Jun 5, 2009

Blog, Sweet Blog :)

დავბრუნდი :)

მთელი ეს დრო რაც არ დამიპოსტავს, (ის ლაწირაკი პოსტი არ ითვლება ბოლოს რაც გავაკეთე) მივხვდი რომ ძალიან ძალიან მომნატრებია აქაურობა :) 

გადავიკითხე თქვენი ნაწერები, ჩემი კომენტარებიც :) მესიამოვნა თქვენი ყურადღება :) :*

ყველაზე მეტად მესიამოვნა გურამის ეს პოსტი :) 

დიდი მადლობა მას ჯერ ერთი იმიტომ რომ ჩემს ნაბოდვარებს კითხულობს ხოლმე და არა მარტო კითხულობს, ფიქრობს კიდეც მასზე :)  გურამ იმედი მაქვს შენი შეფასებები თავში არ ამივარდება... ნუ ძალიან მაინც არ ამივარდება იმედია :)

ამ 10 დღეში იმდენი რამ მოხდა კარგიც და ცუდიც, სასიამოვნოც და უსიამოვნოც :)

მივყვეთ ქრონოლოგიურად :)

24 მაისს ჩავედი ოჯახში, იმ პროცედურის შემდეგ რაც ამ პოსტში  ავღწერე წავედით ქარელთან, მოვაწყეთ ძევიშნიკი, ფრიად ნასიამოვნები დავრჩი, დიდი ხნის უნახავი მეგობრების ხილვით. დავლიეთ ბევრი, რაც ვერ დავლიეთ ზედ გადავიქციე თუ გადამაქციეს ტანსაცმელზე :) პივის არომატით ამყრალებული ღამის 11 საათზე დავადექით ლევას :) ნაიუბილევზე :) ვიღადავეთ ბევრი და რო შევატყეთ რო თუ სახლებში არ დავბრუნდებოდით მაგიდასთან ჩაგვეძინებოდა დავუბრუნდით საკუთარ ოჯახებს :)

25მაისს დილით საშინელ პახმელიაზე გავიღვიძე და განწყობაც შესაბამისად საშინელი მქონდა, რო მივხვდი რო სახლში აღარავინ დამრჩა დასაცოფი და ნერვებზე მოსაშლელი გადავედი თეოსთან :) თეო გამოირჩევა იმ არაჩვეულებრივი უნარით თავიდან აიცილოს ყველა ჩემი გველურ–იაზვურ–მყრალი გამოხტომა :) თეოსთან ვნახე ლევაც, რომელმაც დაუფარავად განმიცხადა რომ მთვრალი ძალიან აუტანელი ვარ :) ცოტა წავიჭორავეთ და  გამომიშვეს სახლში, მერე საღამოს ვნახე ძალიან დიდი ხნის უნახავი ძმაკაცი, იმის გათვალისწინებით რომ სიმაღლეში უსაშველოდ მაღალია ლობიო, რაც კი გზაზე აკაციის ხე იდგა, ყველა მათგანიდან დავაკრეფინე ყვავილები, მაბოდებს აკაციის ყვავილების სუნზე :) მერე თეოსთან შევირბინე, გოგოებიც იქ იყვნენ და 12 ისკენ მოვედი სახლში :)

26 მაისი–საღამოს ტრადიციულად თეოსთან შევიკრიბეთ გოგოები და მერე კოტესთან ვითამაშეთ ჯოკერი... ვითამაშეთ რაა ეხლა, მე ძირითადად დათარსვით შემოვიფარგლე და კიდე ილოს ვკარნახობდი ჩემი ძმის კარტებს :) მოვილაპარაკეთ რომ დილით სავარჯიშოდ უნდა წავსულიყავით მე გუჯა მარუნა და ილო... ( დილით 4 ვეს ჩაგვეძინა შეთანხმებულებივით)

27 მაისი–ჩემი დეიდაშვილის ზეიმზე ვიყავი დილაუთენია, პირველკლასელები ისეთი სასაცილოები არიან :)))) სკოლიდან სასოწარკვეთილი წამოვედი, ბავშვებს ისეთი საშიში მშობლები ყავდათ :( მაგხელა ბეწვი სახეზე, მკლავებზე და წელზე, პლიაჟზეც არ მინახია არცერთ კაცზე... იმას არ ვიძახი რო მე ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი ვარ მარა კაი რა, იდეალური გარეგნობა არავის აქვს მარა შე კაი ქალო, რო ხედავ რო წელზე 1 მეტრაზე გიბიბინებს ბალანი, გრძელი მაიკა მაინც ჩაიცვი და დაფარე რაა.... ზეიმიდან წამოვედით ფეხით და სიმღერ სიმღერით... (ყაყაჩოზე იყო რეპერტუარი ძირითადად:)) საღამოს თეომ და ლევამ გამომიარეს სახლში მანქანით, ლევას საქმე ქონდა მამაოსთან ქარელში, ხოდა ავეკიდეთ ჩვენც :) სახლში ზუსტად იმ დროს მოვედი ბარსელონა მანჩესტერის განადგურებას რო იწყებდა :) გავ20დი მამაჩემი ისეთი სიყვარულით ეძახდა მესის მიდი შვილო მიდი, ჩემი ბიჭი მიდი გენაცვალე, ოოოოოოო აააააააა  ბარსელონააააა  და ა.შ :)  ოჯახში ბალეშიკობისას შეიჭამა 2 კილო მზესუმზირა :) 

 

28 მაისი – დღე ტკივილისა :) დილით თეოს დაუოკებელმა მოთხოვნამ მაიძულა მიმეტოვებინა სარეცელი და წავსულიყავი საპასპორტოში :) 11ში კაბადოკიაში მივდივარ და გვიანღა გამახსენდა რომ ჩემს საზღვარგარეთის პასპორტს ვადა აქვს გასული :) პირველ მისვლაზე აღმოვაჩინე რომ პირადობა თან არ მქონდა :) სანამ თეო წივილ–კივილის ატეხვას მოასწრებდა პირადობა მიტანილი მქონდა უკვე :) სურათი გამოვიდა ტრადიცილად საზარელი :) მესაზღვრეების გარდა ვერავინ ვერასოდეს ნახავს მას :)) მერე წავედი თვალის ექიმთან :) მესამე თვალის არსებობა უნდა დასრულებულიყო მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, მარა ეს თუ ასეთი მწარე იქნებოდა არ ველოდი :( 3 ჯერ გამიკეთა ნემსი და წამალი არ გაატარა ჯირჯვალმა თუ რაღაც ჯანდაბამ, მეოთხეთი გაატარა და კინაღამ თან გავყევი, ისეთი მწარე იყო ბრრრრრრრრრრრრრრ :( გასიებული და დაჩხვლეტილ/დასისხლიანებული თვალით რო გამოვედი გოგოებს აშკარად შევეცოდე და წავედით პილმენის საჭმელად :) იქიდან თეოსთან ტრადიციულად, აივანზე ბირჟაობის სეზონი გახსნილად გამოვაცხადეთ :) 

29 მაისი–დილით უჩვეულოდ ადრე გავიღვიძე :) მერე ძველი პასპორტი ჩავიტანეთ გასაუქმებლად საპასპორტოში, მერე გავედით ფოსტაში, თეოს ინტერნეტის უქონლობის გამო დავაპირეთ სკანდალის მოწყობა მარა არ დაგვცალდა და მე ძირითადად კიბეებზე ფეხების ბრაგუნით შემოვიფარგლე რო იქ მომუშავეთათვის მყუდროება დამერღვია :)მერე თეომ მზის სათვალე მიყიდა, ფრიად გამაბედნიერა ამ ფაქტმა :)  მერე თეოსთან ვიყავით სამსახურში და კოკისპირულად მოგვინდა შაურმა :) წამებს ვითვლიდით სამუშაო დღის დასრულებამდე (6საათამდე) და 7–ის 5 წუთზე უკვე შაურმის რიგში ვიდექით :) თეოს აივანზე ბირჟა გავაცეცხლეთ,მერე ლევანიც მოვიდა :) ტრადიციულად "ლაზღანდარობაში" ჩაიარა საღამომ ;)

30 მაისი ვინაიდან და რადგანაც დიდი ხნის მანძილზე გულით მინდოდა ასეთი მაისური

 

ვიყიდე მწუანე სადა მაიკა, გადავიხატე ნახატი, გადმოვქექე მულინის ძაფები და დავიწყე ქარგვა :) დაქარგული უფრო დიდხანს გაჩერდება ვიდრე დახატული :) ხოდა დღის ბოლოს ტადააააააააააამ! ოცნების მაისური მეცვა უკვე, ფერი ცოტა შეცვლილი აქვს სურათზე, ისე იგივენაირი მწვანეა :) ჩემი გრინჩიიიიიიიიიი :*

31 მაისი, ხვალ გამოცდა მაქვს, მე კიდე სიცხე მაქვს მაღალი, ყელი მტკივა, თვალიც, თავიც, ცსვირი გამოტენილი მაქვს, ერთი სიტყვით მთელი დღე უმწეო და მიუსაფარი ვიყავი, მეცადინეობით ვერ ვიმეცადინე :( 

1 ივნისი დილით აბა თუ გამოიცნობთ დილით რომელ საათზე მომიწია ადგომა? 5ზე :)   ზემოთჩამოთვილი  ყველა სიმპტომი შეინარჩუნა ჩემმა შესაშურმა ჯანმრთელობამ :) გადავიმეორესავით და წავედი გამოცდაზე :) სამარშუტო ტაქს ნომერ 10ში, რაღათქმა უნდა დასაჯდომი ადგილი არ იყო, ამიტომ მომიწია ფეხზე დადგომამ.... მძღოლი რო გიჯივით მოდიოდა ეგ შესამჩნევი იყო თავიდანვე, მარა...... ხელი მედო სკამის საზურგეზე, რომელზეც ტყავი იყო გადამძვრალი და კუთხე კეთდებოდა, ხოდა ამ დროს ძალიან ძლიერად დაამუხრუჭა მძღოლმა და ჩემს გვერდით მდგარი 2 წარმოსადეგი ადამიანი მთელი ძალით მოასკდა ჩემს ხელის სათუთ მტევანს :( დაკივლებას აზრი არ ქონდა, ამიტომ ამოგმინვით გამოვხატე ის საზარელი ტკივილი რაც ვიგრძენი, ძალიან მეტკინა მარცხენა ხელი, მარა წინ 4 საათიანი გამოცდა მელოდა და იმაზე უფრო ვნერვიულობდი ვიდრე ხელზე... 4 საათი ვწერე გამოცდა და გულში მადლობებს ვიხდიდი რო მარჯვენა ხელი არ მტკიოდა :( წავედი გორში, გზაში კიდე უფრო დამაწუხა, დედაჩემმა დამირეკა და დე, მეთქი ხელი მოვიტეხე მგონი, არცკი გაკვირვებია, არაუშავს, ჩამოდი და მივიდეთ თრავმატოლოგთანო :( მივედით და..... გაბზარული როა მაგას არაუშავს, მყესებია დაზიანებული და სისხლი გროვდება და თუ არ დავაფიქსირეთ ისე არ შეიძლებაო, კიდე თითები თუ გაუშავდა, არაუგვიანეს 15 წუთისა უნდა მიხვიდე ექიმთან თორე კაცმა არ იცის რა მოხდება (WTF??????) ხოდა მინიმუმ 2 კვირიანი თაბაშირით წამოვედი საავადმყოფოდან....

ტკივილები რო მაქვს მაგას რა უშავს, მიჩვეული ვარ და ვაფშეტა ძალიან ვაჟკაცურად ვიტან ტკივილებს მარა ყველაზე ცუდი არის ის რო ცერა თითზე და ჩამოყოლებაზე მახვევია თაბაშირი და თითს ვერ ვამოძრავებ და ნერვები მეშლება :( ექიმი მაგრა მეკაიფა, როგორც მახსოვს ასეთი თაბაშირი არასოდეს გდებია, წინა 7 განსხვავებული იყოო :(  ხოდა ეხლაც სიმწრით ვწერ, მჭვალავს და ნერვები მეშლება!!!!!!!!!!! 11 ში მოვიხსნი და მოვისვრი რაც შეიძლება შორს, კაბადოკიაში ამ ხელით არ წავალ სულ რო გამიხმეს მაინც :(

2 ივნისი უძალიანმაგრესი დღე იყო, დილით 6 ზე უკვე ტრანსპორტს ველოდებოდი რომელსაც დავით გარეჯში უნდა წავეყვანე :) ულამაზესი ადგილია... გადავირიე :) მამაომ გვაიძულა ყველაზე მაღალი ადგილიდან გადმოგვეხედა... მთელი გზა ვწუწუნებდი და მოვთქვამდი რო გადავიფიქრე, დავიღალე, სად მოვდიოდი ამ ცალი ხელით, რა უნდა ვნახოთ ასეთი და ა.შ... მარა რო გადმოვიხედე აღმომხდა რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა :))) 

 

ვიარე თუ მატარეს ძალიან ვიწრო ბილიკზე. ყოველ მარჯვნივ გახედვაზე ხერხემალი მიცახცახებდა, პირდაღებული უფსკრული შემომცინოდა საზარლად :(  მარა მგონი მშვიდობით ჩამოვედი სახლამდე :) 

მერე ვიქეიფეთ, ბევრი ვიცინეთ, ვიჭორავეთ, და კიდე რა? მეტი არაფერი :) 12 ზე ჩამოვედი სახლში ფრიად ნასიამოვნები :) და დაღლილიც კიდე :)

3ივნისი–დაბადების დღეს გილოცავ გიოზგი, დიდი ბიჭი გაიზარდე :)  

საღამოს თვაურთან ვიყავით, დიიდი საგიჟეთი იყო იქ, მაგდენი ხალხი ოპოზიციის აქციებსაც არ ესწრება იქ რო დაგვხვდა :))) იქიდან წამოვედით სპორტკაფეში... რა უმწეო და მიუსაფარი ვიყავი აჭარული ხაჭაპურის ჭამისას ვერც წარმოიდგენთ :( მერე იქ მოვიდნენ თოდუა და იკა :) იქიდან წამოვედით და ქარელი ვნახეთ და ამ საღამომ განაპირობა ის რო 3 დღეა ყველას და ყველაფერს ქალაჩუნას ვეძახი :) სახლში მოსულს დიდი ჩილიმ ფართი დამხვდა ოჯახში :) დიდი თხოვნისა და ხვეწნის შემდეგ, მეც მიმიღეს კრუგში :) რამდენი ხანია აღარ მომიწევია და ოთახში აშკარად ბარბაცით შევედი :)) 

4 ივნისი– ფოტოაპარატი მივიტანე გასაკეთებლად :( რაღაც დაეტაკა და ბღუის უაზროდ :( მე ხო ესე უნდა დამემართოს ოველთვის, როცა მჭირდება მაშინ ფუჭდება ხოლმე :( სხვა არაფერი რავი, ღამე ისე ელავდა და ქუხდა ვერ ვიძინებდი და მერე სკაიპში ბიჭები გაიჩითნენ და იმდენი ვიცინე 6 ზე ძლივს ჩამეძინა...

საერთო ჯამში, მშვენიერი 10დღიანი დასვენება გამომივიდა ხელს თუ არ ჩავთვლით :( გამოვასწორე ძილი, გვიან ვიძინებ, ადრე ვიღვიძებ :) დაოღმილი და დაპრესილი აღარ ვარ, მშვენივრად ვგრძნობ თავს :) ის ლაწირაკი ჩემი რძლის მუცელში რო ზის სულ უფრო და უფრო ალღვობს ჩემს გულს და ეგებადა რო დაიბადება ხელშიც ავიყვანო და მოვეფერო კიდეც :)))) სხვა მეტი არაფერი, მომენატრა აქაურობა, მარა ვგონებ კიდევ უნდა დავიკარგო ცოტა ხნით :)))) ეხლა წავედი, ხელი დამეძაბა და ვეღარ ვწერ, ისედაც 3 საათია ამ პოსტს ვწერ მგონი... (შუალედებში შესვენებებით :) )  

მერემდე :) 

1 comment:

Sophie Golden said...

რა კარგი პოსტია! ასეთი პოსტები მიყვარს!
მაიკაც მომეწონა და სმეიჩკაც :ლოლ:
Welcome back to the blogosphere!!!