May 19, 2009

Tired–მეთქიიი!!!!!



აი ძალიან დავიღალე :(

ეხლა მოვედი სახლში 1 საათია და იისეთი მშიერი და დაღლილი და გამოფიტული ვარ რო მეტი არ შეიძლება....

არა გატყუებთ, მშიერი აღარ ვარ, მამიკომ ბორშჩი გამიკეთა უკრაინულად (ანუ ლუდში მოხარშა ხორცი) და იმდენი ვჭამე, მეორე უკიდურესობაში ვარ ეხლა :) 

მეძინება.... 

არადა დღეს მქონდა ფინალური ლოჯისტიკაში, ხოდა ვიცოდი რასაც მოიტანდა ზუსტად და აი მაინც არ გადავხედე...  

ხოდა რო შემეძლო რო 1 საათი "მეცადინეობის" შემდეგ 100% მიმეღო 10 წუთში, ააარააა, უაზროდ ვიბოდიალე მთელი დღე და ისეთი უპასუხისმგებლო და ცარიელი თავით წავედი გამოცდაზე რო ეხლა გულზე ვსკდები რო მახსენდება :(

 კიდე კაი თავის დროზე მქონდა ნასწავლი ყველაფერი და მაინც მახსოვდა 80% მარა რატო რაა, როცა შემეძლო 100% მიმეღო, რატო მივაფანტე ამდენი ქულა ვერ ვხვდები... (კიდე კაი ჯერ ნიშანი არ ვიცი)

და თან ლუზერი ვარ რა, ისეთ ადგილას მოვხვდი და ისეთ აუდიტორიაში რო თვალებსაც ვერ ვაბრუნებდი გვერძე, დახატულივით ვიდე მთელი გამოცდა :)
ხოდა ამას რა უშავს, თქვენ ხვალ უნდა ნახოთ რა ბედნიერი დღე მაქვს :)

ბრრრრრრრრ, რო მახსენდება გული მეწურება...

უნდა ჩავაბარო ინდივიდუალური პრეზენტაცია, რომელიც რა თქმა უნდა ჯერ დაწყებულიც არ მაქვს + სლაიდ შოუ, და კიდევ ჯგუფური პროექტი+სლაიდ შოუ...

ნუ პირველს რა უშავს, ადიდასზე მაქვს და ნაცნობია და მოვინდომებ და გავაკეთებ უცებ (აუ, რო ვნახე რო ჩემი ქეისი ადიდასზე იყო, გული დამწყდა რო ამ ზაფხულს ძალიან მაგარი მასალა გავუშვი ხელიდან და არ გადავუღე სურათი, არადა როგორ გამომადგებოდა, ადიდასი–საქართველოში დავარქმევდი სლაიდს და დავდებდი იმ სურათს, რომელზე გამოსახულ მამრსაც ეცვა "ადიდასის" შორტი, უკანალზე დიიდი წარწერა რო აქვს, (თუ ვინმე ბოლო 2 წლის მანძილზე ქობულეთში ყოფილხართ გეცოდინებათ, ბიჭების 80% მასეთი შორტით ბანაობს, პროსტა ზოგიერთისას აბიდასი ან ადიბასი აწერია უკან:)) ხოდა ამ მამრს კი ეცვა ეს შარვალი მარა რო ჩაგვიარა, მე მარტო a)(s  დავინახე, "dida" შეტენილი ქონდა უკანალში :) ხოდა რავი, ეგ არ არი ადიდასი საქართველოში?! :)

  აი მეორე პრეზენტაცია რაზე მაქვს ვერც გავიგე...

ვიღაც მეცნიერთან გვქონდა შეხვედრა, მასალები გვინდოდა...

ნუ ჯერ პირველი ის რო ამ კაცს ქვია გიორგი და მოფერებით ნოდარს ეძახიან.... მე მაგრა მეცინება, მოფერებით ნოდარის რა პონტში ეძახიან, გიო დაუძახონ ან რავი, პაკო, ნოდარი რა შუაშია :)))) 

მეორე ის რომ ნახევარ მასალაზე ამ წუთანდე გვაწრუწუნებს და არ გვიგზავნის და მეორე ნახევარი კიდე მოგვცა რუსულად, არადა ჩვენ  რეფორთი უნდა ჩავაბაროთ ინგლისურად და პრეზენტაცია წავიყვანოთ ქართულად.... ანუ 2 ჯერ უნდა ვთარგმნოთ და თან ისეთი ტერმინები და საშინელებები წერია რო ჩვეულებრივი მოკვდავი რომელიც ფიზიკოსი არ არის ვერც ერთ სიტყვას ვერ გაიგებს...

ხოდა მე ვერ ვხვდები, რა ჩემს ფეხებად მინდა მე, მენეჯმენტის ფაკულტეტზე, მსგავსი  ქეისი.... 

რა ფეხებზე მკიდია რა  ცვეთას განიცდის მატარებლის ბორბალი რელსებზე ხახუნისას და ბრრრრრრრრრრრრრრ................................. 

(აქ ცენზურა, თან 9 სართულიანი)

ხოდა ეხლა უკვე მეორე ფინჯან ყავას ვსვამ ბოლო 1 საათის განმავლობაში, მარა არა რააა, ისე საყვარლად მეძინება, თვალებს ძლივს ვახელ :) 

ხოდა ეხლა ავდგები და დავიძინებ და დილით გავიღვიძებ 7ზე და ყველაფერსაც გავაკეთებ.....

ან არ :) 

ეხლა უბრალოდ არ შემიძლია, მე ვიყო ტრაკისქიცინი, მართლა არ შემიძლია :( თუ დავწერ რამეს, დიდი უაზრობა იქნება ვიცი :( 

ხოდა კიდე რა, დღე #3 ხო არის დღეს? სინამდვილეში მე–6 დღეა და ვერ ვხვდები უნდა ჩავთვალო თუ არა, 3–4მა სიტყვამ გაიელვასავით დღეს :)

კიდე მთლად საწუწუნეთს რომ არ დაემგავნოს აქაურობა დღის პოზიტივი იყო ის რომ გიგა გამოვიდა ჩემთან დღეს "სამეცადინოდ" ხოდა ძალიან ბევრი ვიცინეთ :) და ისეთი ვიდეო გადავიღეთ რომ თუ ოდესმე სასწაული მოხდა და გიგაზე გავბრაზდი, დარხეული გაქვს სიიყვ :) გამოგაჭენებ სახალხოდ :) ლენამ არ იცეკვა თორე ლენაზეც მექნებოდა კომპრომატები:) 

დღის ფრაზა: მაგ დეკოლტის იმედზე მოდიხარ ხო გამოცდაზე?!

დღის სიმღერა: "ლავ მი თენდერ, ლავ მი სვიით" –ის რემეიკი :) 

დღის ფოტო    

დიდი ფეხი ჩემია და პატარა გიგასი :) კიარადა, 172 ვარ სიმაღლეში, 63 კილო და 36იც არ მაქვს ფეხის ზომა :( ხოდა იმიტოა 4 ჯერ რო მქონდა მოტეხილი :( 

კიდე რა დავწერო?!

ღმერთო, რა ძნელი ყოფილა განშორება, როცა ხვდები რო თქვენი გზები ერთმანეთს აღარასოდეს გადაკვეთს და ეს ბოლო წუთებია  და :))) ვღადაობ მთელი დღეა, B გამომაყოლოს მე და სარიც უთხრია :))))))))

აუუ, წვერი გაიპარსე რა გიგა რა, არ გიხდება :)

ვსიო, წავედი, და კვირამდე თუ არ გამოვჩნდი, არ შეგეშინდეთ... ან სწავლას გადავყევი ან დავადე, და თქვენ რატო უნდა შეგეშინდეთ, თქვენ რაა რაა :) 

პ.ს: ისა რა ქვია, თავიდან სუ მეკიდა მარა ეხლა სულ უფრო და უფრო მეტად მიხარია რო მოგწონთ აქაურობა და მკითხულობთ.. :) 

2 comments:

vasasi said...

ოჰ, ეს იდიოტური გამოცდები თუ შუალედურები თუ სემინარები..

მოკლედ, დალიე ლუდი და ისე შედი..

მასე დაწერილ შუალედუში 91 ქულა ავიღე..
რა დავწერე დღემდე არ ვიცი, სამაგიეროდ ის ვიცი, ფხიზელს რომ დამეწერა, 84 ქულას ვერ გავცდებოდი..

აუ, ახლაც მთვრალი ვარ..

:S

გურამი said...

ვა, მეც მაქვს გიგასნაირი სპორტულ-კლასიკური ფესაცმელი. :ჯუმპ: