Jun 29, 2009

დამერხა.... მგონი :)


3 დღეა ფანჯრიდანაც კიარ გამიხედავს გარეთ, სარეცხიც კი არ ამიკრეფია... 
ხოდა განა რამე მჭირს?! არა, არაფერი..
უბრალოდ არავინ და არაფერი არ მინდა და არც არავის ვეკონტაქტები და არც არავის ვკითხულობ..
თუ ვკითხულობდა ეგეც ცალყბად :)
ხოდა დღეს მომშივდა და მომიწია მაინც მაღაზიაში გასვლა, თან მაღაზიას და ჩემ სახლს ერთი კედელი აქვს და ერთი კი ვიფიქრე ხოარ მივუკაკუნო კედელზეთქო მარა იქ რო ვდგავარ და ვეუბნები მაშინ ვერ იგებს ის ქალი რა მინდა და ესე ხო სუ გამოშტერდებოდა :) 
ხოდა თავი ვაიზულე და გავედი და ქუჩა სერიოზულად მეუცხოვა და ხალხიც...
ბრრრრრ
ერთი სული მქონდა როდის შემოვიდოდი სახლში...
ხოდა რა გავაკეთო სახლში მარტომ და ვდგავარ და ვსვამ და ვსვამ :)
ამ სამ დღეში რამდენი ბოთლი პივა დავლიე ვერ გეტყვით
დღეს კიდე კონიაკი დავლიე და ეხლა მაგარი მთვრალი ვარ :)
ხვალე ლექციაზე ვარ უეჭველად წასასვლელი...
არადა რა წაშლილ პახმელიაზე ვიქნები რო წარმოვიდგენ ბრრრრრ......
სუ ესე მემართება ხოლმე...
არყით ან კონიაკით რო დავთვრები შემდეგი 2 დღე დაკარგულია მერე ჩემთვის :)
ლექციამდე კიდე რაღაც საქმეები მაქვს და ისე მეზარება ვკვდები..
თან ხვალ ვერ დავლევ და ვნერვიულობ უკვე :(
ხოდა ამას რა ქვია ადამიანურ ენაზე?
დეპრესია??
და რო არ ვნერვიულობ არაფერზე და რო არ ვტირივარ და არც უმწეო ვარ და არც მიუსაფარი მაინც დეპრესიაში ვარ? 
არა...
ზაპოი მაქვს მგონი :(

დავიღუპე?! 


4 comments:

ჩორვენი¹³ said...

http://www.youtube.com/watch?v=_UJIbZxQs0A ;)

kanario said...

neta ra aclis dzalas adamianebs? rogor mainteresebs raa... didi da patara yvela asea!

spacecrusader said...
This comment has been removed by a blog administrator.
spacecrusader said...

:-(((