Apr 24, 2009

Just a Post

ბლოოოოოოოოგ, რას შვებიიიიიიიიი??  შენზე მითხრეს ეხლა, ერთ–ერთი საუკეთესოა დღიურის ტიპის ბლოგთა შორისო... (რა თქმა უნდა მანდამდე ბევრი გიკლია მარა შენს პატრონს მაინც ესიამოვნა და წამით გაიბღინძა კიდეც :) )

მადლობა ყველას ვისაც მოსწონხარ და გკითხულობს, ან არ მოსწონხარ, მარა მაინც გკითხულობს... (გადაუხადე შენც მადლობა დეიდებს და ბიძიებს ეხლა!!! )

ფანტვ.... ფანტვ.... ფანტვ...

დროს ვფანტავ.... 

ფანტვ.... ფანტვ.... ფანტვ...

ავად ვარ, ეხლა მივხვდი, ფანტვომანია მაქვს, დროის უაზროდ ფანტვომანია...  

ეს რას ნიშნავს ეხლა..

ზოგადად, ჩემზე მეტი თავისუფალი დრო, თითქმის არავის აქვს ჩემს გარშემო, მე კიდე აი ვერაფერს ვერ ვასწრებ. საერთოდ ვერაფერს...

ეხლა მავანნი და მავანნი იფიქრებენ რო ძილში კარგავო ამ დროსო..

დედაჩემი რო წაიკითხავს აუცილებლად მეტყვის როომ ცხოვრების საუკეთესო წლებს ძილში ვატარებ, რომ ვერ ხვდება როდის ვმეცადინეობ საერთოდ, რომ კიტრი წოლით იზრდება (და ჩემს ადგილას ჯინსებს არ ჩაიცვამდა) და ბლა ბლა ბლა... მე კიდევ დიდის მოთმინებით ავიტან, და ძილის ხანგრძლივობის შემოკლების შესახებ გავლებული აზრი, უსიამოვნო ჟრუანტელს მომგვრის ტანში...

ხვალე 2 ქვიზი მაქვს, 2 თავი მაქვს წასაკითხი, დილას 9ზე ლექცია მაქვს.. მე კიდე მეზარებააააა, წაკითხვა მეზარება... ისეთი კი არაფერია, ერთი თვალის გადავლება უნდა მარა ისიც მეყოფა ხვალე დილის 8ზე რო უნდა გავიდე სახლიდან :( 

რატო?

იმიტომ რომ იცით სად ვცხოვრობ? გლობუსს მაღლა რო პროპკა ეჭირება, აი მანდ დაახლოებით...  (თუ ატყობთ როგორ დამეძენძა იუმორი?! :) ) 

თან ჩემს საყვარელ ოპოზიციას სიესბისკენ მიმავალი გზა აქვს გადაკეტილი კარვებით, რაც იმას ნიშნავს რომ, მარშუტკით ვერ მივალ.....  დილით უნდა ავდგე ადრე, ძალიან ადრე, ავიდე მეტროსთან, მერე ვაგზალზე მეორე ხაზზე გადავჯდე, და მერე სპორტის სასახლიდან ფეხით მივიდე დანიშნულების ადგილამდე... 

არა განა ფეხით სიარული არ მიყვარს, დღეს მაგალითად გზათჩაკეტილობის გამო  ლაგუნასთან ჩამომაგდო მარშუტკამ და იქიდან ფეხით მივედი მე 6 კორპუსსთან...

აააააააააააა  ეხლა გამახსენდა მთელი დღე რა საშინელება იყო :(

დილა იმით დაიწყო რო თიკომ ზედ გადამიარა ისე ადგა ლოგინიდან, მერე გარეთ გავიდა, მე მძინარე ავდექი და კარი ჩავკეტე, მერე თიკოს ჩანთა დავლანდე ოთახში, "ე.ი სულ არ წასულა"  გამიელვა მძინარე თავში... მერე აღარ მახსოვს, კარი გავუღე თუ არა... დამეძინა... მერე როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ბუძილნიკმა რო დარეკა, ჩემი ტელეფონი ინსტიქტურად შეენარცხა კედელს...  კიდე ჩამეძინა რა თქმა უნდა....  (აიი ბუძელნიკი რო დარეკავს და მერე ჩამეძინება, მაგაზე ტკბილი ძილი არ არსებობს საერთოდ)

ხოდა ამ ტკბილი ძილიდან და ტრადიციული სიზმრიდან (ჩემს ოთახში დაკიდული ჭაღი რომ ფეხებზე მაცვია ხოლმე) გაზის ქალის ვიზიტმა გამაღვიძა....  მერე ელენე დაფრატუნობდა ოთახებში, მერე ბოლოკაძემ დამირეკა მოდი სიესბიში სლაიდ შოუ გავაკეთოთო....  (3ზე მანდ ვიქნებითქო და 4–ს აკლდა 15 წუთი სახლიდან რო გავედი:) ვამაყობ ჩემი თავით) მგზავრობა ტრადიციულად "ვახტანგ გორგასალივით" მიმინოს/ების თანხლებით, თან დებილი ამინდი იყო, მციოდა თუ მცხელოდა ვერ ვიგებდი... 

მერე ხანგრძლივი ტვინის ბურღვისა და ნერვების შლის შემდეგ დაიწყო ლექცია, და რო გავედი პრეზენტაციის გადაკეთებლად, ფლეშკა გამიფუჭდა, მეთქი სხვამ გააკეთოს სანამ ამას ავაწყობთქო, ხოდა ვეღარ მოვასწარი მერე :( ააააააააააააააააააააააა, არადა 3 აპრილს უნდა ჩამებარებინა და ვერ ვასწრებ რაა, რა ჯანდაბად იწყება ჩემი გვარი ჭ–ზე :( 

ეხლა კიდე რა უაზრობებს გქადაგებ, იმის მაგივრად რო ავდგე, ეს მზესუმზირის ნაფრცქვენების გორა გადავყარო, ყავის ჭიქები დავრეცხო, შევიდე ოთახში და დავიწყო მეცადინეობა, მერე სანატრელი ძილით დავიძინო 2–3 საათი და დილით როგორც ყოველთვის საზარელი განწყობით გავუდგე გზას ჯოჯოხეთისაკენ....  

ეხლა ვიცი რასაც ვიზამ... ავდგები ავალაგებ, შევალ ოთახში და დავწვები და დავიძინებ...  

სინდისი უკვე მაწუხებს, მარა ვერ მომერევა...მე უფრო მაგარი ვარ ვიდრე ის... ია ძარღვგაწყვეტიილ,  ია ინაპლანეტიანეც :)

2 comments:

Nina's blog said...

როგორ კარგად მესმის შენი.....
ძალიან კარგად.....
მეც ზუსტად ასე ვიყავი როცა ვსწავლობდი და ეხლაც დილით გაღვიძებაზე მეტად არაფერი არ მეჯავრება.....
:*)

გურამი said...

ვა, რა მიშა კომენტის ველია!!! და საერთოდაც, მაგარი მიშა ბლოგი გაქვს, ნინი. მართლა საუკეთესო პირადი დღიური და ყოველთვის სასიამოვნოა მისი კითხვა.. ნუ, სასიამოვნო იმ პონტში, მაგრად გადმოსცემ, თორემ ვიგრუზები ხოლმე, რამის თავი მოვიკლა. :)