Aug 1, 2010

ბოდვანი საკვირველნი... :)

აიიიტ!!! რა ხდება თუ რა ამბავია??!!
კიარადა,
რაღაცეები მეწერინება ეხლა და ინტერნეტი არ მაქვს რო ონლაინ რეჟიმში ვწერო, ხოოდა გავხსენი ვორდის ახალი გვერდი, დავაიგნორე ჩემს გვერდით ოთახში ატეხილი ენითაღუწერელი აურზაური და ტვინის ბურღვა (შენ მაგას ბურღვას ეძახი?!) და მივეცი თითებს გზა ფართო...
რა ხდება ჩემს თავს? ბევრი რამ ხდება....
აი ახლა ვზივარ ყაზბეგის რომელიღაცა ქუჩის რომელიღაცა სახლის (რომელიც ბოლო გაჩერებასთან ყველაზე ახლოს იყო) რომელიღაცა ოთახში და ვებრძვი შემოტეულ ემოციებს :) ა ემოციური რო ვიყავი არ იცოდით ეგ ამბავი? არც მე ვიცოდი, რა მაგარია, აწი გვეცოდინება... :)
თავში მიტრიალებს ფიქრები იმაზე რო რა მაგარია, მსოფლიოში ყველაზე საყვარელი (ჩემს მერე) არსება რო მოვნათლე წინა ხუთშაბათს, ასევე იმაზეც რო უკვე დიდები ვართ, მე კიდევ გუშინდელივით მახსოვს სკოლაში როგორ მივედით, რო აგერ დალის უკვე ქმარი და შვილი ყავს, რო მე მეჯვარე და ნათლია გავხდი, რო ვერასოდეს ვიფიქრებდი რო თიკო ამ ყველაფერს არ დაესწრებოდა, ისკიარადა სუფრაზე ყველაზე ბოლო სტუმრად მოვიდოდა... ვხვდები რო წლები ნელ-ნელა ცვითავს ჩვენს მეგობრობას, რო, შეიძლება ვაჭარბებ მარა რაღაც ვალდებულებაში გადავიდა ჩვენი ურთიერთობა, აბა რა, ჩვენ ხო 16 წელია დაქალები ვართ, 11 წელი ერთ მერხზე ვიჯექით... მე თიკოს მხარზე თავმიდებულს მიტირია როცა სიყვარულში იმედი პირველად გამიცრუვდა, და თიკოსაც დაუსველებია ჩემთვის მხარი იმიტო რო დედამისმა გააბრაზა...
ინერციით გამოყოლილი მეგობრობა...
გული მწყდება, რო დღეს უკვე თვეში ერთხელ, 1-2 საათით ვნახულობთ ერთმანეთს, და მთელი თვის ამბების შეჯამებას ვუსმენთ მარტო, როცა 16 წელი ყოველი დღე ვიცოდით ერთმანეთის... რეაქციის გასაგებად უკვე კითხვის დასმა გვჭირდება ერთმანეთისთვის, როცა ყველაფერი უსიტყვოდაც გადასარევად გვესმოდა ადრე... რო დაჟე ტყუილებსაც ერთნაირს ვამბობდით, ეხლა იმასაც ვერ ვხვდებით ერთმანეთს რა დროს ვატყუებთ. რო მე 1000 დეტალი არ ვიცი შენი ცხოვრების, და შენც ასევე, რო შეიძლება სურვილიც აღარ გაქვს ყველაფერი მომიყვე და გამინაწილო, იმიტო რო ჩემი ადგილი სხვამ შეცვალა, ეხლა სხვას ესმის შენი უსიტყვოდ, შენი მიმიკებიდან კიდე მთელი სიტუაციის გაგება შეუძლია... მე უკვე მოვიკოჭლებ მაგაში.. შენ შეიცვალე, მეც შევიცვალე ალბათ.... უკვე მიკვირს შენი მესიჯი, გუშინ რო დამირეკე ვაფშე გავოცდი, რამდენი ხანია პროსტა მოსაკითხად აღარ შევხმიანებივართ ერთმანეთს?! მე მეშინოდა, ყოველთვის მეშინოდა რო ეს დრო დადგებოდა, რო სხვა ჩამანაცვლებდა შენს ცხოვრებაში, პირველი კლასიდან მეშინოდა, გაცნობის დღიდან, და ეს იმიტო არა რო მე ძალიან და უაზროდ და უსაზღვროდ ეჭვიანი ვარ, აი მეშინოდა და ვსიო. შენ კიდე ვერავინ ჩაგანაცვლებს ჩემს ცხოვრებაში... ყოველთვის შენი ყველაზე მეტად გამიხარდება და ყველაზე მეტად მეწყინება, ყველზე მეტად შემტკივა გული შენზე, შენს შეცდომებზე ყველაზე მეტად გავბრაზდები და შენი წარმატებით ყველაზე მეტად ვიამაყებ, და ეს იმიტო არა რო 11 წელი ერთ მერხზე ვისხედით და 16 წელია დაქალები ვართ, რო შენი მეგობრობა ინერციით მომდევს...
ვიცი ნახავ როდისმე ამ ნაწერს და გაიცინებ, აი უბრალოდ გაიცინებ, ჩათვლი რომ ეს რიგითი ეჭვიანობის სცენაა, რო გაჭედილი მაქვს, რო არაფერი მსგავსი... დამირეკავ ალბათ და მეტყვი, გოგოო, შენ .......?! მე გიპასუხებ არა, არ მაქვს... ან შეიძლება გიპასუხო რო არაფერი ისეთი, უბრალოდ იქ მთაში ემოციებს ავყევი და ყველაფერი მუქ ფერებში წარმოვიდგინე, რო ბოდიში რაღაცეებში ტყუილად დაგადანაშაულე, და რა მოხდა მერე თუ დალის ჯვრისწერას არ დაესწარი?! მერე რა რო მთელი ბავშვობა მაგ დღეს ველოდებოდით?! ხო, შეიძლება მე ეგრე გითხრა და შენ ვეღარც შემატყო რო მე გატყუებ. რო სულაც არაა სულერთი რო შენ 100000დეტალი არ იცი ჩემი ცხოვრების და არც ისაა სულერთი რო დიდ დაინტერესებას ვერც გატყობ... რო მიუხედავად იმისა რო ჩემი საქმე არაა და არ უნდა ვერეოდე, მაინც გულზე ვსკდები რო მახსენდება რო დალის ჯვრისწერაზე არ მოხვედი.... იმიტო კი არა რო გამოცდიდან ეგრევე არ წამოხვედი, იმიტო რო შენ ჩვენ უკანა პლანზე, სადღაც ჯანდაბაში გადაგვწიე და სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებები გაგიჩნდა.. აააააარ გსაყვედურობ, არასოდეს! უბრალოდ მინდა რო იცოდე რას ვგრძნობ და რას ვერ გეუბნები, იმიტო რო არ მინდა სათქმელი შემაწყვეტინო... ხოდა ვაქვეყნებ აქ, და აი ნახავ, რამდენი ხნის მერე წაიკითხავ... იმიტო კიარა რო ვერ მოახერხებ, იმიტო რო დევას და ანრის და ვიღაცის სტატუსები უფრო მნიშვნელოვანია შენთვის, ვიდრე ის რაც ჩემს ბლოგზე იწერება...
აი ესე, დაგცოფე და დაგანთხიე ბოღმა! მარა ეს იმიტო რო მე ყველაზე საყვარელი ეგოისტი ვარ მსოფლიოში, და ბოღმისგან გული რო არ გამისკდეს, აუცილებელია შენი წილი გაგიზიარო!!!!


1 comment:

გურამი said...

კომენტარი