ეჰ ბლოგო ბლოგო, რა ცუდი ვიღაცის ხელში ხარ, მეცოდები :) რა ზარმაცია შენი პატრონი, უნებისყოფო და კიდევ ისეთი, "რო დაგეგმავს და მერე არაფერს ასრულებს"...
რამე მაინც დაწეროს უთხარით!
და რა?
არც რა....
ყველაფერი ისეა როგორც გუშინ, გუშინწინ და ა.შ იმის წინ...
ეს დღეები:
ვაკეთებ: თითქმის არაფერს, ახალს არაფერს ყოელშემთხვევაში, ნუ ახალი შთაგონებით შექმნილი სალათები არ ითვლება :)
ვსვამ: ყავას და კიტრის მწნილის წვენს ნაღველის გახეთქვამდე...
გეახლებით: შემწვარ კარტოფილს გულის არევამდე, და კიდე სიმინდის კონსერვებს;
ვუსმენ: 2 დღეა გაუჩერებლად Janis Joplin–ს ( ოო, მაი სვიით მემორის:) ) ;
ვგეგმავ: ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ცხოვრებაში––უშედეგოდ რათქმაუნდა
ვიღვიძებ: 2–3 საათზე
ვიძინებ: 8–10 საათზე
ვსაუზმობ: ვერა :)
ვუყურებ: ჰაუსს, "ძველი კარგი დროის" ამსახველ ვიდეოებს...
ვკონტაქტობ: თითქმის არავისთან;
ვნერვიულობ: გაუარესებულ ჯანმრთელობაზე, შაბათის მიდთერმისთვის რო სამეცადინო მაქვს იმაზეც–ცოტას :)
არ დავდივარ: ლექციებზე და ტრენინგებზე;
არ ვმეცადინეობ: ფრანგულს, ლოჯისტიკას, ეკონომიკას, inovation management-სა და strategic management-ს, (მეტ საგანს არ ვსწავლობ თორე არც იმათ ვიმეცადინებდი)
ა(ღ)არ მაინტერესებს: სად/ვისთან/როგორ არის, რამე სწყინს თუ არა, არას დამიწერენ თუ არა....
ნერვებს ვუშლი: ყველას შეძლებისდაგვარად;
ვარ: ა ესე, ცალყბად :) (ეგ მარტო მე და თიკომ ვიცით როგორ უნდა);
მეცოდება: ჩემი თავი, ოღონდ ხვალ ამ დროს რო უნდა იყოს, ის ჩემი თავი;
მაღიზიანებს: ერთი სულიერის კრისობა და ენის ტარტარი;
მიწოდეს: ხისთავიანი ჯაჯღი, :)))) თავიდან მაგრად გამიხარდა, მეგონა სარკეში იხედებოდა ის ლაკოსტა :) ;
მიხარია: პატარა საბას დაბადება, გრეი ქალებში რო უნდა წავიდეს ამ კვირაში, 6აპრილის მოახლოება;
მენატრება: ტრადიციულად ჩემი ძაღლი :(
მენანება: ეგ ტუჩები დასალევად მენანებაო :)
ვმგზავრობ: ვახტანგ გორგასალივით... (ა ეს როგორ? აი "მარშუტკაში" რომ ზიხარ და მხარზე მიმინოსავით გაზის მეორე მგზავრი და დროდადრო რო შეიფრთხიალებს ხოლმე აი ეგრე!!!!! )
მტკივა: ნაღველა, მარჯვენა ფეხის წვივი, კისერი, გაიმორიტის ღრუ (?!) თვალები, სიბრძნის კბილი;
მინდა: აი აქ ცხოვრება მარტოს! (მანდ ვერ შეეტევი და მსგავსი მალალეტკური ლაი–ლაის გარეშე ეხლა!!)
კიდევ რა?
ა ხოო ისა,
მივხვდი: გავიზარდეთ, აი ამ სურათში უკვე ორი ისეთი დაოჯახებული წყვილია რომელიც "გუშინ" პატარა ბავშვებივით ერთობოდნენ ჩემთან ერთად :(
გული მისკდება: როცა ამ სურათს ვუყურებ, იმიტო რო ამ გაბერილ მუცელს რომ განაპირობებს, ის ლაწირაკი, ცოტა ხანში გამოძვრება და მამიდას დამიძახებს, მე კიდე მამიდა ყოველთვის "დამა" ქალად წარმომედგინა :(
მომწონს: ჩემი და ლაშიკოს ეს სურათი, ყვითელი კბილები ისე გვიხდება, სერიოზულად ვფიქრობ ერთობ საძულვევ საქმიანობას : " ხეხვინგ ზე კბილს" ხო არ შევეშვა...
მიყვარს: ეს სურათი რომელიც სამუდამოდ დამკვიდრდა ჩემს კომპიუტერში და ოთახის კედელზე :) ჩემი თავგასიებული ძმა რო ჩანდეს უფრო საყვარელი სურათი იქნებოდა მარა ის ფაქტი რომ მეეე, ჩვენი თანაარსებობის 17 წლის მანძილზე, ჩემს დას პირველად ვეხუტები, ვგონებ აღნიშვნის ღირსია... :))
ვუვლი: აი ამ უუუუსაყვარლეს არსებას,
3 დღეში მე–6 ლეველზე გადავედით, ამ, წესით მოუცლელობის ჟამს, ისე ვარ მისით გატაცევული :))))
კიდე რა? არც არაფერი, თუ გამახსენდა კიდე რამე, იმასაც დავწერ, არ მომერიდება არავისი :)
3 comments:
ra sayvareli da emociuri postia genacvale :*
შენი ძაღლის სურათი დადე რა :)
ან უკეთესი პატარა პოსტი მიუძღვენი :)
არც მე ვმეცადინეობ, მითუმეტეს სახემწიფო გამოცდა მაქვს ერთ კვირაში :D
maqvs erti posti chem dzaglze, "miyvars" qvia,:) iseti sayvarelia isetiii :love:
Post a Comment