არა, ძალიან გამიგრძელდა რეინკარნაციის პერიოდი, რაღაც უნდა დავწერო, სანამ სამსახურში სიწყნარეა და მარტო ვარ :)
რა მჭირს იციით? იმის გამო რომ ბლოგი მაქვს და ახალს აღარაფერს ვწერ, შეგრძნება მაქვს სინდისის ქენჯნის, თითქოს ძალიან დიდი ვალი მმართებს ვინმესი და თავს ვარიდებ დაბრუნებას, არადა ფული მაქვს, ანუ სულ მახსოვს აქაურობა, მეწერინება გაგიჟებულს და არ ვწერ :) დღეს კიდე საერთოდ ისეთი ამინდია რო გინდა-არ გინდა, უნდა დალიო... მე კიდე დილიდან გაგულჩვილებულმა გავიღვიძე და ყველაფერზე ცხვირი მეწვის და მეტირება და მეფსლუკუნება... :( და უაზროდ ვარ და რა გავაკეთო არ ვიცი. თან კუჭი მტკივა, თვალები მიშრება (?) და წნევა მაქვს დაბალი :) სრული ჰარმონიაა ფაქტიურად...
ხოდა ვფიქრობ ეხლა რა დავწერო რა დავწეროთქო და ტადააამ, დრაფტებში აღმოვაჩინე პოსტი რომელსაც ეხლა ავდგები და დასრულებულ სახეს მივცემ და მერე გამოვაქვეყნებ, მაშ ასე, კიდევ ერთხელ გაოცდით რაოდენ ბოღმა შეიძლება იყოს ადამიანი :)
წინა პოსტში ვახსენე რომ ქართულ ბლოგსივრცეში გაიელვათქო ბლოგმა სახელად „გამკილავი’’ რომელიც, ჩემი დასკვნების მიხედვით, იდეაში გულისხმობდა ქართული ბლოგების და მათი ავტორების კრიტიკას. აქედან გამომდინარე უნდა ყოფილიყო ძალიან საინტერესო და საჭიროც, ვინაიდან და რადგანაც, ჯანსაღი კრიტიკა ძალიან სასარგებლოა რაც არ უნდა მწარე მოსასმენ/წასაკითხი იყოს.
სინამდვილეში, მისი თითოეული პოსტი, ეს იყო თითიდნ გამოწოვილი, რამდენიმე სარკაზმით დატვირთული წინადადება, რომელიც თავის თავში, ვითომ სრულიად ბლოგის, ვითომ ობიექტურ კრიტიკას გულისხმობს, სინამდვილეში კი ბლოგზე, ბოლოს გაკეთებული პოსტის სუბიექტური მიმოხილვით შემოიფარგლება, რაც მე წარმოდგენას მიქმნის მისი ავტორის იუმორინაზე აღზრდილ დაძენძილ იუმორსა და ასაკის სიმცირეზე, ან თუ ამ უკანასკნელში ვცდები, მაშინ ასაკთან შეუსაბამო გონებრივი განვითარების დონეზე...
ხოდა მე რაის დამსახურებული ბოღმა ვიქნებოდი ეხლა მაგის დაწერილი გამკილავი პოსტი ჩემი ბლოგის შესახებ რო გულში არ ჩამედო და შემდეგ შური არ მეძია ამისათვის :)
არა ვღადაობ, არ დამიწყოთ ეხლა აბაროტი აუღო და ააე ავარდა და მსგავსი მალალეტკური ლაი-ლაი, მე დავწერ იმას რასაც ობიექტურად მივიჩნევ,
ანუ, დავიწყოთ იმითი რო ყველა პოსტში ვითომ მთლიან ბლოგს აკრიტიკებს, არადა მაქსიმუმ 3 პოსტი თუ აქვს იმ ბლოგზე წაკითხული... ჩემი შემთხვევიდან, კრიტიკაზე თუ მიდგებოდა საქმე, შეეძლო გაეკრიტიკებინა ჩემი გრამატიკული შეცდომები რომლებიც არცთუ ისე ცოტაა პოსტებში, ის რო ჩემი ბლოგის გუგულიანი საათი ძალიან შემაწუხებელია და მკითხველს ბლოგზე ყოფნის სურვილს უკარგავს, რომ ხანდახან არც ისე კარგად ვწერ და რავი კიდე ათასი რაღაც შეიძლება ითქვას ჩემს ბლოგზე, გარდა იმისა რომ მე ოდესმე პრეტენზია მქონდა პოპულარულობაზე, იმიტომ რომ პირიქით, არსად არ ყოფილა ჩემი ბლოგის მისამართი წაწერილი, არ არსებობს არცერთ თეგი ჩემს ბლოგზე, არც პოპულარულ ბლოგებზე მიტოვია არაფრისმთქმელი კომენტარები იმიტო რო ჩემთანაც შემოსულიყვნენ და რავი კიდე რაც კეთდება ბლოგის პოპულარულობისათვის, იმიტო კიარა რო მე ელემენტარული მარკეტინგი და რეკლამა და ა.შ არ მესმის, იმიტო რო არ მაქვს იმისი მოთხოვნილება რო 1000 კაცი შემოვიდეს დღეში ჩემს ბლოგზე, იმიტომ რომ არც არაფერი ისეთი არ წერია აქ რო 1000კაცი დააინტერესოს ;) და კიდე მეორე არასპრავიდლივი იარლიყი რაც მომაწება, უზრდელი გოგოს იმიჯი აქვს მორგებული და მთელი ძალით აწვებაო:) ჰა ჰა ჰაა... ვინც ჩემს პოსტებს კითხულობს კარგად ეცოდინება რა რეაქცია მოყვა მსგავს ბრალდებას ჩემის მხრიდან
ხოდა ეგ არი, ჯანსაღად რო გაკრიტიკებენ ბაზარი არ არი, მისაღებია ყველაფერი, მარა აი რაღაც თითიდან გამოწოვილ ბრალდებებს რო უსამართლოდ გტენიან დამიჯერეთ, საერთოდაც არ არი სასიამოვნო.
ასევე ბლოგების გაკილვა არამგონია გულისხმობდეს იმაზე მდარედ წერას, რომ ამა თუ იმ ბლოგის ავტორი მთლად კრასავიცა ვერაა, და არც მისი შეყვარებულია მაინცდამაინც ციდან მოწყვეტლი ვარსკვლავი. ანდაც 1 სურათით მთელს ბლოგზე და მის ავტორზე რაღაც უხარისხო დასკვნების კეთებას... მაგრამ მე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ამ პოსტის მერე აღმოვაჩინე ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ბლოგი, რომელზეც მე3 კლასელი ბავშვიც ვერ დაწერდა ისეთ უაზრო კრიტიკას როგორიც ამ პოსტში წერია :) ასევე დანარჩენი პოსტებიც, გურამიზე და ლანდიშაზე, ანუ ამ უკანასკნელზე ვერაფერს გეტყვით, მე არ ვკითხულობ, მარა მისი ბლოგის კრიტიკაზე არც რა წერია. ენის მოჩლექით სწერვობა თუ გაკილვა იყო არ ვიცოდი და მომიტევეთ ჩემი უცოდინრობა :) და აი გურამის ბლოგის მისეული გაკილვა ერთი სიტყვით რომ ვთქვათ ძალიან დიდი სისულელე იყო...
და ბოლო 2 პოსტი კიდევ ერთხელ მაფიქრებს "ავტორის იუმორინაზე აღზრდილ დაძენძილ იუმორსა და ასაკის სიმცირეზე, ან თუ ამ უკანასკნელში ვცდები, მაშინ ასაკთან შეუსაბამო გონებრივი განვითარების დონეზე"...
თუ რამე არაობიექტური მიწერია მოდით და ვიკამათოთ,
შეჯამების სახით მინდა ვთქვა რომ your mission failed გამკილავო ;) თუმცა ყველაფერი გამოსწორებადია, ხელი არ ჩაიქნიო მაინც ;)
ვსიო. აბაროტი აღებულია,
წავედი მე და მოვალ ისევ...
p.s. გულო ჩადექ საგულესა, გულო ჩადექ საგულესა, გულო ჩადექ საგულესა!!!! ეხლა ნამდვილად არ არის შესაფერისი დრო ახალი სასიყვარულო ისტორიების დასაწყებად :) მერე რა რომ გაზაფხულია!
6 comments:
ვა, რატომაც არ არის ნინოს ვენაცვალე, სწორედ რომ დროა, სანამ ზაფხული გასულა. :) გამკილავს რაც შეეხება, შენა კაცო რა ბოღმა ვიღაცა ყოფილხარ, როდის ეგ პოსტი დაიწერა და შენ ახლა ქენი რეაქცია. :)
გამარჯობა, ნინო!
ნასინგ თუ სეი.
მე ყველა იმ ბლოგის მკითხველი ვარ რომელიც გავკილე და როგორც წერ, რომ ვითომ 2-3 პოსტის მიხედვით ვმსჯელობ, ცდები!
ხედავ რამხელა კომენტარი მოგანიჭე? იამაყე! თან სასვენი ნიშნებიც კი დავიცავი. კიდევ ის, რომ მე ვარ გამკილავი არაჩვეულებრივი გონებრივი შესაძლებლობებით.
უი შენი სახლისკენ ცხვრები კიდე იყიდება?
gamarjoba gamkilavo :)
meechveba shen chemi blogis mkitxveli iyo, tuarada mashin sheni shefasebis mixedvit,arachveulebrivi gonebrivi shesadzleblobebi ubralod mitia :)
ki albat iyideba, ar davkvirvebivar, es ritorikuli shekitxva iyo tu gamowveva? :)
არა, ალბათ უფრო ინტრიგა, რადგან ეს ბადებს ეჭვს იმაზე, რომ მე ვიცი სადაც ცხოვრობ, დაახლოებით მაინც... ჰე ჰე
da echvs imazec ro blogi arafer shuashia da ragac piraduli gamodzravebs ;)
ჰოო, იმ ბლოგზე რამდენიმე პოსტის რაღაც ნაწილი კარგად ეწერა, ბოლოები კი სულ უფრო და უფრო არაკომპეტენტურ/არასერიოზულ იმიჯს ტოვებს. იმედია აღადგენს, ახალი ძალებით და გაუმჯობესებული წერა–კრიტიკის უნარით ;)
Post a Comment