May 7, 2009

Armena Is Back!!!



რო ვიძახდი რო ღამის 5 საათზე ხუთშაბათობით არმენა მოდის და მიზარებს და მიბრახუნებს და სომხურ მედლენნებს მასმენინებს და ამას არ კმარობს და მიმღერის და მელაპარაკება კიდეცთქო არ გეჯერათ თქვენ... 

ხოდა ახლა ვიჯექი და twilight-ს ვუყურებდი, (როგორც იქნა ვიკადრე ნახვა გადმოწერის 1 თვის თავზე) ხოოოდა მე მარტო ვარ, ვუყურებ პატიოსნად თუ როგორ კანტუზიანებივით კანკალებენ მთავარი გმირები სრულიად უადგილოდ... 

და ვიღაც მესამეს ლაპარაკი მესმის აშკარად... 

მე არ მყავს ვამპირი შეყვარებული დედას გეფიცებით, რომ ის მოსულიყო ამ რკინის კარიან და გისოსებ შემორტყმულ სახლში და ეჩურჩულა...  ნუ არადა მესმის რაღაც ხმები... 

და ამ დროს ვიღაცა ზარს რეკავს კარებზე... 

გამჭოლი მზერა ვსტყორცნე საათს... 4:40 

ხოდა გავიხედე "გლიაზოკში" და ამას ვის ხედავს ჩემი თვალები...

არმენა იზ ბექ მეგობრებო!!!!!!  

შევხედე თუ არა, კინაღამ მონატრების ცრემლები წამომცვივდა თვალებიდან, როგორ გაზრდილხარ ბიჭო, სად იყავი წინა და კიდევ იმის წინა ხუთშაბათს? მე მეგონა მიმატოვე და გვერძე პადიეზდში მცხოვრებ პირველსართულელებზე გამცვალე :)

 მარა არა!!! დარწმუნდი ხო რო ჩემი "გლაზოკი" (მაინც რა ქვია ქართულად?!) ყველა სხვა პირველსართულელის "გლაზოკს" ჯობია?!  

რა სამწუხაროა რო ამოტრიალებულად აყენია და ფართო საზოგადოებამ თავდაყირა უნდა გიხილოს :( 

ვიდეო გადაღებულია 04:44 საათზე

ეხლა რომელი საათია იცით? 05:45

ანუ ზუუსტად ერთი საათია აქ დგას და რაღაცეებს ჩალიჩობს, ვიდეოს ვეღარ ვუღებ, იმიტო რო რაღაც წითელი ხო ენთება ტელეფონს და გარედან ჩანს და მერე თვითონ დგება და ლაზერს მანათებს გარედან და უხარია და შემოშვებას ითხოვს.... 

ხოდა რა მინდოდა მეთქვა, ეხლა უკვე მეძინება და რო გავუვარდები გარეთ და ოჯახში არსებული ყველაზე დიდი დანით ენას ამოვაჭრი, მერე მიხვდება იმ სიტყვების რაობას "კაი ჭკუისას მეხუმრებითქო"  ახალმოსულზე რომ ვუთხარი...... 

ხვალ საღამოს პატრულში მიხილავთ სისხლიანი დანითა და არმენას ენით ხელში... და მე ხო ვიცი, მაინც მე გამამტყუნებენ ბოლოს :(

2 comments:

vasasi said...

ეეჰ..

შენც რა ხალხში გქონია საქმე.. :|

Anonymous said...

NU YVELAFERI SAOCREBA XO SHEN UNDA DAGEMARTOS RAAA =))))

MACHVIII :*