Dec 17, 2008

I Hate You, Hate You ALL!!!!!

ვერ გიტანთ,  

ვერავის, 

განურჩევლად 
სქესისა,
ასაკისა, 
კანის ფერისა, 
რელიგიური აღმსარებლობისა, 
სოციალური სტატუსისა, 
განურჩევლად იმისა რა ნათესაურ-მეგობრულ-ოჯახურ-ნაცნობურ-უცნობურ-მტრული კავშირია ჩვენს შორის: 
ვერ გიტანთ ვერავის!  
ყველანი მეჯავრებით!!    
აჰ, თქვენც სულ გკიდივართ???
ჩემს ფეხებს.!!
ყველას დაგასწარით შეჯავრება!    
იმიტომ რო ადრე თუ გვიან თქვენ დამასწრებდით ამას..
ხოდა I am The First!!!! 
როგორ მეჯავრებით იციით??? 
სულ მკიდია ამის წაკითხვის შემდეგ თქვენი მოკლული გულები და ჩემს მიერ "დაუფასებელი" თქვენი ფსევდომზრუნველობა!! 
ისე მეჯავრებით, ყველა წინადადების თავში და ბოლოში დიდი სიამოვნებით მივაწერდი რწყევის სმაილს.... (თუმცა გონებაში ვაწერ,აქ არაესთეტიურია)   
სულ არ მაინტერესებს თქვენი შეხედულებები ჩემს პიროვნებასთან დაკავშირებით..
თქვენს ზეინტელექტუალურ რჩევა-დარიგებებსაც სიამოვნებით მივუჩენდი თქვენსავე უკანალში ბუდეს, მანდ უფრო გამოგადგებათ! 
მეჯავრებით თქვენი ყველა მიღწევებითა და იმედგაცრუებებით, (მიღწევებით განსაკუთრებით!)
ყველა თქვენი საკუთრებითა და დანაკარგებით!
მეზიზღება ყველა თქვენი საყვარელი ადამიანი!
ყველა თქვენი ზრუნვის ობიექტი (თუმცა ძირითადად ეს ზრუნვის ობიექტი თქვენივე დიდად პატივსაცემი უკანალია!) 
ამაყად ვიფურთხები თქვენს ყველა იმ ღირებულში რაც გაგაჩნიათ! 
სიამოვნებით ვაგროვებ იმას რაც დაკარგეთ და ვამსხვრევ, იმიტომ რომ ვეღარასოდეს აღიდგინოთ!
ვბილწავ ყველა თქვენს უმწიკლოებას ასეთივე სიამოვნებით!   
ჭირივით მძულს თქვენი წარმატება და გაღიმებული სიფათები და მაბედნიერებს ყველა თქვენი წარუმატებლობა და მოღუშული სახე! 
მეზიზღებით ყველა იმ უპირატესობის გამო რაც კი გაგაჩნიათ ჩემთან შედარებით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ შეიძლება იმიტო მიყვარდეთ რომ რაღაცაში ჩამომრჩებით! 
დედამიწაზე არ არსებობს არგუმენტი რის გამოც მე თქვენი სიყვარული შემეძლება!
მეჯავრებით და მარტო იმიტო არ გისურვებთ ცუდს რომ თქვენი ცუდად ყოფნით მე შეიძლება რამე დამაკლდეს!
ფეხებზე მკიდია რას გრძნობთ ახლა,
რა გწყინთ, რა გაწუხებთ....  
ამ ჩემს ფეხებს თუკი თქვენ თავს საშინლად გრძნობთ... 
ამ ჩემს ფეხებს თუ თქვენს ფეხებს,რომ ჩემს ფეხებს!!!!! 
მკიდია რომ თქვენ გკიდიათ რო მე მკიდია!!!!
ფეხებზე მკიდიხართ თქვენი უაზრო სიფათებით, თქვენი უაზრო მილოცვებით, უაზრო პრინციპებითა და შეხედულებებით,
თქვენი უაზრო საყვედურებით, უაზრო მოწოდებებით, ფსევდომზრუნველობით, უაზრო დღის რეჟიმით, უაზრო არსებობით!   
ერთადერთი რასაც თქვენს მიმართ განვიცდი,სიბრალულია....   
მებრალებით თქვენი უკიდეგანო ანგარების გამო....    
მებრალებით იმიტომ რო ყველასაგან რამეს გამოელით და არაფერს აკეთებთ სამაგიეროს მოლოდინის გარეშე....     
შენ ჩემო ზეინტელექტუალო, მებრალები იმიტომ რომ თავი მოგაქვს შენი უკიდურესად მდაბიო შეხედულებებისა და აზრების გამო, იმის გამო რომ ყველა შენი "ჰიპერინტელექტუალური"ჰაზრი, რომელიც უდაოდ შენი უზადო გამჭრიახი გონების ღირსეული ნაყოფია,ისეთივე მდაბიოა და ისევე ფურთხის ღირსი, როგორიც მათი მქადაგებელი-არარაობა!           
ზოგადად ყოველთვის ვიცოდი რომ ორი არარაობის ერთი მთლიანობა რაობას შობდა,ან რაიმე ღირსეულს-სისულელე იყო, მარა ასე სერიოზულად და ასე საზარლად თუ იყო საქმე, ვერ წარმოვიდგენდი.... ხოდა ორივე მძულხართ განურჩევლად....     
შენ, შენ რაღას იტყვი ბატონო დემაგოგო? ეს მე მეჩვენება რო უიღბლო ვარ? სულაც არა!! (თუმცა ყველა ჩემზე იღბლიანის თავზეც გავიარე,ვერცერთს ვერ ვიტან!) ვატრაკებ? ცუდი ხასიათი ჩამომიყალიბდა? მერეე შეეეეეენ რააა ამითი???/ ვინ რას გაძალებს, ვინ გეურთიერთება, ვინ გავალდებულებს? რამდენი ძააან შაყვარლობა ხასიათის ხალხი გყავს გარშემო? სიხარულითა და სიყვარულით რო მოგეკრობიან აცახცახებული მკერდებითა და ბედნიერებით აბრჭყვიალებული თვალებით?! ჩემთან რა დაგრჩენია? ბოღმა და სიძულვილი, ხოდა ნუღარ დაეცემი ქადაგად და თამამად მიაშურე უკეთესხასიათიან მკერდცახცახადათვალებბრჭყვიალა შაყვარლობეეებშ!!!!    
ალბთ ოდესმე დავწერ წერილს სადაც ყველას დაგიტოვებთ სამახსოვრო ბოლო სიტყვას და წინასწარ ნუ აღელვდებით, არც მაშინ შევეცდები თქვენი კეთილგანწყობის მოხვეჭას! 
წერლს სადაც დედაჩემს აუცილებლად ვეტყვი რო ყველაფერი მაგის ბრალია (თუნდაც არანაირი კავშირი არ ქონდეს იმ მოვლენასთან)!  
 
ძმას--- მებრალები შენი ფსევდოინტელექტუალიზმის გამო  
დას-- განსაკუთრებით ბოღმით დახუნძლულს არაფერს რამეთუ ყოველთვის იცოდა მისდამი ჩემი გრძნობების ნაკლებობის შესახებ!    
*******------- ვერ მივხვდი შენი სიყვარული სიძულვილში როდის გადამეზარდა!!!     
მერე სიას ჩამოვწერ და ყველას ორ სიტყვას დავუტოვებ ფეხებზე მკიდიხართ!  
თქვენს "ზეინტელექტუალ" თავებზე და ამ წერილის მიერ დაბზარულ გულებზეც გავიარე!!!!       

Dec 16, 2008

მინდა :)


   


   მინდა! 

ძალიან, ძალიან მინდა, 
უკიდურესად, 
ყოველ წამს. 
გულის შეკუმშვამდე, 
სულის შეხუთვამდე, 
უსაზღვროდ, 
უკიდეგანოდ, 
უსასრულოდ, 
ვეღარაფერზე ვფიქრობ მეტზე... 
ვეღარ ვმეცადინეობ, ვეღარაფერს ვაკეთებ, 
სულ სულ ვფქრობ რა იქნება პატარა ფისუნია რომ მყავდეს ახლა სახლში, 
აღარც მარტო ვიქნები და აღარც კომპიუტერთან გავატარებ ნახევარ ცხოვრებას.... 
პირობას ვდებ რომ არც ჩემი კავკასიური ნაგაზი აწყენინებს როდისმე რამეს. 
ვერც დედაჩემი მოახერხებს მის ფანჯრიდან მოსროლას, 
პირადად დავრთავ ნებას ჩემს ლოგინში ისე მოკალათდეს როგორც საკუთარში, 
ხოდა გამახსენდა ჩვენი ყველასათვის საყვარელი ფორუმი, განყოფილება ფლორა და ფაუნა, და ვიშოვე :)
 პატარა ფისუნია მეყოლება ხვალ 2 საათზე :)  
მიხარა მხარია მიხარიააა......  
ბიჭიაო.... 
ხოდა სახელი რა დავარქვა არ ვიცი :(
კირი? 
კომენტარში დამტოვეთ თქვენი ვარიანტი :)

ხვალ.... 

დარჩა 16 საათი )        

აი ეს უსაყვარლესი ფისუნია გახდება ხვალიდან ჩემი

 





Dec 14, 2008

თოვს!!!!




უკვე დასაძინებლად მივდიოდი, ფანჯრის დაკეტვას ვაპირებდი და.... 
არ მჯერა
თოვს.
პირველი თოვლი მოვიდა!

რაღაცნაირად, ძალიან,ძალიან მომინდა გარეთ გასვლა....

მარა აშკარად ძალიან ცივა....
თოვს
თოვს
თოვს
თოვს
თოვს
თოვს
თოვს
თოვს
თოვს
თოვს
თოვს
თოვს

მოვიდა ზამთარი... დღეს ჭეშმარიტად მოვიდა ზამთარი....... 
ეხლა გარეთ გავალ და თუ სადმე მივეყინე მოხარული ვიქნები ფრიად....


არა, მაინც როგორ მოთოვა...

ეხლა ვიტირებ:(


Oh the weather outside is frightful, 
But the fire is so delightful,
And since we've no place to go,
Let It Snow! Let It Snow! Let It Snow!

It doesn't show signs of Pauseping,
And I've bought some corn for popping,
The lights are turned way down low,
Let It Snow! Let It Snow! Let It Snow!

When we finally kiss goodnight,
How I'll hate going out in the storm!
But if you'll really hold me tight,
All the way home I'll be warm.

The fire is slowly dying,
And, my dear, we're still good-bying,
But as long as you love me so,
Let It Snow! Let It Snow! Let It Snow!  

Dec 6, 2008

მეწყინა... :cry:

 
მეწყინა ხოოო რა გიკვირს?!

შუაღამეს რო გამწვანდი ძალაუნებურად გამეღიმა,

მეთქი დღეს მაინც მომწერს რამესთქო.... (არა რა ვალდებული ხარ მარა მაინც!)
მეთქი...
მარა ჩემი ფეხები.....
(სხვა სიტყვები უბრალოდ არ შეესაბამება სიტუაციას!)
წყენა ნომერი პირველი.....


ხოდა ისევ მე დავიწყე ლაპარაკი...
მეგონა მოგიყვებოდი რაღაცეებს და მომეშვებოდა ცოტა მარა...
(ისევ ჩემი ფეხები ჩაერთო აქაც სასწრაფოდ... :) )
წყენა ნომერი მეორე...

წყენა რიგითი ნომრით 3, გამოიწვია პირველივე პასუხმა....
(საქმეში ჩარეთო "ვითომდავიკიდეს, გავატარეს" მომღიმარი ნიღაბი...)

აააა თურმე მე რა მჭირს?! :|
შენ?
ჭვალი??
როგორ ყველაფერი ჭვალის ბრალი ყოფილა.....
(წყენა ნომერი4)

ააა 2 კვირაა გჭირს??
და კვდები??
თურმე რაში ყოფილა საქმე, მაშინ გეპატიება სიკვდილის წინა აგონია!....

ზემოთხსენებული ნიღაბი ასრულებს თავის საქმეს ამჯერადაც....

-ახალი წელი უნდა ჩაგვაშხამო? (ძლივს ავწიე ტუჩის კუთხეები ოდნავ...)
(წყენა ნომერი5-ის სურნელი იგრძნობა უკვე:) )

-შენ რატო, შენ რა შუაში ხარ? (მართლაც მე ვინ ჩემი ქვედა კიდურები ვარ ხო?! )წყენა ნომერი 5 გააქტიურდა და დასტაბილურდა....

-ნეტა შენ ახალწელთან რა კავშირი აქვს ჩემს სიკვდილს, რა აღარ მოვა 2009 წლი? (წყენა #6)

-შენ სიკვდილს თუ მოყვება ეგეთ ახალწელს არ გავკარი?! (ჩამომივარდა ნიღაბი, სამაგრები აქვს გამოსაცვლელი ალბათ)

ორმა იდენტურმა სიტყვამ ("რატომ რატომ") თამაშში ჩართო წყენა ნომერი 7!..

ვინაიდან და რადგანაც ძალიან ვარ დაღლილი (იმიტო რო 2 ღამეში 3 საათი მეძინა მარტო და დღეს დილით გიგას წყალობით ტაქსში ჩავიცვი ტანსაცმელი ისე გავრბოდით გამოცდაზე) ძირს დავარდნილი ნიღბის ასაღებად მოხრაც კი მეზარება......:

-ხო შენთვის შეიძლება არაფერი შეცვალოს ჩემს ადგილას ყოფნამ, ჩემთან კი ცოტა სხვანაირადაა საქმე......
(წყენა ნომერი 8)

ააააჰ, ეს მე არ ვიცი შენთან როგორ იქნება საქმე მსგავს სიტუაციაში?! :|

ფეხებზე გკიდია მოკვდები თუ არა????

(მგონი წერისას შეცდომა დაუშვი, სიტყვა "მოვკვდები"-ში ზედმეტი ვ გაგეპარა პირველ მარცვალში.. ჯერ კიდევ მესმის შენი უსიტყვოდაც ხო ხედავ ;) )

(კინაღამ დამავიწყდა, წყენა ნომერი 9 და 10...)

[0:51:40]*********: eeeeeeee
[0:51:43] **********: debilo

იპოვა გამოსავალი უცბათ!..... (წყენა ნომერი 11)

ხოდა დავიხარე ზემოთხსენებული ნიღბის ასაღებად და.....

გაფერმკრთალდა უცებ შენი სახელიც :) (წყენა ნომერი 12)

1. ძალიან მეძინება და დავიძინებ ხო?
2. გულში არ ჩაიდო, გეხუმრე, ძილინებისა :*
3. არ გეძინება? მე ძაან...
4. (უბრალოდმთქნარებისსმაილიკი)
5. წავედი ეხლა მეეე. ძილინებისაააააა :*
6. და კიდე 10000 სხვადასხვა მსგავსი შინაარსის ფრაზა

ყველა ამათ მაგივრად აბა რა არის თუ გამოიცნობთ? "ჩეემი ფეხები" მართალია!!! (წყენა 13, თუ 13000 არ ვიცი...)

ძალიან კარგად იცი რო მეწყინა, იმასაც ხვდებოდი რო მწყინდა რო მეუბნებოდი,
სანამ მეტყოდი მაშინვე იცოდი რო მეწყინებოდა მარა მაინც მითხარი...
იმიტო რო გკიდია მეწყინებოდა თუ არა, სულ ერთია შენთვის, დაჟე რაღაც მომენტში გსიამოვნებს კიდევაც..... შენ თუ გსიამოვნებს მაწყენინე, არაა პრობლემა.... არა პრობლემა როგორ არაა, მარა არაუშავს, აქამდე მშვენივრად მუშაობდა ღიმილის და "ვითომდავიკიდეს, გავატარეს" ნიღაბი, ეხლაც დამეხმარება გადასარევად...  

FუF, ესეც შენი სახლში მივალ თუ არა ეგრევე დავიძინებ!!!! სულ რაღაც 12 საათი გადავაცილე გეგმას!

არასოდეს

არასოდეს, არასოდეს, არასოდეს დათვრეთ ასე :D :D :D




:)
:)
:)
:)

და არც ასე :D :D 


საგიჟეთიიიიიიიიიიი :D 
მართლაც არსად შესაშვებები არ ვართ :D :D 


გელააა, რეზიიი, გიიგა, მიყვარხართ :)მართლა რომ არ მიყვარდეთ იმ დანარჩენ უარეს ბანძაობებსაც ავტვირთავდი :D

არაუშავს, ერთი შავი ლაქა ყველას აქვს ცხოვრებაში :D :D

Nov 26, 2008

08.08.08


იმის გამო რომ გუშინ გახსნილი ლეპტოპით ჩამეძინა უკვე საკმაოდ გათენებულზე,მკვდარივით მეძინა და როცა დედაჩემმა გამაღვიძა დილით (10დან 11მდე საათზე) გაფართოებული თვალებით, გაიღვიძე, დაგვბომბესო, მეგონა სიზმარი გრძელდებოდა ისევ....
მარა ახალგაღვიძებულზეც საკმაოდ აშკარა იყო ის შიში და შეძრწუნება რაც დედას თვალებში ეწერა...
დაფეთებული გავვარდი აივანზე...
გორიჯვრის მთას ჯერ კიდევ ბოლი ასდიოდა,
ჩემი რძლის სახით, შიშის გაფართოებული თვალები დარბოდა ოთახიდან ოთახში,
ჩემი და ისეთი შეშინებული და დაუცველი იყო,
დედა ისეთი განერვიულებული რო მაშინვე მივხვდი, შიშის და სასოწარკვეთის დრო არ იყო, ვინმე მაინც უნდა დარჩენილიყო ფხიზელი გონებით ოჯახში...
მამა საირმეში წასულა, ღრმად დარწმუნებული იმაში რო ყველაფერი ჩაწყნარდა,
ეს ყველაფერი ბოლომდე გააზრებულიც არ მქონდა რო მეორედ ჩამოაგდეს ბომბი ისევ იმ მხარეს, სულ რამდენიმე ათეულ მეტრში იმ სახლიდან და იმ ადგილიდან სადაც მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე..
ისევ ბოლში გაეხვია გორიჯვარი...
შიშის თვალებმა უფრო მეტი პანიკით დაიწყო სირბილი ოთახებში,
უფრო დიდი გახდა ჩემი დის თვალებიც და უფრო დაპატარავდა ჩემი და... (საერთოდ ეგრე მოსდის როცა რაღაცაზე ნერვიულობს, მომენტარულად პატარავდება, იკუმშება, მუშტის ხელა ხდება ხოლმე მარი)
დედამ თქვა რა ვქნა ეხლა, ეს კაცი სადღააა, როგორ შემატოვა ოჯახიო...
ამ დროს პირველად ამოიღო ხმა ჩემმა ძმამ, დასხედით მანქანაში, თბილისში მივდივართ, დაგტოვებთ და მერე კომისარიატში გამოვცხადდებიო...
სხვა არავის რეაქცია არ მახსოვს ამ სიტყვებზე, მახსოვს როგორ დაებზარა დედას სახე მომენტალურად...
არავინ იცოდა რა ექნა, ეს თვითმფრინავები კი გაუჩერებლად დაგვბღუოდნენ თავზე....
ეს ყველაფერი დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა, (მეგონა 5 საუკუნე ვიცხოვრე მაგ 5 წუთში..)
ნატა ტიროდა, თბილისში წამიყვანეთ, ჩემებთან მინდაო (რძალია მაინც :) )
ტელეფონზე დარეკვა არ ხერხდებოდა არსაიდან,
მამასაც ვერ ვუკავშირდებოდით....
გუჯა უკვე ჩვენ ბარგს ალაგებდა....
დედამ მე ვერსად წამოვალ, დედაჩემს და მარიამს სად დავტოვებო?! (მარიამი ჩემი პატარა დეიდაშვილია,დეიდაჩემი კი სატანკო ბატალიონის საიდუმლო ნაწილის უფროსი, ომის დროს სამსახურის მიტოვება ეკრძალებოდა, სად წავიდოდა?!)
მაშინ გოგოებს წავიყვანო გუჯამ....
ელზამ დარეკა თბილისიდან, მამა მობრუნებულა გზიდან, სახლში მოდიოდა ისევ :)
10 წუთში გუჯა დაქოქილი მანქანით გველოდებოდა გარეთ,
და ამ დროს პირველად ამოვიღე ხმა, "მე არ მოვდივარ-თქო" ალბათ სახე მქონდა ისეთი რო შეკამათებაც არ უცდია არავის :) მერე მარიც მობრუნდა თავის ბარგიანად,
გუჯა და ნატა ისეთი დაბნეულები წავიდნენ მეშინოდა გზაში არაფერი შემთხვეოდათ... :(
გაფრინდნენ ღორთა თვითმფრინავები, აღარ დაგვტრიალებდნენ თავზე სიკვდილის ბუზებივით..
მერე მამიდაჩემი ჩამოვიდა ოჯახით, ჩვენთან მეტად უსაფრთხო იყო (სარდაფი გვაქვს, კერძო ბინაა) ვიდრე კორპუსებში....
დედამ მარიამი ჩამოაყვანინა მეზობლის ბიჭს...
ცოტა დავწყნარდით,....
დათო მოვიდა, ჩემი და და მამიდაჩემის ოჯახი ბორჯომში წაიყვანა, ჩემი და ისეთი დაბნეული იყო ბარგი სახლში დარჩა (ბატატო მიყვარხარ:) )
ეკლესიაში წავედი....
ქუჩაში ცხოვრებისეული ტრამვა მივიღე მგონი,
ხალხი საერთოდ არ დადიოდა, ვინც დადიოდა ალაგ-ალაგ ყველა ტირილით მირბოდა, ქალებს,კაცებს, ყველას ცრემლი ქონდა თვალებში...
თავი ვერ შევიკავე...
ჯერ ჩუმად ვტიროდი, მერე ცოტა მეტად, მერე უფრო მეტად.....
თიკოს შევძახე, ვიფიქრე წამოვიდოდა ტაძარში,
წავიდნენო უკვეო თბილისში, გამომძახა მეზობელმა და მიიხურა კარი....
ხალხი ალაგ-ალაგ იყო ტაძარში, ყველა ისეთი წრფელი სახეებით ლოცულობდა, გამაჟრიალა.....
ალბათ მეც არასოდეს მილოცია და მიტირია ესე გულით როგორც მაშინ....
ტაძრიდან ბევრად უფრო დამშვიდებული გამოვედი...
გამოვედი და მოფრინდნენ ისევ ღორები....
სამების ეკლეიას დასტრიალებდა თვითმფრინავი ძალიან ახლოს...... რამდენჯერმე შემოუფრინა და წავიდა ( როგორც თქვეს მერე, მამაო წირვას ატარებდა თურმე მაგ დროს, და რამდენჯერაც მიუახლოვდა თვითმფრინავი იმდენჯერ პირჯვარი გადასახა თურმე პილოტს და გაფრენილა მაგიტომ) .
სანამ სახლში მივედი (სულ რაღაც 500 მეტრში) 12 ავტობუსი ჯარისჯაცები ჩამოატარეს ტრასაზე....
მამაოები იდგნენ გზაზე და ლოცავდნენ, ყველა გამვლელს ლოცავდნენ საერთოდ...
რაღაც გრძნობა იყო ისეთი, გიყვარდა ყველა გამვლელი, ყველა ჯარისკაცი, ყველას ტკივილი გტკიოდა....
რა გიხარიათ თქვე უბედურებო.....
ღმერთმა მშვიდობით გატაროთ შვილებო...
ვაიმე დედათქვენს უბედურს....

და კიდევ მსგავსი სიტყვები ისმოდა ქუჩაში ჯარისკაცების დანახვაზე გამვლელებისგან....
გული ისე მქონდა შეკუმშული მტკიოდა....
ბიჭები კი მიდიოდნენ ფორმებით, ჩანთააკიდებულები, დროშების ქნევით, გულზე მუშტის რტყმით... ღიმილით,...... :(
სახლში რო მივედი მამა ჩამოსული იყო უკვე...
გუჯამ დარეკა, რა ქენით ეს, როგორ დამატოვებინეთ თქვენი თავი, მე რა მინდა აქო....
(მერე ნატამ თქვა 2 ჯერ ბრუნდებოდა გზიდან, მთელი გზა ჩუმად იწმინდავდა ცრემლსო :) (დებილ, მიყვარხარ ძალიან :* )

3 დან 6 საათამდე ცეცხლი შეწყდაო გამოაცხადეს.....
ვნახოთ რა იქნება 6 საათზე....
3 საათი 3 საუკუნედ გაიწელა,
საათის წიკწიკს ნემსის ჩხვლეტასავით ვგრძნობდი გულში,ტვინში.....
ზუსტად 6 საათზე გაისმა სროლის ხმა ისევ, აღარც გაჩერებულა დილამდე....
ფორუმზე შევედი....
ვარდისფერსათვალიანი ეკრანის მაგარი ბიჭების ბრბო მედგრად მოუწოდებდა დანარჩენებს, მიდით შეაკვდით,ჩვენ აქედან გიბალეშიკებთო....
რაც დავწერე ყველაფერზე მომიკომენტეს მოდი ნუ პანიკიორობ,ნუ დეზინფორმატორობ, ნუ ქვეყნისმოღალატეობ, ნუ აზვიადებ, შენ რა იცი, ბლა ბლა ბლა ბლა....
გული ამერია........
მთელი ღამე ისროდნენ,
მთელი ღამე ანათებდა ცა....
მთელი ღამე ვისხედით მე და დედა და ერთმანეთს ვუყურებდით უსიტყვოდ....

Nov 13, 2008

07.08.08



სამი თვე გავიდა უკვე, სამი თვე, კი არ გავიდა გაფრინდა...
მთელი ეს სამი თვე ყოველ დღე მინდოდა დამეწერა იმ პერიოდის განცდები, მოვლენები.....
მაგრამ ვერ მოვაგროვე ფიქრები, რაღაცნაირად ცივი გონებით მინდოდა დამეწერა და არა ცხელ გულზე.......
სამი თვეა თავს ვებრძვი რო როგორმე იმ ემოციების გარეშე გავიხსენო ტოლვილობის პერიოდი მარა არ გამოდის.... :(.



გათენდა, თბილისში ვიყავი, რაღაც საქმე მქონდა უნივერსიტეტში... აღფრთოვანებული ვარ, 17-ში ყველანი ერთად მივდივართ ზღვაზე, მიუხედავად იმისა რომ ყველა გეგმა ჩაგვეშალა ამ წელს, (ზაფხულის გეგმები განსაკუთრებით) ჯერ კიდევ ღრმად ვარ დარწმუნებული რომ წინ არაჩვეულებრივი 2 კვირა გველის..... მამამ გამომიარა და წავედით გორში.... ჯერ თბილისის გასასვლელთან იყო გზა გადაკეტილი, მანქანებს უკან აბრუნებდნენ.... 1 საათის მერე გაგვიშვეს როგორც იქნა.... ჩვენს წინ კოლონა მიდიოდა..... მამამ არაფერი სერიოზული არ მგონია მოხდესო თქვა და მეც მაშინვე დავიჯერე... (წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება ისე... ) იგოეთთანაც გავჩერდით 1 საათი.... და ნახევარი საათიც გორის შესასვლელში.... საშინელი მოძრაობა იყო, ვინ საიდან გადაგისწრებდა ვერ ხვდებოდი, 2 ავარიას გადავრჩით გზაში...
ქალაქი ჩვეული რიტმით განაგრძობდა ცხოვრებას.
როგორც იქნა მივედით სახლში, გოგოები იყვნენ ჩემთან, ხინკლაობდნენ.... ანტალიაში დასვენებაზე ლაპარაკობდნენ, ცოტა გული მწყდებოდა მეც რო არ მივდიოდი :)
ტელევიზორში გორის ჰოსპიტალის კადრებს ატრიალებდნენ....
თეო უკვე პანიკიორობდა,
მე ვიცინოდი...
მართალია ძალით მარა მაინც, ვერ ვაცნობიერებდი ბოლომდე, (და არც მეგონა თუ ყველაფერი ესე დასერიოზულდებოდა...) მერე დავიშალეთ.... გუჯაც თავის მაღაზიაში წავიდა....
მამაჩემმაც ბარგი ჩაალაგა დილით საირმეში მიდიოდა...
დაღამდა.
ბიჭებს ველაპარაკებოდი ნეტში, რა უნდა მოხდეს, ხვალე ყველაფერი ჩაწყნარდებათქო ვიმეორებდი....
პირველად რო განათდა ცა მეგონა ელავდა.... მერე მეორედ, მესამედ, მეათედ, მეოცედ.....
ჩვენები ბომბავენო რუკის მიხედვით გორიდანო.....
გაჩერდებიანთქო ხვალე.....
ღამის 2 საათზე კომისარიატიდან დარეკეს, შეიძლება გუჯა დაგვჭირდეს, მზად იყოსო,
გავგიჟდი!
მერე მამიდაჩემმა დარეკა, ჩვენი ბინიდან წაიყვანეს ბიჭები ამ წუთასო.... :(
მივხვდი ყველა რეზერვისტს გაიწვევდნენ.
ჩემ ძმას, ყველ ჩემს მეგობარს...
არადა რამდენს ვიცინოდი ყველა ერთად რო წაიყვანეს რეზერვში :(
ამ ბიჭებსაც რამხელა გული აქვთ,
ყველა წასვლაზე იწევს,
ლაპარაკს აზრი არ ქონდა არცერთთან....
დილის 6მდე ელავდა ცაზე რაკეტები....
მერე ჩამეძინა.........

Nov 12, 2008




დღეს, დღეს რაა და უკვე გუშინ, აი საშინელი დღე იყო, დამღლელი და არაფრისმთქმელი :)
ნუ დილა იმით დაიწყო რო დილის 9 საათზე ჩემმა დაქალმა დამიმესიჯა
( 3 დღის წინანდელ ამბავზე მებოდიშებოდა,)
ღამის 11 საათზე უბანში რო გაყურყუტეთ ნახევარი საათი და რო არ ჩამოვედი ბოლოს მაინცო, გაბრაზებული ხოარ ხარო ჩემზეო? ხოდა საშინელი განწყობით გავიღვიძე...
საერთოდ ეს ფენომენი კიდე სხვა თემაა, უკვე მივეჩვიე რო ყოველთვის ასე ხდება როცა სადმე მივდივართ დალი ყოველთვის მოდის მარა აი სუუულ უკანასკნელ მომენტში აცხადებს უარს, მიზეზი?-არ უშვებენ!.... უკვე 10 წელია ერთად ვართ და სულ რამდენიმე შემთხვევა მახსენდება როცა თქვა და წამოვიდა კიდევაც... და რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს არის ის რომ თვითონ არასოდეს რეკავს და არ გვატყობინებს რო აი არ მიშვებენ და წადით თქვენ, აღარ დამელოდოთ, ან პახოდისთვის აღარ გამითვალისწინოთ ან.....(10000 სხვა სიტუაცია) და ეს ყველაზე მეტად მაღიზიანებს....
ხოდა ეს ყველაფერი ერთდროულად გამახსენდა მესიჯის კითხვისას, მესიჯი წავიკითხე და ძილი გავაგრძელე.... 15 წუთში დარეკა და ისევ გამაღვიძააააა!!! არ მიპასუხია,
მერე უკვე ოჯახმაც გაიღვიძა აქტიურად.
ჯერ მამაჩემი შემოვიდა ჩემს ოთახში რაღაცის ასაღებად, მერე დედაჩემი, მერე ჩემი და მიბრძანდებოდა სკოლაში და Fენი აუცილებლად ოთახში უნდა ებღუილებინა....
მთელი ამ ხნის მანძილზე ჯიუტად ვცდილობდი ძილის შებრუნებას მარა ბოლოს როცა უკვე გრეიც შიმშილმა შეაწუხა, და მთელი ეzო აიკო ყეფით ნება ვიბოძე და ავდექი....
კვირას მარის დაბადების დღეა, ძაან ვემზადებით ძევაჩკები :D ხოდა რამე ზედა მინდოდა მარა რაღა თქმა უნდა ვერაფერი შევარჩიე იმ 1 საათში რაც ლექციის დაწყებამდე მქონდა დარჩენილი....
ნუ ეხლა csb - ის გიჟურ გრაფიკთან შედარებით ჩემს ცხრილს კიდევ არა უშავს რააა,
ხოდა დღეს აი ძალიან არ მინდოდა ლექციაზე მისვლა, თან რაღაც უინტერესო საგანია ეს, მარა მაინც წავედი.....
ჯერ მარშუტკაში ვიღაც ქალმა ნატკენ მუხლზე თავის ჩანთა მომარტყა, თვალებიდან ნაპერწკლები გავყარე, ერთი ხმით დაკივლება ყველაფერს მერჩია იმ წუთას მარა თავი შევიკავე :) ხოდა ეს ქალი, (ნუ არ მიყვარს ასეთი ლაპარაკი მარა ქალი კიარა ბეჰემოტი უფრო იყო, ძლივს ამოეტია კარებში) გვერდით მომიჯდა, თან რო ჯდებოდა თმაც დამაწიწკნა... სვეტაფორზე გავჩერდით, გადასასვლელზე გადადიოდა ვიღაც აი ძააალიან რიჟა ბიჭი, ყურადღება მიიქცია ძალაუნებურად და უცებ არ მიჩმიტა ამ ქალმა მკლავზე?! აი ხო ძალიან შემეშინდა, გამიკვირდა და ჯანდაბა, მეტკინა თან ძალიან.... რო შევხედე დედაშვილური ღიმილით მომაგება წესია ეგეთი, თუ არ გიჩქმეტდი დავითარსებოდიო....
ლექციაზე დამაგვიანდა,
ისეთი საცობი იყო....
გეპეის ლიფტის ბებომ კარი ცხვირწინ მომიხურა და მე-4ze სირბილით მომიწია ასვლამ :) უცებ აღმოჩნდა რო tყუილად მივედი, ქვიზს არ ვწერდით, ქეისებს არ განვიხილავდით, სიაც არ ამოიკითხა დაჟე :(
სახლში რო მოვედი კინაღამ გული წამივიდა,
1 დღე იყო ჩემი ძმა მარტო სახლში და სახლი კიარა საღორე დამახვედრააა :( თან კარმა გამოურთია და ისე წასულა... არადა უახლოესი 1 კვირა მარტო უნდა ვიყვე სახლში და იმ დებილობას ვერ ვანთებ :(
ნუ 1 საათი გაუჩერებლად ვატკაცუნებდი იმ კნოპკას, თითზე კანი გადამეყვლიფა...
ბოლოს ნერვებმა მიმტყუნა და მთელი დღის გაბრაზება კარმაზე ვანთხიე, გინებითა და წიხლების რტყმით, მერე ხმამაღლა ვიტირე გამწარებულმა და ყველასაგან მიტოვებულმა :)..
ბოლოს ავანთე როგორც იქნა, :D
ეხლა ვზივარ და ამ უაზრობებს ვწერ იმის მაგივრად რო ის საშინელი წიგნი ავიღო და ვისწავლო გვერდით რო მიდევს....
არადა რამდენია.....
ხვალ რეფორთიც უნდა ჩავაბაროთ თან....
ეჰ, წავედი წავედი....
მომავალ შეხვედრამდე ბლოგო :)

Oct 17, 2008

Umuzoba



ra xdeba ver vigeb, iseti agtacebit gavxseni blogi, iseti mondomebuli viyavi, mikvirs axla, tveze meti gavida da jer araferi damiceria....  demotivirebuli var, muza agar modis.....  albat imis bralia rom qartuli shifti ver davayene da naceri latinuri asoebitaa :)