May 7, 2009

ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე, მე და ყავა, მე და ყავა...

ამ წუთას გადავყლაპე ბოლო ყლუპი ჩემი საყვარელი ჭიქიდან ჩემი საყვარელი ყავის და დედაჩემის ხმა ჩამესმა ყურში. მოკვდები შვილო, ბრმა ნაწლავი ხო შესწირე ამ შხამს და ეხლა ნაღველასაც სწირავ მისთვისო...  და რომ თავს ვიკლავ და ჯანმრთელობა ფეხზე მკიდია და ბლა ბლა ბლა....

მერე გიგას მესიჯი გამახსენდა, შენი ნაღვლის ბუშტის კენჭი, ჩემსას მინდა გავდესო :) გამეცინა... 

და სიზარმაცით აღვსილმა გავხედე ჩაიდანს, რომელმაც წყალი უნდა აადუღოს ჩემი მაცოცხლებელი ელექსირისათვის, დღეისათვის უკვე მე 6 ფინჯანია, რომელსაც ცოტა ხანში გემრიელად შევექცევი  :) 

ჰუჰ, ეხლა ამ ფინჯანს რომ შევხედე და მერე ჩემსას, გამეცინა, ასეთი სათითეებით უკვე საუკუნეა ყავას აღარ ვსვამ... არადა მახსოვს, სუულ პიველი ფინჯანი როგორ გამოიყურებოდა, რომლიდანაც სუულ პირველად გავუსინჯე ყავას გემო...

დედაჩემი სვამდა და შევაწუხე, მეც მინდა მეც მინდათქო, ხოდა აიღო ეს ფინჯანი და თავისი ჭიქიდან გადმომისხა ცოტა... მიუხედავად იმისა რომ, ყავა იყო უშაქრო, მე კი დაახლოებით 4–5 წლის, მაინც მომეწონა...

შემდეგ იყო ეს ფინჯანი, (ახლა მანდედან ნალექიან ყავას ვსვამ, ოღონდ მარტო იმ შემთხვევაში თუ ვინმე მომიდუღებს, მე არ ვიცი :) )

მერე დეიდამ ეს ფინჯნები გვაჩუქა... :) სულ 3 ცალი შემოგვრჩა... ერთი უნდა გადავმალო რო არ დამიმტვრიონ... 

მერე ეს ფინჯანი, მამაჩემმა მომიძღვნა...  ეს ერთადერთიღა შემომრჩა... 5 მილეწილ არს :)

მერე მარუნამ ნინოობას მაჩუქა ეს ფინჯანი, რომლიდანაც ზუსტად 3 წელი ვსვამდი ყავას და თუ სადმე მივდიოდი, სულ თან დამქონდა... 

მერე მარცხნივ მდებარე ფინჯანი, რომელიც სამი ცალი მქონდა და ერთი გუჯა ბერუაშვილმა დამიმტვრია, კინაღამ ზედ მივაყოლე ის მთასავით კაცი... სულ რაღაც 100$ დაუჯდა დანაშაულის გამოსყიდვა... მამაჩემმა რომ გაიგოს როო მე მის მთვრალ ძმაკაცს ასე ვანდალურად მოვექეცი, არასოდეს მაპატიებს... :)

ეს ორი ერთად იმიტომ გავაერთიანე რომ მათში მომზადებულ ყავას თითქმის ერთნაირი გემო აქვს :)

ფინჯნები სერიიდან "მაი სვით მემორის"  ის ნესკვიკის ფინჯანი ისე მიყვარდა ისე რომ დედაჩემი წავიდა და კიდევ 7 ცალი მსგავსი იყიდა... სამწუხაროდ ადუღებულ წყალზე ალერგია აღმოაჩნდათ და დაიბზარნენ :) 

უსაყვარლესი ფინჯნები, რომლებიც ბოლო 4 წლის მანძილზე აბსოლუტურად ყველგან თან დამქონდა :) დღესაც ასეა, უპირატესობას მწვანეს ვანიჭებ, იმიტომ რომ მწუუანეა... იმ მეორეზე თიკო და დალი ხოცავენ ერთმანეთს :)

ესენი სტუმრებისათვის განკუთვნილი ფინჯნებია, მე არცერთიდან დალეული ყავა არ მიყვარს მარა მაინც მიწევს ხოლმე :(

ამ ჭიქიდან მარტო რძიან ყავას ვსვამ :)

ნათლიის ნაჩუქარი უსაყვარლესი ჭიქა, ჭიქა კიარადა ქვევრი უფროა, 2 ზემოთხსენებული ფინჯანის მოცულობის სითხე ეტევა შიგნით... 3 მასეთი ერთი დღის მარაგია :)

ეს მეორე იგივე ტევადობის "ქვევრი" ყველაზე ახალია კოლექციაში :) 

ეს შემაჯამებელი ფოტო :) ერთი უსაყვარლესი ფინჯანი აკლია, რომლიდანაც ახლა გეახლებით ამ მაგიურ სითხეს :)

დიახ, გეთანხმებით, ფრიად უაზრო და უშინაარსო პოსტია... 

თუმცა ახლა რო იმაზე დავწერო რაც დღეს ჩემს თავს ხდება, გურამი აუცილებლად დაიგრუზება, თან ისე რომ შეიძლება თვითმკვლელობა სცადოს :)

ხოდა ვსიო, თუ მე არ მოვიკალი თავი უახლოეს მომავალში, შემდეგ პოსტამდე გემშვიდობებით.... :) 

ამ 2 კვირის მანძილზე გავჭაღარავდი ცოტა.... :( 

1 comment:

გურამი said...

http://djguro.blogspot.com/2009/05/blog-post_07.html#comments - თვითმკვლელობამდე მაკლდა 5 წუთი. :) ყავას არ ვსვავ. მაგრამ ისეთი კოლექცია გაქვს, შემშურდა. ხოდა ახლა მეც ვნახავ, იქნებ რამის კოლექცია მეც მაქვს.