Nov 28, 2009

The klipest! the songest! the crazyest! the gurjest!

აეეეეეეეეეეე

აშოლ მა ბოდი, აშოლ მა სკიი, აი პლეი ვიზ მენზ 

კიდევ ერთი ურო სტუდიაში!!

Nov 19, 2009

O.M.G!!!

ურო ჩამცხეთ თავში ვინმემ სასწრაფოდ! იქნებ ამ ხალხთან ჩემი 13 წლიანი ნაცნობობა დამავიწყდეს როგორმე :(



კი მითხრეს მაგრა იბანძავაო მარა ესეეე? გულიღა მერევა რაა,



უი ქართულად ურო ყოფილა კოალდა, ხოდა კოალდა ჩამცხეთ მაშინ :)

Nov 12, 2009

ჰა?

სულ მაინტერესებდა
კიარადა,
აგერ უკვე მე-3 წელია მაინტერესებს..
რომ ამბობენ,
მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებო,
ეგ ხოო მარა
მეზობლის კაციც შინაურია????



ოოო, ვის გაუგია ასეთი ათლეტური აღნაგობის, სიმპათიური ფეხბურთელი მამაკაცის მეზობლის კაცობა :)

Nov 9, 2009

დღის, თვის, წლის პოზიტივი....

ზოგადი ლაპარაკი რუსულ ესტრადაზე....

-დათო ძია თქვენ დროს ალბათ ალლა მაგარ მოდაში იყო...
-?! (ეჭვნარევი მზერა..)
-მმმმ, პუგაჩოვა...?!
-ეეეე, ნინო შვილო, მაგ დროს მე ისეთ ფორმაში ვიყავი, ცალ მუხლზე ალლა მიჯდა, მეორეზე პუგაჩოვა...
-მე უნდა გავიდე 2 წამით, უკაცრავად..... 

Nov 5, 2009

I Hate Guests!!!!!!!!!!!


ვეეეერ ვიტან!!!
ჯანდაბას ქართული ტრადიციებიც!
ვაჟას სტუმარ-მასპინძელიც,
ქართველი=სტუმართმოყვარე!
ჯანდაბას ყველაფერი!
ვერ ვიტან სტუმრებს!
ვერ ვიტან სტუმრებს რომელთა წასვლის მერეც 10 ნივთზე მეტი რაღაცაა გასარეცხი!!!!
იმიტო რო გუშინ ღამის 4 საათამდე ვრეცხავდი და ვაბინავებდი მაგათ ნასუფრალს,
ხოდა დღეს ვკვდები ისე მეძინება სამსახურში.
ააააააააააააააა
არა ჯერ ისედაც ხო სულ მეძინება მარა ეხლა უკვე დაღლილი ვარ
საქმე თავზე მაყრია.
ყავა აღარ მაქვს
ძლივს გაზრდილი და გაკეთებული 9 ფრჩხილიდან 4 ჭურჭლის რეცხვას შევწირე!
ვეეეეეეეეერ ვიტაან
არასოდეს, არასოდეს არ შეგაცდინოთ და დაგაბნიოთ ჩემმა,როგორც მასპინძლის, გაღიმებულმა სახემ, სინამდვილეში ეს ღიმილი იმაზე უფრო ყალბია ვიდრე პოლიტიკოსების წინასაარჩევნო დაპირებები!
ან თუ ძალიან გულით გინდათ რო მესტუმროთ
ნება იბოძეთ და თქვენვე აალაგ/დააბინავეთ და დარეცხეთ თქვენივე ნასუფრალი!
ყველაზე ნაკლებადსტუმართმოყვარე ვარ
ვსიო!
არ დაგინახოთ ჩემთან სტუმრად მოსულები!
და კიდე
ხანდახან თუ გეტყვით გამომიარეთთქო, (ქეიფსა და ღრეობაში გადაზრდის პერსპექტივით) არასოდეს, არასოდეს არ მიიღოთ ეს შემოთავაზება სერიოზულად!
ჩათვალეთ რომ ეგრე ვღადაობ!

Nov 3, 2009

პირველად.

მომენატრე..

რა სხვანაირი ყოფილა შენი მონატრება...

აქამდე როგორ ვერ გამოვცადე?!

მთელი ამდენი წელი...

მომენატრე...

მუცელი მტკივა...

მომენატრე....

ეს არი არასოდეს მომენატრებაო?!

დდშვც!!!!!

რა სხვანაირი ყოფილა შენი მონატრება...

მომელანდე...

1,2,3,4,5,6,7,8,9 ჯერ მომელანდე...

არა, არ გეძებ..

თვალთ დამაკლდა და იმიტომ,

მგონი...

დდშვც

მომენატრე.....

Oct 29, 2009

There Are Certain People You Just Keep Coming Back To....

ხვალ რა თქმა უნდა ქვემოთ დაწერილ თითოეულ სიტყვას სიცხიანის ბოდვად შევრაცხავ და ხატზე დასაფიცებლადაც კი გავიწევი იმის დასტურად რომ ყოველივე ქვემოთთქმული უაზრობაა და სიცრუე (და თვალს დავხუჭავ გადაჯვარედინებულ თითებზე) მაგრამ ახლა, როცა შუაღამე იწვის, დნება, და რაც უფრო გვიანს აჩვენებს საათი, მით მეტად მძაფრდება ყველა ემ20ია უნდა ვაღიარო, საკუთარი თავის წინაშე მაინც რომ,

მე ვიცი...
და შენც იცი,
და შენ ჩემზე უკეთესად და
ბევრად უკეთესადაც კი
რომ
რა დროც არ უნდა იყოს და,
სადაც არ უნდა ვიყო.
ვისთანაც არ უნდა იყო და
ვისიც არ უნდა ვიყო.
როგორიც არ უნდა იყო და,
როგორიც არ უნდა ვიყო,
მომავლის უქონლობის მიუხედავად და,
ყველა იმ სიტყვის მიუხედავად.
ყველა იმ ფიქრის მიუხედავად და,
ყველა იმ წყენის მიუხედავად.
შენი კომპლექსების მიუხედავად და,
ჩემი პრინციპების მიუხედავად.
იმ უაზრო ერთგულების მიუხედავად და,
იმ დაკარგული წლების მიუხედავად.
ყველა იმ "აღარასოდეს"-ის დავიწყებით და,
კიდევ ერთ "იქნებ"-ზე მინდობით.
საკუთარი თავმოყვარეობის გათელვითა და,
შენს უტრაკობაზე თვალის დახუჭვით.
მე ვიცი რომ,
და შენ ჩემზე უკეთესადაც კი....
რომ დამიძახო
კიარადა,
ჩურჩულითაც რომ მითხრა,
პირველად კიარადა,
არა თუ მეათედ,
ანდაც მეასედ,
და კიდევ ერთხელ
და ისიც უიმედოდ,
ისევ დავბრუნდები...
ისევ გავიღიმებ....
დაშორებისასაც...
და მე ვიცი რომ,
და შენც იცი რომ,
ჩემზე უკეთესადაც...
და ამიტომაც,
ისე ჩურჩულებ
და ისე მეძახი,
და ისე მელი...
რომ ვერასოდეს,
ვეღარასოდეს,
დავი"ჩემო" ეს მოლოდინი....


And there still are certain people I hardly keep coming back to... and again, and again, and again....
ერთი ღიმილის და, 3 თბილი სიტყვის სანაცვლოდ.....






დდშვც!!!

Oct 22, 2009

შემოგედალალე....

რომ იცოდე, როგორ ვგრძნობ შემოდგომას ,
ზამთრის ბებერ და უხეშ თითებში 
დედოფალი იმედივით რომ იწურება! 
რომ იცოდე,როგორი საზარელი ზამთარია 
ჩემს აივანზე ატუზული და თავის დროს ელის. 
რომ იცოდე,როგორ შემიძლია გამოვაღო 
ნოემბერი და ... 
დაორთქლილი ფანჯრებიდან 
''შემოგედალალე !"-
-დაგიძახო. 
იმ ყვავილების და 
იმ ყვავილების, 
იმ ყვავილების და 

კიდევ იმ ყვავილების სურნელივით,

შემოგედალალე.!.. 

რომ იცოდე ,როგორ გარბის ჩემი წლები, 
თბილისის ქუჩებიდან, ნისლივით წამომდგარი 
და უგზო-უკლოდ დაკარგული ბავშვობის მსგავსად.!
რომ იცოდე,როგორ ნერვიულობს ჩემს ფანჯრებთან 
შუაღამე, შენს სიყვარულსა და არსიყვარულს შორის 
ჩაქოლილ ფიქრებს. !

რომ იცოდე, როგორი ზიზღით ხვდება ჩემი ოთახი 
ყველა უშენობას.!.. 
რომ იცოდე ,როგორი უშენობები დასჩემდა შემოდგომას !
შემოგედალალე! 
რომ იცოდე, როგორი მწარე, არმიყვარხარ ამინდები 
მიყრია მაგიდაზე... 

და ვცდილობ როგორმე არ იწვიმოს. 
ჰო, როგორმე არ იწვიმოს, 
ოღონდ არ იწვიმოს ...
შემოგედალალე !

© ????

Oct 21, 2009

ოცნებები..

ვინაიდან და რადგანაც დათაგული გახლავართ იმის შესახებ რომ ოცნებებზე დავწერო პოსტი, დავწერ რაა, ჩემი რა მიდის :) 

საერთოდ ძალიან ცოტა ოცნებები თუ მქონია მთელი 21 წლის მანძილზე, არასოდეს მიოცნებია სერიოზულად, ასე–თუ ისე მყარად ვდგავარ მიწაზე, შეიძლება ითქვას და ძალიან მყარადაც კი.. 

თუუმცა მაინც, ოცნების გარეშე ადამიანი არ არსებობს ალბათ..

1) ნუ მთელი ბავშვობა ვოცნებობდი რომ სულ 5 წუთით მაინც ვყოფილიყავი ჩემს ძმაზე დიდი და ძლიერი რო ერთი მაგრად მეცემა და თავპირი დამემტვრია, ხანდახან დღესაც გამიცხოველდება ხოლმე ეს ოცნება :)

2) ყოველთვის (ახლაც) ვოცნებობდი ხის სახლზე სადმე ძალიან ძალიან მწუანე ადგილას, მთაში, ტყეში, მდინარესთან ახლოს, აი დაახლოებით ასეთზე 

3) ოცნება ზამთრის სახლზე, დიიდი თოვლით, შიგნით დიიდი ბუხრით, უინტერნეტოდ, უტელევიზოროდ, ბევრი წიგნით, ბევრი ყავით, უმეზობლოდ, უთანამაცხოვრებლოდ... 

4) ვონებობ საქართველოს ფეხით შემოვლაზე, ყველა კუთხის ნახვაზე...

5) მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ძველ დროში ცხოვრებაზე, სამეფო კარზე ბალ–მასკარადებზე დასწრებაზე, კორსეტიან–გაფხორილი კაბების ტარებაზე.. 

6) მთელი ბავშვობა ვოცნებობდი ცხენზე... აი სუუულ დეტალებში მქონდა წარმოდგენილი სკოლაში როგორ მივიდოდი ცხენით, მერე იქვე ხეზე გამოვაბავდი გაკვეთილების დამთავრებამდე..... ცხენის ვაჟკაცურად გაჭენებაც კი არ მეღირსა დღემდე...

7) კიდე ინგლისში ვიცხოვრებდი 1,2,3,4,5 წელი დიდი სიამოვნებით, 

8) დიდის წარმატებით ვოცნებობ იტალიაში ცხოვრებაზე ასევე 1,2,3,4,5 წლით...

კიდე რა?!

9) ა ხოო, ნოკია ნ76–ზე ვოცნებობდი თავიდან რო გამოვიდა, ეხლა არც შეეხედება ისეთ ვიდზეა.. ზატო ეხლა ნოკია888–ზე ვოცნებობ (მამიიი!!!)   

10) კიდე ყველაზე მეტად რაც მინდა და რაზეც ვ20ნებობ  არის ჯანმრთელობა, ჩემი და ჩემი ახლობლების..

11) აზრიანი, აქტიური, წარმატებული და ისეთი დარჩენილი ცხოვრება მინდა რაღაც კვალი რო დარჩეს ჩემგან და სიკვდილიდან 1 წლის მერე არ ავორთქლდე დანარჩენების მეხსიერებიდან, რაღაც უნდა დამრჩეს, რაღაც ჩემი შექმნილი, ოღონდ ბლოგი და მსგავსი უწიპუწი რაღაც არა, რაღაც სერიოზული :)

ვსიო, მეტი არც არაფერზე არ ვოცნებობ/დი...  ა ხო, ყოველთვის მინდოდა ადამიანის აზრების წაკითხვა შემძლებოდა ან კაკ მინიმუმ უჩინარი მაინც ვყოფილიყავი :)))

Oct 19, 2009

დღეს შენი სურვილი დამაქვს სხეულით და ისეთი ამინდია დალევა მოგინდება... თქო...

აეეეეეეეეეე,
ჩაამოვიარეე მე შენს ქუჩაზეეეეეეეეე,
წვიმდა და წვიმდა თავგამეტეეებიიით,
და მაშინ მივხვდი რომ მე უშენოოოოდ,
კიაარ დავდივარ დავეხეტეეეებიიი..
აეეეეეეეეე!
ერთი ერთობ ბანალური ბრძანება უნდა გავცე,
გააღვიძეთ ბავშვიიი!!!
და კიდე, მეზობლებოოოოოოოოოოოოოოო!
უი სკაიპი გამიყვითლდა, მოიცათ!
ჰუჰ, ძველი ქონვერსეიშენი მომსვლია :)
...........
ნინო შვილო, დებილი ხარ შენ ცოტათი ხოიცი?!
ამ გატიალებულსა და დაბოღმილზე რო დგახარ და ისტორიას კითხულობ, ხოიცი რო უარესად უნდა დაგეხვეს?! რა გინდოდა გეკითხები, წაბოდიალდი და დაიძინე რა, რა გესკაიპება და რა გეისტორიავება და რა გეტრაკისქიცინება მე შენ გეკითხები?!
ვის არ დახვევია ჩემო ნიიინოო!!! სულ რამდენი იცი ვისთვისაც დალევას ყურძნის ჭამა არ ჯობია(როგორც გიგა იტყოდა) მითხარი აბა?!
რამდენი კომენტარი უნდა გააკეთო ეხლა გამოტყდი, ბევრი?!
და ყველა უნდა დაწერო?!
და დააფაბლიშო?!
და მერე წაშალო?!
ან არც?!
სათქმელი უნდა ითქვას?!
როდის აქეთ?!
რო წაიკითხავენ?!
გკიდია?!
ის რო წაიკითხავს?!
ისიც გკიდია?!
ის?!..... ის?! კიდევ ის და კიდევ ისიც?!
ყველანი?!
ბაზარი არ არი, მიდი დაიწყე :)))
საიდან დაიწყო არც კი იცი?! :) მაშინაც არ იცოდი ხო?!
ამ 1,2,3,4,5,6,7,8 წლის წინაც არ იცოდი?!
არც მე ვიცოდი, მერე რა, ხანაც ვიცოდი და "ნე უდალოს" ბრრრრრრრრრრ, გამაჟრიალა ეხლა მაგ სიტყვებზე, 2 ჯერ ზედიზედ თანაც :)))))
როგორ დამრჩა ეგ სიტყვები თავში, გულში, ყელში–ბოღმის ბუშტად გაჩხერილი..
რა ნე უდალოს, შენ უტრაკო იყო, (კიარადა უხერხემლოს ვიტყვი ხოლმე და უტრაკოს ვიგულისხმებ) ხოდა შენ უხერხემლო იყვე და ეგ რა "ნე უდალოს" არის?!
კაი ბაზარი არ არი, მეც უხერხემლო ვარ, თუ ის უფრო? თუ მე უფრო? თუ ის უფრო? თუ მე? თუ ის? მე?..ის? ჩვენ?!.........
ჩვეეეეეეეენ კიარადა, სიტყვა ჩვენ ისე დამიქუცმაცე, მე და შენც კი ვერ გამოვედით იქიდან, უფრო შენ და სხვა......
კიარადა მე შენზე ნაკლებად უხერხემლო, შენ უხერხემლო+......... იმიტო რო მე ისეთ სიტუაციაში "უდალოს" რო უარესს ვერც (ვ)იფიქრებდი.....
ზატო მე–უპრინციპო, შენ ჰიპერპრინციპული...
ისე ეგეთი პრინციპულობის დედაც ვატირე, ყველა იმ პრინციპის რომელიც ჩემზე წინ გეყენა, რომელიც შენზე წინ მეყენა...
იმ "მიყვარხარ"–იდან "მიყვარდი"–მდე მანძილის დედაც, ხო, იმ 1,2,3,4,5,6,7,8 წლისა ზუუსტად, ფეხებზე მკიდია ის ვითომ გაგიჟებული სიყვარული, მარტო მაშინ თუ გახსენდებოდა როცა სხვაზე გაინტერესებდა ჩემსავით გიყვარდა თუარა!
ის ვითომ გაუვლელი სიყვარულიც ფეხებზე მკიდია, მარტო მაშინ რო მახსენდებოდა როცა სხვაზე მაინტერესებდა შენსავით მიყვარდა თუ არა!!!!
იმ "რაღაც გრძნობა ყოველთვის იქნება"–სიც და იმ "ყოველთვის მეყვარები"–საც! შენ დაგავიწყდა სხვადასხვა ვარიაციების თან დართვა ამ ფრაზებზე..
რომლები?!
ყოველთვის მეყვარები, მარაააა–არასოდეს გამივლის ინტერესი გავიგო რა ხდება ყველა დანარჩენი ქალის კაბის ქვეშ....
ან კიდევ
ყოველთვის მეყვარები, მარააა–ვერასოდეს ვერავინ ვერ გაიგებს ამის შესახებ, ვერც შენ, ვერც ჩემი მეგობარ/ახლობელ/ნაცნობ/ბლა ბლა ბლა...
ანაც
ყოველთვის მეყვარები, მარაა–წელიწადში 2–3ჯერ ანაც 4ჯერ დამაკმაყოფილებს შენი დანახვა...
ყოველთვის მეყვარები,მარა–არასოდეს დავიხევ უკან სხვასაც გავუნაწილო ეს სიყვარული.
ყოველთვის მეყვარები, მარაა–ადვილად შეიძლება თუნდაც ოლ მესიჯის გაგზავნისას "შემთხვევით" გამომრჩეს შენი ნომერი..
კიდევ?
ყოველთვის მეყვარები, მარაა–ვერავინ შეგვამჩნევს რომ უბრალო ნაცნობებზე მეტი ვართ ვ–ჟიზნე..
ყოველთვის მეყვარები,მარაა–მარტო მაშინ მთვრალი რომ/თუ ვიქნები და ამ დროს შენ ჩემს გვერდით იქნები...
გავაგრძელოთ?!
ყოველთვის მეყვარები, მარაა–მარტო მაშინ როცა სხვის სიყვარულს შენსას შევადარებ და მივხვდები რო ჯერ არ მიყვარს....
ყოველთვის მეყვარები, მარაა– ორი წამიც კიარ დამჭირდება განწყობა 1 კვირით მოგიშხამო..
ყოველთვის მეყვარები, მარა– +1000000000000000 მიზეზი..
თუ რაც მთავარია "ყოველთვის მეყვარები" ხოა და?!
მე?! მე კიდევ გავ***** ესეთ "ყოველთვის მეყვარები"–ს, თან ისე ჯიგრულაააააად!!!
you told me that you love me, but why it’s so fucking painful for me?!
რატო გიჭირს იმაში დარწმუნება რო მე იმიტო არ მითქვამს შენთვის ყველაფერი რო რაღაც პონტის იმედი მქონდა, არამედ იმიტომ რომ გცოდნოდა რატო გაცივდა(ება) ჩვენი ურთიერთობა და ტვინი არ გებურღა უაზრო მიზეზების ძებნით...
(თუ იმიტომ რომ უბრალოდ აღარ მინდოდა მეყურებინა როგორ მიდიოდა იმის უცოდინრად რომ ჯერ კიდევ მიყვარს?!)
ნწუ!
იმას არ აქვს აზრი რა იქნება, (ერთი ის ვიცი რო არასოდეს ვისეირნებთ ხელჩაკიდებულები:))) ) მაგაში არ არი საქმე, არამედ იმაში რომ იმდენად ახლობლები ვიყავით ერთმანეთისთვის რომ შენ უბრალოდ გეშინია ამისი, და ყველანაირად ცდილობ რაღაც უაზრობები ჩააკვეხო ჩვენს შორის... არ მესმის რატოა ასეთი ძნელი რო ადგე და აღიარო რომ მე რეალურად ვარსებობ(დი) შენს ცხოვრებაში?!
მარა შენ რა, ჯერ საკუთარ თავთან ვერ მივაღწიე მაგის აღიარებას! ჩემი ბრალია, ან აქამდე რას ველოდებოდი?! უუუუუუფ, რას ლაპარაკობ?! რო გეკითხა ძმები ვიყავით ყოველთვის! მაშინაც კი საჩუქრების მოფიქრებაში რო გეხმარებოდი შენი რიგითი "სიყვარულებისთვის" ან რა და როგორ უნდა გეთქვა/მეთქვა?! იმდენად არასერიოზული იყო ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის.... ან საერთოდ რა ჯანდაბა მინდოდა, მშვენივრად მეკიდე მანამდე....
ემოციებისგან აგერ ვასასის ხერხემალი უცახცახებს ხოლმე, მე კიდევ მუცელი მტკივდება... რაღაც ძალიან ხშირად მტკივდება მუცელი ამ ბოლოს...
ჩვენ კი დღემდე, როგორც მეცხვარის დიდი ქოფაკები, _
ისე ვდარაჯობთ ერთმანეთის სიმარტოვეს...
სულ ეს არის ჩვენი "სიყვარული"...
მაგრამ სხვებს უკვირთ,
და მეც მიკვირს ხოლმე ხანდახან....
ხოდა დავიღალე შენი სიმარტოვის დარაჯით, იმით რომ ყოველთვის სხვების ნათქვამს უფრო ვუსმენდით და ვიჯერებდით ვიდრე ერთმანეთის, იმით რომ საკუთარ თავსაც ვეღარ ვაჯერებ რომ შენ–ბანალური, მე შენზე რაღაცით უკეთესი–ვარ, იმით რომ სულ სადღაც გავრბივარ და შენს მონატრებას, მშიერი მხეცივით კბილებით მივათრევ,იმით რომ ისევ ისე ვფიქრობ იმ პონტში, თავი არც შეადაროო რო მითხარი, იმით რომ ყოველთვის მესმოდა შენი, შენ კიდევ ჩემი, იმით რომ დილას საშინელი განწყოვით ვიღვიძებ, იმით რომ საზიზღარი სიზმარი ამეკვიატა 1 თვეა, შენი კომპლექსებით, ჩემი კომპლექსებით, იმით რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დამიგროვდა.....
რამდენი ვიბოდიალე, შენ რომ დალაპარაკება გდომოდა აქამდე მილიონჯერ დავილაპარაკებდით....
რამდენი ხანია დროა კითხვისნიშნები ძახილის ნიშნებად გადავაკეთო....
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გადავაკეთე :) :) :)
ეხლა ადექი ნინო, დაადრაფტე ეს პოსტი რომ გამოფხიზლებულზე წაიკითხო და შეგრცხვეს:) მერე წადი და დაიძინე...
არა მანამდე დაიფიცე რომ მეტს აღარსოდეს აღარაფერს დაწერ ამ პოსტის უშუალო ადრესატზე....
ვფიცავ!!!!











.

p.s: არასოდეს ყოფილხარ ჩემთვის სულერთი, სულ ერთი იყავი ყოველთვის... შენ კიდევ ამ დაშორებას სიტყვებს შორის, ვერასოდეს ხედავდი.....
p.s.s: უუპს,ამ წამს მითხრეს რომ სუუუულ სხვა ქუჩაზე ჩამოგვივლია, ასე რომ შეგიძლიათ დაივიწყოთ ყველაფერი ის რაც ზემოთ წერია :) :) :)