Mar 13, 2009

გაზაფხულია(?)!


მე, როგორც ერთი რიგითი სითბოს მოყვარული ადამიანი, მთელი ცივი და სუსხიანი ზამთარი ველოდი გაზაფხულის მოსვლას....

გაზაფხულმაც არ დააყოვნა და ამ 2 კვირის წინ ამაყად შემოაბიჯა მისთვის ჩვეული სუსხნარევი მზიანი ამინდებით...

ხოდა ეხლა ვფიქრობდი რააა მერე?! რა შეიცვალა?!

ვისთვის როგორ მარა ჩემთვის არც რა!

თუმცა როგორ არა,

აი მაგალითად, გამათბობელი სტაბილურად აყენია 16–ზე უკვე 2 კვირაა და თუ ღამით გაყინული არ დავბრუნდი სახლში არც იცვლის მდგომარეობას...

დალეული ყავის რაოდენობაც, უკვე 2 კვირაა გაიზარდა 6 ჭიქიდან 8 ჭიქამდე,

ძილისათვის განკუთვნილი საათები შემცირდა 12–11–10–6–5–4 და დღეს საერთოს 0–ს გაუტოლდება გული მიგრძნობს...

მეცადინეობისათვის განკუთვნილი საათები შემცირდა კატასტროფულად, აგერ უკვე 5 დღეა სიესბისკენ არცკი გამიხედავს...

მუშაობის დაწყების მოტივაცია მედგრად მიემართება ნულისაკენ,

კომპიუტერს უაზროდ მიშტერებულ მდგომარეობაში გატარებული საათები გაიზარდა,

ნერვების უკმარისობა გაუსაძლისია,

ჩემს პოსტებში ენტერების რაოდენობამ იმატა;

თავში მარტო ემო პოსტების სავარაუდო შინაარსი ტრიალებს...

 პახმელიაზე უფრო აუტანელი ვარ ვიდრე ვიყავი,

თითოეულ მეგობარს 10ჯერ მაინც ვეთამაშე ნერვებზე ბოლო 10 დღეში,

მოწერილი მესიჯებისა და მათზე გაცემული პასუხების საშუალო შეფარდება არის 10/3

არსებულ რუტინაში სიახლის შემოტანის სურვილი ფაქტიურად განულდა;

გარეთ გასვლაზე, გასეირნებაზე, გართობაზე და მსგავს საკითხებზე არსებულ ყველა მოპატიჟებას უარით ეპასუხა;

წიგნის კითხვის სურვილი––0

შოპინგის სურვილი 5/100

დარაბების გახსნისა და ფარდის გადაწევის სურვილი––0

მეცადინეობის სურვილი––0

ვინმესთან კონტაქტის სურვილი––0

მონატრება––1 (ჩემი ძაღლი მომენატრა)

 სხვისი პრობლემების მოსმენა/გაზიარების სურვილი–– (–1)

კომპიუტერში ტყუილად გადმოწერილი ფილმების რაოდენობა გაიზარდა, მათი ნახვის სურვილი––0

ბლოგის განახლების სურვილი––ჯერ კიდევ ფეთქავს მარა სიზარმაცე მასზე ძლიერია, კი არა და, იმდენს ვემზადები სასურველი გარემოს შესაქმნელად რო საბოლოოდ აღარ მეწერინება...

ბლოგის პოპულარულობის გაზრდის სურვილი გადავიდა მინუსებში, სულაც არ მინდა ბევრმა წაიკითხოს ჩემი ბლოგი, მე აქ რო ვწერ ჩემთვის ვწერ და არა სხვებისათვის, ეგ რო მდომოდა დღიურის ტიპის ბლოგს არ გავაკეთებდი.... (თან ვინც მინდოდა ის  სავარაუდოდ აღარც კითხულობს)

კიდე რა? 

არც რა...

შეჯამების სახით ვიტყვი როოომ, გაზაფხულმა მომიტანა უძილობა, უსაქმურობა, უნერვობა, უხასიათობა, სავარაუდოდ წონაში მატებაც :) აგრესია, და წაიღო/მიაქვს მოტივაცია, გართობის/მეცადინეობის/კითხვის/სეირნობის/ვარჯიშის/კონტაქტის სურვილი....

აქედან დასკვნა:

ამას ველოდი?

მზიანი ამინდი ვჭამო?! 

პ.ს:

ისევ დათბება, ქარი ჩადგება, შეწყდება თოვა,
მზე თავის სითბოს უწილადებს გაყინულ მიწას,
მერცხლებთან ერთად გაზაფხული ნამდვილად მოვა
ჭირვეულობა დამთავრდება ალბათ მარტისაც.

აპრილთან ერთად აყვავდება ალბათ ბუნება
აზვირთდებიან უთავბოლოდ მდინარეები,
გამოცოცხლდება ადამიანთა მკვდარი გუნება,
რტოებს გაშლიან გაცოცხლდებიან მცენარეები.

მაისში ალაბთ კოკორს გაშლის უკვდავი ვარდი
და დაიწყება ვარდი მიმართ ბულბულთა ლტოლვა,
მაგრამ რად მინდა, მომაწვება სევდა და დარდი,
ჩემთვის მაისში დაიწყება მუდმივი გლოვა,

მე მირჩევნია იყოს ზამთარი და იყოს თოვა,
ჩემთვის უშენოდ გაზაფხული არასდროს მოვა



3 comments:

Toma said...

აკი ვამბობ ზამთარი წელიწადის საუკეთესო დროათქო!

Anonymous said...

nino shokshi varrr!!!! ar vicodi shenc chemnairi sheberili tu ikavi :)) gaumarjos zamtars!!!!!

Anonymous said...

momwons Seni postebi. ceris nichi gaq :)