May 12, 2009

წერილი ნომერი 1...


გამარჯობა...

უბრალოდ მოგესალმე....

არ მაინტერესებს სად და როგორ ხარ...

რო მაინტერესებდეს წეღან შეგეკითხებოდი... 

უბრალოდ ის ფაქტია კარგი რომ საერთოდ ხარ და არსებობ და რსებობ :) .... 


იმიტომ არა, რო მომენატრე...

არა, არ მენატრები....

ახლა კიარა, არც არასდროს მომნატრებიხარ...

ამიტომ ნუ მოხვალ, დარჩი სადაც ხარ...

ხანდახან წერილებს მოგწერ ხოლმე, დაგელაპარაკები.

კვირაში ერთხელ, ან ექვსჯერ, ან თვეში ერთხელ, ან წელიწადში ერთხელ, ან ექვს წელიწადში ერთხელ...


შენი პასუხი არ მინდა, არ მაინტერესებს. 


არ მინდა აქ იყო, ასე მირჩევნია.

მომწონს ასე, არანაირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა რო არ გვაკისრია მე შენი და შენ ჩემს წინაშე.


იმასაც არ გწერ როგორ ვარ, რაში გაინტერესებს...

უბრალოდ ხანდახან მიხარიხარ ხოლმე.

ოღონდ ეხლა არა...

ჯერ არ მოხვიდე...

არ მინდა ისეთთან რო მოხვიდე როგორიც ეხლა ვარ...

ესეთი მე, მე თვითონ არ მიყვარს და შენ როგორღა მოგთხოვო მისი ატანა.


ჯერ დავლაგდები, ჩამოვყალიბდები, ყველას რო უყვარს ისეთი მე გავხდები ისევ და მერე მოდი, ეხლა არა, მერე...

"ჩემი სეიფი ყოველთვის ჩემთანაა, ყოოვეელთვიიის"–ო თქვა ტელევიზორმა და..

გინდა გავხდები შენი სეიფი, შენს საიდუმლოებებს შევინახავ ხოლმე....

კაი ხო...  წავედი :) 

აბა ჰე...

მერემდე:)

პ.ს.   კისერი მაქვს გაშეშებული, არადა ხვალ პრეზენტაცია მაქვს და ასე გაფშეკილი სად გავიდე ჩემამდე არ დადის :( 

ინდიფერენტული ვარ, ყველასი და ყველაფრის მიმართ...

ხოდა კარგად ვარ....

დამ–7–ებული..

რა სასაცილო რაღაც ვთქვი... დამ–7–ებული ვარ მეთქი.... :)))

დამ–7–ებული არა ის... დანა რო დამარტყათ წვეთი სისხლი არ გამომივა... :(

ინდიფერენტული ვარ, ჩემი ლექტორი ამას 4 წლის წინ ამბობდა და აგერ, 4 წლის შემდეგ ვაღიარებ...

ინდიფერენტული ვარ!!!!!

ხოდა ასე... ფიზიკურად რომ ცუდად ვარ, სულიერად უკეთესად ვარ...  

დღეს რო მეგონა მოვკვდებოდი, დამ–7–ებული ვკვდებოდი..

ეხლა მარტო გაშეშებული კისერი და დასიებული თვალიღა შემომრჩა და ცოტა ავღელდი... 

No comments: