May 4, 2009

Just a Post....



არადა რა კარგი დღე იყო...

მიუხედავად ყველაფრისა....

დილიდან მოყოლებული ცუდი ამბები მიება ერთმანეთს, მარა მე მაინც რაღაც კარგად ვიყავი... ამინდიც ძალიან კარგი იყო და იმიტომ.... 

რო გნახე დაჟე გამიხარდა კიდეც, თავშიც გამიელვა მომნატრებიათქო..... 

კბენა-ღრენა ხუმრობაში გავატარეთ......

ლევამ ბათუმიდან ნამდვილი თუთუნი ჩამომიტანააააააა.... შეკეთებაზე დავიგლიჯე ნერვებიიიიიიი :( 

მერე ლაშიკომ და დათომ გამომიარეს, ჯერ უბანში ვაბირჟავეთ, მერე წვიმა დაიწყო.... მანქანა დავაყენეთ და ფეხით გავედით საწანწალოდ....

 

მოვიწანწალ-მოვიბოდიალ-მოვისურათიანეთ რამდენიმე ათეული მეტრი.....

და წვიმამ გადაიღო... თავგაგიჟებით არც მანამდე წვიმდა მარა... აი ვაფშე გაჩერდა.....

გზაზე გადასვლისას, ძმაკაცებით გამოტენილი მანქანიდან გადმონაძახი "სასიამოვნო" ეპითეტით შემკული, წამიერად ენაჩავარდნილი მე....

არაუშავს, ავიტანთ... აგვიტანია....

არა ლაშიკო, მოგესმა... 

მე არაფერი გამიგია,....



მერე ცოტა წავიგონკავეთ.....

ტარება მასწავლეთქო და ხო, უეჭველი, აბა რააო :) დამაიმედა უიმედოდ :)



მალე მოდი გოგო, გელოდებით ჩვენც და იუბილარიცო :)

საჩუქარი ავარჩიეთ და მიუხედავად ყველაფრისა, ფეხით გავწანწალდით ქალაქის მეორე ბოლოში :)

გავაცნობიერე რომ დიდი ჩუპაჩუპსი ძალიან დიდია ჩემი პირის ღრუსათვის :(

მერე ბევრი არაფერი მახსოვს, პირველივე ჭიქა ისეთი მაგარი იყო, ბავშვი (ჯერ არჩასახული) დამეფუფქა მუცელში...

ყველა ჭიქის შემდეგ, თავი ცეხლისმფრქვეველი გველეშაპი მეგონა.....  
ბრრრრრრრრრრ...

მერე რა ხდებოდა ალაგ-ალაგ მახსოვს....

ბოლოს უკვე ცოტა გამოფხიზლებულზე მახსოვს როგორ მეხვეწებოდნენ გოგოები, გეხვეწები ცოტა ხანს გაჩუმდი, თითო სიტყვა ჩვენც გვათქმევინეო... 

მაოს მეზობლები დავაღვიძე სახლიდან რო გამოვედი :)

აღმოვაჩინე როომ სახლის წინ გაჩერებულ მანქანას ოთხივე კარი ღია ქონდა... სამწუხაროდ გასაღების მოთვალიერება არ მომსვლია თავში აზრად :(

მერე მთელი გზა ტექნიკურად პანჩურის ამორტყმას ვასწავლიდი თეოს :)

The boy does nothing ამ სიმღერის სრული ტექსტი შევასრულე ცეკვის თანხლებით, 
ფაქტიურად შუა ქუჩაში.... ( რა კარგია გამვლელები და მანქანები რომ თითქმის არ იყო)

მერე ოჯახურ გარემოში ძალიან ბევრი ვიცინეთ... როგორ მიყვარს ესე :) 

მეტი რა გინდა შვილო ჩემო, წადი, შეირგე პოზიტიური დღე, დაეგდე და დაიძინე რააა, რა გეკომპიუტერება ან რა გესკაიპება...... 

როგორ ვეცადე რო არ აგყოლოდი და ნერვი არ მომეშალა, გაგაფრთხილე კიდეც რამდენიმეჯერ.... მარა არა რააა. იმენნა ბოლომდე სანამ არ შემაწმინდე ფეხები არ გაჩერდი რა... 


გეუბნები რაღაცას, სერიოზულად, წყენას არ ვიმჩნევ და აი იმენა იცინი და კიდე აწვები მაინც იგივეს...


და მე ვარ კიდე მთვრალი და ეჭვიანი და ჩემი ბრალია ყველაფერი თურმე...

ბაზარი არ არი, მე მომიტევე რო საერთოდ ვარსებობ...

აი შენთავს გეფიცები, რომც ვკვდებოდე, ოდესმე თუ რამე გთხოვო... 

ბაზარი არ არი... იცინე... ღმერთმა ქნას, სულ სასაცილოდ გქონოდეს საქმე.... მე გამიხარდება ეგ, შენ იცი.....

მადლობა მოშხამული ღამისთვის.... კი ვერ მოვხვდი რით დავიმსახურე მარა მაინც.....

კაია ხო ტკბილი ძილი???......









პ.ს.: გურამ, არ გავიგო ეხლა რო ამ პოსტის წაკითხვის მერე დაიგრუზე და თავის მოკვლა გინდა :)))))  

3 comments:

vasasi said...

ooo.... ra kargiiaaaaaa...


huh!..
rogrgac mec unda gadavechvipo fantas da sasmelze gadavide..

nino said...

fantas rogor sheidzleba gadaechvio adamiani?! mniam mniam.... chemi macocxlebeli eleqsiria :)))
sheutavse :)) :*

vasasi said...

ver vbedav, egreve xerxemali micaxcaxebs :(

"fantas" araferi jobs, bordiulze rom chamojdebi da aluminis qilit rom moiyudeb..,.

mniam mniam..

vax.. momshivdasavit.. :S