Feb 10, 2009

About Me....

ხოდა რაშია საქმე, დიდი ხნის ფიქრისა და ტვინის ჭყლეტის შემდეგ, ასევე დედაჩემის მრავალწლიანი შთაგონებისა თუ რატომ უნდა შევცვალო ჩემს ცხოვრებაში,ქცევებსა და ხალხთან დამოკიდებულებაში რაღაცეები, გადავწყვიტე გამომერკვია რას ფიქრობდნენ გარშემომყოფები ჩემს შესახებ...
გავაანალიზე რა, რომ ხალხისათვის ჩვეულებრივი დახასიათების თხოვნის შემთხვევაში ხელთ შემრჩებოდა ბანალური ფრაზების ბრახა-ბრუხი, გადავწყვიტე მათთვის მეთხოვა მარტო 2 სიტყვით დავეხასიათებინე... რას ვეთანხმები, რას არა, რამ გამაოცა და რამ არა, რას ველოდი და რას არ ველოდი ამას ჩემთვის შემოვინახავ    ნუ მთლად გულდაწყვეტილები რომ არ დამრჩეთ საშუალებას მოგცემთ ჩემს მიერ ზოგიერთ ფრაზაზე დაკომენტირებულით გარკვეული დასკვნები გააკეთოთ    
მაშ ასე, 

 დედა—ჭკვიანი ბოღმა (დიდი სურვილი კი ჰქონდა რომ ამ ყველაფერთან ერთად მსუქანიც ეწოდებინა ჩემთვის მაგრამ გაითვალისწინა რა ჩემი ბოაღმა ხასიათი,- თავი შეიკავა... არაუშავს დედი, მე მაინც მიყვარხარ    )

მამა—ჭონიაანთ ქეთო    აქ საჭიროდ ვთვლი რომ ორიოდე სიტყვა გითხრათ პაპიდაჩემი ქეთოს შესახებ    ეს იყო ქალი სწერვა, ქალი გველი, ქალი ბოღმის ბუკეტი, რომელიც ერთგვარ სალანძღავ სიტყვად შემორჩა ჩვენს გვარს    ხოდა ადვილად შესაძლებელია რომ მამამ ჩემს გამოხედვაში ამოიკითხა “აი სად დაგერხა მამი”   და დაუყოვნებლივ შეცვალა თავის ორსიტყვიანი დახასიათება “მამას იმედი-თ”... თუმცა ჩემს მეხსიერებას მაინც შემორჩა მისი პირველი რეაქცია...

ბიძაჩემმა ლუიმ გამომიცხადა რომ “გაბურძგნული ჩოკინა” ვარ…. (მამას პასუხით გამოწვეულმა აზრმა კიდევ ერთხელ გაიელვა ჩემს თავში    )

მამიდა #1 (მაია) ჩემი ყაჩაღანა გოგო  

მამიდა #2 (ელზა) ყაჩაღანა გოგო (არის ამ დებს შორის რაღაც მსგავსება აშკარად) თუმცა ელზა ამით არ დაკმაყოფილებულა, მის თვალში კიდევ მოვიაზრები როგორც “ნატო ვაჩნაძე” “მშვენიერი ქალი” “ჩემი გიჟქალა” და დაჟე “ყვერებიანი გოგო”ც კი    

გურამ ვანიშვილი—მარტოსული შერეკილი, (ცოტა ხნის შემდეგ მის აღქმაში მარტოსული ცვალებადმა შეცვალა  )  

გელასათვის უცვლელად “ბურდის გველად” ვრჩრები    

გიო კარანაძესათვის შეუცვლელად “ჩემი პაწაწუნა” ვრჩები (ასაკით ვარ პატარა მასთან შედარებით და იმიტო! )  

იკამ (წერტილა)--- გენაცვალე შეენო (გული ამიჩუყდა კინაღამ)  

პატარა კუთხა—მკაცრი და მომთხოვნი დეიდა  

თოდუა—მძინარე ზღარბი (სრული ტექსტი: “2 სიტყვიით ნ? აუ არც კი ვიციი რაა დამაბნიეე.... მოიცაა...როგორი ხარ იციიი???? ერთი შემოხედვით ძაან წყნარი და მოწყენილი ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებ, მაგრამ ახლოს რომ გაგიცნობენ ყველა ხვდება რა გადარებული ხარ და თუ არ შეგაწუხეს შენთვის გდიხარ არავის აწუხებ, მე დაგახასიათებდი როგოორც::::: მძინარე ზღარბი....როგორია???”—მაგარია ნიი, მაგარიი :* )   

პუწია—ბაღლინჯო, აქლემი, მახინჯი, დამპალი (აქ ერთი რჩევა: არასოდეს გამოლანძღოთ საუკეთესო ძმაკაცი ისე რო მან მსგავსი დახასიათება მოგცეთ....   აღარ გაგლანძღავ ხოლმე პუწი )  

დესპოტა—მახინჯი თავგასიებული (ესეც პუწიასთან ერთად მივალანძღე )   

ბექა კოშორიძე—ძალიან საყვარელი, განსაკუთრებით როცა ვბრაზობ და ვეჩხუბები   

ძმას ფეხებზე კიდია,   

დამ თავი შეიკავა, (ერთი კი ამოიგმინა კაი არაფერიო)   

რძალი აგერ უკვე ერთი თვეა ფიქრობს...   

ასევე აღმოვაჩინე რომ ვარ ექვსგზის უსაყვარლესი, რვაგზის გიჟი, სამგზის თავგასიებული, ექვსგზის მეგობრული, ხუთგზის მხიარული, შვიდგზის ჭკვიანი, ხუთგზის ლამაზი, სამგზის არანორმალური, სამგზის გადარეული, ორგზის მსუქანი!!!!! სამგზის ლოთი!!!! ხუთგზის ხუჭუჭა, ხიფათიანი, დემბილი, უცნაური, ჩვენიანი, ნოვატორი, სანგვინიკი, პირდაპირი, პროტესტანტი ბავშვი, გარეწარი, ნაძირალა... 


კიდევ რაღათქმა უნდა ელენესაც ვკითხე აზრი ჩემს შესახებ, რასაკვირველია ველოდი რო რამე საგიჟეთს მეტყოდა, როგორც ჩვევია ხოლმე მარააა, მის მიერ დატოვილმა ნოუთმა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, ხოდა უცვლელად შემოგთავაზებთ მის ნაშრომს    :



ყველა მიწერს რას ფიქრობს ჩემზე ბლა ბლა ბლა!



საერთოდ მიკვირს რო გაინტერესებს და ამ კითხვის მაგვარ წინადადებას რაღაც სართულებიანი და გაუსაძლისი გინება არ მოყვება რაიმე ასეთ სტილში
“ თქვენი აზრი გაითხარეთ ტრაკში, ვაფშე ვინ ჩემი ფეხები ბრძანდებით, რა პონტში მახვევთ თავზე თქვენს სირულ და ფსევდო, ზეინტელექტუალურ აზრებს. რიტორიკული შეკითხვა რა არის თქვენ ხომ აზრზე არ ხართ. ალბათ რამდენიმე დღე ფიქრობდით როგორმე მაღალფარდოვანი სიტყვები მოგეძებნათ თქვენს სისულელეებისგან გამოშტერებულ თავში და როგორმე ჩემთვის გესიამოვნებინათ ან პირიქით დიდი დიდი დიდი დიიიიიიიიიიიიიიდიიიიიიიიიიი ხნის განმავლობაში გულში დაგროვილი ბოღმა ამოგენთხიათ და როგორმე ისეთი რამე მაინც გეთქვათ რაც დამაფიქრებდა და “კაკ მინიმუმ” ჩემ სიმართლეში ეჭვს მაინც შემატანინებდა და ერთი თვალით მაინც გადამახედინებდა. ვერ მოგართვით, რას იზამთ. არ მჭირდება თქვენი სირული და სიაფანდური აზრები. რით ვერ გაიგეთ ვინ ვარ ამდენი ხანი. . . . . . . . . . “


ბევრი რამის დაწერა შემიძლია მაგრამ მეზარება, შეიძლება ამის მსგავს რამეებს არც ფიქრბ, ან ფიქრობ, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა, მთავარის გაკეთება მავიწყდება მე მგონი. . . 

გიცნობ როგორც ნინო ჭონიშვილს . . .
მოდი ჯერ გარეგნობით დავიწყებ კაი. . . . 

დიდ თავა,   გაბურძგნული, მაღალი, რამდენიმე ზედმეტი მიშენების ჩამონგრევის შემთხვევაში ( დაახლოებით 8 კილო  ) მაგარი ნაშად გახდომის პერსპექტივით. პატარა ფეხებით . . . 

მერე გადავიდეთ შიგნით

აი მიჭირს აღიარება. . . ტვინიანი, შენი დაშვებული ტრაკი ვატირე, რაღა ექნათ დედაშენს და მამაშენს მეტი, ჩაგიტენეს მაგ თავში ყველაფერი რასაც ვაფშე გენეტიკა ქაჩავს. მარა არა, ეზარება, ახლაც 3 საათია უკვე დღის და გდიხარ და გორაობ. ეზარება გოგოს მუშაობის დაწყება, ოოოოოო რა ქნას ვერ გაიღვიძებს და რეჟიმში ვერ ჩადგება. ბე ბე ბე . . . მოკლედ ამაზე მერე ვილაპარაკოთ ახლა მეზარება. . . ხოდა მაინც რაღაცას გეტყვი: ტრაკი გააანძრიე თორე შენი ნაგულისხმევი ბრწყინვალე კარიერა გვერძე ჩაგივლის.. კაი.

აუუუუუუუუუუ რა მყრალი ხარ იცცცცცცცცცცცცცცცცცცცცცცცციიიიიიიიიიიიიიიიიიიიი. 
ძალიაააააანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ. 
 
საერთოდ ერთი წვეთი ოპტიმიზმი არ გაოხრია,შეჩემააა რა უნდა მაგას ხანდახან იოცნებე რა ან თუ შენ არ აპირებ მე ასე ერთი ხელის მოსმით ნუ მინგრევ. კაი ხო კაია რეალობას მაჩვენებ მარა ნუ ხარ ასეთი ულმობელიიიი :)  გამტყეპე გიჟო…  

უბრალოდ ვზივარ და ვფიქრობ რატომ უნდა გეზიზღებოდეს ხოლმე შენი უახლოესი ადამიანები კვირის სხვადასხვა დღესსს . . . 
მარა რას ვიზამთ შენ ხარ!!!!!! აღარ მინდა, მეტი ლაპარაკი გეტყვი ერთი სიტყვით, (ან რამდენიმე და ბოლოს ერთ სიტყვას დასკვნის სახით მოგახლი).  

ალბათ ასეა ყველა ვარიანტში მე ასე მგონია 

ყველა ჩვენ, შენს გარშემო აზრზე არ ვართ რატო გელაპარაკებით საერთოდ და რატო გიტანთ?! უბრალოდ იმიტომ . . . უბრალოდ ყველანაირი ქვეტექსტისა და ანგარების გარეშე. აეეეეეეეე ახლა მოხვედი და რას აკეთებო მკითხე რამ გამოგა**********ვაააააააოოოოოოოოოოოოოო აეეეეეეეეეეეეეეეეეეე. 
ჩვენ საკუთარი ნებით გავყავით თავი ამ ყულფშიი. მარა იცი რააა ასეთი მყრალი და საზიზღარი მირჩევნიხარ ყველა დანარჩენ მეგობარს რომლებიც მეყოლება და ან მყავს და მყავდა, რომლებიც რაღაც მომენტში თვალებში ნაცარს მაყიან და დღე და ოცდაოთხისაათი არ მაგინებენ შენსავით. შეიძლება მათ შენზე მეტად ვუყვარდე ან რა ვიცი ერთი მარა. . . ეს მინდოდა მეთქვა რა. არ ვითხოვ შენგან არაფერს რა (რაც არ გინდა არ მომცემ, მარა რასაც მაძლევ გულით. ნეტა რაზე გემართება ხოლმე.   იმედია მიხვდები რო მატერიალურს არაფრს ვგულისხმობ). რაც ხარ, იმაზე უფრო აშკარად ჩანს ვიდრე შეიძლება ისურვო, მარა მე მაწყობს რა. ჩემი ნებით ვარ შენს გვერდით და არ ვწუწუნებ. მოკლედ. . . .…



  GRINCH 
  You are mean one Mr. GRINCH


   


sinserly yours: ლენა! P.S. მე მგონი ორი სიტყვით უნდა მეთქვა. “დედალო GRINCH”
 

1 comment:

Anonymous said...

საუცხოოააააააააააააა:)))))))))))))