Apr 23, 2010

განაკილი :)

არა, ძალიან გამიგრძელდა რეინკარნაციის პერიოდი, რაღაც უნდა დავწერო, სანამ სამსახურში სიწყნარეა და მარტო ვარ :)

რა მჭირს იციით? იმის გამო რომ ბლოგი მაქვს და ახალს აღარაფერს ვწერ, შეგრძნება მაქვს სინდისის ქენჯნის, თითქოს ძალიან დიდი ვალი მმართებს ვინმესი და თავს ვარიდებ დაბრუნებას, არადა ფული მაქვს, ანუ სულ მახსოვს აქაურობა, მეწერინება გაგიჟებულს და არ ვწერ :) დღეს კიდე საერთოდ ისეთი ამინდია რო გინდა-არ გინდა, უნდა დალიო... მე კიდე დილიდან გაგულჩვილებულმა გავიღვიძე და ყველაფერზე ცხვირი მეწვის და მეტირება და მეფსლუკუნება... :( და უაზროდ ვარ და რა გავაკეთო არ ვიცი. თან კუჭი მტკივა, თვალები მიშრება (?) და წნევა მაქვს დაბალი :) სრული ჰარმონიაა ფაქტიურად...

ხოდა ვფიქრობ ეხლა რა დავწერო რა დავწეროთქო და ტადააამ, დრაფტებში აღმოვაჩინე პოსტი რომელსაც ეხლა ავდგები და დასრულებულ სახეს მივცემ და მერე გამოვაქვეყნებ, მაშ ასე, კიდევ ერთხელ გაოცდით რაოდენ ბოღმა შეიძლება იყოს ადამიანი :)

წინა პოსტში ვახსენე რომ ქართულ ბლოგსივრცეში გაიელვათქო ბლოგმა სახელად „გამკილავი’ რომელიც, ჩემი დასკვნების მიხედვით, იდეაში გულისხმობდა ქართული ბლოგების და მათი ავტორების კრიტიკას. აქედან გამომდინარე უნდა ყოფილიყო ძალიან საინტერესო და საჭიროც, ვინაიდან და რადგანაც, ჯანსაღი კრიტიკა ძალიან სასარგებლოა რაც არ უნდა მწარე მოსასმენ/წასაკითხი იყოს.

სინამდვილეში, მისი თითოეული პოსტი, ეს იყო თითიდნ გამოწოვილი, რამდენიმე სარკაზმით დატვირთული წინადადება, რომელიც თავის თავში, ვითომ სრულიად ბლოგის, ვითომ ობიექტურ კრიტიკას გულისხმობს, სინამდვილეში კი ბლოგზე, ბოლოს გაკეთებული პოსტის სუბიექტური მიმოხილვით შემოიფარგლება, რაც მე წარმოდგენას მიქმნის მისი ავტორის იუმორინაზე აღზრდილ დაძენძილ იუმორსა და ასაკის სიმცირეზე, ან თუ ამ უკანასკნელში ვცდები, მაშინ ასაკთან შეუსაბამო გონებრივი განვითარების დონეზე...

ხოდა მე რაის დამსახურებული ბოღმა ვიქნებოდი ეხლა მაგის დაწერილი გამკილავი პოსტი ჩემი ბლოგის შესახებ რო გულში არ ჩამედო და შემდეგ შური არ მეძია ამისათვის :)

არა ვღადაობ, არ დამიწყოთ ეხლა აბაროტი აუღო და ააე ავარდა და მსგავსი მალალეტკური ლაი-ლაი, მე დავწერ იმას რასაც ობიექტურად მივიჩნევ,

ანუ, დავიწყოთ იმითი რო ყველა პოსტში ვითომ მთლიან ბლოგს აკრიტიკებს, არადა მაქსიმუმ 3 პოსტი თუ აქვს იმ ბლოგზე წაკითხული... ჩემი შემთხვევიდან, კრიტიკაზე თუ მიდგებოდა საქმე, შეეძლო გაეკრიტიკებინა ჩემი გრამატიკული შეცდომები რომლებიც არცთუ ისე ცოტაა პოსტებში, ის რო ჩემი ბლოგის გუგულიანი საათი ძალიან შემაწუხებელია და მკითხველს ბლოგზე ყოფნის სურვილს უკარგავს, რომ ხანდახან არც ისე კარგად ვწერ და რავი კიდე ათასი რაღაც შეიძლება ითქვას ჩემს ბლოგზე, გარდა იმისა რომ მე ოდესმე პრეტენზია მქონდა პოპულარულობაზე, იმიტომ რომ პირიქით, არსად არ ყოფილა ჩემი ბლოგის მისამართი წაწერილი, არ არსებობს არცერთ თეგი ჩემს ბლოგზე, არც პოპულარულ ბლოგებზე მიტოვია არაფრისმთქმელი კომენტარები იმიტო რო ჩემთანაც შემოსულიყვნენ და რავი კიდე რაც კეთდება ბლოგის პოპულარულობისათვის, იმიტო კიარა რო მე ელემენტარული მარკეტინგი და რეკლამა და ა.შ არ მესმის, იმიტო რო არ მაქვს იმისი მოთხოვნილება რო 1000 კაცი შემოვიდეს დღეში ჩემს ბლოგზე, იმიტომ რომ არც არაფერი ისეთი არ წერია აქ რო 1000კაცი დააინტერესოს ;) და კიდე მეორე არასპრავიდლივი იარლიყი რაც მომაწება, უზრდელი გოგოს იმიჯი აქვს მორგებული და მთელი ძალით აწვებაო:) ჰა ჰა ჰაა... ვინც ჩემს პოსტებს კითხულობს კარგად ეცოდინება ა რეაქცია მოყვა მსგავს ბრალდებას ჩემის მხრიდან

ხოდა ეგ არი, ჯანსაღად რო გაკრიტიკებენ ბაზარი არ არი, მისაღებია ყველაფერი, მარა აი რაღაც თითიდან გამოწოვილ ბრალდებებს რო უსამართლოდ გტენიან დამიჯერეთ, საერთოდაც არ არი სასიამოვნო.

ასევე ბლოგების გაკილვა არამგონია გულისხმობდეს იმაზე მდარედ წერას, რომ ამა თუ იმ ბლოგის ავტორი მთლად კრასავიცა ვერაა, და არც მისი შეყვარებულია მაინცდამაინც ციდან მოწყვეტლი ვარსკვლავი. ანდაც 1 სურათით მთელს ბლოგზე და მის ავტორზე რაღაც უხარისხო დასკვნების კეთებას... მაგრამ მე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ამ პოსტის მერე აღმოვაჩინე ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ბლოგი, რომელზეც მე3 კლასელი ბავშვიც ვერ დაწერდა ისეთ უაზრო კრიტიკას როგორიც ამ პოსტში წერია :) ასევე დანარჩენი პოსტებიც, გურამიზე და ლანდიშაზე, ანუ ამ უკანასკნელზე ვერაფერს გეტყვით, მე არ ვკითხულობ, მარა მისი ბლოგის კრიტიკაზე არც რა წერია. ენის მოჩლექით სწერვობა თუ გაკილვა იყო არ ვიცოდი და მომიტევეთ ჩემი უცოდინრობა :) და აი გურამის ბლოგის მისეული გაკილვა ერთი სიტყვით რომ ვთქვათ ძალიან დიდი სისულელე იყო...

და ბოლო 2 პოსტი კიდევ ერთხელ მაფიქრებს "ავტორის იუმორინაზე აღზრდილ დაძენძილ იუმორსა და ასაკის სიმცირეზე, ან თუ ამ უკანასკნელში ვცდები, მაშინ ასაკთან შეუსაბამო გონებრივი განვითარების დონეზე"...

თუ რამე არაობიექტური მიწერია მოდით და ვიკამათოთ,

შეჯამების სახით მინდა ვთქვა რომ your mission failed გამკილავო ;) თუმცა ყველაფერი გამოსწორებადია, ხელი არ ჩაიქნიო მაინც ;)


ვსიო. აბაროტი აღებულია,

წავედი მე და მოვალ ისევ...



p.s. გულო ჩადექ საგულესა, გულო ჩადექ საგულესა, გულო ჩადექ საგულესა!!!! ეხლა ნამდვილად არ არის შესაფერისი დრო ახალი სასიყვარულო ისტორიების დასაწყებად :) მერე რა რომ გაზაფხულია!

Mar 21, 2010

რეინკარნაცია....

აააიიიიიიტ,

თქვენ გეგონათ წავედი და წავედი და აღარ მოვიდოდი? და ამომშალეთ ბლოგ ლისტებიდან ხო? არაუშავს :)

ეხლა ინტერნეტი არ მაქვს, ვზივარ და ვორდის დოკუმენტში ვწერ პოსტს, რომელიც ჩემი, როგორც ბლოგერის, კრიზისული პერიოდის დასასრულის დასაწყისია :)

აი რაააამდენი ხანია აღარაფერი დამიწერია, ფაქტიურად ოქტომბრიდან მოყოლებული, მარტო უწი-პუწი პოსტებია ჩემს ბლოგზე, არადა იიიმდენი რამ მოხდა და შეიცვალა მეტი არ შეიძლება, იმედი მაქვს ნელ-ნელა მოვუყრი თავს ამ ცვლილებებს და მოვყვები ოდესმე.

სად ვიყავი?

აქ, აქ ვიყავი, ჯერ სულ აქ ვიყავი, მერე არც ისე სულ აქ ვიყავი, ბოლო 2 კვირაა აქ საერთოდ არ ვყოფილვარ.

რატო?

რაავი შეეენ?

არ მეწერინებოდა?

ააარაააააააა, აი თითების ტკივილამდე მეწერინებოდა, სულის შეხუთვამდე, გულის შეკუმშვამდე და ა.შ მდე :)

უჩემპოსტოდ ჩაიარა ისეთმა ყბადაღებულმა თემებმა როგორებიც იყო: თეა ძუნძგლიანის კიარადა თუთბერიძის (თავისუფალ მოაზროვნეთა და ზეინტელექტუალთა მფარველი წმინდანის) გამოსვლებმა, მიწისძვრებმა, წყალდიდობებმა, ნიჭიერის პირველ-მეორე ტურმა, ავატარმა, თვაილაითმა :) ბურჯანაძე-ნოღაიდელმაც ისე მოიარეს რუსეთი, მე ამაზე არ დამიპოსტავს, გაზაფხულიც უჩემპოსტოდ მოვიდა, ზამთარმაც უჩემპოსტოდ გადაითოვა, უჩემპოსტოდ გათხოვდა ჩემი დაქალი თოდუა, უჩემპოსტოდ დავამთავრეთ სიესბი, უჩემპოსტოდ გაიტანა კალაძემ 2 გოლი საკუთარ კარში, უჩემპოსტოდ დავიწყე მუშაობა, უჩემპოსტოდ იქცა 2009წლის ოქტომბერი ჩემი შეცდომების ოქტომბრის თვედ, უჩემპოსტოდ წავიდა 2009 და მოვიდა 2010 წელი, უჩემპოსტოდ შემომეფანტა მეგობრები, უჩემპოსტოდ მოგვტაცეს და დაგვიბრუნეს მარუნა, უჩემპოსტოდ გახდა მეზობლის კაცის თემა ჰიპერაქტიური, უჩემპოსტოდ გახდა პოპულარული ნანუკას შოუ და სიმართლის დრო-ს გადაცემებიც უჩემპოსტოდ გააპროტესტა ნახევარმა საქართველომ, უჩემპოსტოდ გამიხმა მოსავალი ფეისბუქზე, უჩემპოსტოდ გახდა თბილისის დინამო ჩემი ლავერ ოფ ზე დეი, უჩემპოსტოდ მომიტანა თოვლის პაპამ ახალი ლეპტოპი ახალ წელს და უჩემპოსტოდ ვცდილობ გადმოსახლებას მასში მე-4 თვეა და ბოლომდე ვერ გამომივიდა მაინც, უჩემპოსტოდ გახდა 7 თვის ორსული დალი, უჩემპოსტოდ გა8თვისავდა ჩემი ძმისშვილი, უჩემპოსტოდ მოგვაქცია იმედმა ნაციონალური შოკის გავლენის ქვეშ, უჩემპოსტოდ მოვიარეთ ფეხბურთში, საქართელოს ჩემპიონატის ყველა საშინაო მატჩი, უჩემპოსტოდაც ძალიან სიმპათიური, ძალიან საყვარელი, ძალიან ათლეტური, ძალიან ყვითელი და ძალიან სასაცილო სახელიანია :) უჩემპოსტოდ გაიფართხალა გამკილავმა ქართულ ბლოგ სივრცეში, მშვენიერ იდეას მოჭიდებულმა უნიჭო შესრულებით, უჩემპოსტოდ გახდა ეს ბლოგი ჯერ 1 წლის (ოქტომბერში) და მერე წლინახევრის (გუშინწინ). უჩემპოსტოდ ჩავიბაკურიანეთ, ჩავიახალწლევეთ, ჩავიშობავეთ, ჩავისიყვარულისდღევეთ, ჩავირვამარტეთ, უჩემპოსტოდ მოვნათლე ბავშვი, ჩავიკახეთე, უჩემპოსტოდ მოვიარეთ ქოზიფის მონასტერი, უჩემპოსტოდ გავიცანი გურამი :) უჩემპოსტოდ გადამიყვარდა ის და შემიყვარდა ეს. უჩემპოსტოდ წაიღო წყალმა ხიდი რომელზეც ჩემს სახლში შემომავალი გაზის მილი იყო მიმაგრებული და ისე რომ არც დამიპოსტავს ჩუმად, ჩემთვის, შიშით გული მისკდება, ერთ მშვენიერ დღსაც, ჩემს გაყინულ ოთახში შესულს თეთრი დათვი არ დამხვდეს შიგნით. უჩემპოსტოდ დამჭირდა სათვალე და უჩემპოსტოდ მივეკუთვნები აგერ უკვე 2 თვეა 4 თვალიანების კატეგორიას :( უჩემპოსტოდ გამოვიდა ლოსტის ახალი სეზონი, უჩემპოსტოდ მოთოვა თბილისში, უჩემპოსტოდ ავიკელით მაგ ღამეს მე და ელენემ მთელი უბანი ღამის 3 საათზე, უჩემპოსტოდ განმეორდა იგივე მაგ დღიდან ერთი კვირის თავზეც, უჩემპოსტოდ გადავიფიქრე სხვისი ოჯახის დანგრევა, უჩემპოსტოდ აღმოვაჩინე რომ ჭორიკანობა, ენის გატარება და ადამიანის სულში ჩაფურთხება არც ისეთი რთული გასაკეთებელია და არც ისეთ სინდისის ქენჯნას არ იწვევს, დაჟე პირიქით ;) უჩემპოსტოდ ვიყავით რესტორანში, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ ოდნავ შეცხელებული უმი სამწვადე, ხინკალი რომელსაც ბეწვები ცომის შიგნიდან აქვს გამოყოფილი და სოკო, რომელიც ყველის მაგივრად რეზინის ნაჭრებითაა გაწყობილი J მისამართი გაინტერესებთ? ფასანაურს რომ გასცდებით მერე, რესტორანი არაგველები ;) არ დალიოთ ლიმონათი, თუ მაინც არ გაითვალისწინებთ ამ რჩევას, მაშინ ოფიციანტს მაინც შეეკითხეთ, რატომ აქვს „ნატახტარის“ ლიმონათს, ყაზბეგის „ცივი ჩაის“ წარწერიანი თავსაფარი :) უჩემპოსტოდ გაიზარდა და გაფართოვდა ქართული ბლოგსფერო, რამაც უჩემპოსტოდაც ბევრი რამ შეცვალა ძველი ბლოგერებისათვის.

 

 

...... (აქ უნდა იყოს ნახსენები ყველა ის თემა რომელმაც უჩემპოსტოდ ჩაიარა ბოლო 6 თვის განმავლობაში, მარა მე ამ წუთას აღარ მახსენდება).....

 

 

 

აი ამ ყველაფერზე მეწერინებოდა, მარა არ/ვერ ვწერდი, იმიტომ რომ:

1) ჩემს უბადრუკ ბლოგერულ „შემოქმედებაში“ კრიზისია. ყოველ ჯერზე, ახალი პოსტის ფანჯრის გახსნისთანავე 1 წინადადებასაც ვერ ვაკოწიწებდი დასაწერად;

2) ყველა ძველი პოსტი დაწერილია მაშინ როცა მარტო ვიყავი, ანუ, 1 კაციც რომ იყოს ოთახში კიარადა მთელს სახლში, მე 1 წინადადებასაც ვერ ვწერ! ასეთი შემთხვევა კი ბოლო თვეების მანძილზე ძალიან ცოტა მახსენდება, ვინაიდან და რადგანაც მარტო ცხოვრების ფუფუნება აღარ მაქვს და ისევ დიიიიიიდ ოჯახთან ერთად ვცხოვრობ;

3) რამე დიდი ცვლილება რომ ხდება ჩემს ცხოვრებაში, „შემოქმედებითად“ ყოვლად უუნარო ვხდები :) ხოდა ცვლილება 1-დავიწყე მუშაობა, ცვლილება 2-თბილისიდან გადავედი გორში, ცვლილება 3-აღარ ვარ მარტო, ცვლილება 4-აღარ ვარ სტუდენტი ;(

4) არ მქონდა სურვილი დამეწერა და მერე პოტენციურ კომენტარებზე ნერვები მეშალა,

5) მეწერინებოდა მაშინ როცა ვსეირნობდი, ვმგზავრობდი, ძაღლს ვასეირნებდი, და ა.შ სიტუაციები როცა კომპიუტერთან შეხება არ მქონდა.

6) იყო შემთხვევა როცა აღარ მქონდა სურვილი მე და „მას“ ერთი და იგივე სტატუსი, ბლოგერი გვქონოდა.ამის საპირისპიროდ, იყო შეგრძნება, როცა ვკითხულობდი რამდენიმე ბლოგს და იმდენად მომწონდა, აღარ მქონდა სურვილი მე დამეწერა რამე, (აქ, მისიდაღმატებულება სმაილი)

7) მქონდა ერთობ ღრმა დეპრესია, კრიზისული პერიოდის დასაწყისში;

8) ძალიან ბევრმა არასასურველმა მომაგნო აქ, და სურვილი იმისა რომ მათ ჩემი ნაწერები ეკითხათ იყო 0!

9) ძალიან ბევრმა მიხსენა აქაურობა, მომიყვანა ციტატა ჩემი პოსტებიდან, განიხილა რომელიმე პოსტი, დამისვა 100000 უაზრო შეკითხვა და ბლა ბლა ბლა. აააააააააა  ნერვები მეშლება ვინმე ნაკლებადახლობელი რო მელაპარაკება აქაურობაზე, განა პრეტენზია მაქვს იმაზე რო კითხულობს, არა, აი ნერვები მეშლება მერე ამას რო ჩემთან განიხილავს, ან სადმე წამოაყრანტალებს რამეს, ხოდა ყველა ნაკლებად ახლობელო, ვინც ახლა ამას კითხულობთ,ჩემი თხოვნა იქნება, თავი შეიკავოთ ჩემთან აქაურობაზე ლაპარაკისგან.

10) ახალ ლეპტოპში გადმოსახლება იმაზე მეტად გამიჭირდა ვიდრე მეგონა, აი ახალ სახლში რო გადახვალ და თან რო შენია და თან რო არაფერი შენი არ არიმ ისე ვიყავი ძალიან დიდ ხანს :)

 

ხოდა მგონი გადავლახე კრიზისის გამომწვევი ათივე მიზეზი და მგონი აი ემ ბექ!

კეთილი იყოს თქვენი ხელახლად მობრძანება ჩემს ბლოგზე.

Feb 11, 2010

და შენ! გაიღიმე უკვე დღეეს?


პირობას ვდებ, ეს არის უკანასკნელი ასეთი მოკლე და უშინაარსო პოსტი ამ ბლოგზე :) 

მელოდებოდით? :)

დავბრუნდები მე, მალე :*

Dec 4, 2009

ნახ.

არ მჭირდება მე
პოპულარული ბლოგი,
აქ ჩემი პირადი იწერება ყველაფერი
და
სულაც არ მაქვს სურვილი
ვინმე შემოვიდეს
და
სულში
ის ხელები მიფათუროს
რომლითაც
2 წამის წინ
უკანალს იქექავდა....
ვსიო.
!

Nov 28, 2009

The klipest! the songest! the crazyest! the gurjest!

აეეეეეეეეეეე

აშოლ მა ბოდი, აშოლ მა სკიი, აი პლეი ვიზ მენზ 

კიდევ ერთი ურო სტუდიაში!!

Nov 19, 2009

O.M.G!!!

ურო ჩამცხეთ თავში ვინმემ სასწრაფოდ! იქნებ ამ ხალხთან ჩემი 13 წლიანი ნაცნობობა დამავიწყდეს როგორმე :(



კი მითხრეს მაგრა იბანძავაო მარა ესეეე? გულიღა მერევა რაა,



უი ქართულად ურო ყოფილა კოალდა, ხოდა კოალდა ჩამცხეთ მაშინ :)

Nov 12, 2009

ჰა?

სულ მაინტერესებდა
კიარადა,
აგერ უკვე მე-3 წელია მაინტერესებს..
რომ ამბობენ,
მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებო,
ეგ ხოო მარა
მეზობლის კაციც შინაურია????



ოოო, ვის გაუგია ასეთი ათლეტური აღნაგობის, სიმპათიური ფეხბურთელი მამაკაცის მეზობლის კაცობა :)

Nov 9, 2009

დღის, თვის, წლის პოზიტივი....

ზოგადი ლაპარაკი რუსულ ესტრადაზე....

-დათო ძია თქვენ დროს ალბათ ალლა მაგარ მოდაში იყო...
-?! (ეჭვნარევი მზერა..)
-მმმმ, პუგაჩოვა...?!
-ეეეე, ნინო შვილო, მაგ დროს მე ისეთ ფორმაში ვიყავი, ცალ მუხლზე ალლა მიჯდა, მეორეზე პუგაჩოვა...
-მე უნდა გავიდე 2 წამით, უკაცრავად..... 

Nov 5, 2009

I Hate Guests!!!!!!!!!!!


ვეეეერ ვიტან!!!
ჯანდაბას ქართული ტრადიციებიც!
ვაჟას სტუმარ-მასპინძელიც,
ქართველი=სტუმართმოყვარე!
ჯანდაბას ყველაფერი!
ვერ ვიტან სტუმრებს!
ვერ ვიტან სტუმრებს რომელთა წასვლის მერეც 10 ნივთზე მეტი რაღაცაა გასარეცხი!!!!
იმიტო რო გუშინ ღამის 4 საათამდე ვრეცხავდი და ვაბინავებდი მაგათ ნასუფრალს,
ხოდა დღეს ვკვდები ისე მეძინება სამსახურში.
ააააააააააააააა
არა ჯერ ისედაც ხო სულ მეძინება მარა ეხლა უკვე დაღლილი ვარ
საქმე თავზე მაყრია.
ყავა აღარ მაქვს
ძლივს გაზრდილი და გაკეთებული 9 ფრჩხილიდან 4 ჭურჭლის რეცხვას შევწირე!
ვეეეეეეეეერ ვიტაან
არასოდეს, არასოდეს არ შეგაცდინოთ და დაგაბნიოთ ჩემმა,როგორც მასპინძლის, გაღიმებულმა სახემ, სინამდვილეში ეს ღიმილი იმაზე უფრო ყალბია ვიდრე პოლიტიკოსების წინასაარჩევნო დაპირებები!
ან თუ ძალიან გულით გინდათ რო მესტუმროთ
ნება იბოძეთ და თქვენვე აალაგ/დააბინავეთ და დარეცხეთ თქვენივე ნასუფრალი!
ყველაზე ნაკლებადსტუმართმოყვარე ვარ
ვსიო!
არ დაგინახოთ ჩემთან სტუმრად მოსულები!
და კიდე
ხანდახან თუ გეტყვით გამომიარეთთქო, (ქეიფსა და ღრეობაში გადაზრდის პერსპექტივით) არასოდეს, არასოდეს არ მიიღოთ ეს შემოთავაზება სერიოზულად!
ჩათვალეთ რომ ეგრე ვღადაობ!

Nov 3, 2009

პირველად.

მომენატრე..

რა სხვანაირი ყოფილა შენი მონატრება...

აქამდე როგორ ვერ გამოვცადე?!

მთელი ამდენი წელი...

მომენატრე...

მუცელი მტკივა...

მომენატრე....

ეს არი არასოდეს მომენატრებაო?!

დდშვც!!!!!

რა სხვანაირი ყოფილა შენი მონატრება...

მომელანდე...

1,2,3,4,5,6,7,8,9 ჯერ მომელანდე...

არა, არ გეძებ..

თვალთ დამაკლდა და იმიტომ,

მგონი...

დდშვც

მომენატრე.....