Nov 13, 2008

07.08.08



სამი თვე გავიდა უკვე, სამი თვე, კი არ გავიდა გაფრინდა...
მთელი ეს სამი თვე ყოველ დღე მინდოდა დამეწერა იმ პერიოდის განცდები, მოვლენები.....
მაგრამ ვერ მოვაგროვე ფიქრები, რაღაცნაირად ცივი გონებით მინდოდა დამეწერა და არა ცხელ გულზე.......
სამი თვეა თავს ვებრძვი რო როგორმე იმ ემოციების გარეშე გავიხსენო ტოლვილობის პერიოდი მარა არ გამოდის.... :(.



გათენდა, თბილისში ვიყავი, რაღაც საქმე მქონდა უნივერსიტეტში... აღფრთოვანებული ვარ, 17-ში ყველანი ერთად მივდივართ ზღვაზე, მიუხედავად იმისა რომ ყველა გეგმა ჩაგვეშალა ამ წელს, (ზაფხულის გეგმები განსაკუთრებით) ჯერ კიდევ ღრმად ვარ დარწმუნებული რომ წინ არაჩვეულებრივი 2 კვირა გველის..... მამამ გამომიარა და წავედით გორში.... ჯერ თბილისის გასასვლელთან იყო გზა გადაკეტილი, მანქანებს უკან აბრუნებდნენ.... 1 საათის მერე გაგვიშვეს როგორც იქნა.... ჩვენს წინ კოლონა მიდიოდა..... მამამ არაფერი სერიოზული არ მგონია მოხდესო თქვა და მეც მაშინვე დავიჯერე... (წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება ისე... ) იგოეთთანაც გავჩერდით 1 საათი.... და ნახევარი საათიც გორის შესასვლელში.... საშინელი მოძრაობა იყო, ვინ საიდან გადაგისწრებდა ვერ ხვდებოდი, 2 ავარიას გადავრჩით გზაში...
ქალაქი ჩვეული რიტმით განაგრძობდა ცხოვრებას.
როგორც იქნა მივედით სახლში, გოგოები იყვნენ ჩემთან, ხინკლაობდნენ.... ანტალიაში დასვენებაზე ლაპარაკობდნენ, ცოტა გული მწყდებოდა მეც რო არ მივდიოდი :)
ტელევიზორში გორის ჰოსპიტალის კადრებს ატრიალებდნენ....
თეო უკვე პანიკიორობდა,
მე ვიცინოდი...
მართალია ძალით მარა მაინც, ვერ ვაცნობიერებდი ბოლომდე, (და არც მეგონა თუ ყველაფერი ესე დასერიოზულდებოდა...) მერე დავიშალეთ.... გუჯაც თავის მაღაზიაში წავიდა....
მამაჩემმაც ბარგი ჩაალაგა დილით საირმეში მიდიოდა...
დაღამდა.
ბიჭებს ველაპარაკებოდი ნეტში, რა უნდა მოხდეს, ხვალე ყველაფერი ჩაწყნარდებათქო ვიმეორებდი....
პირველად რო განათდა ცა მეგონა ელავდა.... მერე მეორედ, მესამედ, მეათედ, მეოცედ.....
ჩვენები ბომბავენო რუკის მიხედვით გორიდანო.....
გაჩერდებიანთქო ხვალე.....
ღამის 2 საათზე კომისარიატიდან დარეკეს, შეიძლება გუჯა დაგვჭირდეს, მზად იყოსო,
გავგიჟდი!
მერე მამიდაჩემმა დარეკა, ჩვენი ბინიდან წაიყვანეს ბიჭები ამ წუთასო.... :(
მივხვდი ყველა რეზერვისტს გაიწვევდნენ.
ჩემ ძმას, ყველ ჩემს მეგობარს...
არადა რამდენს ვიცინოდი ყველა ერთად რო წაიყვანეს რეზერვში :(
ამ ბიჭებსაც რამხელა გული აქვთ,
ყველა წასვლაზე იწევს,
ლაპარაკს აზრი არ ქონდა არცერთთან....
დილის 6მდე ელავდა ცაზე რაკეტები....
მერე ჩამეძინა.........

No comments: