Mar 2, 2009

დედუნას :)


3 მარტი დედის დღეაო....  

დღეს უკვე 3 მარტია, ხოდა გილოცავ დედი...

ვიცი რო გაბრაზებული კიარადა გულნატკენი ხარ ჩემი უკიდეგანო თავხედობისა და დაუნახავობის გამო... :(

მე ამას განვიცდი...:)

არც ის უნდა მეთქვა ყველაფერში ხელს მიშლითქო, ამ 2 საათის წინ რომ გითხარი,

არც გუშინ, გუშინწინ, იმის წინ, კიდევ იმის წინ და ა.შ იმის წინ უნდა მოგქცეოდი ისე როგორც მოგექეცი, მააარა, ჩემში დაგუბებული ბოღმა სხვა გამოსავალს რომ ვერ ჰპოვებს, ძალაუნებურად შენზე იფრქვევა ხოლმე... 

შენ კიდევ გაბუსუნებული იცქირები გვერძე და თვალებში ისეთი სევდა და გულისტკენა გაწერია რო იმ წუთას მინდა თავი (ან ენა) კარებში მოვიყოლო ხოლმე...

ხანდახან ისეთ რაღაცას ვეუბნები, სანამ ვეტყვი უკვე მრცხვენია მარააააა.... :( 

არადა დღეს თუ რამეს წარმოვადგენ სუულ ყველაფერი დედოს დამსახურებაა, იმდენ რამეს აკეთებს რო მე არაფერი გამიჭირდეს, მე კიდე ოდნავ ყურადღებას თუ მოადუნებს გულზე ვსკდები.... 

ეხლა ამას რო კითხულობთ, ხო გჯერათ რო მე დედას აღარასოდეს გავაბრაზებ?!

ეჰ მეც ეგრე მგონია ყოველ ჯერზე, მარა 10 წუთში ეს ნაწერი უბრალო ნაჯღაბნად გადაიქცევა.....

მახსოვს პატარა ლაწირაკი რო ვიყავი, სკოლაში, დაწყებითების მასწავლებელი ყოველთვის გვაკეთებინებდა ხოლმე მისალოცებს დედებისათვის, მე კიდევ ყოველთვის მანამდე მქონდა გამზადებული სანამ ამას ლელა მასწი მოიფიქრებდა...

სადღაც თებერვლის ბოლო კვირაში ვიწყებდი გამზადებას, მერე მასწავლებლის დახმარებით შედგენილ მისალოცს ჩუმად მოვისროდი ხოლმე ხიდიდან და სახლში მისული საკუთარი ფანტაზიით გაკეთებულ მისალოცს ვჩუქნიდი დედას... (დე არ იცოდი ეს ხო?) 

მახსოვს როგორ ვცდილობდი ჩემი საზარელი კალიგრაფია კითხვადს დამემსგავსებინა და მაქსიმალურად ბევრი ყვავილები და გულები დამეხატა/დამეკრა ბარათზე...

მერე ბედნიერი სახით ვაჩუქებდი და ვეუბნებოდი "დედების დღეს გილოცავ დეე" დედა კი ამ ბარათს სხვა დანარჩენებთან ერთად ინახავდა...

ხოდა გამოგიტყდებით და ეს ყველაფერი ერთგვარ ტრადიციად გადამექცა, და უკვე 15 მსგავსი ხასიათის მისალოცი ბარათი ინახება დედაჩემის "საიდუმლო სამალავში".... (სხვადასხვა თარიღებით)

წელს ტრადიცია დარღვეულ არს....

გავიზარდე :) 

მისალოცმა მიიღო ელექტრონული ვერსიის სახე :)

ხოდა დედების დღეს გილოცავ დედი, 

ძალიან მინდა ბედნიერი დედა იყო...

ძალიან უყვარხარ შენს უძღებ შვილს, ძალიან ძალიან...

უბრალოდ ამის გამოხატვა არ ძალუძს....

:* :* :* :* :* 

No comments: