მე ვცხოვრობ უბანში სადაც, ჯერ კიდევ გვაწუხებს პირველსართულელებს ბუნკერის არსებობა, და მე9 სართულზე მცხოვრები "კეთილი" ადამიანების მხრიდან ვერაფრით ვეღირსეთ ხელმოწერას მისი გაუქმების განცხადებაზე...(ეჭვი მაქვს მალე მოგტყდებათ ეგ ხელი/ები ჩვენი ცოდვით);
მე ვცხოვრობ უბანში სადაც, ლიფტის გამოსაძახებელი ღილაკი, ჩემი სახლის ზარისაგან ვერ გაურჩევიათ;
მე ვცხოვრობ უბანში სადაც, კვირაში ერთხელ, საეჭვო წარმოშობის "არმენა" საშუალებას მაძლევს ღამის 5 საათზე სომხური "მედლენნები" ვისმინო, მაშინ როცა თავად ჩემს კარზეა მოთხლეშილი და "გლაზოკში" თვალშემოყოფილი, დაჟინებით ამტკიცებს რომ ვიცნობ და კარის გაღებას მოითხოვს.... საათობით;
მე ვცხოვრობ უბანში სადაც, სარეცხის გაფენა საშარო საქმეა, ვისი წუნწკლიანი ნიფხვის ნაჟური დაგეწუწება თავზე მოულოდნელად, ვერც გაიგებ! (ერთხელ კი ვუკივლე, შე ბინძურო ქალო, ეს ნიფხავი, გარეცხილი რო ასეთი შეფერილობისაა, რო გაიხადე მაშინ რას ემგვანებოდათქო, მარა არ გაჭრა როგორც ჩანს)
მე ვცხოვრობ უბანში სადაც, სავარაუდოდ მე4 სართულზე მცხოვრებმა, ულვაშითა და ბაკენბარდებით დამშვენებულმა, ღრმად ქალიშვილმა, აგერ უკვე 3 ჯერ მიიღო ჩემგან მისი ოჯახისა და გვარის კურთხევა, როცა წყალი გადმომასხა თავზე...
მე ვცხოვრობ უბანში სადაც, ყოველთვის წვიმს ანთებული ბიჩოკების წვიმა;
მე ვცხოვრობ უბანში სადაც, ღამით შეგიძლიათ ცოდნა საფუძვლიანად გაიღრმაოთ გინებაში, (მასწავლებლები დალევასა და დომინოს თამაშსაც შეგასწავლიან თუ ძალიან იქნებით მონდომებულები)
მე ვცხოვრობ უბანში სადაც, საკუთარ "გარაჟში" მანქანის დაყენება დასწრებაზეა;
მე ვცხოვრობ უბანში სადაც, დიდის მონდომებით ჭრიდნენ ჩემს სახლში შემომავალ ტელეფონისა თუ ინტერნეტის კაბელებს ჩემი საყვარელი მეზობლები;
მე ვცხოვრობ უბანში სადაც, მხოლოდ ჩემს ზევით მცხოვრები კოკისპანიერი იმსახურებს ჩემს კეთილ განწყობას, იმის მიუხედავად რომ ჩემს კარებს აფსავს გავლა–გამოვლაზე;
მე ვცხოვრობ უბანში სადაც, შეგიძლიათ ყოველ საღამოს უყუროთ ხელჩართულ ბრძოლას, რომლის ერთი მხარე მუდმივად იცვლება, მეორე მხარე კი სტაბილურად არის ჩემი ფალავანი, ერთობ "სასიამოვნო" გარეგნობის მქონე ქალბატონი;
მე ვცხოვრობ უბანში სადაც, მე–9 სართულზე მცხოვრებ თამუნას გზის მეორე მხრიდან ეძახის მამამისი დღეში 100000000 ჯერ!!!
მე ვცხოვრობ უბანში სადაც, ერთმანეთთან დაკავშირებას პირველყოფილების დონეზე ახდენენ! ზუსტად იმ გაზის მილზე კაკუნით, რომელიც ჩემს ოთახშიც შემოდის!!
მე ვცხოვრობ უბანში სადაც, ყველა მეზობელმა აუცილებლად ჩემს ფეხის საწმენდზე უნდა შეიწმინდოს ფეხები და თუ ხელში რამე ზედმეტი უჭირავს, ნაგვის სახით დამიტოვოს კართან...
მე ვცხოვრობ უბანში სადაც, ერთადერთი ადამიანი რომელსაც პატივს ვცემ, გვერძე მაღაზიაში მომუშავე გამყიდველია, რომელიც ყოველთვის მინახავს მზესუმზირას და სპეციალურად ჩემთვის იბარებს ხვეული თმის შამპუნებს :*
დასკვნა:
მე ვცხოვრობ უბანში სადაც, ჩემთან ერთად ცხოვრობს კიდევ უამრავი ადამიანი, რომელთა კეთილგანწყობაც ვერაფრით მოვიპოვე...
ამ ყველაფრის შემდეგ ვგონებ არ გაგიჭირდებათ ჩემი დისლოკაციის ადგილის დადგენა....
დიახ!!
თქვენ სრულიად მართალი ხართ!!
ეს ჩოლოყაშვილის მეორე კვარტალია, მეორე კორპუსი!!
და თუ ჩემი რომელიმე მეზობელი კითხულობს ამ პოსტს, მე მინდა საჯაროდ განგიცხადოთ რომ, რაც უფრო დიდხანს გიყურებთ თქვენ, მით უფრო მეტ პატივს ვცემ და მიყვარდებიან ცხოველები!!!!
თქვენი, ყველას თავზეც გავიარე!!!!!
ვერასოდეს აგიტანთ!!!!
ჭეშმარიტად ვწუხვარ, რომ ამ ზაფხულს, ბუნაგიდან გამოვარდნილმა ჩემმა ძაღლმა, იმედი გამიცრუა და არც ერთი თქვენთაგანი არ დაგლიჯა!
4 comments:
ეეეეეეეე ის ტრაკიანი ბუჩქი დამევასა )))))
არ მევასებიან მეც მეზობლები
და ისე რა ცუდ დღეში ხარ ე
სასწრაფოდ გამოიცვალე საცხოვრებელი ადგილი
მე მაგდენს ვერ ავიტანდი
ის ტრაკიანი ბუჩქი ზედმიწევნით გამოხატავს ჩემს დამოკიდებულებას მეზობლებისადმი :) :*
:D
რა მხიარული ცხოვრება გაქვს გადასარევია პირდაპირ!
მე ვცხოვრობ კორპუსში სადაც ნაგვის ჩასაყრელი ყოველ სართულზეა მაგრამ დედა აფეთქებული მეზობლები მაინც აივნიდან ყრიან პარკებს და პლასტიკის თავსახურებს რომლებიც ისეთი მსუბუქია რომ ყოველ დრე აივანი სავსე მაქვს რომელიღაც სართულიდან გადმოყრილი ნაგივით.
კიდე უარესი ამბები ხდება არ ვიცი დავწერო თუ არა ოღონდ!
პ.ს. კიდე კარგი არ დაგლიჯა ძაღლმა თორემ შეიძლება წაერთმიათ.მასეთი მეზობელებისაგან ყევლაფერია მოსალოდნელი!
Post a Comment