Day Two: Nine things about yourself.
- 1. ადამიანებს, ვისთანაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს, მუდმივად ვებრძვი :) ვესწერვები, ვეჩხუბები, ვეიაზვები, ბოროტულად ვეხუმრები... სისხლს ვუშრობ ერთი სიტყვით. ამავდროულად, ვენდობი ბოლომდე, ვუყვები ყველაფერს, არ ვთამაშობ ურთიერთობებში, მეიმედებიან და არ მენანება არაფერი, მაქსიმუმს ვაკეთებ\გავაკეთებ მათთვის. ასეთი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში არის სულ 3-4, აქედან ერთი ჩემი დაა, ერთი ელენე :)
- 2. მაქვს ამოჩემებული ჭიქები. სახლში, სამსახურში, მეორე სახლში, და იმ სახლებში სადაც სტუმრად ხშირად დავდივარ, ყველგან მაქვს ჩემი ამოჩემებული ჭიქა, საიდანაც ყველაზე გემრიელი ჩაი, ყავა, წყალი და წვენი ისმევა :) და ძალიან, ძალიან მეშლება ნერვები თუ დავინახე სხვა ვინმე ჩემი ჭიქით ხელში. არადა რაღაც სასწაულის ძალით, 10000 ჭიქიდან ყოველთვის ჩემსას ირჩევენ ყველგან. ერთხელ სამსახურში ჩემი ამოჩემებული ჭიქა გაიფინა ჩვენმა ყოფილმა ბუღალტერმა, რო დავინახე როგორ ტანტრავდა შიგ თავის ულვაშებს, თავი ვერ შევიკავე, შევედი ტუალეტში და ვიტირე :) ეს იმიტომ მოვყევი რო კარგად აგიხსნათ რო უბრალო წიკი არაა ეს ამოჩემება და ჩემთვის ძალიან სერიოზული რამეა :) აჰ, და კიდევ, ელენეს ჩემს სახლში, სამსახურში, აი ვაფშე ყველგან სადაც ყოფილა, არ მახსოვს ოდესმე გაემაზოს და ეგრევე ჩემ ამოჩემებულ ჭიქას არ მიხტომოდეს!!!! ნუ თუ მანამ მივასწარი სანამ გამოიყენებს კიდე ხო და თუ დავაგვიანე, მთელი დღე ნერვები მაქვს მოშლილი :)
- 3. ბუნებამ ძალიან უხვად დამაბერტყა უნარი, საჭიროების შემთხვევაში, სარკაზმით ვუპასუხო ნებისმიერი შინაარსისა და კონტექსტის სიტუაციას :) ზოგჯერ იმდენად ბუნებრივად ჟღერს რომ ხალხს სიმართლე ჰგონია... but, I’m not sarcastic! I’m just a funny person, surrounded by idiots!...
- 4. პატარა „სახლებს“ ვიწყობ ლეპტოში, ტელეფონში, ქინდლში, სოციალურ ქსელებში... და თუ ვინმემ ხელები აფათურა რომელიმე მათგანში ისე ვღიზიანდები და ნერვები ისე მეშლება, სურვილი მიჩნდება რაღაც მძიმე და დიდი ჩავუბრახუნო თავში! ვიცი რო ძალიან წვრილმანია ეგ ყველაფერი მარა თავს ვერ ვაკონტროლებ! ზოგადად ძალიან მეჯავრება სხვის საკუთრებაში ხელების ფათური, მეჯავრება სხვის კომპიუტერთან ჯდომა, სხვისი ტელეფონის გაჩხრეკა, ჩანთისა და ბუმაჟნიკის შიგთავსის დათვარიელებაზე ხო აი საერთოდ ვგიჟდები!
- 5. ვერ ვიტან რო მეხებიან. განსაკუთრებით სახეზე. ოღონდ ისე კი არა, შუა ზაფხულში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ტიტველი მკლავებით რო გეწეპებიან გარშემომყოფები, არამგონია ვინმეს სიამოვნებდეს ეგ, ზოგადად ვერ ვიტან ხელს რო მკიდებენ, ვერც ახლობელ-მეგობარ-ნათესავისაგან და ვერც უცხოებისაგან. ( პ.ს ფრიგიდული არ ვარ, სიტყვაზე მენდეთ )
- 6. ჩემს გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც სრულიად უმიზეზოდ და დაუმსახურებლად ვერ ვიტან :) და სულაც არ მეამაყება ეს. არაფერი შეხება არ აქვთ, არც ვიცნობ ზოგიერთს მარა ნუ არ მევასებიან რა, (ვერ ვიტან ცოტა უხეში ნათქვამია და ეგრე მძიმედაც არაა საქმე ) მაღიზიანებენ ყველაფრით, და თუ ოდესმე მოხდა ისე რო გავიცანი ან ახლო კონტაქტი გამეჩითა იმათთან ან რამე მსგავსი, არ მეცვლება არასოდეს შთაბეჭდილება. ერთადერთხელ მახსენდება რო „ვერ ატანილების“ კატეგორიიდან ადამიანმა „ატანილებში“ გადმოინაცვლა. ამავდროულად, არიან ისეთი ადამიანებიც ჩემს გარშემო ვინც შორიდან მიყვარს :) არ ვიცნობ, არ ვეკონტაქტები, ან 1-2ჯერ ვარ პირადად შეხვედრილი მარა ნუ მევასებიან, და სუ ვცდილობ რო სადაც შესაძლებელი იქნება დავაფიქსირო რო კარგები და საყვარლები არიან :)
- 7. ძალიან ძალიან მიყვარს ცხოველები, მარტო მოვლილები და ჯიშიანები არა, ყველანაირები :) ავები, მოუვლელები, მახინჯები, ბინძურები, რწყილიანები, კოჭლები ყველანაირები! და დაუფარავი აგრესია მიჩნდება იმ ადამიანების მიმართ ვისაც არ უყვარს ისინი, ცუდად ექცევა, რამეს სტკენს და ასე შემდეგ. ძალიან სერიოზული კამათები და კონფლიქტები მაქვს ცხოველთმოძულე არსებებთან, და იმათთანაც ვინც სხვის ცხოველთმოძულეობასაც არ აპროტესტებს და ისე უყურებს ვითომც არაფერი! აჰ, ავნერვიულდი ეხლა რაღაცნაირად :)
- 8. პოლიტიკური ნიშნით იმდენი „მეგობარი“ დავაჰაიდე უკვე რო მარტო ჩემი აქტივობები გამოჩნდება ცოტა ხანში ჩემს ნიუს ფიდში :) მარა ნამდვილად ასე ჯობდა, ზოგიერთი მათგანი მეტნაკლებად ღირებულია ჩემთვის და ასე რო არ მექნა მერე უნდა შემჯავრებოდა ან რამე ისეთი მეთქვა რო ურთიერთობა გამეფუჭებინა. იმიტომ არა ოღონდ რომ ჩემი აზრის საპირისპირო აზრს პატივს არ ვცემ, სილენჩეზე და სიბრმავეზე გული მერევა!
- 9. არ ვიცი თქვენს გარშემო რა სიტუაციაა მაგრან, ჩემს გარშემო ინტელექტი ჭირს :) თან ისე კი არა, ლაითად, ძალიან ჭირს :) ამიტომ ხავსივით ვეჭიდები ჭკვიან ხალხს გარშემო :) და ძალიან მიხარია თუ ვინმე რამე აზრიან წიგნზე, ან ფილმზე ან ფრაზაზე გააკეთებს აქცენტს :) სამაგიეროდ მრავლად მახვევია ხალხი, მერლინ მონროს ფრაზებს რო აშეარებენ თითების ჩალურჯებამდე და არისტოტელეს ციტატები მოყავთ სტატუსებად, თუმცა სინამდვილეში არისტოტელე ან მსახიობი გონიათ ან უძინართა მზეში გელა ბენდელიანის საცდელი ვირთხა :)
შემდეგი თემები
:
Day Three: Eight ways to win your heart.
Day Four: Seven things that cross your mind a
lot.
Day Five: Six things you wish you’d never
done.
Day Six: Five people who mean a lot (in no
order whatsoever)
Day Seven: Four turn offs.
Day Eight: Three turn ons.
Day Nine: Two smileys that describe your life right now.
Day Ten: One confession.
აქვე შეგიძლიათ იხილოთ ჩემი ძველი პოსტები დაახლოებით იგივე თემაზე :)
3 comments:
respect=)
vax, ramdeni agresiaa am 9 punktikshi :) erti cxovelebze daicye tkbilad, gamixarda da mere isev :D
მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
(1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.
Post a Comment