Jun 21, 2009

კაბადოკია. ნაწილი1

როგორც გურამმა გამოითვალა და მერე (აქ) დაწერა  ჩამოვედი :) 

ჩამოვედი ფიზიკურად თორე სულიერად ისევ იქ ვარ :)

ხოდა მთელი დღეა სინდისი მაწუხებს რო დავჯდე და დავწერო, რა და როგორ იყო... 

როგორ იყო და ბრწყინვალედ :) პოსტმა იმიტომ დაიგვიანა რო სურათები მინდოდა საუკეთესოები ამომერჩია მარა არა რა, მე თუ მომინდა, ეგ ერთმნიშვნელოვნად იმას ნიშნავს რომ საწინააღმდეგო უნდა მოხდეს, ჩემმა ძმამ შემიგროვა და ჩამომიტანა მარა ფლეშკა გაფუჭდა და დღეს საღამომდე არ მექნება :( 

ნუ თუ კარგად დაუკვირდებით ეს ზემო აბზაცი ნახევრად სიმართლეა და ნახევრად თავისმართლება, რამეთუ დაპირებულმა პოსტმა სუულ ცოტა 5 დღით დაიგვიანა...

აუ თავი მასკდება ისეთი პახმელია ვარ, გუშინ წყნეთში გავათენეთ ჯგუფელებმა და ისეთი დაღლილი და უძილო და პახმელია ვარ რო ა 10 წუთის წინ ლექცია დამეწყო, მე კიდე არ წავსულვარ :)  თუმცა ამაზე შემდეგ პოსტში :) ეხლა მოვრჩეთ ბლლა ბლა ბლას და გადავიდეთ პირდაპირ კაბადოკიაზე :)

მაშ ასე, დღე იგი პირველი, 11 ივნისი :)

დილას არ გამიღვიძია იმიტომ რომ ვერ დავიძინე 10 ში და ასე ავდექი და წავედით იმ ადგილას სადაც ავტობუსი უნდა მოსულიყო :) რო მივედით ჩვენს გარდა ყველა მისული იყო, ოთოც იქ იყო, ხოდა რო დავინახე გამარჯობის ნაცვლად დავეჯღანე, ზედა ტუჩი ცხვირისკენ ავბზიკე, იმანაც სცადა გაეჯავრებინა მარა თურმე სტომატიტი ქონია და გამწარდა.. მე მეტი რა მინდოდა, მას მერე ყოველ 5 წუთში ვეჯღანებოდი მასე და ისიც ყოველ ჯერზე მაჯავრებდა და მწარდებოდა მთელი 1 კვირის განმავლობაში, ბოლოს რო ჩამოვედით და სახლში მიდიოდა, ავტობუსის ფანჯარაზე მივუკაკუნე და დავეჯღანე და კიდე რო გამწარდა სუ წივილ–კივილით წავიდა სახლში :)  

ხო გზაში მეძინა, იმიტო რო გვერძე მიჯდა ვიღაცა მამაჩემის თანამშრომელი ხათუნა (ე.წ. ხათქუნა:) ) ხოდა თუ თვალი მაგისკენ გამექცეოდა დაუყოვნებლივ მიბავდა რაღაცა ზეინტელექტუალურ საუბარს... 1000000 კითხვა დამისვა შეხვედრიდან პირველ 10 წუთში... (ჟაკეტი ჩავიცვი და შეგცივდა?? გავიხადე და დაგცხაა???  აააააააააააააა!!!!) 

მერე სადღაც ურეკამდე, გაგვიფუჭდა ავტობუსი და ბარემ ვჭამოთო და ვჭამეთ, ბუღალტერ ვაჟაზე ვიცინეთ გაგუდვანდე და მერე ზღვაზე ჩავედით. გაგვაფრთხილეს რო 500 მეტრის იქით არ გაცუროთ მორევებიაო, მეთქი მე პროსტა ვიტოპავებთქო, გუჯა შევარდა გიჟივით და იცურავა და იცურავა და იცურავა და სადღაც 800 მეტრზე რო შევიდა გასწორდა და ყელამდეც არ იყო წყალი... ფუუ დაგასხი თავს ლაფი!!!!  მე და ოლიკომ ცხელ ქვიშაზე ფეხის გულები ისე დავიწვით რო მთელი კვირა სული მიმწარდებოდა რამე რო მეხებოდა :) 

მერე გადავკვეთეთ საზღვარი და სიმბოლურად თურქეთის ტერიტორიაზე მოიარა მთელმა ჯგუფმა საჭირო ოთახი :))) 

(სურათი გადაღებულია საქართველო–თურქეთის გასაყარზე:)

ღამით ჩავედით ტრაბზონში, 1 ღამე აქ უნდა გაგვეთია.. ხოდა სასტუმრო იყო არც ისე ძალიან ცუდი :) ვახშამი არ გვეკუთვნოდა,ხოდა ჩვენი საჭმელი რო გვქონდა წაღებული ის გავშალეთ მე და ოლიკომ (თან სუ ვბურტყუნებდით, ჩვენ ბავშვები ვართ და იმხელა ქალები მაღლა სხედან და თითს არ ანძრევენო!!) 25 ადამიანი დანაყრდა და მოინდომა სასეირნოდ წასვლა... ხოდა მე გუჯა ოთო და ოლიკო უნდა წავსულიყავით ერთად და არ მოგვიტყდნენ ბიჭები ასე თვალსა და ხელს შუა?! მერე მამაჩემიც მარტო გაძვრა და მე უკვე ბოღმის ცრემლებს ვყლაპავდი და თვალებს ვაპარპალებდი რო გამოჩნდნენ ორივე, თან მუცელზე ნაყინი ქონდათ ჩამოწუწული და მანდ გადამეკეტა და სკანდალს შესავალი რო გავუკეთე მაშინ დატკბა ორივე და ეს იმას ნიშნავდა რო ყველაფერს შევასრულებინებდი :) მარა ბედის ირონიაა პირდაპირ, ყავის მეტი არაფერი მიდნოდა :) მასპინძლობა მამამ ითავა, ხოდა დავდივართ ეხლა და კაფეში შევიხედავთ და სავსეა იქაურობა ქართველი პუტანკებით, დაგასხი თავს ლაფი!!! : (ამოვიკითხავ მამაჩემის გამოხედვაში და ვაგრძელებთ გზას :) ხოდა კიდე კოფე სადაც ახსენა მამაჩემმა იმდენჯერ სადღაც მიყრუებულ ოთახში დაგვიპირეს აყვანა... ამით შეურაცხყოფილი და განრისხებული მამაჩემი ტყ (და ა.შ) ბგერათა კომბინაციას აფრქვევდა გაარშემო.. ხოდა აღარ მინდოდა ყავა, ცხელი შხაპი და რბილი ლოგინი მერჩია. ავედით სასტუმროში და ჩაი შემომთავაზეს, მეთქი კაი ჰა ჯანდავას დავლევ... და რო გეახლებოდით ამ ჩაის მოვიდა სასტუმროს პერსონალი,და განაცხადა რო ის 25 კაციანი სუფრა ჩვენ უნდა აგველაგებინა, ღამის 3 საათზე და ჭურჭელიც დაგვერეცხა იმიტო რო დამლაგებელი წასული იყო და ბლა ბლა ბლა... ხოდა რო შევატყე რო აღარასოდეს აღარ შეწყვიტავდა იმ წყეული ფრაზის "დევუშკა, ია ზძეს ნე რაბოტაიუ" გამეორებას ერთი შევუკურთხე მამაპაპურად და დავიწყე ალაგება.. ერე ინამუსეს ქალებმა და მომეხმარნენ... კიბეებზე ფორთხვითღა ავედი ისეთი დაღლილი ვიყავი, კინაღამ დუშში ჩამეძინა......

დღე იგი მეორე–12ივნისი

ღმერთო ჩემო, დილას 7 საათზე გამაღვიძეს, რო ვიცოდი რო 7 ზე უნდა გაგვეღვიძა, 10 რო აკლდა მაშინ გამეღვიძა და ლოგინში მოკუნტული ველოდებოდი როდის დამიძახებდა ხათქუნა აააააადექი ნინიკოოოოოოოოოოოო!!!!!!!! (ბრრრრრრრრრრ გამაჟრიალა)

საუზმეზე ისე მამთქნარებდა თავი შოშიას ბარტყი მეგონა, საჭმლის დანახვაზე პირს რო აღებს და დედას ელოდება საჭმელი ჩაუდოს:) წავედით მცირე აია სოფიას სანახავად იქვე ახლოს 1 საათის სავალზე :)  აი გავსკდი გულზე, ფრესკებს სუ დათხრილი აქვთ თვალები მაგ უჯიშოების წყალობით... ხოდა სურათებს ვიღებდი და იქ ზედამხედველი თურქის ქალი იდგა და ნო ფლეშ ნო ფლეშ–ო და არ გამოიწია ჩემი აპარატისაკეენ?! აეუფ! აქ ათუხთუხდა ჩემში დაგუბებული პატრიოტიზმი და აღმომხდა აქამდე მოგევლოთ და გაფრთხილებოდით თქვე უჯიშოებოთქო. მაინც არ შეიძლება სპიშკაო (კი ვიცოდი მარა დამავიწყდა გამორთვა ვახთ!)

ეს მცირე აია სოფია

ჩემს მახვილ თვალს არ გამოჰპარვია გუმბათის შიგნით მჯდარი მოღუღუნე მტრედი :) 

ეს ჩემი ძმის ბინძური ფანტაზიები :)))) ეზოში იდგა ეს ზარბაზანი :) 

და ეს წლის თუ საუკუნის მოვლენა.. მე და ჩემი ძმა :) რაღაც ზეგრძნობებს ბადებს ეს სურათი ჩემში და რაღაც ზე–დაძმური სურათია :) 

და მერე დავადექით გრძელ და მომქანცველ გზას კაბადოკიისკენ... გზაში ვთამაშობდით დურაჩკას და ქაგებულს ნახევარ კალოდა(?) კარტს ვურტყავდით ნეკა თითში... ეს ისეთი მწარეააააააააა :( მე რა მიშავდა, ოლიკო დაალურჯეს გუჯამ და ოთომ, მიზანი თამაშისა იყო ოთოს გადურაკება, ხოდა ბოლოს რო წააგო და რო დავუშინეთ გამწარებულებმა, სუ ცრემლები სცვიოდა თვალებიდან იმ უბედურს:) ახალი სახელიც შეერქვა ამასობაში "ოთო–გაზი–ბაბა":)

უკვე 11საათი იყო რო შევედით ქალაქში და ყველამ ერთად წამოიძახა ოოოო ეს ამად ღიირდააა :)

სასტუმრო ბევრად უკეთესი იყო ვიდრე ტრაბზონში, ვახშამიც გვეკუთვნოდა და არც ჩვენ დაგვირეცხია ჭურჭელი :) მიმტანი ბიჭებიც ახალგაზრდა და სიმპათიურები იყვნენ და თან ინგლისურად ლაპარაკობდნენ :) ცალკე ოთახი ავიღე მე და ჩემს ნებაზე გავითხლიშე და დავტანტალებდი :) რეჟიმში ჩავდექი, 12 საათზე თვალები მეხუჭებოდა უკვე მარა 2 მდე ვიგვემე თავი და არ დავიძინე მაინც :) კიდევ სიახლე არის ის რომ შეყვარებული ვარ, ერთი ნახვით სიყვარული არსებობს, დავიღუპე მგონი :)))

დილას 7 საათზე ტელეფონის ზარმა დარეკა ჩემს ოთახში................

გაგრძელება იქნება...  ეხლა მართლა ცუდად ვარ, მეძინება ვკვდები :( ოხ ეს პახმელია... კი არ ტყუის გიგა, თუ დალევა არ შეგიძლია შვილო, უნდა ჭამო ყუურძენი :) მაინც რამდენი დავლიეთ :) 

ეს ისე, ზემოთ რაც ვახსენე იმ ადგილებზე გადაღებული სურათებია :) 

მთხოვა ამან, მე რა, მარტო თავი რო ვარ და ტანი რო არ მაქვს ეს იმას ხოარ ნიშნავს რო კოცნა არ გამიხარდებაო და..

ოთო–გაზი–ბაბას თმა სცვივაააოოოოო და ცოტა ხანში გამელოტდებაააოოოო :) 

ეს კოშკი და ნანგრევებიც იქ იყო, მცირე აია სოფიასთან, ეზოში... და ზღვაც.... ხმა მესმოდა და სუნი მომდიოდა და ფსიქიკა დამიმახინჯდა რო ვერ ვბანაობდი :(

3 comments:

გურამი said...

მალ'ადეც გაზრდილ'ო! :) ისე შენ ძმას ვიცნობ მემგონი. :) მომეწონა. ველოდები გაგრძელებას და აბაროტს ავიღება ახლა, რუსთავში რომ ჩავედი, იმას დავწერ. :)

kanario said...

blogebi gavcvalot, tu moisurveb, shen ukve xar chemi blogerebis siashi

Anonymous said...

I’m not that much of a internet reader to be honest but your sites really nice, keep it up!
I'll go ahead and bookmark your website to come back down the road.
All the best

My blog post ... kenya shipping