ძალიან ვერიდები ისეთ თემებზე წერას, რომელიც ასე თუ
ისე აქტუალურია, ან ვინმესთვის მტკივნეულია, რამდენადაც ეს ყველაფერი აქაურობას არ
მოუხდება ჩემი აზრით :)
ზოგადად, არანაირი სურვილი არ მაქვს ვინმეს გაღიზიანება
გამოვიწვიო, არც ზოგიერთებივით ველური მოთხოვნილება
მაქვს იმისა, რომ ნახევარზე მეტმა ვიზიტორმა დედა და ოჯახი მაგინოს, ან არ მაგინოს
მარა სურვილი გაუჩნდეს.
იმიტო არა რომ ჩემი პოზიციის და ხედვის მრცხვენია, არანაირად,
არც იმას ვფიქრობ რომ მცდარ აზრს ვადგავარ, და არც ზოგიერთივით პრიმიტიული აზროვნება
და შემაშფოთებლად დაბალი I.Q. მახასიათებს, არც ფსევდოლიბერალი ვარ, არც რასისტი, არც
სექსისტი, არც ბრმად მორწმუნე-ფანატიკოსი, არც მღვდლებს ვაიგივებ - ღმერთთან, იმასაც
ვაცნობიერებ რომ ისინიც ჩვენსავით ჩეულებრივი მოკვდავნი არიან, ჩვეულებრივად ჭამენ
რადგან, გაგიკვირდებათ და შივდებათ თურმე მათაც და საპირფარეშოშიც ჩვეულებრივად დადიან
:) არც სხვის პირჯვარის გადასახვაზე მემართება ბნედა (ნუ თუ რა თქმა უნდა მაგ პროცესის
დროს იდაყვს თავში არ მომარტყავს) და არც სხვას ვეჯიბრები პირჯვრის წერაში, იმდენსაც
ვხვდები რომ ცუდი და კარგი ყველა სფეროში, ყველა კუთხეში და ყველა ადამიანშია. არც
ბავშვობიდან დაბოღმილ-დაკომპლექსებული ლუზერი ვარ რომ პროვოკაციებითა და სხვისი ნერვების
შლით რაიმე შვება ვიგრძნო, არც იმდენად ლენჩი და პახაბნი რომ აზრი გინებებისა და უაზრო
ბილწსიტყვაობის გარეშე ვერ გამოვხატო, ერთი ჩვეულებრივი, საშუალოზე მაღალი გონებრივი
შესაძლებლობებით, არაფრით გამორჩეული გოგო ვარ, რომელსაც არ სჭირდება არავისთვის თავისი
მაგარი ტიპობის მტკიცება მალალეტკური ლაი-ლაითა და დაბოღმილ-გაზულუქებული გამოხტომებით.
და მე ძალიან, ძალიან, ძალიან მაწუხებს და მთრგუნავს
დღევანდელი საზოგადოების რეაქცია ზოგიერთი მტკივნეული თუ საჭირბოროტო, აქტუალური საკითხების
შესახებ.
საკითხებისა, როგორიც არის მაგალითად ჩვენი ქვეყნის
ტრადიციები, რელიგია, გენდერული თანასწორობა, ძალადობა ოჯახში, ქალიშვილობის ინსტიტუტი,
სიტყვის თავისუფლება და ა.შ. რამდენადაც, დღის განმავლობაში, ხან იმდენად მაწუხებს ამ თემებზე
წერის სურვილი რომ გონებაში პოსტს-პოსტზე ვაცხობ, გადავწყვიტე რო შიგადაშიგ გამოვურიო
ისეთი პოსტებიც რომელიც მარტო იმას არ ეხება თუ რა ვჭამე საუზმეზე-სადილზე-ვახშამზე
:)
ამ კონკრეტულ პოსტში მინდა ჩემი აზრი და შეხედულება
დავაფიქსირო ჩვენს ქვეყანაში, რელიგიის გარშემო არსებულ თანამედროვე ტენდენციებზე.
აქვე დავაფიქსირებ რომ მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი
- მაგრამ არ ვარ ბრმა, ყრუ, დაუნი და ფანატიკოსი!
მოგეხსენებათ დღეს ჩვენს ქვეყანაში ათეისტობა მოდაშია,
იმიტომ რომ არარის ბანალური, იმიტომ რომ შენი ათეისტობით შეგიძლია ნახევარი ქვეყანა
გააღიზიანო, (დაბოღმილი ადამიანისათვის ეს რამდენს ნიშნავს იციით?! ) იმიტომ რომ ადვილია,
და უამრავი სხვა მიზეზი. ეს რა თქმა უნდა ყველა ათეისტს არ ეხება და არაფერი მათი საწინააღმდეგო
არ მაქვს, პირიქით, ჩემი პატივისცემა ყველა არამართლმადიდებელ ადამიანს, ვინც თავისი
ცხოვრებით ცხოვრობს და თავის საქმეს აკეთებს, თუმცა ჩვენთან ათეისტების ძირითად ნაწილს
შეადგენს ისეთი ხალხი რომლებმაც უბრალოდ აიტაცეს ეს ყველაფერი, და თვითონ ათეიზმის
რაობაც არ იციან. ჩემი აზრით ადამიანი ათეისტად ყალიბდება მას შემდეგ რაც ახლოს გაეცნობა
რამდენიმე რელიგიის არსს და გადაწყვიტავს რომ არ არის ეს ყველაფერი მართალი იმიტომ
რომ -ამიტომ, ამიტომ და ამიტომ (უამრავი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება) ხოლო იმ ძირითადი
ნაწილის - რომლებსაც ათეიზმი მარტო მართლმადიდებლების ლანძღვა-გინება და პროვოცირება
ჰგონიათ - ძირითადი ცოდნა სხვადასხვა რელიგიების შესახებ არის ის რომ ინდოელები ძროხას
აღმერთებენ, კათოლოკეებსა და მართლმადიდებლებს შორის მხოლოდ ის განსხვავებაა რომ კათოლოკეს
შეუძლია თავის ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილზე ქორწინება, ხოლო მაჰმადიანი თუ ხარ
შეგიძლია ძალიან ბევრი ცოლები მოიყვანო. და ვსო, მეტი არაფერი.
ამასთან, თუ შენ ბუდისტი ხარ, კაი ტიპი ხარ (იმიტო რო
აი რაღაცა ძააან არაორდინალურს აწვები), თუ მაჰმადიანი ხარ კიდე არაგიშავს, დაჟე კათოლიკეობაც
გეპატიება ლიჟბი მართლმადიდებელი ან იაღოველი არ იყო, თორე შენ აი ძაან ბანძი ხარ,
და ფანატიკოსი, და შენი რწმენა ******* და შენი პატრიარქი ******** და შენი ეკლესია
********* და შენი სამღვდელოება ********** და შენი მარხვა *********** და შენი სამარხო
ხინკალი ********* და პირადად შენი დედა, ოჯახი და ასე შემდეგ ********* ( * ამ სიმბოლოს
ქვეშ იგულისხმება სექსუალური კავშირის დამყარების ველური სურვილი ), მარტო იმიტო რო
შენ ხარ მართლმადიდებელი და მეეეე, მე ვარ ათეისტი, ამასთან მსოფლიო ******ამ სიმბოლოს
მქმნელი, და კაი ტიპი, და მე უფლება მაქვს, კიარადა, მომეთხოვება რო შენ გაგინო, სულში
გაფურთხო და ა.შ, ოღონდ მარტო შენ, მე სხვა რელიგიებს არ ვეხები :)
რა თქმა უნდა, ისიც ძალიან ცნობილია რო მეორე მხარე,
ანუ მართლმადიდებლების რაღაც ნაწილიც არ გამოირჩევა დიდი შეგნებულობით და თუ შენ ათეისტი
ხარ, ესეიგი სატანა ხარ, იაღოველი ხარ, და მე მაქვს უფლება შენ გაგინო და შეგურაცხყო
ამის გამო, თუნდაც შენ შენთვის იყო და მე არ მეხებოდე (თუმცა ასეთი შემთხვევები, რო
ჰაერზე თავს დაგესხას ვინმე მარტო შენი არამართლმადიდებლობის გულისთვის იმაზე იშვიათია
ვიდრე პირიქით).
მე პირადად, თუნდაც არ ვეთანხმებოდე, ძალიან დიდ პატივს
ვცემ არამართლმადიდებულ აზრს, გამოხატულს ისე, რომ არავინ იგრძნოს თავი დამცირებულად,
შეურაცყოფილად, გაღიზიანებულად... მაგრამ აქვე მინდა ისიც აღვნიშნო რომ ასე აზრის გამოხატვა
ადვილი არ არის, რამდენადაც, მოითხოვს ელემენტარულ ზრდილობას, ზოგადად პატივისცემის გრძნობის არსებობას
ადამიანის მენტალიტეტში და ყველაზე მთავარი, განათლებას, რაც როგორც ჩანს ძალიან მტკივნეული
საკითხია დღესდღეისობით. ნურავინ შემედავება
იმაში რომ განათლებული და შეგნებული ადამიანი, სულ რომ რელიგიური ექსტრემალი და ფანატიკოსი
იყოს - არ დაწერს ისეთ პოსტებს როგორიც დღესდღეისობით ჩვენს ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება
- ძალიან დაბალი დონის, პროვოკაციული, შეურაცხმყოფელი, დამცინავი, აბსურდული და ისტერიული.
ძალიან მწირად მოიპოვება ისეთი პოსტები, სტატიები, რომელშიც გადმოცემული აზრი, რომელსაც
არ ეთანხმები, შეურაცხყოფილად და დამცირებულად არ გაგრძნობინებს თავს და აგრესიას არ
გაგიჩენს ავტორზე. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია რომ როგორიც არის მკითხველი, პოსტებიც
ისეთი იწერება. გაუნათლებელი, აჟიტირებული, მოდას აყოლილი ბრბო, რომელსაც საკუთარი
აზრი არ გააჩნია, ან გააჩნია მაგრამ ზრდილობის ფარგლებში და დალაგებულად გადმოცემის
ინტელექტუალური რესურსი არ აქვს.
ამიტომ იწერება ისეთი ბოღმითა და შეურაცხყოფით გაჟღენთილი,
პროვოკაციური პოსტები როგორიც ეს
პოსტია, (ჩემი შთაგონების ძირითადი წყარო:)) და კეთდება ისეთი აბსურდული, უზრელური
და გამაღიზიანებელი კომენტარები როგორიც ამ პოსტს და ვიდეოს აქვს. (რა თქმა უნდა, კომენტარების
აბსურდულობა ვრცელდება იმ ფსევდო რელიგიურ, ფანატიკოს ხალხზეც რომელიც ეწინააღმდეგება
ავტორს).
რა თქმა უნდა, მეც ვიცნობ ისეთ მამაოებს, რომლებიც შეთავაზებული
„ძღვენის“ პროპორციულად ზრდიან „კურთხევებს“ ისეთ საკითხებზე რომლებიც მიუღებელია მართლმადიდებლობისათვის,
და თუ სასურველი დონის „ძღვენს“ შესთავაზებ, მზად არიან ხელოვნური განაყოფიერება და
კლონირებაც კი გიკურთხონ! მე ასევე ვიცნობ ადამიანებს (მორწმუნეებს!!!) რომლებსაც ასეთი
ფარისევლური გარიგებები აწყობთ და სულს უმშვიდებთ.
მე ასევე ვიცნობ იმ მამაოებს რომლებიც თავის საქმეს
და რწმენას პირნათლად ემსახურებიან, ყველანაირი მლიქვნელობის, ფარისევლობის გარეშე,
და ეს მამაოები არ არიან გამხდრები და გაძვალტყავებულები!! (თუ ვერ მიხვდით ეს უკანასკნელი
რა შუაშია, დაკვირვებით წაიკითხეთ ზემოთაღნიშნული პოსტი).
რა თქმა უნდა იმდენიც მესმის რომ სიტყვის თავისუფლებაა
და ვისაც რა უნდა იმას დაწერს, და როგორც უნდა ისე გამოხატავს თავის აზრს. პოსტის ავტორი
რომ ინტრიგანი და პროვოკატორია მანდაც იმედია ორი აზრი არ არსებობს. მე უბრალოდ ის
მაღელვებს რომ საზოგადოება ბრმად, გაუაზრებლად ჭამს იმ ნაგავს რასაც პირში უდებენ.
მაგალითად, ერთი თვალის გადავლებით უმნიშვნელო, უწყინარი, პოსტში ძალიან შეფარვით ჩაქსოვილი
ისეთი სიტყვათა შეთანხმებები როგორიც არის ერთის მხრივ: „პატარა მაგიდა“, „გამხდარი, უსუსური,
უმწეო, ფერდაკარგული, მოქვითინე ქალი, რომელსაც ავადმყოფი შვილის ფოტო გაცრეცილი საფულიდან
ცახცახით ამოაქვს“ , მეორეს მხრივ „ფეხორციანი, კარგად ნაკვები, გამძღარი, მღვდელი
და მისი დაკუნთული, წვერიანი, სქელკისერა თანმხლები პირი“, და მესამეს მხრივ „უსუსური, მაგრამ დაჩაგრული, უმწეო,
ავადმყოფშვილიანი ქალისადმი სოლიდარობით გამამაცგულიანებული პოსტის ავტორი, მისი ნაცნობი
ჟურნალისტი რომელიც ლამაზ გოგოსთან ერთად დადის (ეგეც შენ მღვდელო!) და გამვლელები
რომლებიც ბოოროტი გასიებული მღვდელისაგან დაჩაგრულ ქალს ხელებს უცაცუნებენ სოლიდარობის
ნიშნად და თანამედროვე საქართველოს William Wallace-ებს (მელ გიბსონის პერსონაჟი ფილმიდან
Braveheart ) უღიმიან სოლიდარობის ნიშნად!
ახლა მე მიპასუხეთ, როდის აქეთია ფერხორციანობა - ცოდვა,
დანაშაული, სიბოროტის სიმბოლო?!
გულზე ხელის დადებით, სხვა ნებისმიერ სიტუაციაში, ამ
ქალს რომ სიგამხდრეზე პრეტენზია გამოეთქვა, რამდენი თქვენთაგანი შეიკავებდა თავს და
ისეთი სიტყვებით არ შეამკობდა რომ სიცოცხლეს შეაზიზღებდა და სიკვდილს ანატრებდა?!
ვისაც 10-ის ფარგლებში შეგიძლიათ ანგარიში, იმათ მიპასუხეთ,
რა ბიზნესის ჩაგდებაზეა ლაპარაკი, თუ ეს ქალი მხოლოდ პურის ფულს შოულობს ამ სანთლების
ყიდვით?! დღეში 3-5 ლარი, თვეში დაახლოებით არის 90-150 ლარი ხო?! ეს არის მაქსიმუმი
იმ ზარალისა რასაც თქვენის თქმით ეს ქალი ეკლესიის ბიზნესს აყენებს, და თქვენ გულწრფელად
თვლით რომ ამ ფერხორციანმა, გასიებულმა, ნაკვებმა, მსუქანმა და აქედან გამომდინარე
ბოროტმა და კაციჭამია მღვდელმა, რომელსაც ამ 150 ლარიდან რამდენი ერგება?! (ისიც გავიხსენოთ
რომ მთელი სამღვდელოება წილშია,) - მაქსიმუმ 5 ლარი თვეში.... რაც დღეში არის 15 თეთრი...
ეს თანხა რო არ დაეკარგა, გაიარა რამდენიმე კილომეტრი, პირადად მიეჭრა ამ საწყალ ქალს
და სკანდალი მოუწყო?! SERIOUSLY, ARE YOU
KIDDING ME?!
ყველამ ვინც ასე გულისტკივილით განიცადეთ ამ ქალის უბედურება,
ჩაგვრა და გვემა, რომლებიც ასე მჭერმეტყველებად იღვრებით ამ მღვდლის ოჯახთან, დედასთან,
პირადად მასთან, პატრიარქთან, სამღვდელოებასთან და სხვა მორწმუნე ელემენტებთან სექსუალური
კავშირის დამყარების სურვილით განმსჭვალულები, გულწრფელად მითხარით, ქუჩაში რო შავებში
ჩაცმული შვილმკვდარი დედები მათხოვრობენ - გეცოდებიან?! უპატრონო ბავშვები რო ყინვაში,
წვიმაში და ძანძახში ყრიან - გეცოდებიან?! მთელს ქვეყანაში რო გარემოვაჭრეები წიხლებით
ცემეს და უკაპიკოდ დაყარეს და ერთადერთი შემოსავლის წყარო გადაუკეტეს - გეცოდებიან?!
2008 წელს რო უსახლკაროდ დარჩენილი გამწარებული და გაძიაძებული ტოლვილები დროებით თავშესაფარს
ითხოვდნენ - გეცოდებოდათ?! ყველა ფეხის ნაბიჯზე რო მოხუცები ნაგვის ბუნკერებში იქექებიან
რო ნაგავი მაინც შეჭამონ რო შიმშილით სული არ ამოხდეთ - გეცოდებიან?! http://www.youtube.com/watch?v=QXJRMxJE6Fc
ამ ვიდეოში რო 25 წლის, 2 ობოლი ბავშვის დედა
სასოწარკვეთამდეა მისული - გეცოდებათ?! მაგათი ყოფა სამართლიანია?! თუ თვლით რო არასამართლიანად
არიან დაჩაგრულები, და რომ მათი ყოფა სულისშემძვრელია, დამილინკეთ ერთი 3 სიტყვიანი
პოსტი მაინც სადაც მაგაზე მწუხარებას გამოხატავთ და ჩავთვლი რო სულ ტყუილად ვწერე ამდენი....
ვერავინ დამაჯერებს რო იმ ხალხს, რომელიც ამ მამაოს ასეთი სიტყვებით ლანძღავს, ამ ქალის
შეცოდება შეუძლია!
ძაან სასაცილოა, როცა ვიღაცა ხელმოცარული, ეკლესიის
შეურაცხყოფით აკეთებს ბინძურ ფულს.
რა თქმა უნდა მე არ ვამართლებ იმ მამაოს რომელიც ისე
იქცევა როგორც პოსტშია აღწერილი, არც იმას გამოვრიცხავ რო სასულიერო პირმა მსგავსი
რამ იკადროს, მაგრამ, მე ამ ვიდეოში ვერ დავინახე ის საქციელი, ვეგ გავიგონე ის ტერმინოლოგია,
ვერ შევამჩნიე ის ტონი რომელიც ავტორმა ტექსტურ ნაწილში ასე დაწვრილებით აღგვიწერა.
მე დავინახე ვიდეოში ის რომ ზომიერად ტანსრული სასულიერო პირი, საშუალო აღნაგობის სავარაუდოდ
სტიქაროსან ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად რჩევას აძლევს და მიუთითებს ქალბატონს, რომელიც
ჩემის აზრით არაადეკვატურ ისტერიკაშია, რამდენადაც არავინ არ სცემს, არ ემუქრება, არაფერს
ართმევს და ის მაინც არანორმალურად გაჰკივის, რომ საეკლესიო ნივთების, ისეთების როგორიცაა
სანთელი და ხატი - კურთხევის გარეშე გასაღება დაუშვებელია. რა უსამართლობაზეა ლაპარაკი?! აუკრძალა რამე?! ძალით
ჩამოართვა?!
პ.ს. ამ ზაფხულს, პლიაჟზე წამოწოლილი მზეს ვეფიცხებოდი,
როცა ჩემს გვერდით შეზლონგიდან ქალბატონი ადგა და ზღვაში მოსაშარდად შევიდა, ამ დროს
ზღვიდან ამოვარდა 10 თავიანი, ცეცხლისმფრქვეველი გველეშაპი და ამ ქალს სათითაო თავით
დაუწყო დაშინება და შეჭმით ემუქრებოდა, მის გვერდით, მისი თანამოაზრე, 20 ფეხიანი რვაფეხა
იდგა და გარშემომყოფებს აშინებდა, მე რა თქმა უნდა შემეშინდა მაგრამ მაინც მივვარდი
ამ გველეშაპს და შევყვირე: ჰეი შენ, მახინჯო, რას ერჩი ამ უმწეო ქალბატონს, განა არ
იცი რომ ჩვენ დანარჩენებიც ყველა ზღვაში ვშარდავთთქო?! ვინ მოგცა უფლება ჩვენ თავისუფალ
დამსვენებლებს ეს კანონით არა დაგმობილი და დაშვებული ქმედება აგვიკრძალოთქო?! ამაზე
20 ფეხიანმა რვაფეხამ გულისშემძრავად შემომიტია, ამ დროს ჩემი მეგობარი მოვარდა და ექსტრემალურ სიტუაციაში დაიწყო ვიდეოს გადაღება,
თუმცა გველეშაპმა და მისმა დამქაშმა ქოშები უკუღმა ყარეს და კუდამოძუებულებმა სასწრაფოდ
ჩაყვინთეს ზღვაში, რაც ჩემი ლომგული მეგობრის მიერ გადაღებულ სურათზეც მშვენივრად ჩანს!
და ბოლოს, ყველა თქვენნაირს მინდა მოგიძღვნათ ძველისძველი
ქართული შედევრი, რომელიც ამ ლინკზე შეგიძლიათ მოისმინოთ, http://www.youtube.com/watch?v=AbrM2qVcCh8
მთლიანად არა რა თქმა უნდა, მეტი საქმე არ
მაქვს, მხოლოდ მონოლოგის ბოლო წინადადება
:)
1 comment:
მე-აღშფოთებული :) << saTauri momewona
Post a Comment