Nov 26, 2008

08.08.08


იმის გამო რომ გუშინ გახსნილი ლეპტოპით ჩამეძინა უკვე საკმაოდ გათენებულზე,მკვდარივით მეძინა და როცა დედაჩემმა გამაღვიძა დილით (10დან 11მდე საათზე) გაფართოებული თვალებით, გაიღვიძე, დაგვბომბესო, მეგონა სიზმარი გრძელდებოდა ისევ....
მარა ახალგაღვიძებულზეც საკმაოდ აშკარა იყო ის შიში და შეძრწუნება რაც დედას თვალებში ეწერა...
დაფეთებული გავვარდი აივანზე...
გორიჯვრის მთას ჯერ კიდევ ბოლი ასდიოდა,
ჩემი რძლის სახით, შიშის გაფართოებული თვალები დარბოდა ოთახიდან ოთახში,
ჩემი და ისეთი შეშინებული და დაუცველი იყო,
დედა ისეთი განერვიულებული რო მაშინვე მივხვდი, შიშის და სასოწარკვეთის დრო არ იყო, ვინმე მაინც უნდა დარჩენილიყო ფხიზელი გონებით ოჯახში...
მამა საირმეში წასულა, ღრმად დარწმუნებული იმაში რო ყველაფერი ჩაწყნარდა,
ეს ყველაფერი ბოლომდე გააზრებულიც არ მქონდა რო მეორედ ჩამოაგდეს ბომბი ისევ იმ მხარეს, სულ რამდენიმე ათეულ მეტრში იმ სახლიდან და იმ ადგილიდან სადაც მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე..
ისევ ბოლში გაეხვია გორიჯვარი...
შიშის თვალებმა უფრო მეტი პანიკით დაიწყო სირბილი ოთახებში,
უფრო დიდი გახდა ჩემი დის თვალებიც და უფრო დაპატარავდა ჩემი და... (საერთოდ ეგრე მოსდის როცა რაღაცაზე ნერვიულობს, მომენტარულად პატარავდება, იკუმშება, მუშტის ხელა ხდება ხოლმე მარი)
დედამ თქვა რა ვქნა ეხლა, ეს კაცი სადღააა, როგორ შემატოვა ოჯახიო...
ამ დროს პირველად ამოიღო ხმა ჩემმა ძმამ, დასხედით მანქანაში, თბილისში მივდივართ, დაგტოვებთ და მერე კომისარიატში გამოვცხადდებიო...
სხვა არავის რეაქცია არ მახსოვს ამ სიტყვებზე, მახსოვს როგორ დაებზარა დედას სახე მომენტალურად...
არავინ იცოდა რა ექნა, ეს თვითმფრინავები კი გაუჩერებლად დაგვბღუოდნენ თავზე....
ეს ყველაფერი დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა, (მეგონა 5 საუკუნე ვიცხოვრე მაგ 5 წუთში..)
ნატა ტიროდა, თბილისში წამიყვანეთ, ჩემებთან მინდაო (რძალია მაინც :) )
ტელეფონზე დარეკვა არ ხერხდებოდა არსაიდან,
მამასაც ვერ ვუკავშირდებოდით....
გუჯა უკვე ჩვენ ბარგს ალაგებდა....
დედამ მე ვერსად წამოვალ, დედაჩემს და მარიამს სად დავტოვებო?! (მარიამი ჩემი პატარა დეიდაშვილია,დეიდაჩემი კი სატანკო ბატალიონის საიდუმლო ნაწილის უფროსი, ომის დროს სამსახურის მიტოვება ეკრძალებოდა, სად წავიდოდა?!)
მაშინ გოგოებს წავიყვანო გუჯამ....
ელზამ დარეკა თბილისიდან, მამა მობრუნებულა გზიდან, სახლში მოდიოდა ისევ :)
10 წუთში გუჯა დაქოქილი მანქანით გველოდებოდა გარეთ,
და ამ დროს პირველად ამოვიღე ხმა, "მე არ მოვდივარ-თქო" ალბათ სახე მქონდა ისეთი რო შეკამათებაც არ უცდია არავის :) მერე მარიც მობრუნდა თავის ბარგიანად,
გუჯა და ნატა ისეთი დაბნეულები წავიდნენ მეშინოდა გზაში არაფერი შემთხვეოდათ... :(
გაფრინდნენ ღორთა თვითმფრინავები, აღარ დაგვტრიალებდნენ თავზე სიკვდილის ბუზებივით..
მერე მამიდაჩემი ჩამოვიდა ოჯახით, ჩვენთან მეტად უსაფრთხო იყო (სარდაფი გვაქვს, კერძო ბინაა) ვიდრე კორპუსებში....
დედამ მარიამი ჩამოაყვანინა მეზობლის ბიჭს...
ცოტა დავწყნარდით,....
დათო მოვიდა, ჩემი და და მამიდაჩემის ოჯახი ბორჯომში წაიყვანა, ჩემი და ისეთი დაბნეული იყო ბარგი სახლში დარჩა (ბატატო მიყვარხარ:) )
ეკლესიაში წავედი....
ქუჩაში ცხოვრებისეული ტრამვა მივიღე მგონი,
ხალხი საერთოდ არ დადიოდა, ვინც დადიოდა ალაგ-ალაგ ყველა ტირილით მირბოდა, ქალებს,კაცებს, ყველას ცრემლი ქონდა თვალებში...
თავი ვერ შევიკავე...
ჯერ ჩუმად ვტიროდი, მერე ცოტა მეტად, მერე უფრო მეტად.....
თიკოს შევძახე, ვიფიქრე წამოვიდოდა ტაძარში,
წავიდნენო უკვეო თბილისში, გამომძახა მეზობელმა და მიიხურა კარი....
ხალხი ალაგ-ალაგ იყო ტაძარში, ყველა ისეთი წრფელი სახეებით ლოცულობდა, გამაჟრიალა.....
ალბათ მეც არასოდეს მილოცია და მიტირია ესე გულით როგორც მაშინ....
ტაძრიდან ბევრად უფრო დამშვიდებული გამოვედი...
გამოვედი და მოფრინდნენ ისევ ღორები....
სამების ეკლეიას დასტრიალებდა თვითმფრინავი ძალიან ახლოს...... რამდენჯერმე შემოუფრინა და წავიდა ( როგორც თქვეს მერე, მამაო წირვას ატარებდა თურმე მაგ დროს, და რამდენჯერაც მიუახლოვდა თვითმფრინავი იმდენჯერ პირჯვარი გადასახა თურმე პილოტს და გაფრენილა მაგიტომ) .
სანამ სახლში მივედი (სულ რაღაც 500 მეტრში) 12 ავტობუსი ჯარისჯაცები ჩამოატარეს ტრასაზე....
მამაოები იდგნენ გზაზე და ლოცავდნენ, ყველა გამვლელს ლოცავდნენ საერთოდ...
რაღაც გრძნობა იყო ისეთი, გიყვარდა ყველა გამვლელი, ყველა ჯარისკაცი, ყველას ტკივილი გტკიოდა....
რა გიხარიათ თქვე უბედურებო.....
ღმერთმა მშვიდობით გატაროთ შვილებო...
ვაიმე დედათქვენს უბედურს....

და კიდევ მსგავსი სიტყვები ისმოდა ქუჩაში ჯარისკაცების დანახვაზე გამვლელებისგან....
გული ისე მქონდა შეკუმშული მტკიოდა....
ბიჭები კი მიდიოდნენ ფორმებით, ჩანთააკიდებულები, დროშების ქნევით, გულზე მუშტის რტყმით... ღიმილით,...... :(
სახლში რო მივედი მამა ჩამოსული იყო უკვე...
გუჯამ დარეკა, რა ქენით ეს, როგორ დამატოვებინეთ თქვენი თავი, მე რა მინდა აქო....
(მერე ნატამ თქვა 2 ჯერ ბრუნდებოდა გზიდან, მთელი გზა ჩუმად იწმინდავდა ცრემლსო :) (დებილ, მიყვარხარ ძალიან :* )

3 დან 6 საათამდე ცეცხლი შეწყდაო გამოაცხადეს.....
ვნახოთ რა იქნება 6 საათზე....
3 საათი 3 საუკუნედ გაიწელა,
საათის წიკწიკს ნემსის ჩხვლეტასავით ვგრძნობდი გულში,ტვინში.....
ზუსტად 6 საათზე გაისმა სროლის ხმა ისევ, აღარც გაჩერებულა დილამდე....
ფორუმზე შევედი....
ვარდისფერსათვალიანი ეკრანის მაგარი ბიჭების ბრბო მედგრად მოუწოდებდა დანარჩენებს, მიდით შეაკვდით,ჩვენ აქედან გიბალეშიკებთო....
რაც დავწერე ყველაფერზე მომიკომენტეს მოდი ნუ პანიკიორობ,ნუ დეზინფორმატორობ, ნუ ქვეყნისმოღალატეობ, ნუ აზვიადებ, შენ რა იცი, ბლა ბლა ბლა ბლა....
გული ამერია........
მთელი ღამე ისროდნენ,
მთელი ღამე ანათებდა ცა....
მთელი ღამე ვისხედით მე და დედა და ერთმანეთს ვუყურებდით უსიტყვოდ....

2 comments:

fe_male said...

სულმოუთქმელად წავიკითხე სამჯერ, ხუთჯერ, შვიდჯერ....(((( რაღაცნაირად იმ მოვლენების თანამონაწილე გავხდი თითქოს......(((( :cry:
პ.ს. ფორუმზე რა ნიკი გაქვს???

nino said...

didi madloba :) bazzilio aris chemi niki forumze :)