Mar 21, 2010

რეინკარნაცია....

აააიიიიიიტ,

თქვენ გეგონათ წავედი და წავედი და აღარ მოვიდოდი? და ამომშალეთ ბლოგ ლისტებიდან ხო? არაუშავს :)

ეხლა ინტერნეტი არ მაქვს, ვზივარ და ვორდის დოკუმენტში ვწერ პოსტს, რომელიც ჩემი, როგორც ბლოგერის, კრიზისული პერიოდის დასასრულის დასაწყისია :)

აი რაააამდენი ხანია აღარაფერი დამიწერია, ფაქტიურად ოქტომბრიდან მოყოლებული, მარტო უწი-პუწი პოსტებია ჩემს ბლოგზე, არადა იიიმდენი რამ მოხდა და შეიცვალა მეტი არ შეიძლება, იმედი მაქვს ნელ-ნელა მოვუყრი თავს ამ ცვლილებებს და მოვყვები ოდესმე.

სად ვიყავი?

აქ, აქ ვიყავი, ჯერ სულ აქ ვიყავი, მერე არც ისე სულ აქ ვიყავი, ბოლო 2 კვირაა აქ საერთოდ არ ვყოფილვარ.

რატო?

რაავი შეეენ?

არ მეწერინებოდა?

ააარაააააააა, აი თითების ტკივილამდე მეწერინებოდა, სულის შეხუთვამდე, გულის შეკუმშვამდე და ა.შ მდე :)

უჩემპოსტოდ ჩაიარა ისეთმა ყბადაღებულმა თემებმა როგორებიც იყო: თეა ძუნძგლიანის კიარადა თუთბერიძის (თავისუფალ მოაზროვნეთა და ზეინტელექტუალთა მფარველი წმინდანის) გამოსვლებმა, მიწისძვრებმა, წყალდიდობებმა, ნიჭიერის პირველ-მეორე ტურმა, ავატარმა, თვაილაითმა :) ბურჯანაძე-ნოღაიდელმაც ისე მოიარეს რუსეთი, მე ამაზე არ დამიპოსტავს, გაზაფხულიც უჩემპოსტოდ მოვიდა, ზამთარმაც უჩემპოსტოდ გადაითოვა, უჩემპოსტოდ გათხოვდა ჩემი დაქალი თოდუა, უჩემპოსტოდ დავამთავრეთ სიესბი, უჩემპოსტოდ გაიტანა კალაძემ 2 გოლი საკუთარ კარში, უჩემპოსტოდ დავიწყე მუშაობა, უჩემპოსტოდ იქცა 2009წლის ოქტომბერი ჩემი შეცდომების ოქტომბრის თვედ, უჩემპოსტოდ წავიდა 2009 და მოვიდა 2010 წელი, უჩემპოსტოდ შემომეფანტა მეგობრები, უჩემპოსტოდ მოგვტაცეს და დაგვიბრუნეს მარუნა, უჩემპოსტოდ გახდა მეზობლის კაცის თემა ჰიპერაქტიური, უჩემპოსტოდ გახდა პოპულარული ნანუკას შოუ და სიმართლის დრო-ს გადაცემებიც უჩემპოსტოდ გააპროტესტა ნახევარმა საქართველომ, უჩემპოსტოდ გამიხმა მოსავალი ფეისბუქზე, უჩემპოსტოდ გახდა თბილისის დინამო ჩემი ლავერ ოფ ზე დეი, უჩემპოსტოდ მომიტანა თოვლის პაპამ ახალი ლეპტოპი ახალ წელს და უჩემპოსტოდ ვცდილობ გადმოსახლებას მასში მე-4 თვეა და ბოლომდე ვერ გამომივიდა მაინც, უჩემპოსტოდ გახდა 7 თვის ორსული დალი, უჩემპოსტოდ გა8თვისავდა ჩემი ძმისშვილი, უჩემპოსტოდ მოგვაქცია იმედმა ნაციონალური შოკის გავლენის ქვეშ, უჩემპოსტოდ მოვიარეთ ფეხბურთში, საქართელოს ჩემპიონატის ყველა საშინაო მატჩი, უჩემპოსტოდაც ძალიან სიმპათიური, ძალიან საყვარელი, ძალიან ათლეტური, ძალიან ყვითელი და ძალიან სასაცილო სახელიანია :) უჩემპოსტოდ გაიფართხალა გამკილავმა ქართულ ბლოგ სივრცეში, მშვენიერ იდეას მოჭიდებულმა უნიჭო შესრულებით, უჩემპოსტოდ გახდა ეს ბლოგი ჯერ 1 წლის (ოქტომბერში) და მერე წლინახევრის (გუშინწინ). უჩემპოსტოდ ჩავიბაკურიანეთ, ჩავიახალწლევეთ, ჩავიშობავეთ, ჩავისიყვარულისდღევეთ, ჩავირვამარტეთ, უჩემპოსტოდ მოვნათლე ბავშვი, ჩავიკახეთე, უჩემპოსტოდ მოვიარეთ ქოზიფის მონასტერი, უჩემპოსტოდ გავიცანი გურამი :) უჩემპოსტოდ გადამიყვარდა ის და შემიყვარდა ეს. უჩემპოსტოდ წაიღო წყალმა ხიდი რომელზეც ჩემს სახლში შემომავალი გაზის მილი იყო მიმაგრებული და ისე რომ არც დამიპოსტავს ჩუმად, ჩემთვის, შიშით გული მისკდება, ერთ მშვენიერ დღსაც, ჩემს გაყინულ ოთახში შესულს თეთრი დათვი არ დამხვდეს შიგნით. უჩემპოსტოდ დამჭირდა სათვალე და უჩემპოსტოდ მივეკუთვნები აგერ უკვე 2 თვეა 4 თვალიანების კატეგორიას :( უჩემპოსტოდ გამოვიდა ლოსტის ახალი სეზონი, უჩემპოსტოდ მოთოვა თბილისში, უჩემპოსტოდ ავიკელით მაგ ღამეს მე და ელენემ მთელი უბანი ღამის 3 საათზე, უჩემპოსტოდ განმეორდა იგივე მაგ დღიდან ერთი კვირის თავზეც, უჩემპოსტოდ გადავიფიქრე სხვისი ოჯახის დანგრევა, უჩემპოსტოდ აღმოვაჩინე რომ ჭორიკანობა, ენის გატარება და ადამიანის სულში ჩაფურთხება არც ისეთი რთული გასაკეთებელია და არც ისეთ სინდისის ქენჯნას არ იწვევს, დაჟე პირიქით ;) უჩემპოსტოდ ვიყავით რესტორანში, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ ოდნავ შეცხელებული უმი სამწვადე, ხინკალი რომელსაც ბეწვები ცომის შიგნიდან აქვს გამოყოფილი და სოკო, რომელიც ყველის მაგივრად რეზინის ნაჭრებითაა გაწყობილი J მისამართი გაინტერესებთ? ფასანაურს რომ გასცდებით მერე, რესტორანი არაგველები ;) არ დალიოთ ლიმონათი, თუ მაინც არ გაითვალისწინებთ ამ რჩევას, მაშინ ოფიციანტს მაინც შეეკითხეთ, რატომ აქვს „ნატახტარის“ ლიმონათს, ყაზბეგის „ცივი ჩაის“ წარწერიანი თავსაფარი :) უჩემპოსტოდ გაიზარდა და გაფართოვდა ქართული ბლოგსფერო, რამაც უჩემპოსტოდაც ბევრი რამ შეცვალა ძველი ბლოგერებისათვის.

 

 

...... (აქ უნდა იყოს ნახსენები ყველა ის თემა რომელმაც უჩემპოსტოდ ჩაიარა ბოლო 6 თვის განმავლობაში, მარა მე ამ წუთას აღარ მახსენდება).....

 

 

 

აი ამ ყველაფერზე მეწერინებოდა, მარა არ/ვერ ვწერდი, იმიტომ რომ:

1) ჩემს უბადრუკ ბლოგერულ „შემოქმედებაში“ კრიზისია. ყოველ ჯერზე, ახალი პოსტის ფანჯრის გახსნისთანავე 1 წინადადებასაც ვერ ვაკოწიწებდი დასაწერად;

2) ყველა ძველი პოსტი დაწერილია მაშინ როცა მარტო ვიყავი, ანუ, 1 კაციც რომ იყოს ოთახში კიარადა მთელს სახლში, მე 1 წინადადებასაც ვერ ვწერ! ასეთი შემთხვევა კი ბოლო თვეების მანძილზე ძალიან ცოტა მახსენდება, ვინაიდან და რადგანაც მარტო ცხოვრების ფუფუნება აღარ მაქვს და ისევ დიიიიიიდ ოჯახთან ერთად ვცხოვრობ;

3) რამე დიდი ცვლილება რომ ხდება ჩემს ცხოვრებაში, „შემოქმედებითად“ ყოვლად უუნარო ვხდები :) ხოდა ცვლილება 1-დავიწყე მუშაობა, ცვლილება 2-თბილისიდან გადავედი გორში, ცვლილება 3-აღარ ვარ მარტო, ცვლილება 4-აღარ ვარ სტუდენტი ;(

4) არ მქონდა სურვილი დამეწერა და მერე პოტენციურ კომენტარებზე ნერვები მეშალა,

5) მეწერინებოდა მაშინ როცა ვსეირნობდი, ვმგზავრობდი, ძაღლს ვასეირნებდი, და ა.შ სიტუაციები როცა კომპიუტერთან შეხება არ მქონდა.

6) იყო შემთხვევა როცა აღარ მქონდა სურვილი მე და „მას“ ერთი და იგივე სტატუსი, ბლოგერი გვქონოდა.ამის საპირისპიროდ, იყო შეგრძნება, როცა ვკითხულობდი რამდენიმე ბლოგს და იმდენად მომწონდა, აღარ მქონდა სურვილი მე დამეწერა რამე, (აქ, მისიდაღმატებულება სმაილი)

7) მქონდა ერთობ ღრმა დეპრესია, კრიზისული პერიოდის დასაწყისში;

8) ძალიან ბევრმა არასასურველმა მომაგნო აქ, და სურვილი იმისა რომ მათ ჩემი ნაწერები ეკითხათ იყო 0!

9) ძალიან ბევრმა მიხსენა აქაურობა, მომიყვანა ციტატა ჩემი პოსტებიდან, განიხილა რომელიმე პოსტი, დამისვა 100000 უაზრო შეკითხვა და ბლა ბლა ბლა. აააააააააა  ნერვები მეშლება ვინმე ნაკლებადახლობელი რო მელაპარაკება აქაურობაზე, განა პრეტენზია მაქვს იმაზე რო კითხულობს, არა, აი ნერვები მეშლება მერე ამას რო ჩემთან განიხილავს, ან სადმე წამოაყრანტალებს რამეს, ხოდა ყველა ნაკლებად ახლობელო, ვინც ახლა ამას კითხულობთ,ჩემი თხოვნა იქნება, თავი შეიკავოთ ჩემთან აქაურობაზე ლაპარაკისგან.

10) ახალ ლეპტოპში გადმოსახლება იმაზე მეტად გამიჭირდა ვიდრე მეგონა, აი ახალ სახლში რო გადახვალ და თან რო შენია და თან რო არაფერი შენი არ არიმ ისე ვიყავი ძალიან დიდ ხანს :)

 

ხოდა მგონი გადავლახე კრიზისის გამომწვევი ათივე მიზეზი და მგონი აი ემ ბექ!

კეთილი იყოს თქვენი ხელახლად მობრძანება ჩემს ბლოგზე.

8 comments:

vasasi said...

მე ყოველთვის მჯეროდა, რომ შენ დაბრუნდებოდი, ამიტომ მოუთმენლად გელოდით მეც და ჩემი ბლოგუნაც..

:)

Chaotic said...

juhuuuuuuuuuu


მშვიდობა შენს გამოჩენას :D

პერწკლი said...

ვაშაა )))

იმედია აღარსად წახვალ : ))

Anonymous said...

არსაიდანაც არ წამიშლიხარ და მიხარია, რომ დაბრუნდი! :)

გურამი said...

ერთი იმედის აღარ მჯერავს და მეორე შენი ბლოგერობის. :პ

და სამჯერ რომ წერია ეს პოსტი, რეინკარნაცია, ეს რა, ძველ უპოსტველობის ასანაზღაურებლადაა?

გორში გადმოხვედი და ერთხელ არ შემომიარე. იქნება რა გულით მინდოდა ნატახტარის დალევა.

აღარ მჯერავს რომ დაწერ რამეს უახლოესი 2 ან 3 კვირა, ასე რომ შაბლონურ "მე შენი მჯერა, ნინო"-ს გეტყვი.

nino said...

აი, რაღაცნაირად მიყვარხართ :*

გურამ, ჭედავდა და ვაფაბლიშებდი და ვაფაბლიშებდი და მე მეგონა არ იპოსტებოდა და თურმე იპოსტებოდა :)

Dato trapaidze said...

კეთილი იყოს შენი მობრუნება :)

ნინო said...

:)) ფაქტობრივად დაწერე ყველაფერი, რაც არ დაგიწერია ამდენი ხანია ))) წარმატებებს გისურვებ