმე, და  აუცილებლად იქნებოდა ეს პიკაპი <3>

და რამდენადაც ჩემი არ მაინტერესებს, სხვისი ხო სულ მთლად ფეხებზე მკიდია "ზალაში" რა ავეჯი უდგას, შიგ რა ჭურჭელი უწყვია და უხდება თუარა მისი შპალერის ფერი იმ ოთახში დაკიდულ ფარდებს?!  დაჟე იმ დონეზე მკიდია რო ხანდახან მგონია რაღაც ნიტო მჭირს და ზედმეტად ინდიფერენტული ვარ :) ისკიარადა გოგოებს უკვირთ ხოლმე როგორ ვერ შევამჩნიე ვიღაცას რანაირი ტანსაცმელი ეცვა ან რა სამკაული ეკეთა.. რავიცი, მე ესე გავიზარდე და ჩემს ბუნებაშიც არ დევს აშკარად.. ჩემთვის, დაღლილი დედაჩემის შემწვარი კვერცხი უფრო ძვირფასია, ვიდრე გულის მოსაგებად ნაყიდი 900$-იანი ჩექმა. იმიტო რო ის ჩექმა ჩვეულებრივი ძონძია, მატერიალური, არაღირებული....

10) არ მიყვარს და არც მესმის იმ ადამიანების, სხვისი ცხოვრებით რო ცხოვრობენ. 24/7 სხვას რო აკრიტიკებენ, სხვებზე ჭორაობენ, ყველას ყველაფერი აინტერესებთ და ეს ყველაფერი თუ რამე ცუდი იქნება დიდად მოხარულნი დარჩებიან. აი ძალიან ახლობლების გარდა, არავისი არაფერი მაინტერესებს საერთოდ, რა ჩემი საქმეა და მე ვინ მკითხავს ანდაც. ან თქვენი რა საქმეა თუნდაც ვინ, ვის, სად, რა, როგორ და რამდენჯერ გაუკეთა/გააკეთა?! აი თუნდაც ყბადაღებული ქალიშვილობის ინსტიტუტი, მეგობარი გოგო/ბიჭის არსებობა... ვინ გეკითხებათ თქვენ ან მე სხვის ინტიმურ ცხოვრებას, ბუნებისგან 1-1 იმიტო გერგოთ რო მაგ თქვენს საკუთარს უნდა მიხედოთ და არა სხვის ბინძურ თეთრეულზე აიგოთ ცხოვრება... 

11) ხალხის აზრით მოარსებე ადამიანები მაღიზიანებენ. აი ყველა ნაბიჯს რო იმაზე ფიქრით დგავენ ხალხი რას იტყვის, და თუ ცუდს სჩადიან რამეს მარტო ის აწუხებთ რო ხალხი ილაპარაკებს ამაზე და არა ის რო ცუდად მოიქცნენ, სხვას ავნეს ან რამე ასეთი... მე პირადად აი ისე არ მაინტერესებს ხალხის აზრი რო დაჟე აღარც ლაპარაკობენ ჩემზე :) ცხოვრებაში არავის დასანახად არ მოვქცეულვარ კარგად და არც ცუდი საქციელი დამიმალია მარტო იმიტო რო ხალხი რას იტყვის. მე თუ ვთვლი რო რაღაც დავაშავე, 100000მა კაცმა რო ტაში დამიკრას მაგისთვის, ჩემთვის ის მაინც დანაშაულად დარჩება, ასე მგონია ასეთ ხალხს საკუთარი ღირებულებები და პრინციპები და შეხედულებები არ გააჩნია საერთოდ..

12) კიდე ძაააან მაღიზიანებს "ფუ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ" ხალხი, საკუთარ განავალს რო სხვისი ლამაზად შეფუთული განავალი ურჩევნიათ... მეც ძალიან ბევრი რაღაც არ მომწონს ამ ქვეყანაში, მარა წასვლა მაინც არ მინდა, ხოდა რომც მინდოდეს მაინც არ ვარ ხმის ამომღები, იმიტო რო აქედან წასვლის და ცხოვრების აწყობის მე მაპატიეთ და ტრაკი არ მაქვს ამ ეტაპზე, ხოდა ამიტომ არ ვიღებ ხმას, და ყველას ვისაც აქაურობა გებინძურებათ, ან გააკეთეთ რამე რო თქვენს გარშემო მაინც იყოს თქვენთვის სასურველი გარემო, ანდაც დაახვიეთ სხვა ქვეყანაში, და თუ ამ უკანასკნელის ტრაკი არც თქვენ გაქვთ, სხვისგან მაინც ნუ ელით  და მოითხოვთ თქვენი ცხოვრების მოწყობას...

13) მუდმივად ცუდ ხასიათზე მყოფი ადამიანები არ მიყვარს... აი სუ რო მიღრეჯილი სახეები აქვთ და გამარჯობის თქმა რო არ მოგინდება და დაკონტაქტება საერთოდ.. სულ ყველაფერზე რო შეუძლიათ წუწუნი, და მსოფლიო სევდის განსახიერებები რო არიან. რა თქმა უნდა, მეც ძალიან ხშირად ვარ ცუდად ან ცუდ ხასიათზე მარა აი სხვას რატო უნდა მოვახვიო თავზე ჩემი ცუდად ყოფნა და ცუდი ხასიათი ვერ ვხვდები, ვიცნობ ხალხს, ვისაც მოთხოვნილება აქვს რო რაც შეიძლება მეტი ხალხი დაგრუზოს და მეტს ეცოდებოდეს. ჩემთვის მაგალითად დამამცირებელია ძალიან რო ვინმეს ვეცოდებოდე... ის კიარადა ცუდად თუ ვარ ყოველთვის ვიძახი რო ცუდად ვარ და არ გინდოდეთ ჩემთან მოსვლა, ან ჩემი თქვენთან მოსვლა :) ხოდა მერეც, სუ ვცდილობ რო ჩემი უარყოფითი ემოცია ჩემში დავტოვო და სხვას არ გადავდო, ამიტომ 90% არ მიჯერებენ რო მართლა რაღაც ვერაა კარგად, და თუ უეჭველი იციან რო ვერააა კარგად, მაშინ თვლიან რო მე ყველაზე ფეხებზემკიდია ადამიანი ვარ მსოფლიოში :) არადა ვერ მესმის იმ ხალხის, რამე სიმსუბუქეს გრძნობენ სხვებსაც რო გრუზავენ მაგითი? თუ ჰობი აქვთ ეგეთი? :)

14) ყალბ ადამიანებს ვერ ვიტან!! აი რო ვერასოდეს გაიგებ რას გულით აკეთებს/იძახის და რას არა, რა დროს მართალია და რა დროს მტყუანი, რა დროს შენიანია და რა დროს არა... არ შემიძლია ეგეთი ხალხი, იმიტო რო მე რავი, ვერ ვთამაშობ ეგეთ თამაშებს ვერასოდეს, კიდევ ერთი დასტური იმისა რომ უჟმური ვარ, არ შემიძლია პადხალიმობა, ანუ თუ ვინმე არ მომწონს, რაც არ უნდა ვეცადო, მაინც შემატყობთ რო არ მევასება, ან არ გამიხარდა რო დავინახე და ა.შ... 


15)და კიდევ ერთხელ

არ მიყვარს:
ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის,
სიზმრის რაინდებზე დანიშნული, უაზროდ შეყვარებული ქალები,
რომანის გმირების ასლები,
ალერსით დაღლილი წყვილები,
უმისამართო ღიმილი,
არამიწიერი სინაზე,
კოცნამდე ახსნილი სიყვარული.
სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,
ძალიან საქმიანი, დაკავებული, "მეჩქარება ადამიანები",
ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,
საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,
უაზროდ ბედნიერები,
სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,
მთელი სიცოცხლის მანძილზე არცერთხელღამეგანათენები ადამიანი.
მკერდდაკოცნილი ქალწულები,
უშრომლად მდიდრები,
ამპარტავანი თავმდაბლები,
ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,
სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,
მარტოსულები ჩემი ჩათვლით,
ძალის მოყვარული ცოლები,
მორალის მქადაგებელი შინაბერები,
მტერის მტერთან ძმადნაფიცები,
ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,
უშეცდომო სიყვარული,
ზამთრის სითბო,
ზაფხულის სიცივე,
წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი,
მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი,
ლხინის მეგობრები,
სუფთად დაწერილი ლექსი,
ფხიზლად დატოვებული ქართული სუფრა.
განათლებული კაცის მტვრიანი ბიბლიოთეკა,
კომპლიმენტის მომლოდნე ლამაზი ქალი,
საფლავში ჩაყოლილი ჭირისუფალი,
ლამაზი კაცი,
ომის არმნახველი სახელწიფო,
საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული iსტორია,
თამაშით დაღლილი მსახიობი,
ორიგინალობისთვის გამოწვეული სევდა,
უსიზმრო ძილი,
დაგვიანებული პაემანი.

p.s. მე მაინც ყველაზე საყვარელი ვარ! :) :)

6 comments:

vasasi said...

aara, kvelaze sakvareli me var.. :c


ki ar, bevr rameshi getanxmebi, faqtobrivad, kvelafershi,,

გურამი said...

შანსი არაა! ყველაზე საყვარელი ნინოა. მერე მასწავლეთ როგორ გავაკეთო ასე, ცალკე ფანჯარაში რომ გამოაქვს კომენტარი, იმიტომ რომ ახლა შემიძლია გავწიო ეს ფანჯარა და თან ვაკომენტარო და თან თემა ვიკითხო, არაფერი გამომრჩეს თქო.
1. ეს არ დამავიწყდა და მასეთი პიკაპი ჩემი ოცნების მანქანაა. :( აუუ! რას დავანავაროჩენებდიი! ღმერთმა მოგვცეს ნინო (ნუ, მოცემაში მაინც დაგვეხმაროს), ალილულია!
2. უკლავებო მაიკა იდეში ხელის კუნთების სამარიაჟოა. შესაბამისად თუ არ გაქვს, არც უნდა ჩაიცვა. ამიტომ ვერიდები მე ასეთ მაიკებს. :)
3. იღლიებზე და თჳთებზე ვერაფერს გეტყვი, უიშვიათესად მიჩანეს ეს ნაწილები, 99 % ზღვაზე თუ ვარ. :)
4. ბლა, ბლა, ბლა.. ნწ, ეუ ბიჯო, ეს რა საზარელი ჭიაა, მოაშორეთ კადრიდან!
5. ბუჰეჰეჰე, ცარიელი და კუკლა ადამიანები.. ესენი ადამიანებში გადიან?
6. ჰოო, ძონძებს და ნამქანებს რაც შეეხება, მეც კი არ მომწონს მარა რა ვქნა, იძულებული ვარ ცხოვრებას ავყვე. :(
7. უიმე, მეც ვერ ვამჩვენ სტუმრად რომ ვარ როგორი ავეჯი და ჭურჭელი ქონდათ და შესაბამისად დედაჩემის აღშფოთებულ კომენტარს ვიღებ. :)
8. კიდევ ბლა, ბლა, ბლა.. საქართველოდან წასვლა იქნება გეგმა "დ" - სხვა შემთხვევაში ფეხის გამდგმელი არ ვარ, აქ ვერ მიმიხედია საქმისთვის წესივრად ჯერ. კიდე რა.. სხვისი აზირს საერთოდ არ გათვალისწინება არ ვარგა. ყალბი ადამიანები ორგანულად მეზიზღება, იმიტომ რომ ზედმეტად ალალი ვარ.. მემგონი. :(
9. დაბოლოს: თუ ცუდად ვარ, მემჩნევა. რამეთუ კაცმა ჭირი მალა, მალა, ჭირმა თავი არ დამალა.
პ.ს. მე გოჭი და მატლი თითების კომბინაცია მქონია. :)

გურამი said...
This comment has been removed by the author.
ჩორვენი¹³ said...

me mxolod 6-punqtshi moxsenebuli 40fexa chia mklavs da mzabavs guls micherebs danarchenebi ravic mkidia :D

nino said...

ალბათ არ გიწევს მსგავს ხალხთან ყოველდღიური ურთიერთობა და იმიტო, თავიდან მეც მეკიდა :) აი ეგ ჭია კიდე, პროსტა რო მახსენდება ვუაიმეეეე :(

Chaotic said...

მე რასაც ვერ ვიტან, არის გასაპარსი იღლია. :puke:
ეგრევე ცუდად ვხდები...
დანარჩენი არ მაღიზიანებს. დაჟე, მომწონს, უმკლავო მაიკა ტიპზე, ოღონდ დაწნული ბეწვები თუ არ ექნა იღლიის ქვეშ.

ნუ, მატერიალისტ ადამიანებზე არაფერს ვიტყვი :D


პ.ს. ჩემი ფეხის თითები მომწონს :user:


:D :D :D