Nov 26, 2008

08.08.08


იმის გამო რომ გუშინ გახსნილი ლეპტოპით ჩამეძინა უკვე საკმაოდ გათენებულზე,მკვდარივით მეძინა და როცა დედაჩემმა გამაღვიძა დილით (10დან 11მდე საათზე) გაფართოებული თვალებით, გაიღვიძე, დაგვბომბესო, მეგონა სიზმარი გრძელდებოდა ისევ....
მარა ახალგაღვიძებულზეც საკმაოდ აშკარა იყო ის შიში და შეძრწუნება რაც დედას თვალებში ეწერა...
დაფეთებული გავვარდი აივანზე...
გორიჯვრის მთას ჯერ კიდევ ბოლი ასდიოდა,
ჩემი რძლის სახით, შიშის გაფართოებული თვალები დარბოდა ოთახიდან ოთახში,
ჩემი და ისეთი შეშინებული და დაუცველი იყო,
დედა ისეთი განერვიულებული რო მაშინვე მივხვდი, შიშის და სასოწარკვეთის დრო არ იყო, ვინმე მაინც უნდა დარჩენილიყო ფხიზელი გონებით ოჯახში...
მამა საირმეში წასულა, ღრმად დარწმუნებული იმაში რო ყველაფერი ჩაწყნარდა,
ეს ყველაფერი ბოლომდე გააზრებულიც არ მქონდა რო მეორედ ჩამოაგდეს ბომბი ისევ იმ მხარეს, სულ რამდენიმე ათეულ მეტრში იმ სახლიდან და იმ ადგილიდან სადაც მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე..
ისევ ბოლში გაეხვია გორიჯვარი...
შიშის თვალებმა უფრო მეტი პანიკით დაიწყო სირბილი ოთახებში,
უფრო დიდი გახდა ჩემი დის თვალებიც და უფრო დაპატარავდა ჩემი და... (საერთოდ ეგრე მოსდის როცა რაღაცაზე ნერვიულობს, მომენტარულად პატარავდება, იკუმშება, მუშტის ხელა ხდება ხოლმე მარი)
დედამ თქვა რა ვქნა ეხლა, ეს კაცი სადღააა, როგორ შემატოვა ოჯახიო...
ამ დროს პირველად ამოიღო ხმა ჩემმა ძმამ, დასხედით მანქანაში, თბილისში მივდივართ, დაგტოვებთ და მერე კომისარიატში გამოვცხადდებიო...
სხვა არავის რეაქცია არ მახსოვს ამ სიტყვებზე, მახსოვს როგორ დაებზარა დედას სახე მომენტალურად...
არავინ იცოდა რა ექნა, ეს თვითმფრინავები კი გაუჩერებლად დაგვბღუოდნენ თავზე....
ეს ყველაფერი დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა, (მეგონა 5 საუკუნე ვიცხოვრე მაგ 5 წუთში..)
ნატა ტიროდა, თბილისში წამიყვანეთ, ჩემებთან მინდაო (რძალია მაინც :) )
ტელეფონზე დარეკვა არ ხერხდებოდა არსაიდან,
მამასაც ვერ ვუკავშირდებოდით....
გუჯა უკვე ჩვენ ბარგს ალაგებდა....
დედამ მე ვერსად წამოვალ, დედაჩემს და მარიამს სად დავტოვებო?! (მარიამი ჩემი პატარა დეიდაშვილია,დეიდაჩემი კი სატანკო ბატალიონის საიდუმლო ნაწილის უფროსი, ომის დროს სამსახურის მიტოვება ეკრძალებოდა, სად წავიდოდა?!)
მაშინ გოგოებს წავიყვანო გუჯამ....
ელზამ დარეკა თბილისიდან, მამა მობრუნებულა გზიდან, სახლში მოდიოდა ისევ :)
10 წუთში გუჯა დაქოქილი მანქანით გველოდებოდა გარეთ,
და ამ დროს პირველად ამოვიღე ხმა, "მე არ მოვდივარ-თქო" ალბათ სახე მქონდა ისეთი რო შეკამათებაც არ უცდია არავის :) მერე მარიც მობრუნდა თავის ბარგიანად,
გუჯა და ნატა ისეთი დაბნეულები წავიდნენ მეშინოდა გზაში არაფერი შემთხვეოდათ... :(
გაფრინდნენ ღორთა თვითმფრინავები, აღარ დაგვტრიალებდნენ თავზე სიკვდილის ბუზებივით..
მერე მამიდაჩემი ჩამოვიდა ოჯახით, ჩვენთან მეტად უსაფრთხო იყო (სარდაფი გვაქვს, კერძო ბინაა) ვიდრე კორპუსებში....
დედამ მარიამი ჩამოაყვანინა მეზობლის ბიჭს...
ცოტა დავწყნარდით,....
დათო მოვიდა, ჩემი და და მამიდაჩემის ოჯახი ბორჯომში წაიყვანა, ჩემი და ისეთი დაბნეული იყო ბარგი სახლში დარჩა (ბატატო მიყვარხარ:) )
ეკლესიაში წავედი....
ქუჩაში ცხოვრებისეული ტრამვა მივიღე მგონი,
ხალხი საერთოდ არ დადიოდა, ვინც დადიოდა ალაგ-ალაგ ყველა ტირილით მირბოდა, ქალებს,კაცებს, ყველას ცრემლი ქონდა თვალებში...
თავი ვერ შევიკავე...
ჯერ ჩუმად ვტიროდი, მერე ცოტა მეტად, მერე უფრო მეტად.....
თიკოს შევძახე, ვიფიქრე წამოვიდოდა ტაძარში,
წავიდნენო უკვეო თბილისში, გამომძახა მეზობელმა და მიიხურა კარი....
ხალხი ალაგ-ალაგ იყო ტაძარში, ყველა ისეთი წრფელი სახეებით ლოცულობდა, გამაჟრიალა.....
ალბათ მეც არასოდეს მილოცია და მიტირია ესე გულით როგორც მაშინ....
ტაძრიდან ბევრად უფრო დამშვიდებული გამოვედი...
გამოვედი და მოფრინდნენ ისევ ღორები....
სამების ეკლეიას დასტრიალებდა თვითმფრინავი ძალიან ახლოს...... რამდენჯერმე შემოუფრინა და წავიდა ( როგორც თქვეს მერე, მამაო წირვას ატარებდა თურმე მაგ დროს, და რამდენჯერაც მიუახლოვდა თვითმფრინავი იმდენჯერ პირჯვარი გადასახა თურმე პილოტს და გაფრენილა მაგიტომ) .
სანამ სახლში მივედი (სულ რაღაც 500 მეტრში) 12 ავტობუსი ჯარისჯაცები ჩამოატარეს ტრასაზე....
მამაოები იდგნენ გზაზე და ლოცავდნენ, ყველა გამვლელს ლოცავდნენ საერთოდ...
რაღაც გრძნობა იყო ისეთი, გიყვარდა ყველა გამვლელი, ყველა ჯარისკაცი, ყველას ტკივილი გტკიოდა....
რა გიხარიათ თქვე უბედურებო.....
ღმერთმა მშვიდობით გატაროთ შვილებო...
ვაიმე დედათქვენს უბედურს....

და კიდევ მსგავსი სიტყვები ისმოდა ქუჩაში ჯარისკაცების დანახვაზე გამვლელებისგან....
გული ისე მქონდა შეკუმშული მტკიოდა....
ბიჭები კი მიდიოდნენ ფორმებით, ჩანთააკიდებულები, დროშების ქნევით, გულზე მუშტის რტყმით... ღიმილით,...... :(
სახლში რო მივედი მამა ჩამოსული იყო უკვე...
გუჯამ დარეკა, რა ქენით ეს, როგორ დამატოვებინეთ თქვენი თავი, მე რა მინდა აქო....
(მერე ნატამ თქვა 2 ჯერ ბრუნდებოდა გზიდან, მთელი გზა ჩუმად იწმინდავდა ცრემლსო :) (დებილ, მიყვარხარ ძალიან :* )

3 დან 6 საათამდე ცეცხლი შეწყდაო გამოაცხადეს.....
ვნახოთ რა იქნება 6 საათზე....
3 საათი 3 საუკუნედ გაიწელა,
საათის წიკწიკს ნემსის ჩხვლეტასავით ვგრძნობდი გულში,ტვინში.....
ზუსტად 6 საათზე გაისმა სროლის ხმა ისევ, აღარც გაჩერებულა დილამდე....
ფორუმზე შევედი....
ვარდისფერსათვალიანი ეკრანის მაგარი ბიჭების ბრბო მედგრად მოუწოდებდა დანარჩენებს, მიდით შეაკვდით,ჩვენ აქედან გიბალეშიკებთო....
რაც დავწერე ყველაფერზე მომიკომენტეს მოდი ნუ პანიკიორობ,ნუ დეზინფორმატორობ, ნუ ქვეყნისმოღალატეობ, ნუ აზვიადებ, შენ რა იცი, ბლა ბლა ბლა ბლა....
გული ამერია........
მთელი ღამე ისროდნენ,
მთელი ღამე ანათებდა ცა....
მთელი ღამე ვისხედით მე და დედა და ერთმანეთს ვუყურებდით უსიტყვოდ....

Nov 13, 2008

07.08.08



სამი თვე გავიდა უკვე, სამი თვე, კი არ გავიდა გაფრინდა...
მთელი ეს სამი თვე ყოველ დღე მინდოდა დამეწერა იმ პერიოდის განცდები, მოვლენები.....
მაგრამ ვერ მოვაგროვე ფიქრები, რაღაცნაირად ცივი გონებით მინდოდა დამეწერა და არა ცხელ გულზე.......
სამი თვეა თავს ვებრძვი რო როგორმე იმ ემოციების გარეშე გავიხსენო ტოლვილობის პერიოდი მარა არ გამოდის.... :(.



გათენდა, თბილისში ვიყავი, რაღაც საქმე მქონდა უნივერსიტეტში... აღფრთოვანებული ვარ, 17-ში ყველანი ერთად მივდივართ ზღვაზე, მიუხედავად იმისა რომ ყველა გეგმა ჩაგვეშალა ამ წელს, (ზაფხულის გეგმები განსაკუთრებით) ჯერ კიდევ ღრმად ვარ დარწმუნებული რომ წინ არაჩვეულებრივი 2 კვირა გველის..... მამამ გამომიარა და წავედით გორში.... ჯერ თბილისის გასასვლელთან იყო გზა გადაკეტილი, მანქანებს უკან აბრუნებდნენ.... 1 საათის მერე გაგვიშვეს როგორც იქნა.... ჩვენს წინ კოლონა მიდიოდა..... მამამ არაფერი სერიოზული არ მგონია მოხდესო თქვა და მეც მაშინვე დავიჯერე... (წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება ისე... ) იგოეთთანაც გავჩერდით 1 საათი.... და ნახევარი საათიც გორის შესასვლელში.... საშინელი მოძრაობა იყო, ვინ საიდან გადაგისწრებდა ვერ ხვდებოდი, 2 ავარიას გადავრჩით გზაში...
ქალაქი ჩვეული რიტმით განაგრძობდა ცხოვრებას.
როგორც იქნა მივედით სახლში, გოგოები იყვნენ ჩემთან, ხინკლაობდნენ.... ანტალიაში დასვენებაზე ლაპარაკობდნენ, ცოტა გული მწყდებოდა მეც რო არ მივდიოდი :)
ტელევიზორში გორის ჰოსპიტალის კადრებს ატრიალებდნენ....
თეო უკვე პანიკიორობდა,
მე ვიცინოდი...
მართალია ძალით მარა მაინც, ვერ ვაცნობიერებდი ბოლომდე, (და არც მეგონა თუ ყველაფერი ესე დასერიოზულდებოდა...) მერე დავიშალეთ.... გუჯაც თავის მაღაზიაში წავიდა....
მამაჩემმაც ბარგი ჩაალაგა დილით საირმეში მიდიოდა...
დაღამდა.
ბიჭებს ველაპარაკებოდი ნეტში, რა უნდა მოხდეს, ხვალე ყველაფერი ჩაწყნარდებათქო ვიმეორებდი....
პირველად რო განათდა ცა მეგონა ელავდა.... მერე მეორედ, მესამედ, მეათედ, მეოცედ.....
ჩვენები ბომბავენო რუკის მიხედვით გორიდანო.....
გაჩერდებიანთქო ხვალე.....
ღამის 2 საათზე კომისარიატიდან დარეკეს, შეიძლება გუჯა დაგვჭირდეს, მზად იყოსო,
გავგიჟდი!
მერე მამიდაჩემმა დარეკა, ჩვენი ბინიდან წაიყვანეს ბიჭები ამ წუთასო.... :(
მივხვდი ყველა რეზერვისტს გაიწვევდნენ.
ჩემ ძმას, ყველ ჩემს მეგობარს...
არადა რამდენს ვიცინოდი ყველა ერთად რო წაიყვანეს რეზერვში :(
ამ ბიჭებსაც რამხელა გული აქვთ,
ყველა წასვლაზე იწევს,
ლაპარაკს აზრი არ ქონდა არცერთთან....
დილის 6მდე ელავდა ცაზე რაკეტები....
მერე ჩამეძინა.........

Nov 12, 2008




დღეს, დღეს რაა და უკვე გუშინ, აი საშინელი დღე იყო, დამღლელი და არაფრისმთქმელი :)
ნუ დილა იმით დაიწყო რო დილის 9 საათზე ჩემმა დაქალმა დამიმესიჯა
( 3 დღის წინანდელ ამბავზე მებოდიშებოდა,)
ღამის 11 საათზე უბანში რო გაყურყუტეთ ნახევარი საათი და რო არ ჩამოვედი ბოლოს მაინცო, გაბრაზებული ხოარ ხარო ჩემზეო? ხოდა საშინელი განწყობით გავიღვიძე...
საერთოდ ეს ფენომენი კიდე სხვა თემაა, უკვე მივეჩვიე რო ყოველთვის ასე ხდება როცა სადმე მივდივართ დალი ყოველთვის მოდის მარა აი სუუულ უკანასკნელ მომენტში აცხადებს უარს, მიზეზი?-არ უშვებენ!.... უკვე 10 წელია ერთად ვართ და სულ რამდენიმე შემთხვევა მახსენდება როცა თქვა და წამოვიდა კიდევაც... და რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს არის ის რომ თვითონ არასოდეს რეკავს და არ გვატყობინებს რო აი არ მიშვებენ და წადით თქვენ, აღარ დამელოდოთ, ან პახოდისთვის აღარ გამითვალისწინოთ ან.....(10000 სხვა სიტუაცია) და ეს ყველაზე მეტად მაღიზიანებს....
ხოდა ეს ყველაფერი ერთდროულად გამახსენდა მესიჯის კითხვისას, მესიჯი წავიკითხე და ძილი გავაგრძელე.... 15 წუთში დარეკა და ისევ გამაღვიძააააა!!! არ მიპასუხია,
მერე უკვე ოჯახმაც გაიღვიძა აქტიურად.
ჯერ მამაჩემი შემოვიდა ჩემს ოთახში რაღაცის ასაღებად, მერე დედაჩემი, მერე ჩემი და მიბრძანდებოდა სკოლაში და Fენი აუცილებლად ოთახში უნდა ებღუილებინა....
მთელი ამ ხნის მანძილზე ჯიუტად ვცდილობდი ძილის შებრუნებას მარა ბოლოს როცა უკვე გრეიც შიმშილმა შეაწუხა, და მთელი ეzო აიკო ყეფით ნება ვიბოძე და ავდექი....
კვირას მარის დაბადების დღეა, ძაან ვემზადებით ძევაჩკები :D ხოდა რამე ზედა მინდოდა მარა რაღა თქმა უნდა ვერაფერი შევარჩიე იმ 1 საათში რაც ლექციის დაწყებამდე მქონდა დარჩენილი....
ნუ ეხლა csb - ის გიჟურ გრაფიკთან შედარებით ჩემს ცხრილს კიდევ არა უშავს რააა,
ხოდა დღეს აი ძალიან არ მინდოდა ლექციაზე მისვლა, თან რაღაც უინტერესო საგანია ეს, მარა მაინც წავედი.....
ჯერ მარშუტკაში ვიღაც ქალმა ნატკენ მუხლზე თავის ჩანთა მომარტყა, თვალებიდან ნაპერწკლები გავყარე, ერთი ხმით დაკივლება ყველაფერს მერჩია იმ წუთას მარა თავი შევიკავე :) ხოდა ეს ქალი, (ნუ არ მიყვარს ასეთი ლაპარაკი მარა ქალი კიარა ბეჰემოტი უფრო იყო, ძლივს ამოეტია კარებში) გვერდით მომიჯდა, თან რო ჯდებოდა თმაც დამაწიწკნა... სვეტაფორზე გავჩერდით, გადასასვლელზე გადადიოდა ვიღაც აი ძააალიან რიჟა ბიჭი, ყურადღება მიიქცია ძალაუნებურად და უცებ არ მიჩმიტა ამ ქალმა მკლავზე?! აი ხო ძალიან შემეშინდა, გამიკვირდა და ჯანდაბა, მეტკინა თან ძალიან.... რო შევხედე დედაშვილური ღიმილით მომაგება წესია ეგეთი, თუ არ გიჩქმეტდი დავითარსებოდიო....
ლექციაზე დამაგვიანდა,
ისეთი საცობი იყო....
გეპეის ლიფტის ბებომ კარი ცხვირწინ მომიხურა და მე-4ze სირბილით მომიწია ასვლამ :) უცებ აღმოჩნდა რო tყუილად მივედი, ქვიზს არ ვწერდით, ქეისებს არ განვიხილავდით, სიაც არ ამოიკითხა დაჟე :(
სახლში რო მოვედი კინაღამ გული წამივიდა,
1 დღე იყო ჩემი ძმა მარტო სახლში და სახლი კიარა საღორე დამახვედრააა :( თან კარმა გამოურთია და ისე წასულა... არადა უახლოესი 1 კვირა მარტო უნდა ვიყვე სახლში და იმ დებილობას ვერ ვანთებ :(
ნუ 1 საათი გაუჩერებლად ვატკაცუნებდი იმ კნოპკას, თითზე კანი გადამეყვლიფა...
ბოლოს ნერვებმა მიმტყუნა და მთელი დღის გაბრაზება კარმაზე ვანთხიე, გინებითა და წიხლების რტყმით, მერე ხმამაღლა ვიტირე გამწარებულმა და ყველასაგან მიტოვებულმა :)..
ბოლოს ავანთე როგორც იქნა, :D
ეხლა ვზივარ და ამ უაზრობებს ვწერ იმის მაგივრად რო ის საშინელი წიგნი ავიღო და ვისწავლო გვერდით რო მიდევს....
არადა რამდენია.....
ხვალ რეფორთიც უნდა ჩავაბაროთ თან....
ეჰ, წავედი წავედი....
მომავალ შეხვედრამდე ბლოგო :)