May 22, 2009

ლუუზეეერ!!!!!!!!!



გაბრაზებული და განერვიულებული და გაგიჟებული და გაცამტვერებული და ა.შ ვარ ეხლა. ვერ დავწყნარდი!!! მთელი 2 საათია თავს ვებრძვი და ვერა რაა!!!

ძალიან დიდი კულონი უნდა გავიკეთო  ასო "L" ან შუბლზე დავიწერო რო ყველა მიხვდეს რო ლუზერი ვარ, ლუუუზეეეეეეეეეერიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!!!! ჯანდაბა!!!!!!!!!!! 

პატივცემულო მკითხველო, ქვემოთ ფრიად უცენზურო პოსტი გელით, ასე რომ 18 წლამდე ასაკის ხალხი სასწრაფოდ მოაშორეთ ეკრანებს :)

დილიდან მოყოლებული ისეთი კანკარამასტარა დღე იყო რო მეტი არ შეიძლება...

აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

მარტო მე შეიძლება დამმართნოდა ასე, მარტო მე!!!  არა ხო არი ხალხი ვისაც ღამით სძინავს არა? მე რატო ვერ ვიძინებ რატო?! გუშინ 4 საათზე ვაიძულე თავი ლოგინში გავძურწულიყავი მარა სანამ ეს კანკარამასტარა მზე კარგად არ ამოვა და ჩიტებიც ბოლომდე არ  კანკარამასტარა ტვინს, მანამდე რატო ვერ ვიძინებ რატო?! 2 ღამე რო გადაბმულად გავათენო, ღამით მაინც ვერ დავიძინებ რა, სანამ არ გათენდება ნუ აი ვერა და ვსიო!!! 

ხოდა 4 საათზე დაწოლილმა 8 საათზე ძლივს ჩავთვლიმე და..........

მეზობლებო თქვენი  კანკარამასტარა!!! ადამიანურად რო იაროთ კიბეებზე და ეგ თქვენი  კანკარამასტარა ფეხები რო არ აბრაგუნოთ და აპარტყუნოთ დაიხოცებით თქვე  კანკარამასტარებო?! ააარააააააააააა, იმენნა მთელი ძალით ასკდებიან და ისე დაეთრევიან, იმიტო რო იციან რო მე მძინავს ამ დროს... ან რა  კანკარამასტარა გაბღავლებთ და გახვიხვინებთ თქვენ ჩაგიწყდეთ ეგ ხმები თქვენი  კანკარამასტარა!!!  

ნუ გავატარე....

ძიიიიიიიილ, მოოოდიიიიიიიიიიიიიიიიიი!!! ასე ვიწექი და ველოდი 5 საათი და ჰაჰააა მოვიდა და....

შე დედა ძაღლო, შაშვი ხარ თუ  რაც ხარ, რამდენჯერ უნდა ჩამოგივარდეს ბარტყი ჩემი ფანჯრის ძირში შენი დედა ვატირე, ან რა საჭიროა რო მთელი სანათესაოთი მოფრინდეთ მერე და კოლექტიურად იჩხავლოთ იმ ბურტყლიანი  ტურტლის ასათრევათ?! როგორც სხვა ჩიტები აკეტებენ, რო გაანძრიოთ თქვენი ტრაკები და შეისვათ ფრთებზე და ისე წაათრიოთ კატა შეგჭამთ თქვე ამოსაწყვეტებო?! არა რაა, უნდა მთელი გვარი მოფრინდეს და იჩხავლოს, იმენნა ჩემი ფანჯრის ძირში.... 

თქვე ძაღლის ლუკმა ჩემი უბნის კატებო, ყოველ ღამე რო  ჩხავილი გაგიდით და არ მაძინებთ, ჯერ რით ვერ დაწყნარდით, თქვენი ჰორმონები გაწყდა, როდის მარტი გავიდა, მერე კიდე მე უნდა დაგიძახოთ რო მოეთრიოთ და ის ბურდღლიანი "ურჩი ბარტყი" შეხეთქოთ და მეც დამასვენოთ და თქვენც ამოიყოროთ ეგ თქვენი მიწით ამოსავსები სტომაქები?! 

ავდექი, ფანჯარა ჩავკეტე და დავუწყე ძილს ლოდინი... არადა ვიცი რო წინ  საშინელი დღე მელის და ეს ოხერი ენერგია მჭირდება ჰაერივით რა... 

9 საათზე მოიპარა ძილი ისევ.... ოოოოო, საოცნებო ნახევარი საათით თვალის მილულვავ....

09:30...  ზარი დარეკეს, ფეთიანივით წამოვვარდი ლოგინიდან... გავაცნობიერე რა რომ იმის ალბათობა რომ ზარი ჩემმა ნაბიჭვარმა მეზობლის ლაწირაკმა დარეკა და გაიქცა (როგორც იცის ხოლმე,) 99% იყო ვაგრძელებ ძილს...... კიდე დარეკეს ზარი, 2 ჯერ ზედიზედ.... მერე წიხლითაც დააბრაგუნეს კარებზე... 

რა  ჯანდაბა დაგეტაკათ ამ დილაადრიან?! ავდექი იმაში დარწმუნებული რო პიჟამოს შორტი მეცვა და გავიხედე გლაზოკში....

მძინარეს მომეჩვენა რო ჩემი რძალი იდგა, ზურგით და კიდე ვიღაც გოგო, გავაღე კარები გულგახეთქილმა, მეთქი რაღაც ცუდი მოხდა თორე ამ დილაადრიან ამას აქ რა მოიყვანდათქო და....... დავრჩი გაღიმებული.. (ისინიც გაღიმებულნი დარჩნენ რადგანაც ჩემი თეორია პიჟამოსთან დაკავშირებით მცდარი აღმოჩნდა)

მობრუნდა ორი მოდებილო სახე და რაღაცაზე დამიწყო ლაპარაკი, ორადორი სიტყვა რაც მახსოვს, "მზე და ზეიმი" იყო.... 

საერთოდ უცხო ხალხთან ასეთი უხეშობა არ მჩვევია დედას გეფიცებით მარა იმ წუთას გადამეკეტა და თან ისე რო კინაღამ პატრულს გამოუძახეს მოდებილო სახის პატრონებმა...

რა გემზისზეიმებათ და რა გეტრაკისქიცინებათ ამ დილაადრიან თქვენი  კანკარამასტარა, დაელოდეთ ჯერ ამოვიდეს მაინც ის კეთილძაღლითქო, ეს მახსოვს, მერე დანარჩენი უკვე აღარ, მარა სახეებს რა დამავიწყებს, ყბები გვერძე მოექცათ... 

მივაჯახუნე კარები და სარკეში რო ჩავიხედე, მივხვდი მათი ყბისმოქცევის მიზეზს :) თმა ისე მქონდა აბურდული და ეს სახის "ნიღაბიც" ისე მესვა, გული გამისკდა, კინაღამ ვიკივლე რო დავინახე, თავი საშინელებათა ფილმის გმირი მეგონა....

გამჭოლი მზერა საათს, მერე ლოგინს :) 2 საათი კიდე შემეძლო დაძინება :)

მერე ჩემ ჯგუფელს უნდა შევხვედროდი, პრეზენტაცია მქონდა დასაწერი...

ხოდა რო დამირეკა მოვედი და სად ხარო, აღარ მახსოვს ლოგინიდან მარშუტკაში როგორ აღმოვჩნდი....

ნუ მერე ისეთი არაფერი, როგორც იქნა დავწერეთ პრეზენტაცია და უკვე რო უნდა გავსულიყავით სახლიდან ისე დაუშვა წვიმამ რო მეგონა წარღვნა დაიწყო....

სანამ ტაქსი გავაჩერე აბანოდან ახალ გამოსულს დავემსგავსე.... თან ჩემი თეთრი კოსტუმი და თეთრი ბალეტკებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი :( ხის ქვეშ რა ჯანდაბამ დამაყენა, მთელი ორთაჭალის ჩიტთა ნასკინტლარი ზედ დამეწურა მგონი... (კაი ხო, ამას ვაზვიადებ :) )))

ტაქსის მძღოლმა სცადა ესარგებლა ამინდით და 7 ლარი მოითხოვა დისლოკაციის ადგილამდე... მე მაქსიმალური სიმშვიდით დავუსვი კითხვა, 7 ლარი რა ამბავია ძია, ზურგით უნდა გამიყვანოთ?! ამის შემდეგ 5 ლარს დაჰყაბულდა (როგორ ჟღერს?!:) )

 რო მიხვდა დედა ბუნება რო უკვე ის დრო იყო რო ტაქსიდან უნდა გადმოვსულიყავი, ჩემს შესახვედრად გამოუშვა მისი აღმატებულება სეტყვა!!!!!

ტვინის შერყევა ლამის მივიღე, ტაქსიდან პირდაპირ მუხლებამდე გუბეში აღმოვჩნდი...  და სულაც არ გამხარებია!!!! გომბეშო ხოარ ვარ გუბეში ჩახტომა რო გამიხარდეს?!

პაძემკის მექსეროქსეებს ზუსტად მაშინ მოუნდათ ჩემთან ფლირტაობა როცა 10000 რაღაც მქონდა ამოსაბეჭდი და 10 წუთი უკვე დაგვიანებული!!!!!!!!

გეპეის ლიფტის ბებომ კინაღამ ცხვირწინ მომიხურა ლიფტის კარი, მარა რო დავიკივლე არ გაბედოთქო, გადაიფიქრა :)

ავედი ასე საყვარლად გაწუწული, ფეხსაცმელებში ჭყაპა–ჭყუპი გამიდის, ჩემი ერთნახევარი საკვერცხე ტვინს გამუდმებით უგზავნის სიგნალს რომ აღარასოდეს იქნება შვილოსნობის უნარიანი...

ხოდა სად  კანკარამასტარაშია ლექტორი?! ფაააფუუუ.... დაავიწყდა ქალბატონს რო 1 საათით ადრე უნდა მოსულიყო.... 

დაიწყო ლექცია, თავს იმით ვიმშვიდებ რო დღეს ეს და ზეგ ეკონომიკა და მერე 2 კვირა ვისვენებ, 2 კვირა ვისვენებ, 2 კვირა ვისვენებ, 2 კვირა ვისვენებ.....

მარა არა მეგობრებო, რადგანაც ქალბატონს კლიმაქსი აქვს, შეუძლოდ გახლავთ და 1 საათით ადრე უნდა წასვლა სახლში.....

აქ 9 სართულიანი  კანკარამასტარა ჩემს საყვარელ წინაპრებს.... 

ჩემი ცოდვით რომელი გაიხარებთ მაგასაც ვნახავთ!!!!!! 

აი შენ მექუდევ, თუ როგორ გერქვა თავის დროზე, ჭონი ხო, რა გეჭონებოდა და გემექუდევებოდა და გეტრაკისქიცინებოდა გამაგებინე ერთი!!!!!!!!!!

ყოფილიყავი აბრაგი, მე ვიქნებოდი აბრაგაძე ან აბრაგიშვილი და არა ჭონიშვილი და გავეთრეოდი პრეზენტაციაზე პირველი და 4 ივნისამდე არ მომიწევდა იმის ლოდინი როდის ინებებდა ჩემი კლიმაქსიანი ლექტორი ჩემი პრეზენტაციის მოსმენას!!!!!!! გეკითხები მე შენ, რა გეჭონებოდა ამიხსენი?! შე შთამომავლობის მტერო!!!!!!

4 ივნისი, 4 ივნისი, 4 ივნისი, 4 ივნისი, 4 ივნისი, 4 ივნისი, 4 ივნისი, 4 ივნისი, 4 ივნისი, ჩაქუჩივით მირტყავდა თავში ეს თარიღი..... ის ის იყო, ამ ფაქტზე აღშფოთების ეტაპიდან შეგუების ეტაპზე გადავდიოდი რო მეორე სიახლე!!!!! ვიღაცეების დაუყენებელი ტრაკის ქიცინისდა გამო, ზეგინდელი ფინალური გადავიდა 30 მაისამდე!!!!!

ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

მე თქვენი კანკარამასტარა!!!!!!!!!!! თან ძალიან ძალიან ბევრიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!

რატო ა? აი გეკითხებით რატო?! მეზიზღებით, ვერავის ვერ გიტანთ, გაწყდით ერთ დღეს!!!!

ასე გაგიჟებული გამოვდივარ გეპეიდან 10–ის ნახევარზე და ბლუმპ.... ჩავეთხლიშე ტლაპოში!!!! საკვერცხენახევარმა გაიმეორა ზემოთხსენებული შეტყობინება...

ერთადერთი რასაც ჩემი ოდნავ დამშვიდება შეეძლო, აჭარასთან ამაყად მომზირალი ათლეტი კიარადა, მაკდონალდსი იყო :) შევედით გოგოები, ცოტა ვიცინეთ, ცოტა ვიჭორავეთ, მერე ცოტა გავისეირნეთ და აი დადგა ჟამი ამყრალებულ მარშუტკაში აკვეხებისა!!!!

ჯერ ხო 2 მუტრუკი მთელი მონდომებით მადგა ფეხებზე, თან ისეთ სუნს აფრქვევდა მხარს ქვემოთ მდებარე ჯირკვლებიდან რო ცხვირი გამიღიზიანდა და ახლა მაგანაც დაუწყო ტვინს სიგნალების გადაცემა.... ერთი კი აღმომხდა, კოლმეურნეობაზე 120–ში გადავჯდეთ მაიკოთქო და იმაზე აღარ მიფიქრია რო ამ შუაღამისას 120 ნომერი მარშუტკა აღარ იქნებოდა..... სალიმ დამირეკა, მაიკოს გადაეცი ბუმაჟნიკი დარჩა და არ ინერვიულოსო :) მაიკოს გამოხედვაში ამოვიკითხე რო თუ კიდე ერთხელ წამომცდებოდა 120 ნომერი, მაიკოს დავკარგავდი :) იმიტო რო უკვე მეორედ დარჩა ბუმაჟნიკი მარშუტკაში ჩემი ახირების გამო :) ხოდა სხვა მარშუტკაში ავეკვეხეთ... ცხვირმა ტვინს შეუთვალა რო ფუნქციონირებას წყვეტს სამუდამოდ :) ფეხზე ვიდექით გოგოები და ადგილი გათავისუფლდა ჩვენს გვერდით და წინ მდგარი 2 მუტრუკი გაგიჟებული გამოვარდა და დაჯდა, მეთქი ჯანდაბაშიც დაგითმობთ ადგილს ჯენლტმენობის ნიშნადთქო... რო ჩამოვდიოდი ერთ ერთს ვეუბნები გადამატარეთქო და ისეთმა გაკვირვებულმა მკითხა ჩადიხარო?! გავ20დი, არა გენაცვალე, ვსეირნობ უბრალოდთქო შევღრინე და ჩამოვედი... აბა სად ჩამოვდგი ფეხი თუ გამოიცნობთ?! ტლაპოშიიიიიიი :) რეაქცია=0! :)

ხოდა ეხლა ვზივარ აქ და როგორც იქნა ცხვირი შემოვირიგე და დავარწმუნე განაგრძოს ძველებურად ფუნქციონირება, საკვერცხენახევარი კიდე ჯიუტად აცხადებს უარს შვილოსნობის აღდგენაზე და ისე აწუხებს სხვა ორგანოებს გადაცემითი ტკივილებით რო ცოტაც და ხელები იძულებულნი გახდებიან სიცოცხლე მოუსწრაფონ :)

კიდე რა?

ტროას ვუყურე წეღან და კიდევ ერთხელ ავღშფოთდი ქალების წაკლა ბუნებაზე... და სიყვარულო ძალსა შენსაო მერე იტყვიან... სიყვარული არა კანკარამასტარა!!!!

და კიდე იქ ფავორიტ კაცებზე რო პოსტია დაბლა,  ერიკ ბანაც მიამატეთ, დამვიწყებია :) 

ვსიო :)

p.s. სიტყვა "კანკარამასტარა" მოიცავს ყველანაირ უწმაწურ სიტყვას, თქვენ გონება დაძაბეთ და კონტექსტის მიხედვით მიხვდებით სად რას ვგულისხმობ :) იძულებული შევიქმენი უცენზურობა მისით შემენიღბა, ჩემმა ფრთებმა არ დამრთეს ნება :) 

4 comments:

Anonymous said...

ომგ
რა დღეში გაქვს ნერვები )))

მარიამ ბლანკი¹³ said...

vaimeh amdeni ar miciania kaai xania arc ert blogzeee!!!
wow sagol ai shen unda tqva mxiarulad vatareb dgeebso :D

გურამი said...

ნწ, ნწ, ნწ.. მზიურის ხალხიც გაულანძღია. :)

Anonymous said...

AVGNISHNAV KI ARAA AGVNISHNAAAV..... ISE KAI IYOO DZAAN... :*:*:*


MACHUEEEE... :*