Apr 13, 2009

My Favourite Movies...

არ დაგიმალავთ და ახლა სულ არ მეწერინება საყვარელ ფილმებზე, ისე მაქვს ნერვები მოშლილი, მაგრამ რადგანაც ეს უკანასკნელი, ისევ ფილმმა გამოიწვია, და თანაც წინა პოსტში დაგპირდით რომ ამაზე დავწერდი, აგერ ა, ვზივარ და ვწერ :) 

ჯერ მინდა რომ გითხრათ რატო ვარ ასე, სულ რამდენიმე წუთის წინ მოვრჩი ფილმის "Martyrs"  ყურებას, და აი, დემოტივირებული ვარ....  ყველაზე დებილი ფილმია კინოს ისტორიასი, (კუბის მერე)  საერთოდ არ მიყვარს ეს ჟანრი, მარა ამას იმხელა რეკლამა ქონდა ფორუმზე რო სულმა წამძლია და ვუყურე...  ბრრრრ, ხორცი ხორცი ხორცი, სისხლი, სისხლი სისხლი, კივილი, ჩხავილი.... ნეტა სცენარისტის ტვინში ჩამახედა, ეჭვი მაქვს ბევრს ვერას ვნახავ საინტერესოს, მეხსიერების ხვეულში კი აუცილებლად აღმოვაჩენ რომ კოლეჯშიც და შემდეგაც, აუცილებლად აჩმორებდნენ და თავში ურტყავდნენ.... 

ეხლა უკვე თემასთან დაკავშირებით...

საერთო ჯამში ძალიან, ძალიან ბევრი ფილმი მიყვარს, მაგრამ ალბათ ქვემოთ ჩამოთვლილი ფილმების ნახვა ყველაზე მეტად მსიამოვნებს, რადგან ეგენი გამახსენდა ახლა უცებ....

მაშ ასე, ყველაზე უფრო საყვარელი (ამ მომენტში) ფილმი, 

1)

 

იმიტომ რომ ბენისიო არი მამაკაცი, რომელიც "კუბოს ფიცრამდე მეყვარება" :) არა მართლა, ყველაზე საყვარელი მსახიობია ჩემთვის,ფილმს რაც შეეხება, უნდა უყუროთ, მე ასე მარტო იმის თქმა შემიძლია რომ უსაყვარლესი ფილმია...

ნექსთ–––>

2)

 

ეს არის პირველი ფილმი რომელზეც მოთქმით ვიბღავლე და მთელი ღამე არ მეძინა ისეთი ემოციებით ვიყავი დატვირთული...

ნექსთ–––>3)

 

მიუხედავად იმისა რომ ვუდსს ორგანულად ვერ ვიტან, ეს ფილმი ყოველთვის იქნება ჩემი საყვარელი ფილმების ხუთეულში....

4) ამას კომენტარი არ ჭირდება, ახალს და გასაოცარს მაინც ვერაფერს ვიტყვი... 

5) უსაყვარლესი საახალწლო ფილმი, უსაყვარლესი მსახიობებითა და საუნდტრეკებით

 

6) ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა... სათაური, წიგნი, ფილმი, სამივე უუუუუუუუსაყვარლესია.....

7) სულ მაინტერესებდა, 300 არაგველი მოერეოდა თუ 300 სპარტელი... ეხლა აღარ მაინტერესებს, ერთმნიშვნელოვნად 300 სპარტელი... იმიტომ რომ ლეონიდასში ბატლერი მოისაზრება :) 

8) ეს ორი ფილმი, იყოფს მე–8 ადგილს მსგავსი შინაარსის გამო, რომელი მეტად მომწონს? პირველი რა თქმა უნდა, მარა არც მეორე უდებს ტოლს :)

   

9) ფილმები ციკლიდან "გაი რიჩი გენიოსია"  

   

10) უძლიერესი ფილმი ყველა კონტექსტში....  მაი ნეიმ იზ ფორესტ, ფორესტ გამპ

 

11) ფილმები ციკლიდან "მე მიყვარს ვილ სმიტი"

 

   

12) ფილმები ციკლიდან  "მე ძალიან მიყვარს შონ პენი"

   

13)  ფილმები ციკლიდან "გულწრფელი ცრემლი, ტირილი, ბღრიალი" 

"მე დედა მყავს ფუნთუშების გამყიდველი.
ფულს აგროვებს – ჩემი სიხარული უნდა რომ იყიდოს.....
დედა დამისხამს გაბზარულ ჭიქაში ბინდისფერ ჩაის და თავის ცრემლებს თან ჩააყოლებს.
და ამ ჭიქიდან ამოიზრდება სევდის ტოტები.
აყვავდება სისხლისფრად ასკილი.
მე დედა მყავს და ხომ შეიძლება ის ყველას ჰყავდეს – სადღაც შეჩერებულო, დაღლილო უფალო?"



         

(ჩემო შეყვარებულო, თუ ოდესმე სიკვდილს აპირებ, აიღე მაგალითი ბატლერისაგან... :) )  

14)ფილმები ციკლიდან "მეეც მინდაააააააააა" :)

    

  

15)  "მე მიყვარს ბრედ პიტი"

   

16) საყვარელი მელოდრამები და საყვარელი ქალები :)

 

 

17) "მე მიყვარს გიომ კანე ":)   

18) უკომენტაროდ 

19) ფილმები ციკლიდან " საყვარელი ბავშვები"

   

20) ფილმები ციკლიდან "მეშინია მარა საყვარელია" 

  

21) სისხლები სისხლები, გვამები გვამები, 

   

22) ფილმი რომლის მთავარ გმირშიც საკუთარი თავი შევიცანი, გარეგნულად იმდენად არ ვგავარ, რამდენადაც შინაგანად :)   

23) საყვარელი კომედიები :) ჯიმ კერის შესრულებული აბსოლუტურად ყველა 

  

24) ფილმები ციკლიდან "მაი სვიით მემორის" 

 

 

გიიიგ, როგორ იყო? ეს დანკერკის სანაპიროა და სანდროსი და ბჟალის სახლი ჩანსო? :) :) :) :)))))))))))))))))))))))))))))))))))))

25) და რაღათქმაუნდა, საყვარელი ქართული ფილმები... აი ისინი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ერთად დადგნენ და ისე შეედარონ ამ დანარჩენებიდან რომელიმეს, ჩემი ფეხები, ახლოსაც ვერ მოვლენ.... :) 

25.1

25.2  25.3

 25.4   

25.5  25.6  25.7  25.8 

25.9 მარტოხელა მონადირე და როცა აყვავდა ნუში (ყიფშიძეს სიყვარულში :) )    

25.10   ესეც მიყვარს, იმიტო რო ჩვენია..... 

რომ გადავხედე ეხლა სიას, გავაცნობიერე როომ, ეს არის ფილმები, რომლებსაც შემიძლია ნებისმიერ დროს ვუყურო, ნებისმიერი განწყობით...

ვსიო, მოვრჩი....  დიდი მადლობა რომ/თუ ბოლომდე წაიკითხეთ, აღარასოდეს დავწერ ამხელა პოსტს... გპირდებით.... :) 

(არა გატყუებთ, სავარაუდოდ შემდეგი უფრო გრძელი იქნება, საყვარელი მამაკაცები უნდა გამოვაჭენო სახალხოდ ;) ) 

No comments: