May 2, 2009

მოვიდააააააააააააააააააა!!!!!!!!!

რა მოვიდა?!

შუქი მოვიდა? - რამდენი ხანია მოსულია..

წყალი?- ეს ყოველთვის იყო...

მიშა მოვდივარო რო ყვიროდა ის ბიძია მოვიდა?--ეგ ჯერ დამწყვდეულია...

აბა რა მოვიდა?

გუდიანი კაცი??-- შენ რომელ გუდაში ჩაეტევი, გიფიქრია ამაზე ოდესმე?!

აბა დრო მოვიდა? - ჯასთ რიტორიკული შეკითხვა...

აბა რა მოვიდა გვითხარი?!

რა და გაზაფხულიიიიიიიიი!!  

გაზაფხული მოვიდა მეგობრებო!!

მერე რა რომ დღეს 2 მაისი მიიწურა, რაც იმას ნიშნავს რომ ზუსტად 2 თვისა და 2 დღის წინ მოვიდა გაზაფხული?!

ვისთვის როგორ....

ზოგისთვის არც წასულა და სუ გაზაფხული იყო მთელი წელი, ზოგისთვის ჯერ არ მოსულა... რას გაიგებ კაცია და გუნებაოოო...

ჩემთვის პირადად ეხლა მოვიდა... კიარადა, ამ ერთი კვირის წინ. :)

ეს უკვე მერამდენედ ვინანე რო ჩემი ციფრული თან არ მქონდა :( ხოდა ტელეფონით ვიცოდვილე რაღაცეები... 

ეს ჩემი საყვარელი ბლის ხე ყვავის ჩემს ეზოში...  გრეი ძალიან უბედურია რო მისი ყვავილების მოსპობა არ შეუძლია, კისერიღა აქვს მოღრეცილი მაღლა ყურებისგან :)

 

ეს იმ სასწაულებრივად გადარჩენილ ყვავილთაგანია, რომელიც გრეიმ დაინდო... 

ლოკოკინა ღობეზე :)

მეზობლის ტიტები :) 

ეს ატმის ნაყვავილარი :) ჩემი ფავორიტი სურათია... დაჟე დესკტოპზე დავაყენე :)

და ამ მშვენიერი მზანი შუადღის შემდეგ, ძაან მაგრა იწვიმა საღამოს, ოღონდ გაზაფხულის წვიმა იყო, თბილი და ძაააან მაგარი სუნი რო დგება ხოლმე ქუჩაში მასეთი..... სანამ არ გავილუმპე, არ შემოვედი სახლში :) 

და ტადააააააააააამ... ცისარტყელა გამოიჭიმა ცაზე....  ვგიჟდები ისე მიყვარს ცისარტყელა, ბავშვობიდან.... 

ჯერ ერთი ცალი იყო, მერე მეორეც გამოჩნდა.... აქ კიდევ ერთხელ ვინანე რო ციფრული თან არ მქონდა :(

ეჰ, ტელეფონის გახსენებაზე გული ამიჩუყდა ეხლა... რა ცოდოა ჩემი ტელეფონი, შლეიფი გაუფუჭდა და რო გახსნი ისე ციმციმებს, გეგონება უხარია რო გახსენიო :( სააწყალიიი :( 

და ეს ერთი კვირაა (ანუ რაც ჩემი გაზაფხული მოვიდა) ყველაფერზე გული მიჩუყდება და მეტირება....  აი სულ უბრალო რაღაცაზეც კი... სიმღერაზე, ვიდეოზე, სიტუაციაზე, სურათზე.. ყველაფერზე მეტირება....  რა ჯანდაბა მჭირს, გული მილღვება სავარაუდოდ...

 

როგორი სანახავი ვარ შეგიძლიათ ნახოთ აქ  ---> http://www.youtube.com/watch?v=-oDz5eaciu0    

ეს მოკლე შინაარსის პონტში :)

აუ არადა აი დღეს განსაკუთრებით რა... ჯერ მთელი გზა ცრემლები მაწვებოდა ყველა სიმღერაზე რაც კი ჩავრთე... მერე რო ჩამოვედი დედაჩემი თვალის ექიმთან არ გამომყვა, არადა მესამე თვალი ამომდის მგონი და მაწუხებს :(და მაგაზე ვიბღავლე.....  მერე ყავა გავიკეთე და მთელი ნეტარებით ვაპირებდი დალევას და დედაჩემმა მიდი გეხვეწები ჩაი გამიკეთეო, მეთქი თვალი მტკივა და ვერ გაგიკეთებთქო... ხოდა პეჩენია ჩამიგდო ყავაშიიიი...  მთელი საათი ვბღაოდი პატარა ბავშვივით...  შეწუხდა ქალი, ადგა გამიკეთა ახალი ყავა მარა კიდე უფრო ამიჩუყდა გული, ჩეემი ყავა მინდა მეეეეეეეეეეეე

 

იმდენი ვიტირე ახალი ყავაც გაცივდა და დავრჩი უყავოდ :(

არადა რა კარგი ამინდი იყო დღეს...  საღამოს რო აგრილდა მითუმეტეს :) შუადღისით ერთმა ვერაგულმა აზრმა გამიელვა თავში, მეთქი გრეი ხო არ მებანავებინათქო, მარა მერე კადრებად გამირბინა თვალწინ, რაც ხდება ხოლმე მაგ დროს, ხოდა მაშინვე უკუვაგდე ეგ აზრი.. დაე იაროს ჩატურტლულმა.......

აააააააააააა   წვიმა დაიწყო, ღმერთო ჩემო, რაღაც არსებობს ნამდვილად... მე აქ წვიმაზე ვწერდი და წვიმაც დაიწყო :)

ვაიმე, ძლივს ვზივარ კომპიუტერთან და ძლივს ვიმაგრებ თავს რო არ ჩამეძინოს...  გუშინ საერთოდ არ მიძინია...  ვიცი რაც გაიფიქრეთ ეხლა.... გეტყობა ნაწერზეო...  არაუშავს მე მაინც მიყვარხართ.....  ძილინებისა :* 

1 comment:

Anonymous said...

KAIAAAA ..... :*:*:*


MACHVIIIII :*:* =)