მთა მთას ვერ შეხვდება თორემ, ადამიანი-ადამიანს ყოველთვისო-თუ რაღაც ამის მსგავსს ხო ამბობს ვალოდია ჯინჭარაძე არაჩვეულებრივ გამოფენაში?! ხოდა ვინაიდან და რადგანაც, ადამიანი უფრო მეტად ვარ ვიდრე მთა, რა გასაკვირია რომ ერთ მშვენიერ, ან არც ისე მშვენიერ დღეს, მეც შემოგხვდეთ ქუჩაში?! მითუმეტეს ყველა ყველას შეხვდა ბლოგსფეროში :)
ანუ, მეც ჩავები თეგომანიაში, (აქ თავისუფლად შემეძლო მეთქვა დამთაგეს და იმიტომ თქო, და ვერავინ ვერასოდეს გაიგებდა რომ არავისაც არ დავუთაგივარ:)) ხოდა რავი, ესეც ჩემი "ქუჩაში რომ შეგხვდეთ" პოსტი :
მართალია დაბლა პოსტში ძალიან ბევრი ვიქადაგე რაოდენ მძულს გამარჯობის თქმა და რაოდენ უჟმური ვარ, მარააა, არ დაიჯეროთ ეგ, საერთოდაც არ ვარ უჟმური და ხალხის ნახვაც მიხარია ქუჩაში, (მანამ სანამ ეს ნახვა ყოველდღიურ ხასიათს შეიძენს) ხოდა ნებისმიერი თქვენთაგანი რომ შემხვდეს, და მომაბრუნოს, ჰეი ბაზილიო, მე "ეს" ვარ და შენს ბლოგს ვკითხულობო, პირობას გაძლევთ რომ, აუცილებლად გამახარებს ეს, და შეიძლება იმენად გამახაროს რო საერთოდ ხმაც ვერ ამოვიღო :) სათნო ღიმილს კი აუცილებლად მოგაგებებთ :)
ხოდა ეს სათნო ღიმილი რო იხილოთ, ხო უნდა იცოდეთ სად შეიძლება შემხვდეთ?!
სამუშაო დღეებში თბილისში ჩემი ნახვის იმედი ნუ გექნებათ უახლოესი 3 თვე მაინც... გორი კი ისეთი პატარაა, ნებისმიერ ადგილას შეიძლება შემხვდეთ. და წინასწარ გაფრთხილებთ, არასოდეს გაგიკვირდეთ რასაც არ უნდა ვაკეთებდე ქუჩაში... იმის გამო რომ ტაქსით მთელი ქალაქიც რო მოიარო 5 ლარზე მეტს მაინც არ დახარჯავ, ძალიან ხშირად ვსარგებლობ ტაქსით, ძირითადად იმიტომ რომ ჩანთა მაქვს მძიმე:) საღამოს თუ შეგხვდით და ვარ მარტო, ან ნერვიული აშლილობა მაქვს და განტვირთვას ვეძებ, ანდაც მეგობრების სანახავად მივდივარ... ამ დროს დიდი ალბათობაა ვუსმენდე მუსიკას, ან ვიცინოდე უაზროდ იმიტომ რომ თუ რამ სასაცილო მომხდარა ჩემს თავს, ერთთავად მარტო სიარულისას მახსენდება :) თუ ვინმესთან ერთად შეგხვდით, მალევე მიხვდებით რომელი ვარ, ის, ყველაზე ხმამაღლა და ყველაზე ბევრს რომელიც ლაპარაკობს :)
თბილისში შეგიძლიათ მნახოთ 5 დეკემბრის ქუჩაზე ძალიან ხშირად, თუ თვალი მესამე სართულისკენ მეპარება, რა მოხდა მერე?! ეს მეზობლის ქალია შინაური, კაციც კიარა :))) მარჯანიშვილზე და დინამოსთან-დიდის წარმატებით, თუ ისნის მეტროსთან ბარბაცით მოვდივარ, ე.ი ვირუსასთან სულ ცოტა 5 ჩემნაირი მთვრალი ადამიანია კიდევ სახლში :) ძალიან იშვიათად მიხილავთ სადმე კლუბში,და კიდევ უფრო მეტად იშვიათად მარტო გოგოების გარემოცვაში...
თუ სადმე ხუჭუჭა, გოგო დაინახეთ ქუჩის ძაღლთან ან კატასთან დიალოგში ჩართული, ძალიან დიდი ალბათობაა რომ მე ვარ :) ამ 1 წლის წინ თამამად შემეძლო მეთქვა რომ ვერასოდეს მნახავთ კაბაში შემოსილსთქო მაარა, ამ ბოლოს ძირითადად ჭეშმარიტი დიაცივით მაცვია :) აუცილებლად მეკეთება რომელიმე თითზე ბეჭედი, და თუ ნერვიულად ვისრისავ მარჯვენა ხელის მეოთხე თითს, ე.ი ბეჭედი სახლში დამრჩა... არასოდეს მეკეთება საყურე, იმიტომ რომ ყური მიჩირქდება 2 წამში (და თან ცოდვა გამხელილი სჯობს და, ისეთი ფორმის ყურებს, როგორიც მე მაქვს, საერთოდ არ უნდა აჩენდეს თავმოყვარე ადამიანი, არამცთუ საყურით უკეთებდეს აფიშირებას:)თმა აუცილებლად გაშლილი და გაბურძგნული, მაკიაჟი? უკიდურეს შემთხვევაში ტონალური... მარჯვენა ლოყაზე თვალშისაცემი (:) ) ხალით, არც ისე ძალიან პატარა თავით, საშუალოზე მაღალი (172) სიმაღლით, სასურველზე 8-10 კილოგრამით მეტი (65) სიგანეში :) უკიდურესად პატარა ტერფებით (36 იც არა,) ხშირად თაბაშირით კიდურდამშვენებული, ნუ სუ ცოტა ერთი მუხლი მაინც მექნება ან ნატკენი, ან ახალმორჩენილი :) თითქმის არასოდეს მაცვია ქუსლზე, ისევე როგორც არ მაცვია ფეხსაცმელი რომლიდანაც 1ზე მეტი თითი ჩანს :) კიდე რა... ა ხო, თუ თვალებმა ძალიან შემაწუხა, შესაძლებელია მიხილოთ სათვალითაც,(მაგალითად ხვალიდან) და ძალიან ხშირად კაშნეთი, იმიტომ არა რომ სუსტი ყელი მაქვს და გრილი ჰაერის ჩასუნთქვაზე მიცივდება... ძალიან მიყვარს, და თან ნუ ეს ღრმა დეკოლტის უმწეო კომპლექსი მომყვება ინერციით ახალგაზრდობიდან :)
ღამის 12-ის მერე, თუ დაინახეთ როგორ ასეირნებს ზრდასრული კავკასიური ნაგაზი ზემოთ აღწერილ გოგოს, მაშინ ნამდვილად მე ვარ და ჯერ შორიდან მომესალმეთ, მერე მე შევეცდები გრეის დარწმუნებას იმაში რომ აუცილებელია ზრდილობიანად შეგხვდეთ :)
ხო და სულ ეს იყო მგონი :) მე მახსოვს ერთხელ ჩორვენი დავინახე ბისერების მაღაზიაში და ადგილზე ვცქმუტავდი კარგა ხანს გამოვეხმაურო თუ არათქო და ვერ გავბედე მისვლა საბოლოოდ, ხოდა ეხლა ვფიქრობ რომ გაეხარდებოდა აუცილებლად რო მივსულიყავი, მეც ხო გამეხარდება არა?! :)
ან ამხელა პოსტი რა საჭირო იყო, მე ხომ ყველაზე საყვარელი ვარ და აბა როგორ აგერევით სხვაში :))))
3 comments:
კარგი პოსტია! ძაღლებთან და კატებთან დიალოგის ნაწილი განსაკუთრებით მომეწონა! ;)
ისე მარტო ის რომ დაგეწერა ყველაზე საყვარელი ვარ, მაგრამ ყველაფერი ნუ გჯერავთ ჩემიო, საკმარისი იქენებოდა. :)
პ.ს. ბალღო, ზეკარი გავსინჯე და მევასა და არ გინდა დავლიოთ ჩიკისთან და ჯადოსთანე ერთად?
ra tqma unda minda guram, aucileblad tan, 6saatis mere xval an zeg :)
Post a Comment