ბეეეევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, ასჯერ გავზომეთ და ერთხელ გავჭერით, შორი გზა მოვიარეთ და შინ მშვიდობით მოვედით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ იდეალური დრო ბავშვის გასაჩენად არ არსებობს... მოკლედ, პატარა გოგონას ველოდებით აგვისტოს ბოლოს :) უფრო სწორად, ვიმედოვნებთ, რომ აგვისტოს ბოლო არც ისე ძალიან სწრაფად მოვა, როგორც ეს 7 თვე გაფრინდა :)
მიუხედავად იმისა რომ პრეტენზია მქონდა დაგეგმილ ორსულობაზე, მაინც სიურპრიზი აღმოჩნდა ტესტზე ორი წითელი ხაზი, თორე ქალწულის ზოდიაქოს ქვეშ ბავშვის გაჩენას რა დამაგეგმინებდა :)
სიურპრიზი იყო საახალწლო - ფაქტიურად თოვლის ბაბუამ მოგვიტანა :) 29 დეკემბერს, საახალწლო სამზადისის დაწყება გენერალური "უბორკით" გადავწყვიტე, გენერალური "უბორკის" დაწყება კი - სააბაზანოს გახეხვით :) ზუსტად არ ვიცი რატო მომაფიქრდა მანამდე ტესტის გაკეთება, რამ მიბიძგა ამისკენ, მარა ერთი რამ ნათელია, თვალების დაჭყეტვა მაგ ზომამდე თუ შემეძლო, რაც ტესტის პასუხს მოჰყვა - არ მეგონა :) პირველი რაც გავიფიქრე - უეჭველი გარე ორსულობა იქნებათქო, მერე უფრო მატერიალური საწუხარი გამიჩნდა - საჩუქრები უკვე ნაყიდი რო არ მქონდეს ყველასთვის, ამ სიურპრიზზე ხო გადავატარებდი ხალხსთქო :)
მე რომ დედამიწაზე ყველაზე არარომანტიული ადამიანების ტოპ ასეულში ვარ ეგ ისედაც ვიცოდი, ჩემი ქმარი რო ჩემზე წინ იყო რეიტინგში ეგეც, მარა მთლად მოწინავე პოზიციაზე მის ყოფნას რა მაფიქრებინებდა :) ვურეკავ რო ვამცნო ახალი ამბავი და არ მპასუხობს, როგორც იქნა, მე-5 ცდაზე მიპასუხა - არ მცალია, მე თვითონ დაგირეკავო და გამითიშა :) ხოდა მესიჯად მივწერე, ასე 1 საათში მირეკავს რათა გადაამოწმოს მესიჯის შინაარსის ვალიდურობა და რო დარწმუნდა მის სიმართლეში, ასე 5 წუთიანი პაუზა და რო მგონია გაითიშა ტელეფონი, - ახლა გამოვ***დებიო აღნიშნა... მეგონა "გამოდი საღამოს, კალიცო უნდა მოგცე" - ხელის თხოვნაზე არარომანტიული საქციელის ჩადენა, მის ძალებს აღემატებოდა, მარა აშკარად დღემდე მაოცებს :)
სხვა რავიცი, ვერ ვიტყვი რო მარტივი ორსულობა მაქვს, იყო სანერვიულოებიც და გართულებებიც, ტოქსიკოზიც 6თვეზე მეტხანს გამიგრძელდა მთელი სიმძაფრით, თუმცა ახლა კარგად ვართ. მთლად მერცხალივით ვერა - უფრო პინგვინივით, მარა მაინც რა შედარებაა :)
რაც ყველაზე სასიამოვნოა, ჩემი ზედმეტი კილოგრამები შესანიშნავად გავაპრავე :) თითქმის 8 თვის ვარ და მხოლოდ 3 კილო მაქვს მომატებული, ეგეც 100%-ით მუცლის ხარჯზე :)
ბავშვის დასახვედრად ვემზადებითქო რო გითხრათ მოგატყუებთ, რატომღაც მგონია ჯერ კიდევ დიდი დრო მაქვს, გეგმებსაც ასე ვაწყობ (მეერე, დიდი გოგო რო გავიზრდები..). თან არ მინდა ბოლო წუთს ყველაფერზე ერთდროულად სირბილი და ვნერვიულობ მაგაზე, თუმცა საქმე-საქმეზე რო მიდგება, ვცდილობ თავი ავარიდო სამზადისს :) ის კიარადა უამრავი წიგნი რო მქონდა მომარაგებული, ორსულობის დროს დავჯდები და წავიკითხავთქო - ახლაც მგონია რო წავიკითხავ, ჯერ რა დროს ბავშვია :)
აჰ ხო, უამრავი არალოგიკური, არაადეკვატური საქციელის ჩადენა მინდება და მთელი დღეები თავს ვებრძვი რო არ გავაკეთო :) ცოტა არაპროგნოზირებადი ვარ. და მყრალი :) თავადვე ვხვდები რომ ჩვეულებრივზე მეტად უხასიათო ვარ, დაუსრულებლად შემიძლია ვიჯუჯღუნო, სულ პატარა რაღაც ისე მაღიზიანებს, თავს ძლივს ვიკავებ ხოლმე, ლამის წარბები გადამებას იმდენს ვიკოპები :) და საერთოდ, ასეთ სიცხეში, საკუთარ სხეულთან და ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფი ორსულები გამოდით, უნდა დაგთვალოთ :)
გარემოს რაც შეეხება, ლამის გული ამიჩუყდეს ხოლმე, იმდენ სითბოს გამოხატავენ ჩემს მიმართ გარშემომყოფები, თუმცა ამ ბედნიერი გამონაკლისების გარდა, დიდად "ბედნიერი" გახლავართ, ამდენი "პროფესორი" რომ აღმომაჩნდა გარშემო, რაღა გამიჭირვებს. დაწყებული იქიდან, მოწყენილი ტონით რო მამშვიდებენ, არაუშავს ბიჭიც იქნება, დასრულებული იმით, 3ზომა (უშველებელი) მკერდის გამო ბავშვი მშიერი რო უნდა მყავდეს :) ძირითადად რაღაც ჰორორებს მიყვებიან, აი იმის მაზლიშვილს 8 თვის ბავშვი როგორ მოუკვდა მუცელში, იმის მულიშვილმა განუვითარებელი რო დაბადა. გაიგე XXXX საავადმყოფოში მშობიარე რო მოუკვდათ? ჩვილის უეცარ სიკვდილზე თუ გსმენია რამე? ჭიპლარის სისხლის შენახვას ხო აუცილებლად აპირებ, შენი გენეტიკის გამო... ვაააი, ვააი დუ დეი დუ დეთ?! :D
ვისაც არ ეზარება ყველა ჭკუას მარიგებს, ადეკვატური რჩევების გარდა, მრავლად გაიჟღერეს ისეთმა მარგალიტებმა როგორიცაა: ვაშლის ძმარი დალიე ხოლმე, ბავშვს ქერა თმები ექნება; გულძმარვა იმიტო გაქვს, ბავშვია ეტყობა ბეწვიანი; მშობიარობის დროს გაუტკივარების გაკეთება რო ცოდვა ყოფილა და სამომავლოდ ღმერთი რო აუცილებლად განსაცდელს მომივლენს, იმიტომ რომ ქალმა მშობიარობის ტკივილით ევას ცოდვა უნდა გამოისყიდოს :) თაფლის ჭამა კი კაია შენთვის მარა, ძალიანაც ნუ მოინდომებ, ბავშვი დორბლიანი იქნება, შავები არ ჩაიცვა, ცუდის ნიშანია - ბავშვი ჯანმრთელი არ იქნება და ასე შემდეგ უამრავი :)
ახალი გასართობი მაქვს, ახლა ცოტა გამიჭირდება ამაში ვინმე დავაჯერო მარა, მე-7 თვემდე, ცოტა "ისეთი" ხალხი წაპათხალიმების მიზნით რო მეტყოდა, როგორ გიხდება ორსულობაო, ვპასუხობდი რო მადლობა მარა არ ვარ ორსულადთქო, მათი გამომეტყველების ხილვა და მერე გახსენება, მთელს კვირას მყოფნიდა გასართობად :)
სასწაული დილები მაქვს, მას შემდეგ რაც ტოქსიკოზმა გამიარა, ახალი ერა დაიწყო :) ლექსო ჩემზე ადრე იღვიძებს და ნელ-ნელა მაპარებს, არ ადგები? ჭამა არ გინდა? არ მოგშივდა? მე ვეღრინები საპასუხოდ და ძილის შებრუნებას ვცდილობ, ამასობაში ქალბატონიც იღვიძებს და იწყებს კაკუნს. ამ კაკუნის ფონზე ძილბურანში ჩამესმის - ადექი, ადექი, ადექი, ადექი, ადექი... ! ხოდა მერე ერთი საათი მაინც ვეჩხუბები ხან მამას, ხან შვილს...
საერთო ჯამში, იმაზე მეტად გაღიზიანებული ვარ ვიდრე ვისურვებდი, და იმაზე ცუდად გამოვხატავ ამ ჩემს გაღიზიანებას, ვიდრე ჩემს ბიოლოგიურ მდგომარეობას შეეფერება :(
ძალიან მიკვირს იმ ხალხის ჩემს ასაკში 3 შვილი რო ყავთ უკვე, საიდან ამხელა გამბედაობა?! ქალაჩუნა არ ვარ, მარა რო ვფიქრობ, ეს ერთი პაწაწუნა ბაჭაჭყო რამხელა პასუხისმგებლობაა, როგორი სიფრთხილე და დაფიქრება მმართებს ამის მერე ყველა ფეხის ნაბიჯზე, მენერვიულება სერიოზულად.
სხვები რო აღწერენ, "პეპელასავით ფუთფუთებს ჩემი ანგელოზი, ფეხუცებს მიკაკუნებს" და ა.შ მგონია რო მე ეს მყავს მუცელში, ისეთ დარტყმებს ახორციელებს :)
ამასობაში კი ჩემი კაპასი და კაპარჩხანა ქალბატონი ნელ-ნელა ემზადება დასაბადებლად.
ჩემი სიგოროზეც ნელ-ნელა იღვენთება და ქრება :)
1 comment:
მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
(1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.
Post a Comment